თოვლის კაქტუსები ინტერიერში


დღეს კაქტუსები ბევრს აქვს სახლში, მას ხშირად შეხვდებით ოფისებშიც, კაბინეტებში მონიტორის გვერდით, ზომის და ფორმის მიუხედავად ადვილი საცნობი მცენარეა, თუმცა ბევრი სახეობა ძალიან ორიგინალურია - ზოგს საინტერესო ყვავილი აქვს, ზოგს ფორმა, ზოგსაც - ეკლები. სწორედ ეკლების მრავალგვარობით გამოირჩევა ერთი საინტერესო გვარი - მამილარია, მის ერთ ჯგუფს კი ხალხი „თოვლიან“ კაქტუსებს უწოდებს. დღეს ეს გვარი 185 სახეობას ითვლის. დეკორატიული კაქტუსები: ისინი ძლიერ ამტანი მცენარეები არიან, უძლებენ რთულ პირობებს, მაგრამ უხვად ყვავილობენ ულამაზესი ყვავილებით, მაგრამ წლის უმეტეს დროს ისინი ყველაზე ეკლიან და ჩხუტია მცენარეებად რჩებიან, ყვავილობა ხომ სულ რამდენიმე დღე ან საათი გრძელდება. ამ მცენარის წარმოდგენა ეკლის გარეშე შეუძლებელია. ზოგს გრძელი და იშვიათად განლაგებული აქვს, ზოგთან ხშირი განლაგებით სხვადასხვა ნახატი იქმნება, ზოგის ეკლები კი ბუმბულივითაა, რომლებიც მის ბურთა სხეულს მთლიანად ფარავს და ბამბის მსგავს საფარს ქმნის სწორედ ასეთი ეკლები აქვს „თოვლის“ კაქტუსებსაც. ეკლები ზოგ სახეობას სწორი,ზოგს მოკაუჭებული, ან ჩახვეული აქვს ერთმანეთში, ზოგის ბუმბულივითაა, ზოგსაც ნემსისმაგვარი, ან ვარსკვლავისებრი განლაგებით აქვს. არაა აუცილებელი ეკლები უხეში იყოს. ამ ჯგუფს აკუთვნებენ იმ მამილარიებს, რომელთა ეკლებიც თხელ აჟურულ ან ბამბისმაგვარ საფარს ქმნიან კაქტუსის სხეულზე, ან კიდევ თოვლის ფიფქებივით აყრია ზემოდან.ეკლები იმდენად ხშირი განლაგებითაა კაქტუსზე, რომ მთლიანად თეთრ სამოსში ეხვევა და კაქტუსიც თეთრი გეგონებათ. ზოგჯერ ეკლები სხვა ფერისაცაა და ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს მათ სილამაზეს. ყვავილი არც იმდენად საინტერესო აქვს ამ ჯგუფის კაქტუსებს, მაგრამ ისიც ხაზს უსვამს ეკლების ტექსტურას. ყვავილები ძირითადად ყვითელი ან ვარდისფეია, იშვიათად - წითელი. მამილარიის გარდა, ამ ჯგუფში შედის მამილოფსისი, დოლიქოტელე, ექინოპსისი, მამილარიებშიც გამოირჩევა რამდენიმე დეკორატიული ფორმა: ბაკასანის მამილარია, გრაცილისი, პერბელა, პროლიფერა, - ზოგი კოლონიებად იზრდება და მათ თავზე იშლება ვარსკვლავისებური ყვავილები, ზოგს წვრილორნამენტიანი ტექსტურა აქვს და თოვლდაყრილ კაქტუსს ჰგავს, ზოგს კი გრძელი და მძლავრი ეკლები აქვს, მათ ქვეშ კი თეთრი და მსუბუქი ღინღლივით წვრილი რბილი ეკლებია. 
ინტერიერში: თეთრი კაქტუსები ძალიან ეფექტურია და განსაკუთრებული როლი აკისრიათ ინტერიერის გაფორმებაში. მათი თეთრი საფარი მზეს კარგად ირეკლავს, იქმნება მანათობელი ბურთების შთაბეჭდილება. ამიტომ მათ ფანჯრის რაფებზე ათავსებენ, უმეტესად სამხრ. მიმართულებით. ინტერიერის გაფორმებისთვის მნიშვნელოვანია სათანადო ჭურჭლის არჩევაც. სჯობს პასტელური ან ცივი ტონალობოს ფერის ქონებში ჩარგათ ეს კაქტუსები, უმჯობესია, ზედაპირი პრიალა იყოს. ფორმა და ზომა კიდევ მეტად უნდა უსვამდეს ხაზს კაქტუსის ტექსტურას, სილუეტს, მისი ეკლების და ღეროს ფორმას.ეს მცენარე სჯობს ცალკე იდგას, მოშორებით სხვა კაქტუსების ან მოყვავილე თუ დეკორატიული მცენარეებისგან, რომ არ დაიკარგოს მისი ეფექტური შესახედაობა სხვების ფონზე. თუმცა თავად ამ კაქტუსებისთვის დეკორი მნიშვნელოვანია. ამისთვის გამოდგება წვრილი კენჭები, მძივები, პატარა კერამიკული ქანდაკებები, მცირე ზომის სუვენირები, ისინი ხაზს უსვამენ კაქტუსის სტატუსს, და მის ესთეტიკურ მხარეს უფრო აძლიერებს. 
მოვლა: იმისთვის, რომ ეს პატარა კაქტუსები ინტერიერის ნამდვილ ვარსკვლავებად იქცნენ, საჭიროა, შეუქმნათ კომფორტული პირობები, რადგან მათ გარეშე მცენარეზე ვერ გაიზრდება ლამაზი საფარველი და ეკლები აქა - იქ იქნება ამოშვერილი უშნოდ. მათ სჭირდებათ ყველაზე ნათელი ადგილი სახლში. მზეზე კარგად იზრდებიან და მოჩრდილვა არ სჭირდებათ. რაც ნაკლები ექნება განათება, მით სუსტი და იშვიათი იქნება ეკლები, ქვეშ კი კაქტუსის ღეროც გამოჩნდება და ისე დეკორატიული შესახედაობა აღარ ექნება, როგორიც საჭიროა. გარდა ამისა, მცენარის ღერო იწელება და მისი გავითარება ფერხდება. მხოლოდ განათება კი არა, მნიშვნელოვანია მორწყვის რეჟიმის სწორად შერჩევაც. თეთრ კაქტუსებს არ მოსწონთ ჭარბი წყალი მიწაში, მგრძნობიარეები არიან წყლის დაგუბებისადმი. ეს მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ფესვთა სისტემაში, შეიძლება მთლიანად მცენარეც მოკვდეს. ამიტომ მათ მინიმალურად რწყავენ და მას შემდეგ, რაც სადგამზე წყალი გამოვა, მაშინვე ღვრიან. ამ კაქტუსებს ფრთხილად რწყავენ, რომ წყალი არ მოხვდეს ღერზე, რადგან დასველებული ბეწვები და ეკლები იკოშტება და არაჯანსაღ შესახედაობას იღებს. სულ ეს არის. როგორც ხედავთ, ამ კაქტუსს მინიმალური მოვლა და ყურადღება სჭრდება. ღეროს გასუფთავება საჭირო არაა. მცენარე თავად ახერხებს ამას. იგი არ მტვერიანდება, და ყოველთვის საოცრად სუფთად გამოიყურება. ამ კაქტუსების ჩარგვისას გასათვალისწინებელია, რომ საჭიროა ქოთანში ქვედა და ზედა დრენაჟი, მხოლოდ მისთვის ვარგისი სუბსტრატი, მცირე ზომის ჭურჭელი. მათ გადარგვა იშვიათად უნდათ. კაქტუსებს არ ეშინიათ მიწის დამარილიანების, პირიქით, მოსწონთ ასეთი მიწა და ხშირად მიწაში კვერცხის დაფქვილ ნაჭუჭსაც ურევენ, რომ მინერალების კარგი მარაგი ჰქონდეთ.  

14 February 0 1 043
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно