გრაკლა ღია გრუნტში (Spiraea)

მოყვავილე ფოთოლმცვენი ბუჩქოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან. მაღალდეკორატიული, ყინვაგამძლე, ხანგრძლივმოყვავილე, უპრეტენზიო მცენარეა. გვარში 100 მდე სახეობაა, გვხვდება როგორც მინიატურული ჯიშები - 15 სმ სიმაღლის, ასევე მაღალი - 2 მ მდე.

მცენარე უხვად დატოტვილია, სახეობის მიხედვით ან სწორმდგომი, ან მიწაზე გართხმული, ან გადაშლილი. აქვს სხვადასხვაგვარი ყვავილი - საგველა, თავთავა, ფარისებრი ან მტევნისებრი ყვავილედები, რომლებიც ბევრი პატარა ყვავილისგან შედგება. ფერებიც მრავალია - თეთრი, პასტელური, ღია ვარდისფერი, მკვეთრი ჟოლოსფერი, იასამნისფერი ან ყვითელია. მცენარე მრავლდება თესლით, კალმით. გადაწვენით, ფესვის დაყოფით. მას რგავენ ცოცხალ ღობედ, ან ხალიჩად

კომპოზიციებში ან ერთეულ მცენარედ. როკარიუმებში ან ალპურ გორაკებზე.

მოვლის თავისებურებები - მცენარეს რგავენ კორდის ან ფოთლოვან მიწაში, რომელსაც დამატებული აქვს ტორფი და ქვიშა.

ორმოში პირველად ყრიან ხარისხიან დრენაჟს - მაგ. აგურის ნამტვრევებს.

ორმო 30 % ით დიდი უნდა იყოს მცენარის ფესვებზე

ნერგს რგავენ 45-50სმ სიღრმეზე ისე, რომ ფესვის ყელი მიწის ზედაპირზე იყოს.

დარგვისთვის შესაფერისი დროა სექტემბერი, წვიმიანი დღე ან საღამო. დარგვისას გასათვალისწინებელია მისი მეზობლები. მცენარე კარგად ეწყობა ტუიას, ღვიას, ნაძვს. დარგვა ღია გრუნტში - თუ ადრე გაზაფხულზე რგავენ. ეს უნდა მოხდეს პირველი ფოთლების ამოსვლამდე. მცენარეს უნდა ჰქონდეს საღი ფესვები, ტოტები უნდა იყოს დრეკადი, კვირტებიანი. შეიძლება დარგვამდე ნერგის ჩადება ცოტა ხნით წყალში, რომ კარგად შეიწოვოს საჭირო რაოდენობა. მერე კი რგავენ. 

გაზაფხულზე დარგული მცენარე უპრეტენზიოა და დიდხანს და უხვად იყვავილებს შემდეგი პირობების დაცვით:

ირგვება ზაფხულში მოყვავილე სახეობები.

დასარგავი ადგილი უნდა იყოს მზიანი, მიწა - ნოყიერი.

გასათვალისწინებელია დაშორება ნარგავებს შორის ფესვების სწრაფი ზრდის გამო. დასარგავ ორმოს სწორი ვერტიკალური კიდეები უნდა ჰქონდეს.

დრენაჟის ფენა დიდი უნდა იყოს - 15 სმ მდე. დარგულ მცენარეს მიწას კარგად უტკეპნიან, მაშინვე რწყავენ - ერთ მცენარეზე 10-20ლ წყალი სჭირდება. მორწყვის მერე ღეროს ირგვლივ თხრილს ავსებენ მულჩით- ტორფით.

საშემოდგომოდ დარგვისას ხდება მოზრდილი ბუჩქების დაყოფაც, - 3-4 წლის მერე, დიდი მცენარეების ამოღება მიწიდან ჭირს. ამ პერიოდში დარგვისას გასათვალისწინებელია:

ირგვება გაზაფხულზე ან გვიანმოყვავილე სახეობები. ამოღებულ მცენარეს კარგად ურეცხავენ ფესვებს, მერე კი ბუჩქს ყოფენ ისე, რომ თითოეულ დანაყოფზე იყოს ძლიერი ფესსვი და 3 კარგად გავითარებული კვირტი.ერთი ბუჩქიდან შეიძლება 2-3 ახალი მიიღით.

შეიძლება გრძელი წვრილი ფესვების დამოკლება,

ნერგებს დებენ ორმოში დაყრილ ნოყიერი მიწის გორაკზე, უსწორებენ ფესვებს , შემოაყრიან მიწას, კარგად ტკეპნიან და უხვად რწყავენ.

მოვლა - თვეში 2 ჯერ სჭირდება კარგად მორწყვა - ბუჩქზე 15 ლ. სასურველია მულჩირება 7სმ იანი ტორფის ფენით. 

კვება - მიწა გარშემო სულ ფხვიერი უნდა იყოს. უნდა გათავისუფლდეს სარეველებისგან, ზაფხულის შუა პერიოდში შეაქვთ სუპერფოსფატის და თხევადი ნაკელის ნარევი. გასხვლის მერე კი მინერალური სასუქი.

გასხვლა - ადრე მოყვავილე ჯიშებს წელიწადში ერთხელ მინიმალურად სხლავენ კვირტების გაშლამდე, 7-10 წელი მხოლოდ ტოტების თავს აჭრიან, მერე კი ძველ ტოტებს მთლიანად აშორებენ - პირველ ჯერზე სტოვებენ 5-6 ძლიერ ტოტს, ახალი ნაზარდი რომ გავითარდება, მერე იმათაც ჭრიან. სანიტარული გასხვლა ხდება გაზაფხულ-ზაფხულის თვეებში.

ზაფხულში მოყვავილე მცენარეებს ადრე გაზაფხულზე ტოტებს აჭრიან მსხვილ კვირტებამდე.

ყვავილობის შემდეგ - ყინვაგამძლე მცენარეა და დაფარება სჭირდება უთოვლო და ძლიერ ყინვიან ზამთარში მხოლოდ. - აყრიან 15სმ მდე გამხმარ ფოთლებს ნოემბრის მეორე ნახევრიდან.

გამრავლება - თესლით რთულია და არაპოპულარული - დედის თვისებები არ ნარჩუნდება. თესავენ ღია გრუნტში ან საჩითილედ - კონტეინერებში,-ტოტით - უფრო ეფექტურია - ფესვიანდება ტოტების 70 %. და ადვილად ადაპტირდება ახალ გარემოსთან. სახეობის მიხედვით მწვანე ტოტებს აფესვიანებენ ზაფხულში, გახევებულს - შემოდგომაზე.

ირჩევენ სწორ ერთწლიან ტოტებს ჭრიან ისე, რომ კალამს ჰქონდეს 5-6 ფოთოლი, დებენ ეპინში 3-4 სთ. მერე ძირს ამოავლებენ კორნევინში და რგავენ 45 გრ იანი კუთხით. აფარებენ პოლიეთილენს. 2 -3 ჯერ დღეში ნამავენ. შემოდგომაზე რგავენ გრუნტში, ზამთარში ზემოდან აყრიან გამხმარ ფოთლებს. მუდმივ ადგილზე კი მხოლოდ მომდევნო სეზონზე გადააქვთ. როდესაც ახალ ტოტებს წამოიღებს.

გადაწვენა - ერთერთ ქვედა ტოტს დააწვენენ მიწაზე, ამაგრებენ, ზემოდან აყრიან მიწას. გაზაფხულიდან შემოდგომამდე საკუთარ ფესვებს ივითარებს ეს ტოტი, მერე მას დედა მცენარეს აშორებენ და რგავენ სასურველ ადგილზე.

დაავადებები- საკმაოდ გამძლე მცენარეა. იშვიათად სტუმრობს ბუგრი და აბლაბუდა ტკიპა. მათ ებრძვიან კარბოფოსით ან პირიმორით.

სახეობები - გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეებს თეთრი ყვავილი აქვთ. პოპულარულია ნაცრისფერი და მისი ჯიშები - “გრეფშეიმ.” ვანგუტტა”, აგრუტა”,.

ზაფხულში მოყვავილე სახეობებს ვარდისფერ-წითელი ყვავილები აქვთ - იაპონური, მისი ჯიშები - “ლითლ პრინცესს”, შირობანა,” გოლდენ პრინცესს,” გოლდფლეიმ.” ასევე - ბუმალდა და მისი ჯიში - “გოლდფლეიმ”.. და კიდევ - ტირიფისფოთოლა, დუგლასის, ბილარდის. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში yvavilebi.ge
   

28 March 0 543
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно