გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ჰიპეასტრუმის ყვავილობა ზაფხულში

ჰიპეასტრუმს ბევრი ამარილისში ურევს, თუმცა ისინი სრულიადგანსხვავებული მცენარეები არიან.  იგი როგორცწესი, გაზაფხულზე ყვავილობს. მაგრამ კარგი მოვლის პირობებში შესაძლოა, აყვავდეს აგვისტოშიც
მცენარის მოვლის საიდუმლო: იმისთვის, რომჰიპეასტრუმი ზაფხულშიც აყვავდეს, მისი ბოლქვები უნდა ჩაირგას კორდის, ფოთლოვან, ნეშომპალიანიმიწის და ქვიშის ნარევში სუპერფოსფატის დამატებით.  მცენარეს დებენ ნათელ რაფაზე. სიბნელეში იგი არაყვავდება. დიდ ქამრისებურ ფოთლებს წმენდენ სველი ბამბით, სიცხეში კი რეგულარულად ნამავენ.ზაფხულში კარგია მისი გარეთ გატანა და ქოთნიანად ჩარგვა მიწაში.
გვიან შემოდგომაზე მას მოსვენების პერიოდი ეწყება, მისი მორწყვა მცირდება, ზამთარშიკი საერთოდ წყდება და მიწა მხოლოდ ინამება, სანამ საყვავილე ღერო არ ამოვა, ფოთოლდაცვენილმცენარეს დებენ გრილ შენობაში. გაზაფხულზე ისევ უმატებენ მორწყვას, მას მერე, რაც გამოჩნდებაღერო.
მნიშვნელოვანია მის კვებაც - ზაფხულში 10 დღეში ერთხელ ნაკელიანი ხსნარით ირწყვება,ივნისიდან ემატება სუპერფოსფტი და კალიუმიანი მარილი.
გამრავლება: მცენარეს შვილეული ნაზარდითამრავლებენ, რომლებიც ყველწლიურად ჩნდება. გადარგვისას მათ აშორებენ დედა მცენარეს და ცალკე ქოთნებში რგავენ. 2-3 წლისმერე ისინი იყვავილებენ.  შემდეგი სტატია 

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/579-amarilisis-da-hipeastrumis-bolqvebi.html
  
17 April 0 6 648

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно