გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ვებრძვით ბუგრს ვარდებზე

ვარდზე გაჩენილი ბუგრი საკმაოდ რთული მოსაშორებელია, პერიოდულად ისევ ჩნდება და საბოლოოდ მისი დამარცხება ძნელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომელთა გამოყენებაც  მცენარის დამუშავების სიხშირეს მნიშვნელოვნად ამცირებს და მისი ყვავილობით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა. ნუ დაელოდებით, სანამ მწერი გაჩნდება მცენარეზე და პირველი წამლობა  ჩაუტარეთ გაზაფხულზე. ერთი შესხურება საკმარისი არაა, წამლობა 3-9 ჯერ შეიძლება დასჭირდეს. 

რითია საშიში ვარდზე ბუგრი? ეს მწერი თავადაც ხომ აფუჭებს მცენარეს, ასევე წარმოადგენს დაავადებების გადამტანს, ამიტომ მისი კოლონიის აღმოჩენის შემთხვევაში დიდხანს ნუ გააჭიანურებთ წამლობას. ბუგრი იწვევს:

ფოთლის დახვევას და გაყვითლებას, კოკრების და ყვავილის დეფორმირებას და ხმობას, ფოთლებზე წებოვანი ფქვილისებური ნადების გაჩენას,  მურა სოკოს გამრავლებას ამ ნადებზე, რაც ამცირებს ფოტოსინთეზის პროცესს.

ბუგრის საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკისთვის  კარგია ეზოში წიწიბურას, ხავერდას, დარგვა ან ჭია- მაიას მოზიდვა, თუმცა კოლონიასთან საბრძოლველად ეს მეთოდი აღარ გამოდგება.

ვარდზე ბუგრის მოსაშორებლად არსებობს ბევრი პრეპარატი, პირობითად ისინი 3 ჯგუფად იყოფა, ბუგრის მოშორება ხელითაც შეიძლება - მექანიკურად. როგორც კი შენიშნავენ მცენარის ტოტებზე ამ მწერს, სანამ ცოტაა, ან ხელთათმანიანი ხელით სრესენ, ან წყლის ძლიერი ჭავლით ჩამორეცხავენ მისი ტოტებისგან. ასე იქცევიან რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან კვერცხიდან იგი რამდენიმე დღის განმავლობაში იჩეკება, მიწაზე დაყრილი მწერი უმწეოა და ხშირად ხდება სხვა მტაცებელი მწერების მსხვერპლი.

ბუგრის მოშორება ხალხური მეთოდებითაც შეიძლება:

ვარდს ამუშავებენ სხვადასხვა ნაყენით ან ნახარშით, რასაც მძაფრი სუნი ან გემო აქვს და მცენარე ბუგრისთვის არამიმზიდველი ხდება.  რეცეპტები უამრავია, მაგრამ  მათგან რამდენიმე გამოცდილი და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.

საპნიანი ხსნარი - დახეხეთ სარეცხი საპონი და 4-5 ს კ გახსენით 1 ლ წყალში, მერე ჩაასხით პულვერიზატორში და კარგად შეასხურეთ. გამოიყენეთ ეს ხსნარი 2 კვირაში ერთხელ ან წვიმის მერე. გამოიყენეთ მხოლოდ სარეცხი საპონი, ხელის საპნები არომატიზირებულია და პირიქით, დამატებით მიიზიდავს მწერს მცენარეზე.

ნაცრის ნახარში - 10ლ წყალში გახსენით 300-400 გრ ნაცარი. ადუღეთ 2  სთ, გააციეთ გაწურეთ და პულვერიზატორით შეასხურეთ მცენარეს.

თამბაქოს ნაყენი - ნახევარ ჭიქა თამბაქოს მტვერს დაასხით 1 ლ წყალი ადუღეთ 30 წთ, დადეთ 1 დღე, მერე გაწურეთ , გააზავეთ 2ჯერ და დაამატეთ 10გრ სარეცხი საპონი. ამ ხსნარით დაამუშავეთ ვარდი 14-20 დღეში ერთხელ.

ხახვის ნაფცქვენის ნაყენი - 200გრ ნაფცქვენს დაასხით 10ლ თბილი წყალი, დადეთ თბილ ადგილზე 5 დღე, გაწურეთ და დაამუშავეთ მცენარე. ნივრის ნაყენი - რამდენიმე თავი ნიორი კანიანად დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი სათლი წყალი და დადეთ 24 სთ. მერე კი გამოიყენეთ.

ქიმიური პრეპარატებიც უამრავია ბუგრთან ბრძოლისთვის, მაგრამ ბევრს არ სურს ქიმიის გამოყენება ეზოში. ამიტომ თუ მათი რაოდენობა ცოტაა, შეიძლება მიმართოთ ხალხურ მეთოდებს, მაგრამ ბევრი ბუგრის აღმოჩენისას საშიშროება მატულობს, რომ იგი სხვა მცენარეებზეც გადავიდეს, ასეთ შემთხვევში კი საჭირო ხდება “მძიმე არტილერიაზე “ გადასვლა 

ყველაზე ეფექტური შემდეგი პრეპარატებია - აქტარა, დეცისი, ინტა - ვირი, ისკრა, კალიფსო სპრეი, კინმიქსი, ტანრეკი, ფიტოვერმი, ფლორისტინი, მათ იყენებენ ინსტრუქციის მიხედვით სეზონზე 2 ან 3 ჯერ. ეცადეთ, ეს პრეპარატები არ მოხვდეს საკვებ კულტურებზე. ასეთ შემთხვევაში მოსავლის აღება 20-30 დღით უნდა გადადოთ. ამ პრეპარატების უმეტესობა შხამიანია და მათი გამოყენებისას საჭიროა დახურული ტანსაცმლის, რესპირატორის, ხელთათმანების და სათვალის ხმარება.

ეს პრეპარატებიც მოქმედებს ვარდზე და ასე დამუშავების მერე მათი გამოყენება კოსმეტიკური ან სამედიცინო მიზნებისთვის აღარ შეიძლება, იშვიათ შემთხვევაში ეცვლება სურნელი.ბუგრის ახალი თაობა ყოველ 2 კვირაში ჩნდება, სწრაფად ადაპტირდება  პრეპარატების მიმართ. ამიტომ სასურველია მათი ხშირი ცვლა,  ზოგადად კი სხვადასხვა მეთოდის გამოყენება და ყველა ფრონტიდან შეტევა. ასეთი ბრძოლა  შედეგს აუცილებლდ გამოიღებს და ვარდი ულამაზესი ყვავილებით დაგასაჩუქრებთ.
ფოტოს გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს, სხვა სტატიების სანახავად გადადით მოცემულ, ბმულზე https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/627-bugri-vardebze-rogor-movishorot-isini.html  
 

24 May 0 14 048

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно