რუელია სახლში ულამაზესი მცენარეა

ეს ლამაზი მცენარე აკანთოსებრთა ოჯახს ეკუთვნის, სახელი ეწოდა ფრანგი ბოტანიკოსის ჟან რუელის პატივსაცემად ბუნებაში გვხვდება ამერიკის ტროპიკებში, აფრიკასა და აზიაში. მისი 200მდე სახეობაა ცნობილი, უმეტესად ბალახოვანი მცენარეებია, მაგრამ არსებობს ბუჩქები და ნახევრადბუჩქებიც. სახლში იზრდება მხოლოდ რამდენიმე სახეობა. მცენარეს სწორმდგომი, ან მხოხავი ღერო აქვს. ფოთოლი გრძელი, შუაში განიერი, მოპირდაპირე განლაგებით. ტოტების ბოლოში ჩნდება ერთეული დიდი ყვავილები - 5 სმ სიგრძეში - არის თეთრი, მეწამულ - ვარდისფერი ან კრემისფერი. ყვავილი სულ რამდენიმე სააათი ჩერდება, დილიდან შუადღემდე. მის ადგილს კი თესლებით სავსე კოლოფი იკავებს. მომწიფებისას სკდება და დიდ მანძილზე ისვრის თესლს.

კარგი განათების პირობებში იგი თებერვლიდან შემოდგომის ბოლომდე იყვავილებს, ჩრდილში ხანგრძლივობა 3-4 თვემდე მცირდება. მცენარე ზამთარშიც ყვავილობს, როდესაც სხვებს მოსვენების პერიოდი აქვთ. იგი სწრაფად იზრდება და საკმაოდ უპრეტენზიოა. სახლში მზარდი სახეობების უმეტესობას ტოტები ჩამოკიდებული აქვს. მიწასთან შეხებისას ადვილად ფესვიანდება. მას ზრდიან, როგორც ამპელურ ან ნიადაგმფენ მცენარეს.

განათება - მცენარეს დებენ აღმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს, იგი ოთახის სიღრმეშიც იყვავილებს, თუ განათება სა კმარისია. იმისთვის, რომ მან მთელი წელი იყვავილოს, უდგამენ დამატებით განათებას. ზაფხულში მზეზე არ დებენ, რომ ფოთოლი არ დაეწვას. არასაკმარის განათებაზე ტოტები ეწელება და ნაკლები ყვავილი ექნება.

ტემპერატურა - ოპტიმალურია 18 გრ. ზამთარში - 16 გრ. 

მორწყვა - როგორც კი მიწა შეშრება, მცენარე უნდა მოირწყას, მაგრამ არც ისე უხვად. მცენარეს თავადაც ეტყობა,- ფოთლი იწყენს და ძირს ეშვება. მაგრამ თუ ასე დიდხანს იყო და არ მორწყულა, ქვედა ფოთლებს დაიცვენს.

ჰაერის ტენიანობა - დიდად არ სჭირდება, მთავარია, ახლოს არ იყოს ზამთარში გამათბობელთან.

კვება - გადარგვისას მიწაში უმატებენ სასუქს მოყვავილე მცენარეებისთვის. თვეში 2 ჯერ შეაქვთ კომბინირებული სასუქი.

გადარგვა - ახალგაზრდა მცენარე უნდა გადაირგას ყოველ წელს. მოზრდილი - საჭიროებისამებრ.

გადარგვისთვის კარგი დროა მარტი-მაისის შუალედი. ნიადაგი შედგება კორდის და ფოთლოვანი მიწის, ნეშომპალის და ქვიშისგან. დრენაჟად კარგია ვერმიკულიტის გამოყენება.

გასხვლა - იმისთვის, რომ მცენარე დაიტოტოს, ტოტებს თავს აწყვეტენ. დეკორატიულობისთვის კი აშორებენ შიშველ ტოტებს, მერე ახალი ტოტები იწყებს ზრდას

გამრავლება - სხვადასხვაგვარად შეიძლება - თესლით, გადაწვენით, კალმით ან ბუჩქის დაყოფით.

-კალმისთვის ტოტი არ უნდა იყოს გახევებული, მას დებენ წყალში, ფესვის გამოჩენის მერე რგავენ მიწაში, ერთ ქოთანში შეიძლება 5-6 კალმის ჩადება.

-გადაწვენით ყველაზე ადვილია ახალი მცენარის მიღება. ერთერთ ტოტს ხრიან მიწაზე, ამაგრებენ. გარკვეული პერიოდის მერე დაფესვიანებულ ნაწილს აცლიან დედა მცენარეს.

-თესლის მისაღებად მომწიფებულ კოლოფს ოდნავ აწვებიან, იგი იხსნება და თესლი იყრება. მას თესავენ ნამიან მიწაში არც ისე ღრმად.

დაავადებები - იგი კარგი გამძლე მცენარეა, თუმცა ზოგჯერ აზიანებს ფრთათეთრა - ზაფხულობით და აბლაბუდა ტკიპა - მთელი წლის განმავლობაში.  მაღალი ტენიანობის და დაბალი ტემპერატურის დროს კი ემართება ნაცარი ან ნაცრისფერი ლპობა.

პრობლემები - მაღალ ტემპერატურაზე ჭარბი მზის სხივები იწვევს ფოთლის დალაქავებას და დახვევას, მისი გადატანაა საჭირო ოთახის სიღრმეში.

-ფოთლის ბოლოების ხმობისას მისი დანამვაა საჭირო

-ძლიერ გაწელილი ტოტები, წვრილი ფოთლები არასაკმარისი განათების გამოა.

-ფოთლების გაყვითლება და ცვენა მიუთითებს ჭარბ მორწყვაზე ან ორპირში ყოფნაზე.

სამკურნალო თვისებები - ბევრ სახეობას წამლების დასამზადებლად იყენებენ. მის წვენს ყურების სამკურნნალოდ, ნახარშს - ქავილის დასაცხრობად, დასრესილ ფოთლებს წყლულის სამკურნალოდ, ფესვებს კი მასტიმულირებელი და მატონიზირებელი ეფექტი აქვს.

თუმცა იგი შხამიანი მცენარეა - შეიცავს საპონინს!

პოპულარული სახეობები - ბრიტონის, იზრდება 1 მ, აქვს დიდი იისფერი ყვავილი, ხშირად ზრდიან სახლში მისი უპრეტენზიობის გამო. დევოსის - ხარობს ტროპიკებში, იზრდება 40სმ, ფოთოლი ორფერია - ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან - იისფერი. ყვავილი ბაცი იასამნისფერია იისფერი ძარღვებით, იზრდება ფოთლის უბედან, დიდყვავილა - მრავალწლიანი, იზრდება 2 მ მდე, ფოთოლი 15 სმ მდე, ყვავილი კი 8 სმ მდე, არის წითელი, ვარდისფერი ან იასამნისფერი. ყვავილობს შემოდგომიდან გაზაფხულამდე დამატებითი განათების პირობებში. შემოგვიერთდით ჩვენს ფეიზბუქ ჯგუფში: yvavilebi.ge 
 

28 March 0 722
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно