გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ვაფესვიანებთ წყალში, მიწაში

გამოცდილი მებაღეები ხშირად ამბობენ: თუ მცენარე არ ფესვიანდება, ეს ან დაფესვიანების წესების დაუცველობის, არასწორად აღებული კალმების ან ერთდროულად ამ ორივეს ბრალია.  მაშ, როგორაა სწორი? რა სჯობს - წყალში დაფესვიანება, თუ მიწაში? რა უნდა გავაკეთოთ, რომ დაკალმებული და დაფესვიანებული მცენარე ძლიერი და ჯანმრთელი გაიზარდოს.

ამ მეთოდებს თავისი დადებითი აქვთ.

დაფესვიანება წყალში ყველაზე მარტივი მეთოდია - ვაჭრით მცენარეს ტოტს, ვდებთ წყალში და ველოდებით, როდის გამოიტანს ფესვებს. მაგრამ ზოგი ფესვიანდება, ზოგი - არა. პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ:

-არ შეიძლება წყლის გამოცვლა. ეს მცენარისთვის სტრესია. საჭიროა წყლის  ჩამატება.

-წყალი უნდა იყოს ოთახის  ტემპერატურის.

-არ შეიძლება ერთ  ქილაში ბევრი კალმის ჩაწყობა უმჯობესი იქნება - 200მლ ზე 2-3 ცალი მოდიოდეს.

-ნუ ჩაასხამთ ქილაში ბევრ წყალს.რაც მეტია წყალი ქილაში, მით მეტი შანსია კალმის დალპობის.

-გამოიყენეთ გაუმჭირვალე ჭურჭელი, იქ კალამი უკეთ ფესვიანდება.

-შემოდგომაზე მოჭრილ ტოტებს თუ გაზაფხულზე აფესვიანებთ, მანამდე  ძირები უნდა ჩააწყოთ  წყალში რამდენიმე საათი, მერე გადაჭრათ მშრალი ადგილი ცოცხალ ნაწილამდე და მხოლოდ მერე ჩადოთ დასაფესვიანებლად.

-წყალში ყრიან დაფხვნილ ნახშირს,, ფესვის ზრდის სტიმულატორს, ფოსფორ-კალიუმიან სასუქს ან იყენებენ ტირიფის წყალს.

-თუ საშემოდგომოდ აღებულ კალმებს ფოთლები არ აქვს, მათ დებენ ბნელში, თუ ზაფხულისაა და თუნდაც ფოთლის ნაწილი აქვთ - სინათლეში აქვთ დასაკალმებლად.

-სასურველია პერიოდულად მოხდეს წყლის აერაცია ქილაში. ასე თავიდან აიცილებთ კალმის ქვედა ნაწილის ლპობას.

ყუთში დაკალმება შეიძლება ხის ყუთში, პლასმასის ჭიქებში, ქოთნებში. დაჭრილი ტოტები ირგვება სპეციალურ სუბსტრატში. რომელიც შედგება:

1.ვერმიკულიტი და მდინარის ქვიშა 1:1 პროპორციით.

2.პერლიტი, მიწა, ტორფი და ქვიშა თანაბრად.

3.ტორფი, ვერმიკულიტი, პერლიტი და ქვიშა თანაბრად.

ეს ყველა ნარევი ჰაერგამტარია, რაც აუცილებელია ფესვის ფორმირებისთვის. ყუთის ძირში დებენ თოკს, რომლის ბოლოები გარეთაა გამოტანილი და ჩადებულია წყალში, ამ გზით სუბსტრატში შეიწოვება საჭირო რაოდენობის წყალი, ქილაში წყლის დონის შენარჩუნებით და იგი მუდამ ნესტიანი იქნება. ლპობის თავიდან ასაცილებლად  ყუთს დებენ თბილ ადგილზე - უთბილავენ ქვემოდან, ტოტების წვეროები კი პერიოდულად უნდა გაგრილდეს განიავებით. როდესაც ტოტებზე კვირტები გაიბერება და ახალი ფოთოლი გამოჩნდება, ქილაში უმატებენ კომპლექსურ სასუქს. ვისაც არ სცალია კალმების მისახედად, უფრო მარტივი ხერხიც არსებობს. ვერმიკულიტი მთელი კვირა  წყალში აქვთ, მერე ყრიან ყუთში ისე, რომ მასში ზედა პირამდე 4 სმ დარჩეს, მას ზემოდან 2სმ ზე აყრიან ქვიშას. კალმებს ამოავლებენ ფესვის ზრდის სტიმულატორში. სუბსტრატში აკეთებენ ღრმულს ჯოხით და შიგ დებენ კალმებს, მერე კარგად შემოუტკეპნიან მის გარშემო. სულ ესაა. ვერმიკულიტში ნესტი საკმარისია და ფესვს სწრაფად გამოიტანს. გაზაფხულზე მუდმივ ადგილზე მათი გადატანა ადრეა, სწრაფად გაზრდილ კალმებს ამოკლებენ, რომ მხოლოდ ქვედა ფოთლები შერჩეს. ასეთი ყუთები გააქვთ გარეთ და დებენ ეზოში, შემოდგომაზე კი რგავენ მუდმივ ადგილზე.

გრუნტში - თუ არც დრო გაქვთ და არც ადგილი ყუთებისთვის, მსგავს მეთოდს იყენებენ და კალმებს ღია გრუნტში აფესვიანებენ. თუმცა სუბსტრატის მომზადება და პატარა ორმოები დაგჭირდებათ. კომპონენტებს ურევენ, ყუთის როლს კი ამოთხრილი ორმოები ასრულებს. მათ ავსებენ სუბსტრატით, ზემოდან 10სმ იან ფენად აყრიან მშრალ ქვიშას და მერე არჭობენ კალმებს. ქვიშა შეიწოვს ზედმეტ ტენს, არც სარეველებს ამოუშვებს ზედაპირზე და თან გრუნტის ჰაერგამტარობას ზრდის.

სანამ კალმები ფესვიანდება, მათ აფარებენ თავზე 5 ლ იან პლასმასის ბოთლის გადანაჭერს, აგრილს ან სხვა ასეთ მასალას.

როცა კალმები ზრდას დაიწყებს, მათ აძლევენ აზოტიან სასუქს - შეიძლება ფრინველის სკინტლის ან ბალახის თხევადი სასუქის გამოყენება. რთულად დასაფესვიანებელი კალმები - არის მცენარეები, რომლებიც ძალიან რთულად ფესვიანდება, თუნდაც ყველაფერი წესების დაცვით გააკეთოთ. ამ კალმების მომზადება ზამთარში იწყება. იანვარში ერთ ან ორწლიან ტოტებს ფრთხილად ატეხენ მცენარეს, ოღონდ ბოლომდე -არა. სასურველია არ დაზიანდეს ქერქი. ტოტს ასე გადაღუნულ მდგომარეობაში აფიქსირებენ იზოლენტით, პლასტირით. ასე ტოვებენ გაზაფხულამდე. გადატეხილ ადგილზე იწყება ზრდის ნივთიერებების დაგროვება. მარტი -აპრილში ხსნიან სახვევს და ტოტს ჭრიან იმავე ადგილზე. სახლში გაუმჭვირვალე ბოთლში 6 სმ ზე ასხამენ წყალს, ყრიან 2 აბ გააქტივებულ ნახშირს და დებენ ტოტს, ბოთლს კი მზიან რაფაზე ათავსებენ. დაახლოებით 3 კვირაში უნდა დაფესვიანდეს. როცა ფესვები დაახლოებით 7 სმ გახდება, გადააქვთ გრუნტში. პირველ წელს სასურველია სათბურის მსგავსის მოწყობა  კალმის გარშემო ცუდი ამინდის ან მწველი მზისგან დასაცავად. საშემოდგომოდ უკვე კარგი ნერგი იქნება.ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში,შემოგვიერთდით https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

28 May 0 23 688

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно