გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

იასამანი

გაზაფხულზე ერთი ძალიან ლამაზი მცენარეც ყვავილობს გრძელი მტევნისებრი ყვავილედებით და ძლიერ სასიამოვნო სურნელით. ფერებიც ასევე სასიამოვნო აქვს ყვავილებს - იისფერი, იასამნისფერი, თეთრი, იშვიათად ყვითელი, ან წითელი. თავად მცენარე მუქი მწვანე ფერისაა და გვიანობამდე ინარჩუნებს ფოთოლს.

ეს მცენარე იასამანია. მისი ყვავილობის ვადები სახეობაზეა დამოკიდებული. სულ მისი 30 სახეობაა ცნობილი. იზრდება საკმაოდ მაღალი - 8 მ მდე. აქვს ბევრი ტოტი - ამონაყარი ძირიდან. კარგი გასხვლით მიიღებთ ლამაზვარჯიან ბუჩქს.

დარგვა - ადგილის მიმართ პრეტენზიული არაა. ურჩევნია  ნეიტრალური ნიადაგი. თუ მჟავე ნიადაგზე ირგვება, მიწაში შეაქვთ დოლომიტის ფქვილი 3 წელიწადში ერთხელ. გრუნტის წყლები უნდა იყოს 1,5 მ სიღრმეზე. ადგილი უნდა იყოს მზიანი , სწორი ან ოდნავ დაქანებული. ზამთარში არ იფუთება. ყინვაგამძლეა, ხშირად იზრდება დაქანებულ ადგილზე, სადაც  უბერავს ცივი ქარი. იასამანს არ რგავენ ჭაობიან ან ნესტიან ადგილზე, არც თიხნარში.

როდის სჯობს დარგვა - კარგი პერიოდია აგვისტო -სექტემბერი. მცენარე ასწრებს დაფესვიანებას სიცივეებამდე და უკვე მოყვავილებული და ზრდადასრულებული ხვდება ზამთარს.

დროს მიგვანიშნებს ფოთოლი. თუ მცენარეს ფოთოლი ცვივა, დარგვა უკვე დაგვიანებულია. თუ იგი მაინც დარგეთ და მალე აცივდება, ღეროს ირგვლივა თხრილში მულჩირებაა საჭირო ტორფით, ფოთლებით, ნახერხით. ასე ნიადაგის მოყინვას აიცილებთ თავიდან. გაზაფხულზრ მულჩას იღებენ.

თუ მის დარგვას აპირებდით, მაგრამ უეცრად მოყინა, ჩარგეთ ნერგები დახრილად და ასე დატოვეთ გაზაფხულამდე. საგაზაფხულო ორმოებს შემოდგომაზე თხრიან. რადგან რაც უფრო ადრე რგავენ იასამანს, მით ადრე მიეჩვევა ახალ ადგილს. აქ მთავარი პირობა დარგვაა მანამდე, სანამ კვირტები დაიბერება

მცენარეს რგავენ  ისე, რომ ფესვის ყელი მიწის პირზე მოხვდეს. ორმო 50 50ზე უნდა იყოს, დარგვისას ორმოში ყრიან მიწას ორგანული სასუქით და ხის ნაცრით. დარგვა სჯობს საღამოს. მცენარე ღია ფესვით ცუდად ეგუება გარემოს, ვიდრე დახურულფესვიანი ნერგი.

მოვლა - მოსავლელად ადვილი მცენარეა, დარგვისას კარგად რწყავენ, მაის - ივნისში უხვად უნდა მოირწყას, რადგან ამ დროს იზრდება იგი და  მეტი წყალი სჭირდება, მაგრამ ჭარბი მორწყვაც არ ივარგებს.ივლისის შუიდან უკვე აღარ სჭირდება მორწყვა, რომ ახალი კვირტების ზრდა არ დაიწყოს.

კვება - თუ დარგვისას სასუქი კარგადაა შეტანილი, მომდევნო 3 წელი  არაფერი დასჭირდება. მერე კი შეაქვთ ორგანიკა და მინერალური სასუქი აგვისტოში 2-3 წელიწადში ერთხელ. როდესაც მცენარე ზრდას დაიწყებს, შეიძლება ფოთლების დანამვაც მინერალური სასუქით.

გასხვლა - ყვავილობის მერე იგი უნდა გაისხლას. თუ ამას შემოდგომაზე გააკეთებთ, მომდევნო გაზაფხულზე აღარ იყვავილებს. თუ მცენარე სანიტარულად უნდა გაისხლას, დროს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სჯობს გაზაფხულზე.

ძველ ბუჩქის გასაახლებლად დიდი ტოტები თანდათან უნდა ჩაანაცვლოს ახალმა, რისთვისაც აჭრიან 1-2 ძველ ტოტს წელიწადში გაზაფხულზე. ხანდახან უტარდება კულტურული გასხვლაც- ტოვებენ 6 ძირითად ტოტს გაშლილად, რომ ვარჯიც გაშლილი იყოს. სხვებს აჭრიან. ასე ისხვლება მცენარე ყოველ წელს გაზაფხულზე კვიტრების დაბერვამდე.

გამრავლება - ხდება ტოტებით, გადაწვენით, მყნობით.

-გადაწვენა - მცენარეთან ახლოს აკეთებენ თხრილს, ტოტებს დაბლა ხრიან და მიწაზე ამაგრებენ. საშემოდგომოდ უკვე ახალი ნერგი იქნება მზად. არც დედა მცენარე დაჰკარგავს დეკორატიულობას. ეს ყველაზე იოლი მეთოდია, მაგრამ ყველა სახეობა ასე არ მრავლდება.

-კალმით - საჭიროა ნახევრადგახევებული კარგი ტოტებიდან ივნის-ივლისში მოაჭრათ შუა ნაწილი, და დააფესვიანოთ წყალში.

-თესლით - ოქტომბერში იღებენ თესლს. შემოდგომაზე თესავენ წინასწარ მომზადებულ კვლებში  პირველ თოვლთან ერთად 1,5 სმ სიღრმეზე. გაზაფხულზე კი ჩითილების პიკირება ხდება. 

შეიძლება დაითესოს გაზაფხულზეც, მაგრამ მხოლოდ სტრატიფიკაციის მერე. თესავენ მარტში,.სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა დროს ამოდის, ზოგს 12 დღე სჭირდება, ზოგს კი 3 თვე. 4 ფოთოლზე ხდება პიკირება 4 სმ დაშორებით ერთმანეთისგან. მაისში უკვე მუდმივ ადგილზე გადააქვთ ეზოში. იასამანს ხშირად ამყნობენ. საძირე ჩვეულებრივი იასამანი, კვიდო ან უნგრული იასამანია. საძირეს ირიბად გადაჭრიან. ასევე ჭრიან სამყნობ ტოტსაც - 45 გრ იანი კუთხით. მერე მჭიდროდ ადებენ ერთმანეეთს და თოკით კრავენ. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ 
 

07 June 0 33 034

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно