ქოთნები ოთახის მცენარეებისთვის
ოთახის მცენარეები ინტერიერს ალამაზებს და მის მშვენიერ დანამატს წარმოადგენს.მაგრამ მათაც სჭირდებათ წესიერი გარემო ნორმალური მიწა, შესაფერისი ქოთანი, მორწყვა-განათების სწორი რეჟიმი. დღეს უამრავი სხვადასხვაგვარი ქოთანი იყიდება. რომელი გამოდგება მცენარეებისთვის, რომ თავი იგრძნონ ისე, როგორც ბუნებრივ პირობებში?
ქოთანი თუ კაშპო? კაშპოს იყენებენ შეუხედავი ქოთნების დაფარვისთვის. ქოთანს სადრენაჟე ხვრელი აქვს ჭარბი წყლის გამოსასვლელად.ზოგჯერ კი მცენარე აქედან შეიწოვს წყალს, თუ მას ძირიდან - სადგამიდან აწვდიან.დღეს ეკონომიის მიზნით სულ უფრო ხშირად იყენებენ კაშპოს ქოთნის მაგიერ.მათ ესთეტიკური ფუნქცია შეინარჩუნეს და კიდევ დაემატათ ფუნქციური დანიშნულებაც.
პლასმასი - დღეს ამ მასალისგან მზადდება როგორც ქოთნები, ისე კაშპოებიც, ასე შეუხედავი ქოთნები გადაიქცა ხელოვნების ნიმუშებად და მასალის პლასტიკურობის წყალობით მათ სხვადასხვა ფერიც აქვთ, ფორმაც და ზომაც.
პლასმასის მთავარი დადებითი თვისება სიმსუბუქეა. ფიკუსის, დრაცენას, სტრელიციის ჩარგვას დღეს პლასმასის ქოთნებში ამჯობინებენ, რადგან ასე მათი გადაადგილება გაცილებით იოლია. ვერტიკალური გამწვანებისთვის კი უკვე შეუცვლელია - შეიძლება ზომის, ფერის შერჩევა ან დეკორირება ნებისმიერ მასალად. პლასმასით შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის ქოთნის დამზადება - მაღალი ლარნაკიდან ბრტყელ სინამდე.
დღეს ძალიან პოპულარულია ქოთნები სისტემური ავტომორწყვით. ეს ერთდროულად კაშპოცაა და ქოთანიც - კაშპოში იდგმევა ქოთანი, მას სპეციალური ნახვრეტი აქვს სარწყავად და ინდიკატორი წყლის შეწოვის დასაფიქსირებლად. ასეთი ქოთნები გამოდგება გულმავიწყი ადამიანებისთვის, -მორწყვა ადამიანის ჩარევით წელიწადში სულ რამდენჯერმე ხდება.
კიდევ არსებობს მკურნალი ქოთანი, სადაც წყლის ნახვრეტის გარდა, ჰაერის ცირკულაციისთვსაც არის ხვრელები. ამ ქოთანში ფესვები კარგად სუნთქავენ და დამატებით დრენაჟი არ სჭირდება.
პლასმასი იაფი მასალაა, ხელმისაწვდომი მყიდველისთვის, ფერის და ფორმის დიდი არჩევანი კი ნებისმიერ ინტერიერის შესაფერის ქოთანს გაპოვნინებთ.
დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ქოთანი სანათ მოწყობილობადაც გამოიყენოთ.
უარყოფითი - არც ისე ბევრია. მაგრამ მასალა ხელოვნურია, არ სუნთქავს. რაც ნეგატიურად აისახება მცენარეზე. ძალიან მაღალი მცენარეებიც არ შეიძლება შიგ ჩაირგას სიმსუბუქის გამო გადმოყირავების შიშით.
თიხა - ეს ქოთნები უკვე არაერთი საუკუნეა, გამოიყენება მცენარეების გასაზრდელად. თუ იგი არაა მოჭიქული,მისი მთავარი დადებითი მომენტი ბუნებრივობაა. მასალა ფორებიანია და ჭარბი წყალი კედლებიდანაც ორთქლდება, შიგნით კი ჟანგბადი აღწევს და ფესვები სუნთქავენ.
ხელობის მრავალწლიანი ისტორიის წყალობით თიხის ქოთანს აძლევენ ძველებური ლარნაკის იერს ჩინეთის რომელიმე იმპერატორის ერთერთი დინასტიიდან ან უბრალო მხიარულფერებიან ჭურჭელს ამზადებენ
თიხა, რისგანაც მზადდება ჭურჭელი, ბუნებრივი მასალაა. მცენარეს ზაფხულში ასეთ ქოთანში გრილა, ზამთარში კი თბილა, ანუ ყველა სეზონზე კომფორტულად გრძნობს თავს. ქოთანი მასიურია, აქვს წონა და მდგრადია დიდი მცენარეების გასაზრდელად.
უარყოფითი - თიხის ქოთანსაც აქვს, იგი საკმაოდ მყიფეა და ადვილად იბზარება და ტყდება კიდეც. ფორიანობის გამო ქოთნის კედლები შეიძლება ძლიერ გადაგრილდეს, რაც ვნებს მცენარეს და შეიძლება მცენარე მოკვდეს კიდეც. მცენარეს გადარგვისას ხშირად უზიანდება წვრილი ფესვები, რადგან ისინი ქოთნის კედელს ეწებება. თიხის კედელს უჩნდება მარილის ნადები. თუ მას მოჭიქული ზედაპირი აქვს, ჰაერი არ მოძრაობს კედელში და მცენარე ვერ სუნთქავს.
სხვა მასალა - კაშპოსთვის ხშირად იყენებენ ასევე შუშას, ლითონს ან ბუნებრივ ქვას.
შუშა - ძალიან ფაქიზი მასალაა, ტრავმულობაც მისი გატეხვით მაღალია, მაგრამ მას იყენებენ უმეტესად ორქიდეისთვის. მცენარეებს ხშირად ზრდიან აქვარიუმებში ან დიდ ვაზონებში, რომლებსაც სპეციალური კლიმატური პირობები სჭირდება.
შუშა მაღალდეკორატიული მასალაა, მაგრამ არ გამოდგება მცენარეთა უმეტესობის გასაზრდელად.
ბუნებრივი ქვა -შედარებით იშვიათად გამოიყენება ქოთნად. დიდ შენობაში ასეთ ქოთანში ჩარგული მაღალი მცენარე შესანიშნავად გამოიყურება.მაგრამ ქვა საკმაოდ ძვირია, იგი სწრაფად ხურდება და ასევე სწრაფად გრილდება. მასში გასაზრდელად ყველა მცენარე არ გამოდგება.
ლითონი - შესაძლებელია მისი მხატვრული დამუშავება, ჭედვა, მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა. მაგრამ ისიც სწრაფად ხურდება და ცივდება, ამავდროულად განიცდის კოროზიას. სწორად არჩეული ქოთანში ან კაშპოში ჩარგული მცენარე დიდხანს გაგახარებთ.
ჩვენს ჯგუფში გასაწევრიანებლად გადადიტ მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ თარგმანი:თ.სუპატაშვილის