გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ვებრძვით ჭიანჭველებს ეზოსა და სახლში

ჭიანჭველას მოშორება ეზოდან საკმაოდ ძნელია  - იგი ადვილად ეგუება გარემო პირობებს. ისე ჩანს, თითქოს უკვდავია და არაფრის ეშინია. ჭიანჭველა ბუგრს ამრავლებს. ის კი მცენარეს აზიანებს. ჭიანჭველა კლუმბებს და გაზონებს გარეგნულ იერს უფუჭებს სოროებით, გადააქვს საშიში დაავადების გამომწვევები. ხშირად ჭამს ხილს. მხოლოდ ერთი კოლონია 1000 მდე ინდივიდს ითვლის, საშიშროებაც შესაბამისად დიდია. ამიტომ, თუ ეზოში ჭიანჭველები ბევრია, მათ წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია.

ჭიანჭველების წინააღმდეგ ხალხური მეთოდები საკმაოდ ეფექტურია. გამოდგება სიმინდის ფქვილი, ბორის მჟავა, ციტრუსები, მიხაკი ან ლავანდა, ნიორი და ხახვი, დაფნის ფოთოლი, საპონი ნავთით. ძმარი და სხვ.

ამ ჩამონათვალიდან ზოგი არც ისე ეფექტურია, ზოგს ცუდი სუნი აქვს დამზადებისას, ზოგიც ცხოველებს ვნებს. მათ დამზადებასაც დრო უნდა. ნუთუ არ არსებობს ყველაზე ეფექტური საშუალება მათ წინააღმდეგ, რომ სწრაფად და დიდი ხნით მოშორდნენ გარემოს?

რა თქმა უნდა, არის: ქიმიური პრეპარატები , რომლებიც იზიდავენ მათ და მთელ კოლონიას ერთბაშად ხოცავენ, სახლიც და ეზოც სრულიად თავისუფლდება ჭიანჭველებისგან. ეს პრეპარატები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, ხანგრძლივქმედების ეფექტი აქვს, შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხოა, გამოსაყენებლად მარტივი და ეკონომიურია, არ აქვს მძაფრი სუნი,

ეს პრეპარატი - “დიდი მეომარია”, გამოშვებულია სხვადასხვა ფორმით - არსებობს გელი, გრანულები, ლაქი, სიროფი.

გელი -გამოდგება ასევე ტარაკნების წინააღმდეგაც. ვარგისია 2 წელი, ჭიანჭველებთან ბრძოლისას საჭიროა უპირ ველესად დედა ჭიანჭველის მოკვლა, რომელიც დიდხანს - 15-20 წელი ცოცხლობს და უამრავ თაობას ზრდის. გელს ჭამენ მუშა ჭიანჭველები და მიაქვთ სახლშიც, მერე ყველა ერთბაშად იხოცება. ეზოში ამ გელს წვრილ ზოლებად უსმევენ ხის ტანს, ან მუყაოს პატარა ნაჭრებზე და დებენ ჭიანჭველის გზაზე ან სოროსთან ახლოს, სახლის ჭიანჭველების წინაამდეგ კი შენობის პერიმეტრზე ყოველ 6 სმ ში 2 სმ სიგრძის გელს რაიმე სუფთა ზედაპირს უსმევენ. შეიძლება შენობის დამუშავება შიგნიდანაც.

თუ გელი ჩამოირეცხა, მისი განმეორებით იმ ადგილზე წასმა 3 კვირის მერე შეიძლება, რადგან ეფექტურობას არ ჰკარგავს 2 თვე შენობის გარედან და 3 თვე შიგნით. 

არსებობს კიდევ ეზოს ხაფანგი - დისკი, მას ეზოში ღია ადგილზე დებენ - მზე და  წვიმა ვერაფერს უშავებს -   არ გახმება და არ ჩაირეცხება. იგი მარტივად მაგრდება სწორ ნიადაგზე, სადაც ბალახი არაა. 2 დღეში კი ჭიანჭველები ქრება. მისი გამოყენება მრავალჯერ შეიძლება.

გამოყენების წესი ნახატზე ჩანს - გელს ტუბიდან ხელის მოჭერით უშვებენ დისკის ჩაღრმავებულ ადგილში, მერე სახურავს აფარებენ, დისკს აფიქსირებენ.

ლაქი - მას წარმატებით იყენებენ ასევე ტარაკნების, რწყილების, ბაღლინჯოს, კოღოების წინააღმდეგ.. ვარგისია 5 წელი.ჭიანჭველას მოსასპობად მას უსმევენ 4-8 სმ იან ზოლებად ან მთლიანად - ფანჯრების ჩარჩოზე, კარებზე. შეიძლება შიგნიდანაც  წაუსვათ ფუნჯით ან ბამბის ჩხირით. მისი წასმა არ შეიძლება ცოცხალ ხეებზე ან ისეთ ადგილებზე კარ-ფანჯარაზე, რასაც ხშირად ეხებით ხელით - სახელურზე,საკეტზე, სარკმელზე. ეფექტი ნარჩუნდება 2 თვე, თუ მას დიდხანს არ ხვდება პირდაპირი მზე. 

გრანულები - ვადა 3 წელი აქვს. გრანულებს ტკბილი გემო აქვს და ეს იზიდავს მწერს, მას ყრიან ჭიანჭველის გზებზე ან სოროსთან ახლოს. სახლიდან მის მოსაშორებლად კი გრანულებს ხსნიან ცოტა წყალში პასტისებრი მასის მისაღებად და ამით ამუშავებენ ტერიტორიას, სადაც ისინი დადიან. 

ამ გრანულების დაყრა არ შეიძლება ბოსტანში, საბავშვო მოედნებზე და სკებთან ახლოს.

სიროფი - ვადა 2 წელია. .ჭიანჭველებს მოსწონთ ტკბილი და  თხევადი პროდუქტები, პოლიეთილენის ქილის სახურავზე ასხამენ 10-20მლ სიროფს და დებენ მათ გზაზე ან სოროსთან, ხეებქვეშ, შეიძლება სთბურებშიც. მისი გამოყენება არატოქსიკურობის გამო შეიძლება ბოსტანშიც.

პრეპარატებთან მუშაობისას რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია: მუშაობენ ხელთათმანებით, ლაქს იყენებენ კარგად ვენტილირებად შენობებში, სადაც არაა ადამიანი და ცხოველი. არ შეიძლება მოწევა, ჭამა-სმა მუშაობისას. მერე ხელებს კარგად იბანენ საპნით. გამოყენებული კონტეინერების უტილიზაცია აუცილებელია.პრეპარატებს ინახავენ მშრალ, გრილ ადგილზე ბავშვებისგან შორს. ჩვენს ჯგუფში გასაწევრიანებლად გადადით მოცემულ ლინკზე. https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

02 June 0 18 350

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно