ბიოპრეპარატები მცენარეთა დაცვისთვის
ისინი ხელს უწყობენ მცენარეებს ზრდაში, ფორმირებაში, ზრდიან მათ სასიცოცხლო ძალას, იმუნიტეტს. მათ საფუძველს ისევ ვირუსები, ბაქტერიები და სოკო-ანტაგონისტები წარმოადგენენ, რომლებსაც დაავადების გამომწვევის შეჩერება შეუძლიათ. მათი დადებითი თვისება ისაა, რომ ადამიანის და ცხოველებისთვის უსაფრთხოა.ისინი გამოიყენება, როგორც დაავადებების წინააღმდეგ, ისე პროფილაქტიკისთვის. მაინც სჯობს ამ პრეპარატების გამოყენების მერე ნიადაგის დამუშავება “ბაიკალით, ვოსტოკით” მიწის მიკროფლორის აღდგენის მიზნით.
ტრიხოდერმინი - ამ პრეპარატით ამუშავებენ თესლებს, ასევე ასხამენ დასარგავ ორმოებში. იგი გამოიყენება ფესვის ლპობის, ფიტოფტოროზის, მშრალი ან ნაცრისფერი ლპობის, ნაცრის და სხვათა სამკურნალოდ. ამავდროულად ამდიდრებს მიწას სასარგებლო ნივთიერებებით და ზრდის მის გამძლეობას დაავადებებისადმი. მისი გამოყენებით იზრდება ბოსტნეულის მოსავლიანობა,
რიზოპლანი - მასში შედის სპეციალური მიწაში მცხოვრები ბაქტერიები. იყენებენ პროფილაქტიკისთვის, თესლის დასაცავად, ან მიწაში ჩასასხამად დარგვის წინ. აჩერებს ისეთი დაავადებების სოკოვან და ბაქტერიულ გამომწვევებს, როგორიცაა ლპობა, ნაცარი, ბაქტერიოზი, ჟანგა, სეპტორიოზი.
პენტაფაგ ც - მასში სრულყოფილი ვირუსული ნაწილები შედის 5 შტამიდან და გამოიყენება მცენარის კონკრეტული დაავადებიდან გამომდინარე კონკრეტული გამომწვევის წინააღმდეგ, რეცეპტის მიხედვით. მისი დახმარებით ფერხდება ხეხილის კიბო, ბაქტერიული ჟანგა, ლაქოვნება, ნაცარი, ქეცი და იმატებს მოსავლიანობა.
ფიტოლავინი - შეიცავს ანტიბიოტიკების ერთობლიობას - სტრეპტოტრიცინის მსგავსების, რასაც სოკოებიდან იღებენ. იყენებენ ღია გრუნტში ან სათბურში, რაოდენობა განისაზღვრება დაავადების და მცენარის სახეობის მიხედვით. მოქმედებს სოკოვან დაავადებებზე, ასევე ბაქტერიულზე, როგორიცაა ქეცი, ლპობა, ფუზარიოზი, ანტრაკნოზი, კიბო,და სხვ.
ფარმაიოდი - დამზადებულია იოდზე, იყენებენ მცენარეთა შესასხურებლად. 10ლ წყალს უმატებენ 1 ჩ კ ს და კარგად ურევენ. ძლიერმოქმედი პრეპარატია მიკრობების, ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ, შეუძლია სოკოვანი დაავადებების შეჩერებაც. ამ პრეპარატებით შეიძლება ხეების, ბუჩქების, ვარდების, ბოსტნეულის დამუშავება. გამოდგება პომიდვრის დასაცავად თამბაქოს მოზაიკური დაავადებისგან, ბაქტერიული ნეკროზის წინააღმდეგ
ფიტოსპორინ მ - პრეპარატით ამუშავებენ მცენარეებს, რწყავენ ან ასხურებენ.თესლს, ბოლქვებს, გორგლებს დარგვა-დათესვამდე ამ ხსნარში დებენ, ასევე ამუშავებენ კომპოსტს და მიწასაც. იგი აჩერებს სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებს - ფიტოფტოროზს, ქეცს, ფუზარიოზს, ლპობას, ჟანგას, ალტერნარიოზს.
ბაქტერიციდი - გამოიყენება მცენარეთა მოსარწყავად და დასანამად, ეფექტურობის გასაზრდელად უმატებენ 1მლ თხევად საპონს. საკმაოდ ეფექტურია. იყენებენ ქეცის, ლპობის, კიბოს, ფიტოფტოროზის, ფუზარიოზის, ნეკროზის, ბაქტერიული დამწვრობის წინააღმდეგ.
ბიო - ფუნგიციდი - ტაბლეტების სახით გამოდის. 2 ცალს ხსნიან 10ლ წყალში და უმატებენ 1 მლ თხევად საპონს. მოქმედებს სოკოვან დაავადებებზე და აფერხებენ მათ გავრცელებას. ეს დაავადებებია - ფიტოფტოროზი, ალტერნაროზი, ცერკოსპოროზი, სხვადასხვა ლპობა, ქეცი. დადებითად მოქმედებს მოსავლიანობაზე და მათში აქვეითებენ ნიტრატების რაოდენობას. ასევე ანეიტრალებს იმ ქიმიური პრეპარატების მოქმედებას, რითაც ზრდიდნენ სხვადასხვა კულტურას.
ეს ვიწროდ სპეციალიზებული პრეპარატები სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. კიდევ ერთია აღსანიშნავი - “ჰაუფსინი” - იგი იცავს მცენარეებს მავნებლებისგანაც, მის შემადგენლობაშია ბაქტერიის შტამი, რომელიც აფერხებს სოკოს გავრცელებას, იცავს ხეხილს მავნე მწერებისგან. სხვა სტატიები https://dedebi.ge/ თარგმანი თ სუპატავილის