ჰიმენოკალისი
ამ მცენარეს რამდენიმე სახელი აქვს - ობობა შროშანი,პერუს შროშანი,ისმენე.თუმცა ბოლო დროს ვარაუდობენ, რომ ისმენე განსხვავებული მცენარეა და ჰიმენოკალისისგან განსხვავებით ტყუილი ღერო თანდათან ეზრდება ქვედა ფოთლების კვდომასთან ერთად.განსხვავდება საყვავილე ყუნწის მიმართულებითაც. ჰიმენოკალისსს იგი ვერტიკალურად აქვს და ყვავილი მაღლა იყურება, ისმენეს კი ჰორიზონტალურად აქვს ყვავილის ყუნწები.სხვაგვარია ყვავილის ფერიც - ჰიმენოკალისს ერთფერი ყვავილი აქვს,ისმენეს ყვავილს კი გასდევს სიგრძივი სალათისფერი ზოლი.
მცენარე ამარილისისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.გვარი აერთიანებს 50 მდე სახეობას.სამშობლო ლათინური ამერიკაა.ევროპაში იგი მე 19 ს ის დასაწყისში გამოჩნდა. ბუნებაში იზრდება ძნელად მისასვლელ ადგილებზე,ამიტომ ჯერ კიდევ არაა კარგად შესწავლილი.ამ ოჯახის სხვა სახეობებისგან გამოირჩევა სხვაგვარი ფორმის ფოთლებით და საოცრად სურნელოვანი ასევე განსხვავებული ფორმის თეთრი ყვავილებით. მისი გრძელი ქამრისებური ფოთლები ხშირად 1 მ ს აღწევს სიგრძით.ზოგი სახეობა მარადმწვანეა. ზოგი კი ფოთოლს იცვენს მოსვენების პერიოდში.ყვავილი ფორმით ჰგავს ობობას, ან ვარსვლავს, გვირგვინის ფურცლები წვრილი და გრძელი - 20 სმ მდეა ზოგჯერ.თავში შეერთებულია ზოგჯერ მტვრიანასთანაც და მილისებრ ყვავილს ქმნის.მტვრიანები გრძელი და ყვითელია. 2-16 ყვავილი ხშირად ერთიანდება ქოლგისებრ ან ფარისებრ ყვავილედად. საყვავილე ღეროც საკმაოდ გრძელია. მოყვავილების მერე მათზე ვითარდება ხორციანი ნაყოფი,რომელშიც დიდი ზომის თესლებია. ასევე დიდი ზომისააა ბოლქვიც, რომელსაც მსხლის ფორმა აქვს, დიამეტრი 10 სმ მდეა. მცენარე კარგად ხარობს როგორც ქოთანში, ისე ღია გრუნტშიც.ადვილი მოსავლელია, იზრდება სწრაფად თბილ სეზონზე.
ქოთანში - ოქტომბერ -ნოემბერში მორწყვას ამცირებენ - მცენარე იწყებს მოსვენების ეტაპისთვის მზადებას, რაც 3 თვე გრძელდება დაახლოებით. ფოთლის დაცვენის მერე შემოდგომაზე ქოთანი გადააქვთ ბნელ ადგილზე 10-12 გრ_ზე, და აღარ რწყავენ თებერვლამდე.
თებერვლის ბოლოს ისევ აბრუნებენ ძველ ადგილას და მინიმალურად იწყებენ მორწყვას,თანდათან უმატებენ. ფოთლის ამოსვლა ერთ თვეში დაეწყება.
ღია გრუნტში - გარეთ დარგვამდე მის ბოლქვს გაზრდა სჭირდება, ამიტომ მას რგავენ ყუთებში ტორფის და ნახერხის ნარევში. ბოლქვებს დებენ 5 სმ სიღრმეზე 15-20 დღით 15 გრ სითბოში. მოზრდილი ბოლქვები გადააქვთ ღია გრუნტში მაისში,როცა მიწა კარგად გათბება.ადგილი უნდა იყოს მზიანი.
საჭიროა მორწყვის კონტროლი,რადგან არასაკმარისად მორწყვა ყვავილობის შეჩერებას იწვევს,გადაჭარბება კი - ფესვების ლპობას.უმჯობესია მცენარის ირგვლივ თხრილში წყლის მიშვება.
სასუქი -სჭირდება მთელი ვეგეტაციური ზრდის პერიოდში 3-4 ჯერ. არასასურველია ნეშომპალა და ნაკელი - ისინი მცენარეს აზიანებს.
მოვლა სახლში - განათებას დიდი მნიშვნელობა აქვს ყვავილობისთვის. ამიტომ სჭირდება კარგი განათება - სამხრეთ ფანჯრის რაფა საუკეთესო ადგილია მისთვის. ზაფხულში შეიძლება გარეთ გატანა.შემოდგომა-ზამთარში კი უდგამენ დამატებით განათებას.
ტემპერატურა-იგი კარგადააა 18-21 გრ ზე. ყვავილობის მერე გადააქვთ სიგრილეში - 5-15 გრ ზე.ბოლქვს ინახავენ 9-10 გრ_ზე.
მორწყვა - მხოლოდ ნადგამი წყლით, მორწყვებს შორის მიწის ზედა ფენა უნდა გაშრეს. მთლიანად მიწის გამოშრობა არ შეიძლება - ფოთოლი დაჰკარგავს დეკორატიულობას და ჭკნობას იწყებს.
კვება - აქტიური ზრდის დროს სჭირდება სასუქი 7 – 10 დღეში ერთხელ. მოსვენების ეტაპზე საკმარისია თვეში ერხელ.
გადარგვა - შეიძლება მოსვენების პერიოდში მხოლოდ - შემოდგომა-ზამთარში. იგი ჯერ უხვად ირწყვება, მერე ფრთხილად ამოაქვთ ქოთნიდან,ბოლქვს ასუფთავებენ,ათვალიერებენ, საჭიროებისას აჭრიან მომპალ ფესვებს,ამუშავებენ ნახშირით,მერე კი რგავენ ცოტა დიდ ახალ ქოთანში, და ძირში ყრიან კერამზიტს, ზემოთ კი ფხვიერ ნოყიერ მიწას.ნიადაგი სუსტადმჟავე უნდა იყოს - გამოდგება კორდის, ფოთლოვანი და ნეომპალიანი მიწის, ქვიშის და ტორფის ნარევი 2:2:2 _ 1:1 თანაფარდობით.
გამრავლება - დედა მცენარის ბოლქვის გარშემო ახალი შვილეული ბოლქვები ჩნდება.მათ აშორებენ და ცალკე რგავენ.დედა მცენარე პატარა ბოლქვებს დარგვიდან 3-4 წლის მერე იკეთებს.
დაავადებები - ძირითადად არასწორი მოვლით ჩნდება - მორწყვის და კვების რეჟიმის დარღვევის, არასწორი განათების ან ტემპერატურის შედეგად.
ანთრანკოზი - ჩნდება მაღალი ტემპერატურის და ზედმეტი ტენიანობის დროს - ფოთლებზე ჩნდება შავი წერტილები და ყავისფერი ლაქები.საჭიროა დაავადებული ფოთლების მოშორება, ტემპერატურის და ტენიანობის დარეგულირება.მერე კი ფუნგიციდით დამუშავება. სტაგანოსპორა - წითელი წერტილების და ლაქების სახით ვლინდება მცენარის ფოთლებზე, მასაც ფუნგიციდებით ებრძვიან - ფუნდაზოლი 4-5 გრ 2 ლ წყალზე.
პრობლემები - ზოგჯერ ფოთლზე ჩნდება ყვითელი წინწკლები - ასეთ დროს განათების შემცირებაა საჭირო - მას გადადგამენ სხვა ადგილზე, ფოთლის ჭკნობის და ფერის შეცვლისას უნდა გაზარდონ მორწყვის ინტენსიობა და ჰაერის ტენიანობა
მცენარეს ძალიან ლამაზი და სურნელოვანი ყვავილი აქვს,მაგრამ იგი მხოლოდ კარგი პირობების შექმნისას იყვავილებს.
სახეობები - კარიბის - 6-12 ყვავილიანი ყვავილედი აქვს.ყვავილობს ზამთარში.
-ზღვისპირა -მაღალი საყვავილე ღერებით,ყვავილებით ჰგავს ნარცისს,ფოთლის ფერი განსხვავებულია სხვა სახეობებისგან -მუქი მწვანეა განიერი ნაცრისფერი ზოლებით. -სასიამოვნო - ზურმუხტისფერი დიდი ფოთლებით - 40სმ მდე სიგრძე და 7 სმ სიგანე. ყვავილობს წელიწადში ორჯერ - ზაფხულის შუაში და შემოდგომის დასაწყისში. -ფართოფოთლიანი - სიმაღლით 1მ ს აღწევს განიერი ფოთლები სასიამოვნო ზურმუხტისფერია. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: yvavilebi.ge