გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სასუქი წიწვოვნებისთვის

არსებობს მოსაზრება, რომ წიწვოვან მცენარეებს სასუქი არ სჭირდება, ვინაიდან არ იცვენენ ფოთოლს, როგორც ფოთლოვანები, მაგრამ ასე არაა- გაზაფხულზე მათაც სჭირდებათ კვება აქტიური ზრდის დროს. თუმცა დიდი ოდენობით საკვები ნივთიერებები უჯრედული ზრდისთვის მაინც არ უნდათ. ეს მცენარეები ნელა იზრდებიან და საკვები ბევრი არ სჭირდებათ.

ამ მცენარეებს არ აძლევენ ნაკელს, რადგან იგი ფესვს უწვავს ახალგაზრდა წიწვოვნებს, აზიანებს მოზრდილისას. ეს გამოწვეულია აზოტის შემცველობით, იგი აფერხებს მათ გავითარებას. ნაკელს მხოლოდ ნეშომპალის სახით იყენებენ, ანუ ძალიან ძველს, ისიც მცირე რაოდენობით. ტოტების გაყვითლება-გამუქების შემთხვევაში კი სწრაფად აშორებენ ამ ფენას და მის ნაცვლად ქვიშანარევ მიწას აყრინ. მერე კი ზრდიან მორწყვის სიხშირეს, ასე მიწიდან გამოირეცხება ნარჩენი ნივთიერებები, რაც ცუდად მოქმედებს მცენარეზე.

აზოტის დიდი რაოდენობა ნიადაგში იწვევს ახალი ტოტების ზრდას და ისინი ზამთრამდე ვერ ასწრებენ მომწიფებას, ზამთარგამოვლილი ტოტები კი ხშირად ავადმყოფობენ გაზაფხულზე, რაც ცუდად აისახება მცენარეზე. ტოტების ზრდაც დიდ ენერგიას ართმევს წიწვოვნებს, ამიტომ მის საკვებად უფრო მეტად მინერალურ სასუქს, ბიოჰუმუსს და კომპოსტს  იყენებენ.

მინერალური სასუქი - წიწვოვნები დადებითად რეაგირებენ მაგნიუმზე, რაც მსგავსია ქლოროფილის სტრუქტურულად და ფიტოსინთეზისთვის აუცილებელია. იგი შედის დოლომიტის ფქვილში ოპტიმალური რაოდენობით.

ბიოჰუმუსს თხევადი სახით იყენებენ ფესვისთვის საკვებად. მას ხსნიან წყალში ინსტრუქციის მიხედვით და რწყავენ მცენარეს. ეს სასუქი შეიცავს მცენარისთვის ადვილად ასათვისებელ ბიოლოგიურ ნაერთებს და სასარგებლო მიკრიოორგანიუზმებს.

ნიადაგის ნოყიერება მისი შეტანის მერე იზრდება, მცენარე საჭირო ნივთიერებებს იღებს და გამძლეობა დაავადებების და გარე ფაქტორების მიმართ იზრდება. 

კომპოსტი - ყველაზე ადვილად საშოვნი სასუქია, მისი დამზადება სახლში შესაძლებელია. ყველა ეზოში ბევრია სარეველა, ბოსტნეულის მწვანე მასა, ორგანული ნარჩენები. დუღილისას უმატებენ კიდევ ბიოჰუმუსს. რომ მასში სასარგებლო მიკროორგანიზმები გამრავლდეს.

კომპოსტი ნეშომპალისგან განსხვავებით არ  შეიცავს აზოტს დიდ ოდნობით, მაგრამ მასში მინერალების და მიკროორგანიზმების სრული კომპლექტია. მზა კომპოსტს ღეროს ირგვლივ არხში დებენ 3 სმ იან ფენად და ფოცხით ურევენ მიწის ზედა ფენას.

ვადები - წიწვოვნებს ადრე გაზაფხულზე კვებავენ - როდესაც თოვლი დნება, მიწა კი მშრალად გამოიყურება. თუ მცენარეს კომპოსტს  შემოუყრით, მხოლოდ ერთი ასეთი პროცედურა საკმარისი იქნება. ბიოჰუმუსის და მინერალური სასუქის შეტანა კი 2ჯერ შეიძლება - გაზაფხულზე - აპრილში და  ივნის-ივლისში. მოგვიამებით არ სჭირდება, რადგან გაუხევებელი ტოტები ზამთარში შეიძლება მოიყინოს. წესების დაცვით სასუქის შეტანა თქვენს წიწვოვნებს ჯანმრთელ მცენარედ ჩამოაყალიბებს. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

03 June 0 7 445

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно