ლამაზი და უპრეტენზიო სტრეპტოკარპუსები

სტრეპტოკარპუსი ჯერ კიდევ ნაკლებგავრცელებული მცენარეა ჩვენთან, თუმცა უკვე კარგი მოწინააღმდეგეა სენპოლიასთვის. სელექციონერებს უამრავი ახალი ჯიში გამოჰყავთ განსხვავებული ფორმის, ყვავილის ფერის და ზომის. სხვადახვაა მცენარის სიმაღლეც და ფოთლის ფორმაც.თაროზე განლაგებისას მისი ზომაც გასათვალისწინებელია. დიდ მცენარეებში ფოთლების სიგრძე 50სმ ს აღწევს, სიგანე კი 15სმ ს. ისინი კარგად იზრდებიან ჩამოსაკიდ კაშპოებში. მათ სინათლე ყველა მხრიდან უნდა ხვდებოდეთ. თაროებზე თუ დგანან ქოთნები, თაროებს შორის დაშორება 65სმ მაინც უნდა იყოს. შედარებით პატარა ზომის სტრეპტოკარპუსებისთვის დაშორება შეიძლება 45სმ-ც იყოს თაროებს შორის. ახალდაფესვიანებულ ფოთლებს რგავენ ნარევში, სადაც ასეთი შემადგენლობაა: „უნივერსალური ელიტური ვერმიონი“ 2წილი, GreenWorld ოთახის ყვავილებისთვის-2წილი, პერლიტი -0,5წილი და ვერმიკულიტი -0,5წილი. დასაფესვიანებელ ფოთლებს დებენ სათბურში, მათ სწორი განათება ესაჭიროებათ. დაშორება ფოთოლსა და ნათურას შორის 15-20სმ უნდა იყოს. მათი მორწყვა კარგია პულვერიზატორით, საჭიროა ხშირად განიავებაც, ასე მიწის ზედმეტი დატენიანებაც და ფოთლების ლპობაც თავიდან იქნება აცილებული. დაფესვიანებას 4 კვირა სჭირდება, 6-8კვირაში კი ახალი ფოთლებიც ჩნდება. როცა უკვე 2 ფოთოლი მაინც ექნებათ, შესაძლებელია მათი მოშორება დედა მცენარისგან. სენპოლიისგან განსხვავებით, სტრეპსის „შვილებს“ უკვე თავიდანვე აქვთ საკუთარი ფესვები. ამიტომ ადვილად ცილდება დედას.

მათ ჩასარგავ მიწას ასეთი შედგენილობა აქვს: ელიტური ვერმიონი -10წილი. "GreenWorld“ ოთახის მცენარეებისთვის -7წილი, „მებოსტნე“-2წილი, პერლიტი - 2წილი, ვერმიკულიტი -2 წილი. მათ რგავენ ერთჯერად 100გრ იან ჭიქებში, რომლის ძირი გახვრეტილია და დრენაჟი კი არ სჭირდება. ზოგ სტრეპტოკარპუსს საინტერესო თავისებურება აქვს - შვილეული მცენარე მხოლოდ ერთ ფოთოლს წარმოადგენს. ასეა ,მაგ.. 'King of Kings', 'Big Yolk', 'Heaven Scent'. როზეტის გასაზრდელად ფოთოლს მესამედს აჭრიან. დასაფესვიანებლად რგავენ 100გრ ერთჯერადებში, დებენ საათბურში 4 კვირით, რეგულარულად ანიავებენ, რწყავენ,, მოზრდის მერე დებენ თაროზე, როდესაც ფესვები მთლიანად შემოეხვევა მიწას, მერე მცენარე მიწიანად გადააქვთ 1,5-2 სმ ით მოზრდილ ქოთანში. ყოველკვირეულად კვებავენ კომპლექსური სასუქით. დიდი ოდენობით აზოტი ფოთლის ზრდას უწყობს ხელს. სტრეპსები კარგად გრძნობენ თავს რაფაზე, მაგრამ მზის გაბნეული სხივების ქვეშ,. ამიტომ სჭირდება ჩამოფარება.მნიშვნელოვანია ასევე სითბოც,დაახლოებით 22-25გრ, კარგია მცენარისთვის. 28გრ ზე ზემოთ, უხვად მორწყული სტრეპსები იწყენენ მიწის გადახურების გამო, შეიძლება მოკვდნენ კიდეც. ოპტიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებენ კონდიციონერის საშუალებით. ჰაერის ტენიანობის გაზრდისთვის კარგ შედეგს იძლევა ხავსი, მას ასველებენ და დებენ თაროზე, ქვემოთ კი ცელოფანს უფენენ. ან ხავსს ცვლიან კერამზიტით, პულვერიზატორით კი ახლომახლო ჰაერში ასხურებენ წყალს. ოღონდ ასე იქცევიან დღის პირველ ნახევარში, სანამ მცენარეს მზის სხივები მოხვდება. დიდ სტრეპოკარპუსებს აუცილებლად სჭირდება კვება, 10 დღეში ერთხელ რწყავენ ბალანსირებული სასუქით npk-7:7:7 ინსტრუქციის მიხედვით. ასეთი შემადგენლობა მცენარის სწრაფ ზრდას და ფოთლების ხასხასა და მაძღარ ფერს განაპირობებს. როცა მცენარე გაიზრდება და შვილეული როზეტებიც განვითარდება, მერე მიწიანად გადააქვთ მოზრდილ ქოთნებში, დაახლოებით 4სმ ით დიდში, ვიდრე წინა. თანდათან იმ ფოთლებს აცლიან, რომლებთანაც საყვავილე ღეროები უკვე იყო ამოსული და უკვე

გაყვითლდა, და რომლებიც მცენარეს ზედმეტად ბუჩქავენ.თუ ასეთ დროს მცენარე ყვავის, აცლიან მოყვავილებულ ღერებსაც, ეს ახალი ფოთლების ზრდას განაპირობებს. მერე მიწის ზედაპირზე ხავსს აფენენ და იწყებენ მათთვის სასუქის მიცემას, რომლებიც შეიცავენ გუმატს. კარგია „ფასკო“ „ყვავილების ვალსი“. სასუქებს ხშირად ცვლიან, რითაც მცენარის სრულყოფილი კვება ხდება. ერთდროულად ბევრი ახალი საყვავილე ღეროს გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ მცენარე კომფორტულად გრძნობს თავს ახალ ნიადაგში.ზოგადად, სტრეპტოკარპუსს ბევრი არაფერი სჭირდება უხვი ყვავილობისთვის - კარგი განათება, სითბო, კვება, არახელსაყრელ პირობებში მცენარე შეიძლება არ მოკვდეს, მაგრამ მთელ პოტენციალსაც ვერ გამოიყენებს.

სტრეპსები: პრობლემების გარეშე კოლექციონერები ხშირად აწყდებიან პრობლემებს მცენარის მოშენების დროს, შეძენილი მცენარეები ნელა იზრდებიან, ძნელად იმოსებიან მწვანე მასით, ფოთლის წვერები ყავისფერდება, იფარება ლაქებით, ქვედა ფოთლები დროზე ადრე ცვივა, დარჩენილებიც დაბლა იხრება, კოკრები არ წარმოიქმნება და მცენარე არ ყვავის, მდგომარეობა თანდათან უარესდება და კვების, მავნებლების და დაავადებების პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიუხედავად სიტუაციის გამოსწორება არ ხდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიდგომის შეცვლა ,მაგ.. მათი „ფიტილზე დასმა“.. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფოთლები უხასხასდებათ, იწყება მცენარის ინტენსიური ზრდა, გამოსდით დიდი ხნის ნანატრი კოკრებიც, საკმაოდ ძლიერ საყვავილე ღერზე და ბოლოს იშლება კიდეც სხვა სტრეპსებზე უფრო დიდი უფრო მკვეთრი შეფერილობის ყვავილებიც.როგორ ხდება მცენარის გადაყვანა „ფიტილზე“? ისევე, როგორც იის შემთხვევაში, სტრეპსის ცოტათი მოზრდილ შვილეულ ამონაყარს რგავენ 9-10სმ იან პლასმასის ქოთანში. ფიტილად იყენებენ 5მმ იან სისქის სინთეტიკურ ზონარს, რომლის სიგრძე რეგულირდება წყლიანი რეზერვუარის სიმაღლით. ამისთვის შეიძლება გამოიყენონ ნახევარ ლიტრიანი გამჭირვალე პლასმასის ერთჯერადი ჭიქები. დიდი მცენარეებისთვის გამოდგება 12-14სმ იანი ქოთნები ჩასარგავად და მათთვის შესაფერის ზომის გამჭირვალე ჭურჭელს იყენებენ წყლის ჩასასხმელად. სუბსტრატში, იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფიტილზე უნდა დავსვათ, ამატებენ პერლიტს და ვერმიკულიტს მეტი რაოდენობით, რომ დაიცვან ზედმეტი წყლის დაგროვებისგან და ლპობისგან. ნიადაგის შემადგენლობა ასეთია -2ლ მზა გრუნტი ვერმიონი უნივერსალური, 2ლ "GreenWorld „, 0,5 ლ ვერმიკულიტი, 0,5 ლ პერლიტი, 1 ჭ. არყის ხის ნახშირი, 1 ჭ, წიწვები, ეს უკანასკნელი ზრდის ნიადაგში მჟავეობას, აფხვიერებს და აუმჯობესებს სტრუქტურას, ეს მეთოდი ღირს მოსინჯვად, თუმცა ყველა სტრეპტოკარპუსის ფიტილზე გადაყვანა ერთად არ ივარგებს. ჯერ შეაფასეთ ამ მეთოდის პლიუსები და მინუსები. და თუ შედეგი მართლაც კარგი იქნება, მერე გადაიყვანეთ კოლექცია ფიტილზე .


28 January 0 3 759

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно