აბელია -დარგვა, მოვლა

 ფოთოლმცვენი ან მარადმწვანე ნელა მზარდი ბუჩქია. იზრდება 0,5-2,5 მ მდე. ფოთოლი მოპირდაპირედ ზის ღერზე, ოვალური მუქი მწვანე და პრიალაა. ყვავილი მილისებრი, ხუთფოთოლა, სურნელოვანი, წვრილი, თეთრი ან ვარდისფერი, იშვიათად ლილისფერი. 

სახელი ეწოდა კლარკ აბელის - ინგლისელი ბოტანიკოსის, ზოოლოგის და ექიმის, ჩინეთის და ინდოეთის ფლორა-ფაუნის მკვლევარის პატივსაცემად. მიეკუთვნება ცხრატყავასებრთა ოჯახს. ცნობილია მისი 30 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია ჩინური, მსხვილყვავილა, ვარიეგატული, და სხვ. მათ ზრდიან დეკორატიულ მცენარეებად 

ბაღში იგი შესანიშნავად გამოიყურება, ყვავილობს ივნის- სექტემბერში. არსებობს როგორც სითბოსმოყვარული, ისე ყინვაგამძლე ჯიშები.

ნიადაგი - სჭირდება კარგად დრენირებული, სუსტადმჟავე. გამოდგება სუგლინური ნოყიერი მიწა, რომელიც შედგება კორდის და ფოთლოვანი მიწის, ნეშომპალის, და ქვიშისგან. თუ მცენარე კონტეინერშია ჩარგული, მას 2-3 წელიწადში სჭირდება გადარგვა. 

მორწყვა - ზაფხულში რეგულარულად რწყავენ, განსაკუთრებით ყვავილობისას. ზამთარში ამცირებენ მინიმუმამდე. ზოგჯერ მას დანამვაც სჭირდება.

ტემპერატურა - მოსწონს განათებული ადგილი - დებენ სამხრეთ ან აღმოსავლეთ მხარეს. იგი იზრდება 10-25 გრ ზე. უფრო დაბალზე ფოთლებს ყრის. ოთახის განიავება შეიძლება მას მერე, რაც მცენარეს გაიტანენ ოთახიდან - იგი ვერ იტანს ორპირს, ზაფხულშიც კი.

კვება - გაზაფხულ- შემოდგომის შუალედში სჭირდება თვეში 2ჯერ ორგანული და მინერალური სასუქი.

გადარგვა -ხდება გაზაფხულობით. მოზრდილ მცენარეს რგავენ საჭიროებისას. ახალგაზრდა მცენარე კი სწრაფად იზრდება და მას ყოველწლიურად რგავენ.

გამრავლება - მისი მოვლა ადვილია. გაზაფხულზე აშორებენ გამხმარ ტოტებს, გრძელ ტოტებს კი უმოკლებენ ნახევრამდე. 

მრავლდება კალმით. კალმებს ჭრიან 5 სმ სიგრძეზე, რგავენ ნამიან ქვიშაში. 2-3 კვირაში ფესვიანდება ტორფნარევ ქვიშაში. თავიდან იზრდება სწრაფად და ლამაზ ბუჩქად ყალიბდება.

მისი გამრავლება თესლითაც შეიძლება.

მოვლა - სახლის პირობებში მცენარე არც ისე დიდი იზრდება, მაგრამ სჭირდება განიერი ქოთანი. აქვს წვრილი, გრძელი ჩამოშვებული ტოტები. მოზრდილი მცენარეების ტოტები 1მ მდე იზრდება. მას სახლში დებენ სამხრეთ მხარეს ფანჯარაზე. ზამთარში სჭირდება დამატებითი განათება. ზაფხულში შეიძლება მისი გატანა გარეთ.

დაავადებები - ემტერება ბუგრი - მას ებრძვიან მწვანე საპნის ხსნარით 20გრ 1 ლ ში და მერე პაკეტს აფარებენ.თუ არ ეშველა, მერე იყენებენ დეცისს, კარატს.

ზოგჯერ სტუმრობს აბლაბუდა ტკიპა ან ტრიპსები. მათ წინაამდეგ გამოდგება ვერტიმეკი, მავრიკი, ასევე ყოჩივარდას ბოლქვების ნახარში. 50გრ ბოლქვებს აწყობენ 0,5ლ წყალში და ადუღებენ, მოხარშვამდე, მერე წურავენ და წვენს ფუნჯით უსვამენ მცენარის ღეროს, ტოტებს და ფოთლებს. 5-6 დღეში იმეორებენ. ეს მცენარე სახლშიც და ეზოშიც ძალიან ლამაზია და მისი ყვავილობა თვალს ახარებს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბქში, შემოგვიერთდით სახლის მცენარეები და ყვავილები



 

13 January 0 896
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно