გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ მოვექცეთ ორქიდეის საყვავილე ღეროს ყვავილობის შემდეგ

მაღაზიიდან ხშირად მოაქვთ მოყვავილე ორქიდეები სახლში და ტკბებიან მისი სილამაზით. მაგრამ მოყვავილების შემდეგ როგორ უნდა მოიქცნენ, ხშირად არ იციან. რა უნდა უყონ საყვავილე ღეროს? ყველას სურს, განმეორებით იხილოს აყვავებული მცენარე. რა უნდა გააკეთონ ამისთვის, რომ მისი ყვავილობა განმეორდეს და ხანგრძლივად იყვავილოს?
ყველაზე მარტივია მოცდა, დატოვეთ ღერო, აცადეთ, ბოლომდე გახმეს. ასე მოხდება, თუ მცენარეს მოსვენების პერიოდისთვის სათანადო პირობებს შეუქმნით: შეუმცირეთ მორწყვა. ნუ შეიტანთ სასუქს.
დადეთ მცენარე გრილ ნათელ ადგილზე. ახალი საყვავილე ღეროს გამოსატანად დაარეგულირეთ დღე - ღამის ტემპერატურა.
თუ მას ყვავილობის შემდეგ უყურადღებოდ დატოვებთ, განმეორებით იგი აღარ იყვავილებს. მას ყვავილობის მერეც ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორც მანამდე. (თქვენი ჩარევა საჭირო მაშინაა, თუ ღერო გახმობას აგვიანებს და ზრდასაც აგრძელებს. თუ იგი  მაღალია და კოკრები მხოლოდ წვერში ამოაქვს, სჯობს მისი დამოკლება ან გადაჭრა. რაც უფრო დაბლიდან ამოდის ღერო, მით მაღალი გაიზრდება, მისი გადაჭრის მერე ახალი ღერო 2-3 თვის მერე ამოვა. ამიტომ ყვავილობის გაგრძელებისთვის მწვანე ღერს გადაჭრიან ქვედა მეორე ან მესამე კოკრის თავზე. 1-1,5 სმ სიმაღლის გადანაჭერი მძინარე კვირტის ზემოთ მის გამოშრობას ხელს შეუშლის. თუ ღერს ძირში გადაჭრით, ახალი მოგვიანებით ამოვა.
ყურადღებით დაათვალიერეთ ღერო. მასზე მუხლებია - მძინარე კვირტებით, მათგან შესაძლოა შვილეული მცენარეების გაზრდა დაიწყოს, ან ახალი საყვავილე გაიკეთოს. ამიტომ ძველ ღერს ჭრიან 1,5 სმ ით ზემოთ მძინარე კვირტებიდან, რომ მათ შანსი მიეცეთ გავითარებისთვვის. 

 
თუ კვირტიდან ფოთლები ამოიზარდა, ეს შვილეული მცენარე იქნება და მისი მოშორების შემდეგ დამოიუკიდებელ მცენარედ იზრდება. რა ამოვა კვირტიდან, არავინ იცოს წინასწარ. ზოგჯერ ასე ხდება, თუ მცენარის ფესვებში რაიმე პრობლემა გაჩნდა. ბუნება ასე ცდილობს მის გადარჩენას და ახალი სიცოცხლის გაგრძელებას მოცემული მცენარისთვის. ზოგჯერ კი ასე ხდება ტემპერატურული რეჟიმის დარღვევისას მოსვენების პერიოდში.
ყვავილობის შემდეგ ხშირად შვილეული მცენარის მიღებას ცდილობენ, ამისთვის საჭიროა ორქიდეს სახეობის ზუსტად ცოდნა, რადგან ყველა საყვავილე ღეროდან ვერ ვითარდება ახალი მცენარე. თუმცა მისი კალმებად გამოყენებაც შეიძლება. მაგრამ კალმის ყველა ნაწილი აუცილებლად უნდა მოიცავდეს თუნდაც ერთ კვირტს. მათ დებენ ტენიან ადგილზე, ხავსიან სადგამზე სათბურში 26-27 გრ ზე.
ზოგჯერ ყვავილობით დაღლილი მცენარე თავად იწყებს გაყვითლებას და საჭირო ხდება მისი გადარჩენა. საყვავილე ღრო ამ შემთხვევაში უნდა გადაიჭრას ყველა მძინარე კვირტის დაბლა, მაგრამ მცენარეზე უნდა დარჩეს 2სმ მდე ნაწილი. მერე უნდა გადაიყვანოთ იგი მოსვენების ეტაპზე. თუ ზემოთ გადაჭრით, დაიწყება ახალი ღეროს ზრდა და ეს მცენარეს ბოლომდე გამოაცლის ძალებს. მოსვენების პერიოდში საყვავილე ღერო თავის თავზე იღებს კვებას და ახალი ღერები შედარებით გვიან ჩამოყალიბდება.
ფოთლების მდგომარეობის, საყვავილე ღერების რაოდენობის, ყვავილობის ინტენსიობის მიხედვით მოყვარულები თავად წყვეტენ, რა მოუხერხონ საყვავილე ღეროს მას მერე, რაც მცენარე მოიყვავილებს. ზოგჯერ ახალი ყვავილობა აგვიანებს, მაგრამ თუ ფოთოლი მწვანეა და ძველი ღერო არ გამხმარა, შეიძლება დაელოდოთ ყვავილობას, თუ მას მიწიდან მესამე კვირტამდე წააჭრით თავს. ასე ღერო მეორე სიცოცხლეს მიიღებს.
ორქიდეის გადაჭრა ყვავილობის მერე შეიძლება ან მთლიანად, ან იმ ადგილზე, საიდანაც ყვავილი იზრდებოდა.  მოყვარულის გადასაწყვეტია, რისი  მიღება სურს - გააგრძელოს მცენარემ ყვავილობა თუ გადავიდეს მოსვენების ეტაპზე.
თუ საყვავილე ღერო ამოდის როზეტის ცენტრიდან, მისი გადაჭრა არ ნიშნავს, რომ მცენარე დაიღუპება. ასეთ ღერზე შვილეული როზეტებიც ფორმირდება ძირში, საყვავილე ღერები ბევრია და ბუჩქი დიდხანს იყვავილებს. თუ იგი განტოტვილია, მწვანე რჩება ყვავილობის მერე, საკმაოდ რთულია საკვების მიწოდება ფესვებიდან ასე მრავალიარუსიანი მცენარისთვის, ამიტომ საჭირო ხდება გასხვლა ფორმირებისთვის და გრძელი ტოტების დამოკლება, ასე მოყვავილე ბუჩქი უკეთესი შესახედი გახდება.  გადანაჭერი უნდა დამუშავდეს ნახშირის ფქვილით.
თუ ნადრევად გახმა საყვავილე ღერო: თუ მან ხმობა ყვავილობის დროს დაიწყო, საჭიროა მიზეზის გარკვევა.უნდა დათვალიერდეს ფესვები, ისინი მწვანე და ობის გარეშე უნდა იყოს, არც ძალზე მშრალი, სველი ან ფერმკრთალი.
ზედმეტად მორწყულ მცენარეს გადარგვა სჭირდება ახალ სუბსტრატში დაზიანებული უბნების მოშორების მერე. თუ პირიქით, მორწყვა აკლია, უმატებენ რწყვას, მაგრამ არც ზედმეტად. დაკვირვებული მოყვარული ადვილად გაარჩევს ფოთლის ნორმალურ ფერს, ჯანსაღი ფესვების მდგომარეობას დაზიანებისგან და შესაბამის ზომებსაც მიიღებს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

07 April 0 19 857

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно