ბუგრი ვარდებზე - როგორ მოვიშოროთ ისინი
აპრილ-მაისში ვარდებზე ჩნდება ბუგრები.მავნებელი ანადგურებს ზრდის წერტილს,შემდეგ კი გადადის ღეროსა და კვირტებზე.ის თავისი წვრილი ხორთუმით იწოვს წვენს მცენარიდან.მცენარე იღებს ულამაზო შესახედაობას - მისი ფოთლები წებოვანი გამონაყოფით იფარება,ხმება,იგრიხება და ავადდება სოკოთი.კვირტები ვერ ახერხებს გაშლას და მთელი მცენარე იწყებს გახმობას.
ბრძოლის ხალხური მეთოდები
მებაღეები გვირჩევენ ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებას ვარდებზე ბუგრების შესევის შემთხვევაში.’’ბებიების რეცეპტები’’,ძირითადად უსაფრთხოა და მცენარეს,ადამიანს და სასარგებლო მწერებს ზიანს არ აყენებს.
ეს საინტერესოა! ბუგრის მოშორება შესაძლოა გართულდეს,რადგან მათ აშენებენ ჭიანჭველები.მწვანე ბუგრები ჭიანჭველებისათვის ‘’მეწველი ძროხასავითაა’’.მუშა ჭიანჭველები აგროვებენ ბუგრის მიერ გამოყოფი ტკბილ სითხეს და ბუგრებსაც მიირთმევენ.
მხოლოდ მცენარის ტილის (ასე უწოდებენ ხშირად ბუგრს) განადგურება საკმარისი არ არის.საჭიროა ჭიანჭველების და მათი ბუდეების მოსპობა.მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ყვავილების გადარჩენა.
კოკა-კოლა.ამ გაზიან სასმელს შეუძლია ლითონი ჟანგისგან გაწმინდოს,ამიტომ ბუგრის განადგურება მისთვის არ არის პრობლემა.
მოამზადეთ კოკა-კოლა შემდეგნაირად:
- კოკა-კოლას ბოთლში ჩაასხით სამი კოვზი თხევადი საპონი,
- შეანჯღრიეთ,
- დაელოდეთ ვიდრე ქაფი დაჯდება და გადაიტანეთ ხსნარი პულვერიზატორში.
შეასხურეთ მიღებული საშუალება მცენარეს,ვიდრე ფოთლები კარგად არ დაუსველდება.კოკა-კოლას მაგიერ შეგიძლიათ ნებისმიერი იაფფასიანი ლიმონათი გამოიყენოთ.
ნავთი. ბუგრის განადგურებაში ნავთი დაგეხმარებათ.10 ლიტრ წყალზე აიღეთ 2,5 მლ. ნავთი.დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი სარეცხის საპონი.ხსნარი ოდნავ წებოვანი უნდა გამოვიდეს.დაამუშავეთ მცენარე აყვავებამდე,ერთი დღე-ღამის შემდეგ კი უხვად მორწყეთ ზემოდან,რომ ნავთი ჩამოირეცხოს.
ხსნარი აფრთხობს ჭიანჭველებს და მათ ‘’მეწველ ძროხებს’’.
ნიშადურის სპირტი. ამიაკი გამიოყენება ბუგრების გასანადგურებლად.6 ს/კ ნიშადური გახსენით 1 ლიტრ წყალში.შეასხურეთ ვარდებს კვირაში ერთხელ მავნებლების გაქრობამდე.
არაყი. ბუგრების საწიააღმდეგოდ არაყს გაზავება არ სჭირდება.შეგიძლიათ პირდაპირ მიასხუროთ,შეასხით ფოთლის ქვედა მხარეზე,კვირტებს და ყვავილებს ნუ დაასველებთ.
არაყს შეიძლება დაემატოს თხევადი საპონი ან სახეხზე გახეხილი სარეცხის საპონი.
ქრისტესისხლა. ეს მეთოდი უსაფრთხო და ეფექტურია.მცენარისგან მზადდება ნაყენი შემდეგი წესით:
- 400 გრამი ახალი ან გამხმარი ქრისტესისხლას ფოთოლი,
- დაასხით ერთი ლიტრი წყალი,
- დადგით ერთი დღე-ღამის განმავლობაში,შემდეგ ადუღეთ 30 წუთი,
- გაგრილებული ნახარში გაწურეთ. მიღებული ნაყენი გამოიყენეთ ვარდებზე შესასხურებლად.
ნიკოტინის მჟავა. ბუგრებს და მუხლუხოებს კარგად ებრძვის ნიკოტინის მჟავა.5 ლიტრ წყალზე აიღეთ 2,5 ტაბლეტი პრეპარატი.მიღებული ხსნარი შეასხურეთ ვარდებს,მავნებლები გაქრებიან 5-10 დღეში.
საპნის ხსნარი. კარგი შედეგები აქვს საპნის ხსნარს.ერთ ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში ორი ს/კ თხევადი საპონი გახსენით,ან 50 გრამი მყარი საპონი ჩაახეხეთ.
ბუგრებთან ბრძოლა ყოველ საღამოს ჩაატარეთ.ორ კვირაში მავნებელი გაქრება.
დაიმახსოვრეთ! უმჯობესია გამოიყენოთ მუქი ფერის სარეცხის საპონი.ის არ შეიცავს მავნე დანამატებს ან არომატებს და არ დააზიანებს მცენარეს.
სოდა. ბუგრების საწინააღმდეგოდ გამოიყენება ცოდიანი ხსნარი.ერთ ლიტრ წყალზე აირეთ 30 გრ. სოდა. მიღებულ ხსნარში 10-15 წუთით ჩაყავით ახალგაზრდა ყლორტები.ეს უბრალო რეცეპტი საშუალებას იძლევა არ დავაზიანოთ ყვავილი.
ლიმონის და ფორთოხლის ცედრა. ციტრუსის ქერქს დაასხით ცხელი წყალი.300 გრ ქერქს 1 ლიტრი ადუღებული წყალი უნდა დაესხას.ნაყენი დადგით თბილ,ბნელ ადგილზე სამი დღის განმავლობაში.მიღებული ხსნარი გამოიყენეთ ვარდებზე შესასხურებლად.
ძმარი. ბუგრების საწინააღმდეგოდ ძმარიც ეფქტურია,მაგრამ მას შეუძლია ახლგაზრდა ყლორტები და ფოთლები დაწვას.ხსნარის მოსამზადებლად 10 ლიტრ წყალში ორი ს/კ ძმარი შეურიეთ.მზა ხსნარი მიასხურეთ მცენარეს,ან მორწყეთ ბაღის სარწყავით ზემოდან დასხმით.
კუპრის საპონი. დაგეხმარებათ კუპრის საპონიც,ის აშორებს ბუგრებს და აფრთხობს ჭიანჭველებს.
- 1 კგ ნაცარს დაასხით 5 ლ. მდუღარე წყალი.
- ხსნარი მიიყვანეთ ადუღებამდე,გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- დაუმატეთ 30 გრ. კუპრის საპონი.
მიღებული ხსნარი შეასხურეთ მცენარეს ღეროებზე და ფოთლებზე.
იოდი. თუ იოდს რძეში შეურევთ,ის შეძლებს გაანადგუროს მავნებლები. ხსნარის მოსამზადებლად ერთ ლიტრ წყალს შეურიეთ 100 მლ რძე და 0,5 მლ იოდი.
იცოდეთ, იოდიან-რძიანი ხსნარი ანადგურებს მავნებლებსაც და იცავს მცენარეს სოკოვანი დაავადებებისაგანაც.
ნიორი. ნიორი აფრთხობს ჭიანჭველებსაც და ანადგურებს მავნებლებსაც.
აიღეთ 100 გრ. გასუფთავებული და დაჭრილი ნიორი,შეურიეთ 3 ლიტრ წყალში.გააჩერეთ ბნელ და თბილ ადგილზე სამი საათით,შემდეგ გაწურეთ და შეავსეთ 6 ლიტრამდე.
შრატი. შრატი ბუგრების საწინააღმდეგოდ გაუზავებლად გამოიყენება.მოასხით ვარდს ფოთლებზე და კვირტებზე,სადაც მავნებლები არიან.
თუ შრატში იოდს შეურევთ მისი ეფექტურობა გაიზრდება.
სპილენძის სულფატი. თუ ამ პრეპარატში შეურევთ შარდოვანას ის ბუგრების განადგურებაში დაგეხმარებათ.ეს საშუალება გამოიყენება გაზაფხულზე,როდესაც ყინვა არ არის მოსალოდნელი და სტაბილური ტემპერატურა რამოდენიმე დღე ნარჩუნდება.
ხსნარის მოსამზადებლად აიღეთ 350 გრ. შარდოვანა,25 გრ სპილენძის სულფატი და 5 ლ. წყალი.
ქიმიური პრეპარატები თუ ბუგრების განადგურება ვერ შეძელით ხალხური საშუალებებით,შეიძინეთ ქიმიური საშუალებები.პრეპარატებს უნდა ქონდეს სერთიფიკატი და ვარგისიანობის ვადა.
დაიმახსოვრეთ! ქიმიკატებს უნდა ერთვოდეს ინსტრუქცია,სადაც მითითებული იქნება დოზირება სხვადასხვა მცენარის და მავნებლის შემთხვევაში.
ქიმიურმა პრეპარატებმა შესაძლოა დააზიანოს ყვავილი,ამიტომ მცენარე მანამდე უნდა შეიწამლოს ვიდრე კვირტები წარმოიქმნება.
აქტარა. პრეპარატი გამოდის ფხვნილის სახით და გააჩნია ნაწლავურ-კონტაქტური მოქმედება.თუ ვარდს ბუგრი შეესია,აქტარამას სწრაფად გაუმკლავდება.
მომზადეთ ხსნარი 5 ლ. წყლის და ერთი შეფუთვა აქტარისაგან.ხნარი შეასხურეთ პულვერიზატორის საშუალებით,ფოთლის დასველებამდე.განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფოთლების ქვედა მხარეს.
აქტარა მიეკუთვნება მესამე კლასის საშიშროების მქონე წამლებს.მასთან მუშაობისას გამოიყენება რესპირატორი და ხელთათმანები.
კარბოფოსი. ეს პრეპარატი მშრალ,უქარო ამინდში უნდა გამოიყენოთ.ის უსაფრთხოა მცენარისათვის,მაგრამ მასთან მუშაობისას გამოიყენეთ ნიღაბი და ხელთათმანები.
მოამზადეთ ხსნარი 75 გრ. პრეპარატის და 10 ლ. წყლისაგან. ერთ ბუჩქზე დანახარჯი დაახლოებით ერთი ლიტრია.
ისკრა ბიო. დამზადებულია ბუნებრივ ნივთიერებებზე,რომლებიც იწვევს მწერის პარალიზებას.შეიძლება გამოიყენოთ როგორც სათბურში ისე ღია გრუნტშიც.ხსნარი მზადდება ერთი ლიტრი წყლისა და 5 მლ. პრეპარატისაგან.
ფიტოვერმი. გამოიყენება ვეგეტაციის და ყვავილობის პერიოდში.იყენებენ სათბურშიც და ღია ცის ქვეშაც.შესასხურებლად მოამზადეთ ხსნარი 4 მლ. პრეპარატის და ერთი ლიტრი წყლისაგან.
პრეპარატის გამოყენებისას დაუშვებელია სითხის და საკვების მიღება,მოწევა.გამოიყენეთ ხელთათმანები და რესპირატორი.შეწამვლა ხდება მშრალ,უქარო ამინდში.
ბევრი მეყვავილე თვლის,რომ ეს ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ბუგრების წინააღმდეგ.
ინტა-ვირი აღწევს ბუგრის ორგანიზმში და აზიანებს ნერვულ სისტემას.ვარდების შეწამვლა ამ პრეპარატის უნდა მოხდეს თბილ ამინდებში.
ხსნარის მომზადება:
- ერთი ტაბლეტი გახსენით ერთ ჭიქა წყალში,
- ხსნარი შეავსეთ წყლით 10 ლიტრამდე.
შეწამვლა ხდება ყვავილობის დაწყებამდე,მშრალ,უქარო და თბილ ამინდში.
პროფილაქტიკა ბუგრის გავრცელება ხშირად ხდება ჭიანჭველების მიერ.ამიტომ პროფილაქტიკისათვის არ არის საკმარისი ვარდის დათვალიერება და საეჭვო ფოთლებისა და კვირტების მოცილება.საჭიროა მათთან ბრძოლა,ვისი მეშვეობითაც ვრცელდება ეს მავნებელი.
გახსოვდეთ! ბუგრების გროვასთან ხშირად სახლობს ჭიანჭველების ოჯახი,ისინი ამრავლებენ ბუგრს,რომ მათგან გამოყოფილი ტკბილი სითხით იკვებონ.
ჭიანჭველებთან ბრძილის სხვადასხვა მეთოდებია:
ბუჩქებთან დაალაგეთ შხამიანი სატყუარები და ხაფანგები ჭიანჭველებისათვის.
ვარდის ბუჭქის ძირში დაყარეთ ლავანდის ზეთით გაჟღენთილი ხის ბურბუშელა.
ბუჩქების გარშემო ნიადაგზე მოაყარეთ მანის და ფეტვის ბურღული.
როზარიუმის გარშემო დააწყეთ სკოჩიანი ქაღალდები,წებოვანი მხარით ზემოთ.
შესაძლებელია თვითონ ჭიანჭველის ბუდეების განადგურებაც.ამ შემთხვევაში არსებობს მრავალი მეთოდი როგორც ხალხური,ისე ქიმიური,ბუდის გადატანა სხვა ადგილას და სხვა.
ბუგრი სახლის ვარდებზე
მავნებელი შესაძლოა სახლის ვარდზეც გაჩნდეს,რომელიც ოთახში დგას.ისინი მცენარეზე ქუჩიდან ხვდებიან.თავიდან შეიმჩნევა მოთეთრო ფერის ბუგრები,შემდეგ კი მწვანე,უფრო მსხვილი ინდივიდებიც ჩნდებიან.
ფოტოზე ჩანს რომ მცენარეს შესეული აქვს სხვადასხვა ზომის მავნებელი: ლარვები,ახალგაზრდა და ზრდასრული ინდივიდები.ისინი ერთმანეთისაგან გამოირჩევიან გარეგნული სახით და ზომით.
ეფექტურია ხალხური საშუალებები:
ბუგრის შემჩნევის შემთხვევაში მცენარეს შეაყარეთ თამბაქოს ფხვნილი.
შეასხურეთ ვარდს ფორთოხლის ქერქის ნაყენი (100 გრ ქერქი 1 ლ წყალზე)
დააყენეთ ერთი დეღე-ღამე 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი ერთ ლ წყალში,ხსანარი გადაწურეთ და გამოიყენეთ შესასხურებლად.
ბუგრი გაქრება,თუ მცენარეს დაამუშავებთ საპნიან-ნივრიანი ნაყენით.მის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ერთი თავი ნიორი,ცოტა საპონი და ერთი ლიტრი წყალი.დააყენეთ სამი საათით ოთახის ტემპერატურაზე და გამოიყენეთ.
სახლის პირობებში შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ქიმიური საშუალებები: ‘’ჩისტი ლისტ’’,’’გუაფსინი’’,’’ბანკოლი’’,’’კომანდორი’’. პრეპარატები გამოიყენეთ ინსტუქციის შესაბამისად.
ზოგიერთი მეყვავილე ბუგრების საწინააღმდეგოდ იყენებს დიქლოფოსს.არსებობს მისი გამოყენების ორი ხერხი:
1.მცენარეს ჩამოაცვით ცარიელი ცელოფნის პაკეტი,მის ქვეშ გაუშვით დიქლოფოსი.ცელოფანს მოუკარით ბოლო და დატოვეთ ორი საათით.
2.ნახევარი ფლაკონი დიქლოფოსი გაუშვით პირდაპირ წყალში.მიღებული საშუალება დაასხურეთ ვარდს.
მავნებლების გაჩენის წინააღმდეგ უნდა ჩაატაროთ პრფილაქტიკა,შემდგომში არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი,თუ რით მოიშოროთ ისინი.ამისათვის ხშირად დაათვალიერეთ მცენარე,მოაშორეთ გამხმარი ნაწილები,ახალშეძენილი ოთახის მცენარეები კი მოათავსეთ კარანტინში სამი კვირის განმავლობაში.
ბუგრებთან ბრძოლის მეთოდი მრავალგვარია.მაგრამ თავიდან უმჯობესია გამოიყენოთ ხალხური საშუალებები,შემდეგ კი შეიძინოთ ქიმიური პრეპარატები,რადგან მცანარეებსაც და მათ დამმტვერავ მწერებსაც არ უყვართ ისინი.https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/447-vardis-movlis-10-wesi.html