დათვის თათი, აკანთო (Acánthus)


მაღალი მრავალწლიანი მცენარეა აკანთოსებრთა ოჯახიდან. დიდი, ლამაზი ფოთლებით. მას უმეტესად ასეთი ფოთლების გამო ზრდიან ეზოში, თუმცა ყვავილიც სასიამოვნო აქვს.

მისი 30 სახეობა არსებობს, მაგრამ 2 იზრდება კულტურაში. როგორც ჩანს, მცენარე მეწლეა - შეიძლება ერთ წელს უხვად იყვავილოს, მომდევნო წელს კი არ გამოუვიდეს არც ერთი ყვავილი. მცენარეს განიერი პრიალა მუქი მწვანე ფოთლები აქვს. ყვავილი კი მაღალ ღერზე ეზრდება, მას იისფერი თანაყვავილი ფარავს.

განათება - მას მოსწონს მზიანი ადგილი, მზე თუნდაც რამდენიმე საათი უნდა ხვდებოდეს, რომ უხვად იყვავილოს. მცენარე საკმაოდ მაღალი იზრდება, 90 სმ მდე. ყვავილობას გაზაფხულის ბოლოს იწყებს და ერთ თვეს ყვავილობს. თუმცა ვადები დამოკიდებულია კლიმატურ ზონაზე და ამინდზე.

ნიადაგი - სჭირდება ნოყიერი, კომპოსტის დიდი შემცველობით. ასეთ ნიადაგზე თავიდან გაზრდილი, მერე ეგუება შედარებით ღარიბსაც. მიწაში კარგი დრენაჟის ფენა უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანია ზამთარში, რადგან ცივი და სველი ნიადაგი შეიძლება მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს. მჟავეობის მიმართ პრეტენზია არ აქვს, თუმცა ურჩევნია ნეიტრალური იყოს.

დათესვა - კარგი დროა გაზაფხული - სახლში ან გარეთ, მაგრამ აყვავებას რამდენიმე წელი დასჭირდება. თესლი მაგარი გარსითაა დაფარული და დათესვამდე სკარიფიკაცია სჭირდება.- დანით გარსის ჩახეხვა რამდენიმე ადგილზე. მერე 3 დღე დებენ წყალში. სახლში თესავენ მარტში კონტეინერში, სადაც დრენაჟის ფენაა ძირში. თესავენ 3 სმ სიღრმეზე, რწყავენ და ზემოდან ცელოფანს აფარებენ, მერე დებენ ბნელ თბილ ადგილზე, ამოსული ნათესის პიკირება ხდება წყვილი ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე.  გრუნტში გადააქვთ სტაბილურად 20 გრ ზე.

ბუჩქის დაყოფა - მცენარეს საკმაოდ გრძელი ფესვები აქვს, დახლართული და ზოგადად, სჯობს, არ გადარგათ ხოლმე, მაგრამ თუ დაყოფა  დასჭირდება, სჯობს, შემოდგომაზე დაჰყოთ. მომდევნო გაზაფხულზე ახალი ამონაყარიც ექნება.

დაკალმება - შეიძლება მცენარის გამრავლება გაზაფხულზე ან შემოდგომაზე დაკალმებული ნერგებითაც. ასე იგი უფრო ადრე იყვავილებს. გაზაფხულზე ახალ ამოსულ ტოტებს  აჭრინ 15 სმ მდე ნაწილს და აფესვიანებენ ტორფნარევ ქვიშაში მინი სათბურში.

მორწყვა - გაზრდილი მცენარე გვალვაგამძლეა, მაგრამ ზოგადად სჭირდება რეგულარული  მორწყვა მიწის შეშრობისას.

კვება - მცენარეს თავიდანვე რგავენ ნოყიერ ნიადაგზე, მერე კი აძლევენ დაბალანსებულ სასუქს, თუ მცენარე დასუსტებულია.

პირველ წლებში ზამთარში მას დაფარება სჭირდება, იგი საკმაოდ სწრაფად და აგრესიულად იზრდება, მისი გაკონტროლების მიზნით მცენარეს შემოფარგლავენ ხოლმე მიწაში. სიცხეში ყვავილობის მერე გადაჭრიან ხოლმე. ასე ახალი ტოტების ზრდა იწყება. გაზაფხულზე კი დაზიანებულ ფოთლებს მანამდე არ ჭრიან, სანამ ახალი ტოტები არ წამოვა.

დაავადებები - მწერები დიდად არ აწუხებენ, მაგრამ შეიძლება ნაცარი გაუჩნდეს. მის წინააღმდეგ საჭიროა ისე შეათხელონ ფოთლები, რომ ბუჩქის აერაცია გაიზარდოს, ამასთან იყენებენ ფუნგიციდებს. ზოგჯერ ფოთლებს ჭამს ლოქორა და ლოკოკინა.

მას დიდი ფოთლების გამო საკმაო ფართობი სჭირდება -100-150სმ  გარშემო. ეს მცენარე კარგად გამოიყურება სხვა გადაშლილ მცენარეებთან და დეკორატიულ ბალახთან. მის გვერდით ზოგი ნაზი მცენარე საერთოდ იკარგება, არ ჩანს, იმდენად დიდი ფოთლები აქვს გადაშლილი. ამიტომ მას ხშირად რგავენ ცალკე - სხვა მცენარეების გარეშე.

პრობლემები - თუ მას რაიმე არ ჰყოფნის, თავად გვატყობინებს ამის  შესახებ.

თუ ფოთლის კიდეები უხმება, უმუქდება, - აკლია საკვები ან ჰაერის დაბალი ტენიანობაა,თუ ფოთლის შუაში თეთრი ლაქა ჩნდება,- მზისგან დაცვა დასჭირდება. ეს დამწვრობის ნიშანია. თუ მორწყვა დაგავიწყდათ ან ჭარბად მორწყეთ, - ფოთლები ჭკნობას იწყებს. ასე შეიძლებამოხდეს  კიდევ მის მძიმე გრუნტში დარგვისას.

სახეობები - ბალკანური - კარგად ადაპტირებული სახეობა ველური მცენარეებიდან. ყვავილობს გვიან და უკეთ ეგუება გვიან ყინვებს.

-რბილი - ყველაზე პოპულარულია, მკვეთრი ყვავილები აქვს, მაგრამ გაზაფხულის ყინვებს ვერ უძლებს.

-ეკლიანი - ფოთოლი უფრო რბილი აქვს  და მეტად წააგავს ნარშავს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: სახლის მცენარეები და ყვავილები


 

08 December 0 1 030
Загрузка...
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно