გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

დიდყვავილა ოთახის მცენარეები

დიდი ყვავილი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ის ხან დიდ თეფშს ჰგავს, ხან გრამოფონს, ასეთი მცენარეები არასდროს გამოდიან მოდიდან. მკვეთრი ფერები, უხვი ყვავილობა მთავარი აქცენტებია ასეთი მცენარეებისთვის. დიდყვავილა მცენარეებად ითვლება 5 სმ ზე მეტდიამეტრიანი ყვავილის მქონე მცენარეები.ზომის გარდა მათ განსხვავებული აგებულება, ფორმა და ფერი აქვთ. დიდ ყვავილებში კარგად ჩანს მტვრიანებიც, ბუტკოც, გვირგვინის  ფურცლების სახეც.

ბევრი ასეთ მცენარე წინა საუკუნეში დავიწყებას მიეცა, მაგრამ ახლა ისევ ბრუნდება ბაზარზე.ისინი ვიზუალურად აფართოებენ ოთახს, ხაზს უსვამენ ინტერიერის გაფორმებას. თავადაც ცოცხალი ქანდაკებებია და ჰარმონიულობა  და დიზაინში მოწესრიგებულობა შეაქვთ

დიდყვავილა მცენარეები არც ისე ბევრია ოთახის კულტურებში, თუმცა ასეთი ყვავილი აქვს ლიანებსაც, გეორგინასაც, ვარდსაც, ჰერბერებსაც.ეს მცენარეები განუმეორებელია  და დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ერთერთი ასეთი მცენარე გარდენიაა განუმეორებელი სურნელოვანი და თეთრი ერთეული უზარმაზარი ყვავილებით, რომელიც ადრე კონკურენციას უწევდა კამელიას. დღეს იგი თვითკმარი მცენარეა,ახლა მას როდოდენდრონს ადარებენ. მცენარე კომპაქტური, ძლიერ დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქია,რომლის შტამბურად  გაზრდაც შესაძლებელია. მისი ფოთოლიც ლამაზია -ტყავისებრი, პრიალა, მაძღარი ფერებით, ყვავილი ხუჭუჭა, დიამეტრი - 7-12 სმ.ატლასისმაგვარი ტექსტურით. ფორმა ჰგავს ვარდისას. აქვს შესანიშნავი სურნელი.ყვავილის ფერები შეზღუდულია - მხოლოდ თეთრი და კრემისფერია.ფერი ეცვლება ყვავილობის პროცესშიც - ჯერ თეთრია, მერე კი თანდათან კრემისფერდება,ბოლოს კი ყვითლდება.
ყვავილობა საკმაოდ ხანგრძლივია - რამდენიმე თვე გრძელდება- ივლის-ოქტომბერში

მცენარეს სჭირდება გაბნეული განათება.ზომიერი ტემპერატურა, დაცვა ორპირისგან. ყვავილობისას არ შეიძლება ქოთნის განძრევა, ზაფხულობით გააქვთ აივანზე.. მოსვენების ეტაპზე -  ნათელი ადგილი,ნაკლები  მორწყვა, სიგრილე - 12-15 გრ. მცენარეს ხშირად ნამავენ.კვება -  სპეციალური სასუქით 2 კვირაში ერთხელ, შემოდგომა-ზამთარში არ კვებავენ.

მავნებლები - ფარიანა და ბუგრი.პრობლემები - კოკრების ცვენა,ლაქები ფოთლებზე პირობების დარღვევისას.

გადარგვა - გაზაფხულზე ზრდის დაწყებისას, მაშინ, როდესაც დასჭირდება.

სუბსტრატი - მჟავე და უხეში ტესქტურით.გამრავლება - წვეროს ტოტებით.

კამელია - ლეგენდარული მცენარე ,დღესაც ძალიან პოპულარულია. კლასიკური და საკმაოდ ძვირიანი მცენარეა.

კამელია უხვტოტიანი, 3 მ მდე სიმაღლის მცენარეა, სიმაღლის კონტროლი შეიძლება გასხვლით. მცენარეს ტყავისებრი პრიალა ფოთლები აქვს,ოვალური ფორმის, წაწვეტებული. ყვავილი დიდი, ხუჭუჭა,12 სმ დიამეტრში, არასიმეტრიული, ძირში შეზრდილი გვირგვინის ფურცლებით. ფერი არც ისე ბევრია - ვარდისფერი, თეთრი, წითელი, ყვავილობს დეკემრიდან აპრილამდე.

სჭირდება გაბნეული განათება ან ნახევრადჩრდილი, უფრო სიგრილე, ზაფხულში გააქვთ გარეთ.. მოსვენების პერიოდში ასევე განათებული ადგილი და უფრო დაბალი ტემპერატურა- 10-15  გრ.

რწყავენ ზომიერად, ზამთარში უფრო შეზღუდულად, მოსწონს ხშირი დანამვა.

2 კვირაში ერთხელ აძლევენ სრულ სასუქს, ზამთარში - თვეში ერთხელ. 

თუ სჭირდება, ზოგჯერ სხლავენ კიდეც. მავნებლები - ბუგრი, ტრიპსი, ფარიანა

პრობლემები - კოკრობისას ქოთნის გადაადგილება იწვევს მათ დაცვენას.

გადარგვა ყვავილობის მერე, როცა ფესვები ქოთანს აავსებს.

ნიადაგი - მჟავე და მსუბუქი. მრავლდება კალმით.

ჩინური ვარდი - ერთ დროს ძალიან მოსაწყენ მცენარედ ითვლებოდა. თუმცა ახლა დაბრუნდა ბაზარზე და ისევ პოპულარულია. მისი დიდი ბუჩქები წითელი გრამოფონისებრი ყვავილებით შეცვალა ახალმა ჯიშებმა და ჰიბრიდებმა.

მცენარე დატოტვილი, 50სმ-2მ მდე სიმაღლის,მარტივი,მუქი მწვანე ოვალური დაკბილულკიდიანი ფოთლებით. და  ეფექტური ყვავილით თვალშისაცემია. თანამედროვე ჯიშებში მისი დიამეტრი ხშირად 16 სმ აღწევს.ზოგს დატალღული კიდე აქვს, ფერი შედარებით ბევრია - წითლის და თეთრის გარდა  არის ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, ალუბლისფერი, არის ჭრელებიც. ყვავილობს თითქმის მთელი წელი. ისვენებს ნოემბერ- იანვარში. 

სჭირდება კარგი განათება, მაგრამ დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. მოსწონს სიგრილე.  მოსვენების ეტაპზე მაქსიმალურად განათებული ადგილი და ასევე სიგრილე.-12-15გრ

რწყავენ უხვად, ჰაერის ტენიანობაც მაღალი უნდა იყოს, ზამთარშიც რწყავენ ზომიერად.

ზამთრის თვეების გარდა კვებავენ კომპლექსური სასუქით.

გაზაფხულზე აჭრიან ტოტის თითქმის ნახევარს დასაბუჩქად. და უხვი ყვავილობის სტიმულაციისთვის.

მავნებლები - ფრთათეთრა, ბუგრი,,აბლაბუდა ტკიპა.

პრობლემები - კოკრების ცვენა გადაადგილებისას. ჩრდილში, არასწორ ტემპერატურაზე.

გადარგვა - თებერვალში, როდესაც ფესვები აავსებს ქოთანს.

ნიადაგი - მსუბუქი, ფხვიერი, გამრავლება - წვეროს ტოტებით

ჰიპეასტრუმი - ყველასთვის საყვარელი ოთახის ბოლქვიანი მცენარე უზარმაზარი ყვავილებით

არც ისე მიმზიდველი მწვანე მასა ხაზს უსვამს მცენარის ყვავილის სილამაზეს. აქვს ქამრისმაგვარი ბრტყელი მუქი მწვანე ხორციანი ფოთლები, ამოდის ბოლქვიდან წყვილად და შემოფარგლავს საყვავილე ღეროს. შემოდგომაზე კი ხმება. საყვავილე ღერო მაღალი, - 60სმ მდე, სქელი და სწორმდგომია.. ყვავილის დიამეტრი 25 სმ მდეა და შესანიშნავი სანახავია, გრამფონის მსგავსი, წაგრძელებული და ბოლოში გადაშლილია.საყვავილე ღეროს თავზე ერთადაა 3-5 ყვავილი. დღეს მისი უამრავი ჯიში არსებობს სხვადასხვა ფორმის ყვავილით. მისი ფერიც ბევრნაირია - თეთრი, ნარინჯისფერი ,მომწვანო, ვარდისფერი, წითელი, არსებობს გარდამავალ ფერებშიც.

ტრადიციულად ყვავილობს ზამთარში ან გაზაფხულზე, თუმცა შეიძლება  ყვავილობის დროის შეცვლა მოსვენების ეტაპის გადაწევით.

სჭირდება კარგი განათება და სტაბილურად სითბო 22-25 გრ. კოკრობამდე და ყვავილობის მერე და სიგრილე ყვავილობისას მისი გახანგრძლივებისთვის. მოსვენების ეტაპზე 6 კვირა უნდა იდოს მშრალად სიგრილეში 12 15 გრ ზე.

მორწყვას იწყებენ პირველი ფოთლის გამოჩენისას ფოთლების ჩახმობამდე.

კვება სჭირდება 3 კვირაში ერთხელ ყვავილობის ბოლოდან აგვისტომდე.

მავნებლები - ტრიპსი,ბუგრი. ზოგჯერ ემართება ჟანგა. პრობლემები - ულპება ბოლქვები ჭარბად მორწყვისას, არ ყვავილობს მოსვენების ეტაპის არასწორი ვადების გამო. გადარგვა- დეკემბერში, უმეტესად ან სასურველ ყვავილობამდე 8 კვირით ადრ ყოველწლიურად.ნიადაგი- უნივერსალური მსუბუქი, მრავლდება პატარა  შვილეული ბოლქვებით.

18 May 0 10 678

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно