ორქიდეის ფესვების “დიდი“ საიდუმლო:

ორქიდეის ფესვების “დიდი“ საიდუმლო: აქვს ველამენი-არა აქვს ველამენი
ამ სტატიაში, ძირითადად, ველამენზე ვისაუბრებთ. ბევრი ფიქრობს, რომ ორქიდეის ფესვებს ველამენი თავისთავად, ნებისმიერ შემთხვევაში მოჰყვება, რომ “ასეა მისთვის დაწესებული“. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არაა! ეპიფიტურ ფესვს შესაძლოა გააჩნდეს ველამენის მსხვილი შრე, საშუალო სისქის შრე, თხელი შრე ან... საერთოდ არ გააჩნდეს შრე! და არა იმიტომ, რომ - ფესვმა “ასე გადაწყვიტა“...
ბუნებაში ორქიდეას ისეთი ფესვი გააჩნია, როგორიც უნდა ჰქონდეს (და როგორც წესი, ეს ველამენის ძლიერი, მსხვილი შრეა). რაც გასაკვირი არაა, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, დედა-ბუნება იშვიათად ცდება ორქიდეის “მოვლის“ საკითხში.
როდესაც ნებისმიერი ეპიფიტური ორქიდეა ჩვენს ხელში ხვდება, მაშინ ის, თუ როგორი ფესვები ექნება მას, როგორი ველამენი ექნება მის ფესვებს (ან საერთოდ თუ ექნება) დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენს ცოდნასა და მონდომებაზე.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სტატია არ იქნება ძნელად გასაგები და ის ბევრ რამეზე აგვიხელს თვალს.
ოდნავ მოგვიანებით, უბრალო ნახატსაც (ან სურათებს) წარმოგიდგენთ, თუ რა ხდება ფესვში მისი სხვადასხვა გარემოში არსებობის პირობებში.
ეხლა, შეძლებისდაგვარად, “სიტყვიერად“ განვიხილოთ ყველაფერი.
ეპიფიტური ფესვები. რატომ არის მათთვის ცუდი მუდმივი ტენი, ეს არის ანბანი, რომლიდანაც იწყება ყველაფერი, რაც ამ ტიპის (ეპიფიტურ) ფესვს შეეხება. ეპიფიტური ფესვების “მოწყობილობის“ ცოდნა დაგვიცავს იმ მძიმე შეცდომების დაშვებისგან, რომლებიც დამღუპველია ჩვენი მცენარისთვის (ან ბევრად ამცირებს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას). გავიმეორებ, ფესვების მიერ ველამენი არ გამომუშავდება გენეტიკურად, იმიტომ რომ “ასეა მისთვის დაწესებული“. ბევრი სწორედ ასე ფიქრობს და ამიტომაც გააჩნია მათი მცენარის ფესვს განსხვავებული ველამენი (ან საერთოდ არ გააჩნია). ირკვევა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მცენარის მოვლის (გაზრდის) კულტურაზე.
რა არის “ველამენი“ ნებისმიერი ეპიფიტური/ლიტოფიტური (და არამარტო) ორქიდეის ფესვებში?
ველამენი ეს არის ფესვის ზედაპირზე არსებული მკვდარი უჯრედების შრე. ჰაერით გაჯერებული ეს უჯრედები იწოვენ ტენს როგორც ღრუბელი (“გუბკა“). ველამენი იცავს ფესვს გამოშრობისა და სხვადასხვა სახის დაზიანებისგან. რაც მეტად გვალვიან პირობებშია გაზრდილი ფესვი, მით უფრო სქელია ველამენის შრე. ეს უჯრედები კვდებიან მხოლოდ საკმაოდ ჰაეროვან (ჰაერის შემცველ) გარემოში. ბუნებაში ეს ხდება მაშინ, როცა ფესვები წვიმის შემდეგ ძალიან სწრაფად შრება და ამის შემდგომ, რაღაც დროის განმავლობაში შედარებით უფრო მშრალ პირობებში იმყოფებიან - ამ დროს ხდება “ველამენის გამომუშავება“, ანუ ფესვის ზედა შრის (რიზოდერმის) “სიკვდილი“ მშრალ ჰაერზე ტენიანობის შემცირებისას. “ველამენის გამომუშავება“ (რიზოდერმის უჯრედების კვდომა და მათი შემდგომი კორპისმაგვარი გაუხეშება) ხდება პირდაპირ (და მხოლოდ) ფესვის ზრდის პროცესში (ანუ ზრდის პარალელურად)!!!, როდესაც დატენიანება მალევე იცვლება გაშრობით.
“მშრალი ჰაერი“ აუცილებელია ტექნიკური თვალსაზრისითაც, რადგან მაღალი ტენიანობის პირობებში ფესვის ცოცხალი ზედაპირული უჯრედები უბრალოდ ვერ “მოკვდება ველამენის წარმოსაქმნელად“.
ეს პროცესი (ველამენის წარმოქმნა), საერთოდ ვერ მოხდება მუდმივი, დაახლოებით 100%-იანი ტენიანობის პირობებში (და მითუმეტეს მუდმივად სველ სუბსტრატში ყოფნისას).
როდესაც თქვენ, ორქიდეა მუდმივ სისველეში “გყავთ“, როდესაც მისი ფესვები არ შრება ბოლომდე, მაშინ თქვენ მიიღებთ ფესვებს, რომლებსაც არ ექნება ველამენი. ფესვის ზედაპირის ძალიან თხელი შრის ქვეშ იარსებებს მხოლოდ ცოცხალი რიზოდერმა, რომელმაც უბრალოდ “ვერ მოახერხა“ ველამენად გარდაქმნა... ეს ნაზი, ცოცხალი რიზოდერმა საერთოდ ვერ უძლებს გაშრობას, ის არაა ადაპტირებული ამისთვის!!! სწორედ ამით აიხსნება ფესვების ასეთი სწრაფი ხმობა, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს ჯანმრთელია და რომლებიც მუდმივ ტემიანობაში იზრდებოდა. საკმარისია ასეთ პირობებში გაზრდილი ფესვები მოკლე ხნით აღმოჩნდეს უწყლო და მშრალ გარემოში და მათი გახმობა გარანტირებულია.
ასე რომ, ეს ფესვები კი არ არის “ასეთი ნაზი“!!! არამედ ასეთ “ნაზ ფესვებად“ (უფრო სწორად არასრულფასოვან) მათ აქცევს საწყისი “არასწორი აღზრდა“ ზედმეტად ტენიან გარემოში. ასეთ გარემოს არ შეიძლება ვუწოდოთ ნორმალური, რადგან ის ხელს უშლის ფესვის ბუნებით განპირობებული სრულყოფილი სტრუქტურის წარმოქმნას. თქვენ ხშირად გაიგებთ გამოთქმას - ორქიდეის ფესვები “შეეგუა“.... ალბათ უკვე მიხვდით, თუ როგორ “ეგუებიან“... საჭიროა კი, ასეთი შეგუება???... შევეკითხოთ ჩვენს თავს.
საყურადღებოა! ვიმეორებ, რომ ველამენი რიზოდერმიდან “კვდება“ ზრდადი ფესვის (და არა უკვე გაზრდილი და მოსვენებაში/არა აქტიურ მდგომარეობაში მყოფი) ზრდის პროცესის პარალელურად მაშინ, თუ ამისთვის შექმნილია შესაბამისი პირობები (ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული). თუ ფესვი უკვე გაიზარდა შეუსაბამო პირობებში, მაშინ, ველამენი უკვე აღარ წარმოიქმნება და ფესვი ასეთი არასრულყოფილი დარჩება თავისი “სიცოცხლის“ ბოლომდე. ასეთ შემთხვევაში, ის მცირე სიმშრალის წარმოქმნისას სწრაფად დაიწყებს ხმობას (რასაც ხშირად დავინახავთ ჩვენი ყვავილების მაგალითზე). ამიტომ, უნდა ვეცადოთ თავიდანვე შევუქმნათ ფესვებს ფიზიკურად ნორმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობები.
განვიხილოთ აღწერილი “პროცესი“ უფრო დაწვრილებით:
თუ ორქიდეის ფესვები მორწყვის შემდეგ საკმაოდ სწრაფად (რამდენიმე საათის განმავლობაში) მთლიანად შრება, მაშინ ზრდის პროცესში მყოფი ფესვები “მოიკლავენ“ ზედაპირზე მყოფი რიზოდერმის ნაწილს. რაც უფრო ჰაეროვანია ორქიდეის ფესვების საერთო გარემო, მით უფრო ძლიერი (სქელი) იქნება ველამენის შრე ფესვის ზედაპირზე და მთლიანად ფესვთა სისტემაც უფრო ხშირი და გამძლე იქნება სიმშრალის (და ნამდვილი გვალვის) მიმართაც კი, რადგანაც მათ საიმედო დაცვა (სქელი ველამენის შრე) ექნებათ.
სწორედ ასეთ (ბუნებრივთან მიახლოებულ) პირობებში გაზრდილ ფესვებს გააჩნია ეპიფიტური ფესვისთვის დამახასიათებელი (ბუნებით განპირობებული) ყველა თვისება: - ისინი არ “ხმება“ დაბალი ტენიანობისას ღია ჰაერში და მაშინაც კი, როდესაც დიდი ხანი რჩება მშრალი (როგორ შეიძლება “მოკვდეს“ ის რაც უკვე “მკვდარია“). იმედია არ დაგავიწყდათ, რომ ველამენი მკვდარი უჯრედების შრეა. ასეთ ფესვებს შეუძლია დიდი რაოდენობით ტენის შეწოვა და დაგროვება (გარედან ისინი “მშრალი“ ჩანს) და ამ ტენის მიწოდება მცენარისთვის დიდი ხნის განმავლობაში (რამდენიმე დღის და ხანდახან რამდენიმე კვირის). სინამდვილეში, ორქიდეა ძალიან ცოტა წყალს მოიხმარს (გენეტიკურად ასეა განპირობებული). სწორედ ასეთ პირობებს ეგუებოდა ორქიდეა თავისი ევოლუციის მრავალი ათეული ათასი წლის განმავლობაში. წყლის მოხმარების რაოდენობა შეზღუდულია ველამენის წყალგამტარიანობის უნარით და იმის გამო, რომ თქვენ უფრო ხშირად და უფრო მეტს დაუსხავთ წყალს ქოთანში - ორქიდეა უფრო მეტს არ დალევს!!! ზედმეტად ტენიან გარემოში არსებობისას კი, ფესვები ლპობას დაიწყებს. რატომ?
იმიტომ, რომ მუდმივად ტენით “გაჭყეპილი“, ნორმალური!!! ველამენის მქონე ფესვები თავისი “მშრალი“ ზედაპირის ქვეშ “დაიხუთება“ და ვერ “ისუნთქებს“. ფესვებში მრავალფეროვანი ფიზიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის გაზის გაცვლა. ეს გაზის გაცვლა ველამენის მუდმივად წყლით გაჯერებისას განუხორციელებელია, რაც ფესვთა სისტემის დროზე ადრე დაღუპვას იწვევს.
ფესვები ველამენის გარეშე (ზოგი “ორქომანი“ მათ “წყალმცენარეებს“ ეძახის) მუდმივი ტენიანობისთვისაა “ადაპტირებული“. მაგრამ ასეთი ფესვებისთვის საშიშია სულ მცირე სიმშრალეც კი. ე. ი. მოგვიწევს ასეთ პირობებში მყოფი მცენარის განუწყვეტლივ დატენიანება, რათა ასეთი არანორმალური ფესვები სწრაფად არ “მოკვდნენ“. ასეთი მუდმივი ტენიანობა “წყალმცენარეებს“ კი მოსწონთ, მაგრამ ხშირად დამღუპველია თვით ორქიდეისთვის, რადგან ტენიან გარემოში ხანგრძლივად ყოფნა ბევრად ზრდის სხვადასხვა პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების წარმოშობის რისკს. გვჭირდება ეს??? ნორმალური ფესვების მქონე ორქიდეას ბევრად უფრო ნაკლები ყურადღება, მორწყვა სჭირდება. ის შეუდარებლად უფრო გამძლე იქნება და ჩვენც უფრო ნაკლები “ცეკვა“ დაგვჭირდება მის გარშემო.
მინდა ავღნიშნო, არსებობს სტერეოტიპი, რომ წვრილ ფესვებს უფრო მეტი წყალი სჭირდება ვიდრე მსხვილს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს! დავიმახსოვროთ, ეპიფიტი მცენარის მსხვილი და ძალიან წვრილი ფესვებიც მშვენივრადაა ადაპტირებული “ზომიერად მშრალი“ სიცოცხლის პირობებისთვის.
ინფორმაციისთვის: ბუნებაში ორქიდეა ცოცხლობს ათეული წლების განმავლობაში. ბოტანიკურ ბაღებში ცნობილია ორანჟერეის გზემპლარები, რომელთა ასაკმა 100 წელს გადააჭარბა!!! დამწყები ორქიდეის მოყვარულების მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა (სახლის პირობებში) კი საშუალოდ 3-დან 10 წლამდეა.
რა დასკვნა გავაკეთე მე ჩემთვის, ამ სტატიის ანალიზის შემდეგ:
1. თუ ჩემი ორქიდეა მუდმივად წყალში მეყოლება, მაშინ ყურადღებით უნდა ვიყო, რადგან ასეთ გარემოში განვითარებული ფესვები სიმშრალეს ცუდად უძლებს.
2. თუ ჩემი ორქიდეა დახურულ სისტემაში მყავს მეცოდინება, რომ ფესვები არაბუნებრივ გარემოში ვითარდება და მათი გამძლეობა სიმშრალის, ზედმეტი ტენიანობის და ავადმყოფობის მიმართ არაბუნებრივია (მორწყვის გრაფიკი მე თვითონ უნდა შევიმუშაო, ჩემს სახლში არსებული პირობებიდან გამომდინარე. შაბლონი ყოველთვის არ ამართლებს).
3. თუ ჩემი ორქიდეის ფესვებს სქელი ველამენის შრე გააჩნია და მე მინდა გადავრგა მცენარე დახურულ სისტემაში, მაშინ ვეცდები, რომ გრუნტი საკმაოდ ჰაეროვანი იყოს (გრუნტში არსებობდეს სიცარიელეები, რომლებშიც ჰაერია), რათა არ მოხდეს ფესვების “დახუთვა“ (რომელსაც უჰაერობა და მუდმივი ტენიანობა გამოიწვევს) და მცენარის ფესვებს შესაძლებლობა ჰქონდეს გაზის გაცვლისა.
4. ექსპერიმენტის სახით, ახლად დაფესვიანებული ორქიდეის ერთ-ერთ “შვილიკოს“ საშუალებას მივცემ (ანუ შევუქმნი) ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებს (ეს პირობები, ვფიქრობ გასაგებად არის აღწერილი ზემოთ).
ჩემი აზრით, ბუნებრივთან მიახლოებული პირობების ყველაზე ადვილად (ვისთვის როგორ) შექმნა შესაძლებელია მისი ე.წ. “ბლოკზე“ გაზრდით, ან ცარიელ, გამჭვირვალე ვაზაში მისი გაზრდით, მისთვის წყლის “წვიმის რეჟიმით“ მიწოდებით: დასველება გაშრობა და პერიოდულად საკვების/სასუქის მიწოდება). თუ ფესვები თავიდანვე ამ რეჟიმით გაიზრდება, მაშინ მათი გამძლეობა შედარებით უკეთესი და ნორმალურთან მიახლოებული იქნება. კიდევ გავიმეორებ, რომ ეს ეხება მხოლოდ ზრდის პროცესში მყოფ ფესვებს (იმედი მაქვს გახსოვთ, რომ ველამენის წარმოქმნა ფესვის ზრდის პარალელურად ხდება), რადგან სხვა პირობებში გაზრდილი ფესვების “გადაკეთება“ უკვე შეუძლებელია.
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენამდე “მოღწეული“ მცენარე იშვიათად არის წესების მკაცრი დაცვით გაზრდილი, რადგან “ვენდორებს“ (გამყიდველებს) მათი სწრაფად გაყიდვა აინტერესებთ და მცენარის შემდეგომი მდგომარეობა მათთვის სულ არ არის საფიქრალი.
და ბოლოს: თუ ამ ყველაფრის გაკეთება დამეზარება, მაშინ მორალურად მაინც ვიქნები შეგუებული იმას, რომ ჩემი “ლამაზმანი“ ვერ იცოცხლებს მისთვის გენეტიკურად განკუთვნილ ხანს და შედარებით ბევჯერ იავადმყოფებს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში ორქიდეების მოვლა და მათი მეთოდები
31 March 0 2 184
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно