მცენარეები ზამთრის გამხმარი თაიგულისთვის

მოყვავილე მცენარეები ძალიან ლამაზია ბაღში, მათი ყურება სასიამოვნოა, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ნაირნაირი მცენარეები ყვავილობს იქ, მაგრამ როცა ზამთარი იწყება, ყვავილობას უმეტესი მცენარეები ამთავრებენ. მიუხედავად ამისა, ყვავილებით ტკბობა ზამთარშიც შესაძლებელია ცოცხალ თაიგულებში, კიდევ უფრო ხანგრძლივია გამხმარი თაიგულები. ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ფორმას, ფერს, და ცოცხალივით დიდხანს არიან. არიან მცენარეები, რომლებიც გახმობის მერე დიდხანს ძლებენ ლამაზი ფორმით, დიდი ან წვრილი ყვავილებით, მკაფიო ან პასტელურ ფერებში, შესაძლებლობას იძლევიან ზამთრის თაიგულებით ქსპერიმენტები ჩაატარონ, და ბაღიდან მრავალფეროვნება ზამთრის ინტერიერშიც გადმოიტანონ. წინწკალა, გიფსოფილა: ყველაზე პოპულარულია ამ მხრივ, თეთრი წვრილი ყვავილები მშვენიერია ზამთრის თაიგულში, ძირითადად ფონად იყენებენ სხვა ფერადი ყვავილებისთვის, გამოდგება კალათების დასამზადებლადაც.  სათაიგულე მოსაჭრელი მცენარე უნდა დაირგას მზიან ადგილზე, ნოყიერ, დრენირებულ, სუგლინურ ნიადაგზე. მორწყვა მხოლოდ ახალგაზრდა მცენარეს სჭირდება, მოზრდილს კი არც რწყავენ, არც საკვებს აძლევენ, ზოგჯერ აგრესიულად იზრდება და ამ შემთხვევაში გადაჭრიან. იგი ყვავილობს ივლის- აგვისტოში, თითქმის 2 თვე, იგი უნდა გადაიჭრას ბოლომდე გაშლილი ყვავილით, თაიგულისთვის გამოდგება ყვავილები მესამე წლიდან. ახმობენ ლარნაკებში, წყლის გარეშე მშრალ და ნათელ ადგილზე. არ სჭირდება ჩამოკიდება ჩრდილში გასახმობად. შოროქანი: ერთ- ან მრავალწლიანი მცენარეები ხშირი საგველა, ფარისებრი ან ბურთა ყვავილედებით, უფრო მეტი ყვავილი აქვს, ვიდრე წინწკალას. ფერები ასევე უფრო მეტი აქვს - თეთრი, ვადისფერი, ყვითელი, ლურჯი, ორაგულისფერი, იასამნისფერი. მასაც უყვარს მზე, ნოყერი მიწა და სასუქზეც არ ამბობს უარს. ყვავილედებს ჭრიან ბოლომდე გაშლის მერე, ახმობენ ჩრდილში, ჩამოკიდებულს, ყვავილით ძირს შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. ვარდისფერი და ორაგულისგფერი მზეზე უცებ ხუნდება. სხვები კი კარგად ინარჩუნებენ ფერს წლების განმავლობაში.  უკვდავა, ქსერანთემუმი: - ასევე ძალიან ლამაზი და გამძლე მცენარეა ორგვარი ყვავილით ყვავილედში, განაპირა ენისებრია, გულში კი - პომპონოსებური, რითაც გეორგინას ან იორდასალამს წააგავს. თავწითელა: მისი ყვავილი იდეალ;ურ სფეროს წარმოადგენს მკვეთრი ფერის ფუმფულა პომპონები კომპაქტურ ბუჩქებზე ფერად აქცენტს ქმნის ზამთრის თაიგულში. ფერი აქაც

ბევრია: თეთრი, ვარდისფერი, მეწამული, მცენარე დასრულებულ კომპოზიციას ქმნის თაიგულში მას სჭირდება ფხვიერი, ნოყიერი მიწა, განათებული ადგილი. არ მოსწონს წვიმიანი ცივი ზაფხული, ამიტომ სჯობს მისი სათბურში გაზრდა. ხანგრძლივ გვალვაში სჭირდება მორწყვა, კვება ერთჯერადად დარგვისას ან ერთ თვეში დარგვის შემდეგ. თაიგულისთვის ჭრიან ბოლომდე გაშლილ ყვავილებს და აშრობენ კარგი აერაციის ოთახში მზისგან დაცულ ადგილზე, ჩამოკიდებულს თავით ძირს. ქათმიქოჩორა: ულამაზესია ზამთრის თაიგულში. იგი ერთწლიანია.ყვავილები იმდენად პატარა და მჭიდროდაა განლაგებული, რომ ერთი მთლიანი მასიური ყვავილის შესახედაობა აქვს. ესეც მრავალფეროვანია და ფერები ბოლომდე ნარჩუნდება თაიგულში. მცენარეს მაღალ ფეხზე ჭრიან, დაახლოებით 1 მ ზე და ზამთრის თაიგულებში აწყობენ.მცემარეს სჭირდება ქარისგან დაცული, თბილი, მზიანი ადგილი ნოყიერი ნიადაგით. მას სისტემატურად რწყავენ, რომ მიწა სველი ჰქონდეს მუდამ. ყვავილედებს აჭრიან, როცა ბოლომდე გაიშლება, ფოთლებს კი სულ აშორებენ. აშრობენ უმზეო ადგილზე პატარა კონებად შეკრულს. თავდაყირა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. „ქრისტეს ცრემლები“: ყველაზე მომხიბლავია უხვი ფოთლებით, ლამაზი ყვავილებით და კიდევ უფრო ორიგინალური სათესლე პარკებით - პატარა ვერცხლისფერი მონეტები მცენარეს „ფულის ხედ“ აქცევს. გახმობის მერე საფარს აშორებენ ვერცხლისფერ პერგამენტისმაგვარ დისკებს, რის მერეც მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია თაიგულებში. მას ზრდიან ჩრდილში ან ნახევრადჩრდილში, ფხვიერ ნოყიერ მიწაში, რწყავენ ძლიერ გვალვაში. მას მერე, რაც სათესლე კოლოფი მომწიფდება და ღია ყავისფერი გახდება, ტოტებს ძირში ჭრინ და მიაქვთ გასაშრობად. 2 კვირის განმავლობაში აშრობენ მშრალ ბნელ შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. მერე კი სათესლე კოლოფს ფრთხილად აცლიან ზედა ფირფიტებს და ათავისუფლებე ნ პერგამენტისებურ თხელ აპკს. ფიზალისი: მცენარე უცნაურად ლამაზია. ნარინჯისფერ კუთხოვან ნაყოფს გარედან თხელი მთლიანად აჟურული ნაქსოვის მსგავსი ჯამი ფარავს და ჩინური ქაღალდის ფანრის მსგავსია. ისინი მცენარეზეც მშვენივრად გამოიყურებიან და გამხმარ თაიგულშიც. კარგია არა მხოლოდ ზამთრის თაიგულებში, არამედ ზოგადად დეკორისთვისაც  სჭირდება კარგი განათება, ხარისხიანი ნეიტრალური მიწა, რომელსაც პერიოდულდ აფხვიერებენ, უთოხნიან და გვალვაში რწყავენ. ფანრების მომწიფების მერე, როცა ისინი მკვეთრი ნარინჯისფერი გახდება, სანამ გაიხსნებიან, ჭრიან ტოტებს და აშრობენ ლარნაკში, უწყლოდ ან ჩამოკიდებულს ნათელ კარგი აერაციის ოთახში. Echínops: იდეალურად სფეროს ფორმის ცისფერი აჟურული ყვავილები არც გახმობის მერე იცვლება, საკმაოდ მაღალ ფეხზე დგას და საინტერესო შესახედია. გოქშო: ეს მცენარეც წინას ჰგავს, ორწლიანია, მაღალ ფეხზე ამოაქვს ძლიერი ყვავილედი, რაც ეკლებითაა დაფარული. ხშირად ამ ყვავილედს „გირჩასაც“ ეძახიან. ლურჯი ნარი: ულამაზესია, დატოტვილი საყვავილე ღერი და მათ ბოლოებზე პატარა ლურჯი ვერცხლისფერი ყვავილედები ასეთივე ფერის შეფუთვით, მთლიანად მცენარე ლითონისას ჰგავს, ძალიან ეფექტურია ნებისმიერ კომპოზიციაში.  სჭირდება მზიანი ადგილი ან ნახევრადჩრდილი, დრენირებული ნიადაგი. არ რწყავენ. არ კვებავენ, მაგრამ მიწას ხშირად უფხვიერებენ. მოჭრილი ყვავილების ფერის ცვალებადობას აღწევენ ყვავილის მომწიფების ხარისხით. მცენარეს აშრობენ ჩრდილში. ასევე ძალიან ეფექტურად გამოიყურება ასეთ კომპოზოციებში მდეკორატიული მარცვლოვნები: „ღვთისმშობლის ცრემლები“: ულამაზესია მისი დახრილი, მუდამ მოძრაობაში მყოფი თავთავისებრი ყვავილედები საკმაოდ ბევრი ფერით, რაც სეზონის მიხედვითაც იცვლება. ამიტომ მას რამდენიმე ჯერზე ჭრიან და აშრობენ. ასე მიიღებენ ოქროსფერ კოლექციას სხვადასხვა ლითონის ეფექტით. კურდღლისკუდა: ესეც ეფექტურია, კომპაქტური საგველა ყვავილედები, მკვრივი, ფუმფულა, რბილი, შეხებით სასიამოვნო. მას ჭრიან მანამ, სანამ ყვავილედი ჯერ კიდევ მწვანეა. იგი ადვილად იღებება, რაც უფრო ზრდის მისი გამოყენების ვარიანტებს სხვადასხვა კომპოზიციაში. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: სახლის მცენარეები და ყვავილები

21 December 0 764
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно