ვარდების დაავადებები
დამწყებმა მოყვარულებმაც კი იციან, რომ ვარდებს სჭირდებათ მზე, სითბო, ნოყიერი ნიადაგი და ნებისმიერი დარღვევა იწვევს მცენარის დასუსტებას, დეკორატიულობის დაკარგვას და ხანდახან სიკვდილსაც კი. მაგრამ ვარდები ხშირად ავადმყოფობენ კიდეც. დაავადება ხშირად ფარულად მიმდინარეობს, მერე კი უცებ მუქდება და ხმება ფოთოლი, ქერქი ნეკროზდება და ბუჩქი თანდათან კვდება.
ფუზარიოზული ლპობა - ეს სოკოვანი დაავადება იწვევს ფესვის დაზიანებას, რის გამოც საკვებ ნივთიერებებს მცენარე ვეღარ ითვისებს, ახალი ტოტები სუსტდება, მერე კი ხმება. დაზიანებული ნაწილი ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს და თუ გინდათ ამ ჯიშის შენარჩუნება, და ხმობადაწყებული ბუჩქიდან საღ ტოტებს მოაჭერით დასაფესვიანებლდ, ისინი მაინც დამუქდება თანდათან. მერე კი გახმება. ერთადერთი პრეპარატი ამ დაავადების წინააღმდეგ ფუნგიციდი ფუნდაზოლია.
ქერქის ნეკროზი - მას რამდენიმე სოკო იწვევს. ყველაზე გავრცებული ინფექციური დამწვრობაა, იგივე ვარდის ღეროს კიბო და ჩვეულებრივი კიბო. ინფექცია ინახება დაზიანებულ ქერქში, გაზაფხულზე მისგან გადადის ახალ ნაზარდში, მომდევნო წელს კი ვარდი ხმება. თუ მოყვავილე ვარდს ტოტები უსკდება და ჩანს წითელი ან ყავისფერი ხმობადაწყებული ლაქები, ეს ინფექციური დამწვრობის ნიშნებია, მის საწინააღმდეგოდ საჭიროა დროული გასხვლა და ბორდოს ხსნარის პროფილაქტიკური შესხურება გაზაფხულზე ან ყვავილობათაშორის პერიოდში.
ფოთლების ლაქოვნება - ზაფხულის შუა პერიოდში ფოთლები ხშირად ლაქავდება სხვადასხვა ფერად და ფორმაც მრავალგვარია, მცენარე კარგავს დეკორატიულობას, ცუდად იზრდება, ზამთარში ყინვას ასეთი მცენარე ვეღარ უძლებს.შავლაქოვნება,ფილოსტიკტოზური და სეპტორიოზული ლაქოვნება, პერონოსპოროზი, იგივე ცრუ ნაცროვნება- ბევრი მებაღისთვის ნაცნობია. ლაქები ჩნდება ზაფხულში, თუმცა დაავადება იწყება გაზაფხულზე. სწორედ ამ დროსაა კარგი პრეპარატების გამოყენება შესაწამლად.
ნაცარი - ვარდის ფოთლები, კოკრები, ტოტები იფარება თეთრი ნადებით, დეფორმირდება და ახალგაზრდა ტოტები ხმება, მცენარე აღარ ყვავილობს უხვად, დეკორატიულობაც იკლებს. დაავადების პირველივე სიმპტომების გამოჩენისას მცენარეს ასხურებენ კოლოიდურ გოგირდს.
მწოველი მავნებლები - ბუგრი, ტკიპა, ტრიპსები, რწყილი, ფარიანა, ცრუფარიანა იკვებება მცენარის წვენით. ვარდების დასაცავად იყენებენ პრეპარატებს - ინტავირს, აქტარას, ფიტოვერმს, ფუფანონს. აბლაბუდა ტკიპის შემთხვევაში უკეთესი შედეგი აქვს ბოლო სამს. თუ მავნებლები ბლომადაა, ყვავილობის ტალღებს შორის შესხურებას იმეორებენ იმავე პრეპარატებით.
მღრღნელები - ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა ვარდისთვის. მუხლუხოები, ფოთლიხვევიები, გრძელცხვირა ხოჭოები, და სხვა ასეთი მწერები შედარებით იშვიათად გვხვდება.მათაც შეუძლიათ ზიანის მოტანა მცენარეებისთვის, რადგან მიირთმევენ ფოთლებს, ტოტებს, კოკრებს, მაგრამ ადვილად შეიძლება მათი მოშორება - მოგროვებით და განადგურებით. თუ მათი რაოდენობა გაიზრდება, ვარდის ბუჩქი უნდა შეიწამლოს პრეპარატებით, რომლებიც გამოიყენება მწოველი მავნებლების წინააღმდეგ. განსაკუთრებით საშიში მავნებლები ვეგეტაციის პერიოდშია,კვირტების, კოკრების და ფოთლების ჩამოყალიბებისას.ეს ორგანოები ძალიან მოსწონთ მავნებლებს და მათ მატლებს.ისინი ფორმას უმახინჯებენ მცენარის ფოთლებს, ღეროში აკეთებენ ნახვრეტებს და ხვრელებს,აზიანებენ კოკრებს, ყვავილში კი ჭამენ მტვრიანებს და ბუტკოს.
ვარდის ბუგრი - დიდ კოლონიებად ლაგდება ვარდის ბუჩქზე ფოთლის ქვედა მხარეს, ღერზე, კოკრებზე.მატლები ძალიან პატარაა, თვალით შეუმჩნეველი, 8-10 დღეში ისინი ზრდასრულ ასაკს აღწევენ და ახალ თაობასაც ამრავლებენ. ერთ წელიწადში 10 თაობის მოცემა შეუძლიათ.
ისინი წოვენ მცენარეს წვენს და სწრაფად იზრდებიან.ბუჩქი კი ცუდად იზრდება, ტოტები დეფორმირდება,ყვავილი კი მახინჯ ფორმას იღებს. ასეთი დაავადებული ვარდი ზამთარს ცუდად უძლებს.
ვარდის ბუჩქზე ბუგრის გაჩენას ადვილად მიხვდებით ჭიანჭველების გააქტიურებით ბუჩქის სიახლოვეს. ისინი იკვებებიან ბუგრების გამოყოფილი წვენით. უვლიან მათ. ზოგჯერ კი ახალ ადგილზეც გადაჰყავთ კოლონიები. ბუგრის წინაააღმდეგ იყენებენ ინსექტიციდებს აქტელიკს,კარბოფოსს,მეტათიონს და სხვა. ეფექტურად ებრძვის ბუგრს ხსნარი - 2გრ ნავთი 10 წყალში. ასევე 300გრ დაჭრილი ხახვი ან ნიორი, 400გრ პომიდვრის მწვანე მასა იყრება 3 ლ იან ქილაში, ასხამენ შიგ წყალს.დებენ თბილად 6სთ. წურავენ, და ისევ ავსებენ წყლით 10ლ მდე.ხსნარს უმატებენ თხევად საპონს, რომ ხსნარი კარგად მიეწებოს ფოთლებს.ამ ხსნარს ასხურებენ მცენარეს კვირაში ერთხელ - სულ 5ჯერ. ეს ხსნარი გამოდგებაა ასევე ტკიპას, მუხლუხოების წინააღმდეგ.
ჟანგა - გაზაფხულზე ვარდის ბუჩქზე ხშირად ჩნდება ნარინჯისფერი მტვრისებრი ნადები ფოთლებზე ან ფესვის ყელთან. ზაფხულში ფოთლის ქვედა მხარეზე კი ბალიშისმსგავსი სპორები ჩნდება.მცენარე ამ დაავადებით უმეტესად თბილ და წვიმიან გაზაფხულზე ავადდება. შედეგად მცენარეში ირღვევა ფოტოსინთეზის პროცესი.ირღვევა ნივთიერებათა ცვლა.მცენარე სწრაფად დეფორმირდება და ბოლოს ხმება.მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები - ვარდს დროულად სხლავენ.აგროვებენ და წვავენ ფოთლებს, ნიადაგს კრგად ბარავენ. მცენარეს ამუშავებენ ბორდოს ხსნარით ან შაბიამნით. ვეგეტაციის დროს კი სპილენძიან საპნიანი ხსნარით.
ქლოროზი - ეს დაავადება ვლინდება ფოთლების გაყვითლებით. ძირითადი მიზეზი ნიადაგში რკინის, თუთიის, მაგნიუმის,ბორის უკმარისობაა.თუ რკინა აკლია, ქლოროზი მთელ ფირფიტაზე ვრცელდება ძარღვების გარდა.პროგრესის შემთხვევაში ძარღვებიც თეთრდება და თითქმის მთელი ფოთოლიც.
თუ თუთიაა ნაკლები, ქლოროზი ფოთლის კიდეზე ვრცელდება, ცენტრალურ ძარღვთან კი მწვანე ფერი ნარჩუნდება.
მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს ქვედა ფოთლების სიყვითლეს და კვდომას. ძარღვები მწვანეა, ფოთლის კიდეები ეხვევა. ბორის სიმცირე იწვევს ახალი ფოთლების ღია ფერს, მათ გასქელებას და ადვილად ტყდომას, ტოტების ბოლოები სწრაფად ხმება.
ნიადაგში ტუტიანობის მცირე მატებაც კი იწვევს ქლოროზს, განსაკუთრებით გვიან შემოდგომაზე და ზამთარში. მასთან ბრძოლისას ჯერ არკვევენ მიზეზს, იკვლევენ ნიადაგს და მერე მასში შესაბამისი ნივთიერებები შეაქვთ.შესასხურებელი ხსნარების დამზადება: სპილენძ-საპნიანი ხსნარის დასამზადებლად იღებენ თბილ წყალს, სჯობს წვიმის წყლის გამოყენება. მიღებულ ხსნარს გამოყენების ვადა 6 სთ აქვს. ამიტომ მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ ემალირებულ ჭურჭელში.9ლ 50 გრ იან წყალს ურევენ 300გრ თხევად მწვანე საპონს ან 72 % სარეცხ საპონს. 1 ცხელ წყალში ხსნიან 30გრ შაბიამანს
ცხლად ასხამენ წვრილი ნაკადით, კარგად ურევენ. ხსნარი ცისფრად იფერება.აგრილებენ 20-25 გრ მდე და ამით ამუშავებენ ვარდს.
კირიან - გოგირდიანი ხსნარი ასე მზადდება: 17ლ წყალზე 2ლ დაფხვნილი გოგირდი და 1ლ ჩაუმქრალი კირი. ჯერ ცოტა წყალში კირს ხსნიან მერე უმატებენ გოგირდს და ასხამენ წყალში. კარგად ურევენ.ადუღებენ 50 წთ, სანამ არ მიიღებს კარგ წითელ - ბორდოსფერს. მიღებულ ხსნარს აციებენ, მერე მის 150 გრ ს აზავებენ 10 ლ წყლით და ასხურებენ საცდელად ერთ პატარა მონაკვეთზე. თუ ფოთლები დაეწვა, უმატებენ კირს. ხსნარს ინახავენ გრილად მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
10ლ 1% ბორდოს ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 100გრ შაბიამანი, 100გრ ჩაუმქრალი კირი ან 150 გრ ჩამქრალი. ერთ შუშის ჭურჭელში აქრობენ კირს.მეორეში ხსნიან შაბიამანს. მერე წვრილი ნაკადით და მორევით ასხამენ შაბიამნის ხსნარს კირხსნარში.ეს უკვე ბორდოს ხსნარია. თუ ხსნარი მზადაა, ამოწმებენ შემდეგნაირად,. მასში უშვებენ სუფთა ლურსმანს. თუ იგი დაიფარა სპილენძით,უმატებენ კირს, სანამ ნადები არ გაქრება. 3 % ხსნარისთვის იღებენ 300გრ ჩაუმქრალ კირს და შაბიამანს.
ხალხური მეთოდებიც არსებობს ვარდის დაავადებებთან ბრძოლისთვის. ნაცართან საბრძოლველად იყენებენ ნაკელის და ნაცრის ნარევს. 10ლ წყალში ხსნიან 1კგ ახალ ნაკელს და 200გრ ნაცარს, ურევენ და აჩერებენ სითბოში 1 კვირით. მერე წურავენ და იყენებენ დაავადების პირველი ნიშნებისთანავე.
ჟანგას ებრძვიან რძიანას ნაყენით. მიჩურინი ასე იქცეოდა - ჭრიდა რძიანას ტოტს და გამოდენილ წვენს დაზიანებულ ადგილებს უსვამდა დღეში 2-3 ჯერ. თუ ბუჩქის დიდი ნაწილია დაზიანებული, 10ლ თბილ წყალზე იღებენ 1,5 კგ რძიანას დაჭრილ ტოტებს, აჩერებენ ერთ დღეს თბილად, მერე წურავენ და ამუშავებენ მცენარეს. დაავადება მეორე გამოყენების მერე ქრება.
მავნებლების წინააღმდეგ - 9 ლ წყალში ადუღებენ 400გრ თამბაქოს. აჩერებენ თბილად 2 დღე, წურავენ, 40გრ საპონს ხსნიან 1 ლ წყალში, უმატებენ ხსნარს და ასე ამუშავებენ მცენარეს. ან 300გრ დაჭრილ ხახვს და 400გრ პომიდვრის მწვანე მასას ყრიან 3 ლ წყალში, აჩერებენ 5 სთ, წურავენ, ავსებენ 10ლ მდე, უმატებენ 40გრ საპონს და იყენებენ.
200გრ გამხმარ მწარე პილპილს წვრილად ჭრიან. ყრიან ემალირებულ ჭურჭელში, 2 ლ წყალს ასხამენ და 1 სთ ადუღებენ. 2 დღის მერე წურავენ, ავსებენ 2 ლ მდე, მერე 1 ლ და 40 გრ საპონს ამატებენ 10ლ წყალში და ამით ამუშავებენ ვარდს.
აბლაბუდა ტკიპის საწინააღმდეგოდ კარგად მოქმედებს შემდეგი ხსნარი: იღებენ 2 % თამბაქოს კონცენტრირებულ ხსნარს, გულყვითელას თესლს, ხახვის ნაფცქვენებს.
3% ხახვის ბოლქვების ხსნარს, 8% ხავერდას ფოთლებს. 15 % აბზინდას, 20 % კარტოფილის მწვანე მასას და ჭორტანას ფოთლებს. ასეთი ხსნარებით დამუშავების მერე შედეგი მესამე დღეს ასეთია: ყველაზე ნაკლები - 71 % ხახვის ნაფცქვენების გამოყენებით და თითქმის 100% - თამბაქოთი. სხვა სტატიების გასაცნობათ გადადით მოცემულ ბმულზე https://yvavilebismovla.ge/v/