გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ გადავარჩინოთ უფესვოდ დარჩენილი ორქიდეა

რა თქმა უნდა აშკარაა,რომ თუ ორქიდეას ფესვთა სისტემა არ აქვს ეს მისთვის სერიოზული პრობლემაა და ძალიან სერიოზულიც.თქვენ უნდა მოასწროთ ორქიდეას გადარჩენა.ფესვების დაკარგვის ძირითადი მიზეზია - ჭარბი მორწყვა.
როგორც ცნობილია ფალენოპსისი ყველაზე ნაკლებად მომთხოვნია ორქიდეებს შორის.თუ თქვენ მცირეოდენ ყურადღებას მაინც დაუთმობთ თქვენს ყვავილს - ის ასე თუ ისე,იცოცხლებს.თუმცა სამწუხაროდ პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ მცენარეს არ ყოფნის მინიმალური მოვლის პირობები,უჭირს ზრდა და ზოგჯერ იღუპება კიდეც.

დიდი შეცდომაა,როდესაც ხედავთ რომ ორქიდეას უჭირს და ბოლო წუთამდე არაფერს მოქმედებთ.სწორედ ასეთი მიდგომა ხდება მიზეზი იმისა, რომ ორქიდეა უფესვოდ რჩება.
ორქიდეების ბუნებრივი გარემო თბილი და ტენიანია.მშრალ სეზონზეც კი მისთვის არ წარმოადგენს სირთულეს ტენის ათვისება.გარემოს მაღალი ტენიანობა მას ამის საშუალებას აძლევს.აქედან ჩანს რომ ორქიდეებს არ ესაჭიროებათ უხვად მორწყვა.ფესვებს ახასიათებს ტენის შეკავება გარკვეული დროის მანძილზე,რადგან მათი ზედაპირი მრავალშრიანი ქსოვილითაა დაფარული.სწორედ ეს არის იმის მიზეზი,რომ მორწყვებს შორის ფესვები კარგად უნდა გამოშრეს.ჭარბი ტენიანობა დაუშვებელია.ფესვები უწყვეტი ტენიანობის მდგომარეობაში უბრალოდ დალპება.
ველამენი - ეს არის დამცავი ქსოვილი,რომელიც ფარავს ფესვებს.გარემოს ნეგატიური ფატორების ზემოქმედებით მან შეიძლება ლპობა დაიწყოს.დროთა განმავლობაში კი ფესვთა სისტემა სრულად დალპება.
როგორ გადავარჩინოთ ფესვოდ დარჩენილი ორქიდეა.
რეანიმაცია. შეეცადეთ წყლიან ჭურჭელში ჩასმით გაუზარდოთ ორქიდეას ფესვები.ამისათვის საჭიროა ანადუღარი წყალი,ფესვების სტიმულატორი (ნებისმიერი),აქტივირებული ნახშირი და აკურატულად გადაჭრილი ორქიდეას ზედა ნაწილი,რომლის რეანიმაციაც არის საჭირო.ყურადღება მიაქციეთ რომ გადაჭრის ადგილი ოდნავ მომშრალი იყოს,თბილ ოთახში ეს სწრაფად ხდება.


 


1.გახსენით წყალში სტიმულატორი და ჩაუშვით შიგ გადაჭრილი ორქიდეა (მომშრალი ჭრილობით)
2.ჭურჭელში ჩაასხით ანადუღარი წყალი და ჩააგდეთ ნახშირის ტაბლეტი.
3.გადაიტანეთ მცენარე პირველი ჭურჭლიდან მეორეში (გარემოს საუკეთესო პირობები: ტემპერატურა 23-25 გრადუსი,ჰაერის კარგი ცირკულაცია ოთახში)

4.პერიოდულად გაუწმინდეთ ორქიდეას ფოთლები შაქრიან წყალში დასველებული ღრუბლით.

5.ყურადღება მიაქციეთ,რომ ჭურჭელში წყალი ყოველთვის ერთ დონეზე იყოს,საჭიროების მიხედვით დაამატეთ პერიოდულად.
6.ორი თვის შემდეგ შეინიშნება ახლი ფესვების ზრდა! როდესაც მათი სიგრძე 5-6 სმ-ს მიაღწევს შეიგიძლიათ ორქიდეა სუბსტრატში გადარგათ.

ყვავილი რომელმაც ცოტა ხნის წინ ფესვები დაკარგა და შემდეგ აღიდგინა,მოითხოვს სპეციალურ მოვლას.

 გრუნტი: სფაგნუმი(პირველი რამოდენიმე თვის განმავლობაში) ეს ხავსი ყველაზე უკეთესია,ის კარგი ჰაერგამტარია,მსუბუქი და ხელმისაწვდომი.

დროთა განმავლობაში სუბსტრატს ემატება სხვა კომპონენტებიც.მაგრამ გახსოვდეთ,ამის გაკეთება შეიძლება მცენარის სრული ადაპტაციის შემდეგ.

სფაგნუმის სარგებლობის შესახებ: ზოგიერთ დამწყებ ყვავილების მოყვარულს ეშინია სფაგნუმის გამოყენება - მასში ხომ ორქიდეა ლპება.უბრალოდ ჩვენ მივეჩვიეთ მცენარის უხვად და სისტემატიურად მორწყვას,სფაგნუმი კი მოითხოვს სპეციფიკურ მორწყვას.

 მოდით გავერკვეთ რაშია საქმე.

 თუ თქვენი პალენოპსისი ტაილანდიდან არის ჩამოსული,ჩვეულებრივ ის მხოლოდ ხავსში იქნება ჩარგული,საკმაოდ მჭიდროდ დატკეპნილ სფაგნუმში.ამასთან ფოთლებიც და ფესვებიც შესანიშნავ მდგომარეობაშია.

 მოზრდილ მცენარეს ხშირად ეტყობა რომ ფესვები ორ ეტაპად ეზრდებოდა.თავიდან პატარა ნერგი ჩასვეს ასევე პატარა ხავსიან ჭიქაში,როდესაც ფესვები გაიზარდა და ვეღარ დაეტია - მცენარე ამოიღეს,შემოახვიეს ხავსი და უფრო მოზრდილ ჭურჭელში ჩასვეს.იმ დროისათვის როდესაც ფესვებს უკვე ათვისებული აქვს ახალი სივრცე,მცენარე ჩვენამდე აღწევს.სრულიად გასაგებია რომ სფაგნუმი ორქიდეას მტერი არ არის,სხვა შემთხვევაში ასე ჯანსაღი ვერ გაიზრდებოდა.
მთელი საიდუმლოება სწორად მორწყვაში მდგომარეობს,უფრო სწორად მორწყვებს შორის სუბსტრატის სრულ გაშრობაში.ასეთი ფალენოპსისი არ უნდა მოირწყას თვეში ერთზე მეტად,შეიძლება უფრო იშვიათადაც.სწორედ ამდენი დრო ესაჭიროება ასეთ ქოთანში სფაგნუმს სრულ გაშრობამდე.
სფაგნუმის მთავარი ღირსებაა:წყლის თანაბარი განაწილება მთელ მოცულობაზე.თუ თქვენ სუფთა სფაგნუმიან ქოთანში ერთ ჭიქა წყალს ჩაასხამთ,მთელი სფაგნუმი ოდნავ ტენიანი იქნება თანაბრად.თუ ქოთანს 1 სმ-მდე წყალში დატოვებთ 10 წუთის განმავლობაში მთელი ხავსი გაიჟღინთება წყლით.

ამიტომ უფესვო ორქიდეასათვის ქერქებიანი სფაგნუმი იქნება უფრო უსაფრთხო სუბსსტრატი,ვიდრე მხოლოდ ქერქი.მაგრამ მორწყვა დიდი სიფრთხილით არის საჭირო - ჩააწვეთეთ სულ ცოტა წყალი ან შეასხურეთ მისასხურებლის საშუალებით რამდენჯერმე.შემდეგი მორწყვა საჭიროა მაშინ,როდესაც სფაგნუმი ბოლომდე გაშრება,ისე რომ ხელში შრიალებდეს.
ჩვენ რა თქმა უნდა არ გთავაზობთ ყველა თქვენი ორქიდეას ხვსისა და ქერქის ნარევში ჩასმას.ჯანსაღი ფესვების მქონე ფალენოპსისი შესანიშნავად იზრდება ქერქში.მაგრამ თუ მცენარეს ცოტა რაოდენობით ან სრულიად არ აქვს ფესვები - სფაგნუმის შემცვლელს ვერ ნახავთ.ამასთან ცნობილია ამ ხავსის ბაქტერიციდული თვისებები.

 სფაგნუმში დარგვის ვარიანტები: მცენარე ჩარგულია ქერქში,ფესვებს ზემოდან დაფენილი აქვს სფაგნუმი.

ქერქის და ხავსის ნარევი ჩაყრილია ფენებად,ქვედა ფენა არის ქერქი.

აქ ორქიდეა პრაქტიკულად სფაგნუმში იზრდება,ძირში დრენაჟისათვის ჩაყრილია ერთი ფენა ქერქი.
სხვა სტატიები მოცემულია ლინკზე https://yvavilebismovla.ge/o/page/2/
 

16 April 0 14 282

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно