გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

“მარგანცოვკა” ოთახის მცენარეებისთვის

ოთახის მცენარეების მოყვარულებს ხშირად სთავაზობენ მცენარეებისთვის “მარგანცოვკის” გამოყენებას, მაგრამ ეს გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, მისი გამოყენება შეიძლება როგორც ინფექციური დაავადებების ან ქინქლების საწინააღმდეგოდ, ასევე ზრდის სტიმულირებისთვისაც, უნდა იცოდნენ ასევე, როომელი მცენარეების მორწყვა შეიძლება ამ ხსნარით

“მარგანცოვკა” კალიუმის პერმანგანატის ხსნარია, ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით იგი ანტისეპტიკი და დეზოდორანტია. 

მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.იგი ზოგიერთ ნივთიერებასთან შეხებისას - ალუმინი, მაგნიუმი, ფოსფორი, გოგირდი, გლიცერინი, აქტიურდება და შესაძლოა აფეთქდეს კიდეც. მასთან მუშაობა სჯობს ხელთათმანებით. მისი კონცენტრირებული ხსნარის კანზე მოხვედრა ზოგჯერ დამწვრობას იწვევს,

მიწისქვეშა ინფექციები - ეს ხსნარი გამოდგება ლპობით დაზიანებული ბოლქვების, ფესვების, გორგლების დასამუშავებლად, კარგია ბოლქვიანების გადარგვისას. დაზიანებული ნაწილების მოჭრის მერე მათ აწყობენ 10-15 წთ გაზავებულ ხსნარში., ასევე პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება საღი ბოლქვების ჩადებაც.

მავნებლების წინააღმდეგ -  ხსნარს იყენებენ ოთახის მცენარეებზე ქინქლების ან სხვა მწერების მოსაშორებლად, თუმცა იგი შხამი არაა მათთვის და დადებითი ეფექტის მიღება რთულია. თუ მცენარეს ქინქლა გაუჩნდა, უნდა გადაიხედოს მათი მორწყვის რეჟიმი.

ამ ხსნარით ქოთნიდან წვიმის ჭიების გაძევებაა შესაძლებელი, და თუმცა ეს არსებები სასარგებლოა ღია გრუნტში, ქოთნის შეზღუდულ ფართობზე იგი მხოლოდ ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. 

მიწის გაუვნებლებისთვის - ნაცარი, ფიტოფთოროზი, ნაცრისფერი ლპობა - ინფექციური დაავადებებია, მათ წინააღმდეგ “მარგანცოვკა” საკმად ეფექტური საშუალებაა და გამოდგება სოკოვანი ინფექციის პროფილაქტიკისთვისაც და მის წინაააღმდეგ საბრძოლველადაც.

ნაყოფის დასამწიფებლად - ვისაც სახლში ხილი ან კენკრა აქვს - ციტრუსები, მარწყვი, შესაძლებელია მსხმოიარობის სტიმულირება. ბორის  მჟავასთან ერთად ამ ხსნარს არც ისე ცუდი შედეგი აქვს.

პროპორციები ასეთია - 1 გრ ბორის მჟავა, 1 გრ კალიუმის პერმანგანატი, გაცრილი ნაცარი - ნახევარი ჭიქა, წყალი - 5 ლ.

თესლის და კალმის ზრდის სტიმულაციისთვის - ოთახის სხვადასხვა მცენარის გასამრავლებლად თესლის და კალმების სწრაფი ზრდისთვისაც გამოდგება ეს ხსნარი. თესლს მასში 30 წთ ალბობენ. ამავდროულად ხდება მათი გაუვნებლებაც. ეს ხსნარი წარმატებით ცვლის ჰეტეროაუქსინს.

თესლის და კალმის დალბობა შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ ოთახის მცენარეებისთვის, არამედ საბაღე კულტურებისთვისაც., “მარგანცოვკის “გამოყენება  შეიძლება კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნის, კომბოსტოსთვის დათესვამდე თესლის დასალბობად. ასევე შეიძლება მწვანილის თესლის  დალბობაც- კამა, ოხრახუში, თუ მათ რაფაზე ზრდით.

სასუქად - ეს ხსნარი კალუმის და მანგანუმის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ სასუქის როლსაც კარგად ასრულებს. თუ ამ ელემენტების დეფიციტია მცენარეში, იგი გამოვლნდება.

-კალიუმის ნაკლებობისას ფოთლების ფერი მომწვანო-ცისფერია, ძარღვების  გასწვრივ ფოთოლი ყვითლდება, ფოთლის წვერები ყავისფერდება. კოკრები არ ვითარდება, ფოთლის კიდეები იხვევა.

-მანგანუმის ნაკლებობისას  ახალგაზრდა ფოთლებში ქოლროზი ჩნდება, ფოთოლზე ვითარდება მურა ლაქოვნება, და მერე ხმება.

ყვავილის თაიგულის დეზინფექცია - შეიძლება ამ ხსნარის დამატება თაიგულის წყლისთვისაც ლარნაკში. იგი აუვნებლებს წყალს და ასე ახანგრძლივებს თაიგულის სიცოცხლეს. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ტიტებზე და ნარცისებზე, ხსნარი უნდა იყოს ბაცი ვარდისფერი, და მერე უნდა  დაემატოს ლარნაკში წყალს.

მორწყვა “მარგანცოვკით”.- რომელი მცენარეები შეიძლება ამ ხსნარით მოირწყას და რა სიხშირით, ეს 2 ფაქტორზეა დამოკიდებული.პირველი - იგი კალიუმის და მანგანუმის წყაროა, თუმცა დიდი  დოზები ცუდად იმოქმედებს მცენარეზე.

მეორე- ამ ხსნარით რეგულარული  მორწყვა ნიადაგის ამჟავებას იწვევს, რაც ყველა მცენარეს არ სჭირდება. ამიტომ უნდა იცოდეთ მათი დამოკიდებულება ნიადაგის მჟავეობისადმი და შესაფერისი სიხშირით უნდა მორწყათ მცენარეები. 

მორწყვის სიხშირე - თუ ეს ხსნარი პროფილაქტიკისთვისაა საჭირო, ნახევარ წელიწადში ერთხელ საკმარისია, თუ რაიმე პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო, შეიძლება ამ ხსნარის გამოყენება კვირაში ერთხელ.

უფრო ხშირად მორწყვა “მარგანცოვკით” უარყოფით  შედეგს გამოიწვევს. პრობლემის აღმოფხვრას ასევე შველის ნაცარი, სარეცხი საპონი, იოდი, თამბაქო, ან პრეპარატები.

რომელ მცენარეებზე - ყველა მცენარე ვერ უძლებს მის ზემოქმედებას, უმეტესად გამოადგება მჟავე ნიადაგის მოყვარულ მცენარეებს, პირველ რიგში - ტროპიკულ მცენარეებს: ბეგონია, ჰორტენზია, გვიმრა, ჭორტანა, თავნასკვა, მონსტერა, სურო, დიფენბახია, გარდენია, ქლოროფიტუმი, შობის ვარსკვლავი, ამათ გარდა -  ბროწეული, ია, ამარილისი, ლიმონი, ფორთოხალი.

 ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ორქიდეისთვის. პროფესიონალები ურჩევენ მხოლოდ ნიადაგზე მის დასხმას და ფესვების დამუშავებას - იგი გამოდგება, როგორც გამაუვნებელი და საკვები საშუალება.

გამოყენების წესი - მცენარისთვის ამ ხსნარის გამოყენება სხვადასხვაგვარად ხდება და ამისთვის სხვადასხვა გაზავებაა საჭირო. დამზადებული ხსნარი ვარგისია 3-4 დღე.

-შესასხურებლად საჭიროა ბაცი ხსნარის გამოყენება:1გრ კრისტალს აგდებენ 5ლ წყალში.

-მიწის დეზინფექციისთვის 1-3 გრ კრისტალს ხსნიან 5 ლ წყალში.

-თესლის დასალბობად 0,5გრ კრისტალს აგდებენ  100მლ წყალში.

-მცენარეთა კვებისთვის 1,5 გრ უნდა გახსნან 5ლ წყალში. ასეთი ხსნარით შეიძლება იმ ბაღის მცენარეების მორწყვაც, ვისაც კალიუმი და მანგანუმი აკლია. ასე, რომ ეს ვარდისფერი ხსნარი დიდ დახმარებას უწევს მცენარეებს სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში, გადადიტ მოცემულ ლინკზე https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

10 June 0 33 122

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно