ორქიდეების ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებები და მათი მკურნალობა

ორქიდეების დაავადებები სამწუხაროდ ცოტა არ არის.ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი სიმპტომების გარჩევა,რომ სწორად და დროულად შევარჩიოთ მკურნალობის მეთოდი.

ორქიდეების ოჯახის წარმომადგენლები უკიდურესად დაუცველნი არიან სიდამპლეების მიმართ.რომლის წყაროც შეიძლება იყოს როგორც სოკო,ასევე ბაქტერიები.ასეთ დაავადებებს შორის ხშირად გვხვდება ყავისფერი სიდამპლე,შავი სიდამპლე,ფესვების სიდამპლე,ფუზარიოზული სიდამპლე და ნაცრისფერი (რუხი)სიდამპლე.რადგანაც ჩამონათვალი არაა მცირე,საჭიროა სწორად გავარჩიოთ დაავადების სიმპტომები,რომ სწორად შევარჩიოთ მკურნალობა.

ხანდახან ორქიდეები ავადდებიან ვირუსული დაავადებებით,მაგრამ სამწუხაროდ ასეთი დაავადებებისგან განკურნება შეუძლებელია,დაავადებული მცენარე უნდა განადგურდეს.

ყავისფერი სიდამპლე თუ ყლორტებზე და ახალგაზრდა ფოთლებზე გაჩნდა ღიაყავისფერი და წყლიანი ლაქები-მცენარე სავარაუდოდ დაავადდა ყავისფერი სიდამპლით.დროთა განმავლობაში ლაქები შესაძლოა გამუქდეს,გაიზარდოს ზომაში და ერთმანეთს შეეზარდოს.ყველაზე ხშირად ეს დაავადება აზიანებს ახალგაზრდა ფოთლებს.დაიმახსოვრეთ!-პროცესს განსაკუთრებით აჩქარებს ზედმეტი მორწყვა და დაბალი ტემპერეტურა.

როგორ ვუმკურნალოთ?

1.თუ დაზიანება მინიმალურია,ორქიდეას კიდევ შეგვიძლია დავეხმაროთ.ამისათვის დაზიანებული

ადგილები უნდა ამოიჭრას ბასრი ინსტრუმენტით,საღ ადგილამდე. ანაჭერ ადგილზე უნდა დავაყაროთ დანაყილი ნახშირი და დავამუშავოთ სპილენძის შემცველი პრეპარატებით.''ოპერაციის'' შემდგომ ორქიდეა უნდა ვამყოფოთ ისეთ პირობებში რომელიც შეესაბამება ამ კონკრეტულ სახეობას.

2.თუ დაზიანება უფრო ძლიერია?მაშინ ყავისფერი სიდამპლით დაავადებული ორქიდეის განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია.რა დასანანიც არ უნდა იყოს უკეთესია განადგურდეს დაავადებული მცენარე,რომ მან არ გაავრცელოს დაავადება.

პროფილაქტიკა.

პროფილაქტიკისათვის მცენარეს უნდა შევასხუროთ შაბიამანი თვეში ერთხელ.

ყველაზე ხშირად რომელი ორქიდეები ავადდებიან? ესენია: ფალენოპსისი,კატლეა,ციმბიდიუმი და პაფიოპედილუმი.

შავი სიდამპლე-ეს დაავადება წარმოიქმნება ზედმეტად დაბალი ტემპერეტურის დროს.ორქიდეები სითბოსმოყვარული მცენარეები არიან და თუ სიცივეში ვამყოფებთ შეიძლება შავი სიდამპლით დაავადდნენ.ასევე ადვილად შეიძლება მავნებლებისაგან დასუსტებული მცენარეც დაავადდეს. როგორ ვუმკურნალოთ?

1.დაზიანებული ადგილები უნდა მოეჭრას სტერილური დანით ან მაკრატელით,მონაჭერი ადგილები უნდა დამუშავდეს დანაყილი ხის ნახშირით ან ბორდოს ხსნარით.ამის შემდეგ სუბსტრატი,რომელშიც დაზიანებული მცენარე იმყოფებოდა უნდა გადავყაროთ,ქოთანი გავასტერილოთდა მცენარე ახალ სუბსტრატში მოვათავსოთ.გადარგვის შემდეგ მცენარე უნდა იმყოფებოდეს მისი სახეობისთვის საჭირო პირობებში.

2.ისეთი მცენარის განკურნება რომლის დიდი ნაწილიც დაავადებულია,პრაქტიკულად შეუძლებელია.ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ასეთი მცენარე.ამით გადავარჩენთ კოლექციაში არსებულ სხვა ორქიდეებს.რისთვისაც ისინი უნდა დავამუშაოთ ბორდოს ხსნარით,ან სხვა რომელიმე სპილენძის შემცველი პრეპარატით.

პროფილაქტიკა.სოკოვანი დაავადებების საუკეთესო პროფილექტიკაა(შავი სიდამპლე სოკოვან დაავადებებს მიეკუთვნება) დავიცვათ ორქიდეებისთვის საჭირო ყველანაირი პირობა.

რომელი ორქიდეები ავადდებიან ყველაზე ხშირად? _ესენია პაფიოპედილუმი და კატლეა.

ფესვების სიდამპლე

ფესვების სიდამპლით დაავადების შენთხვევაში ორქიდეის ფოთლები მუქდება,ფესვები კი რბილდება და ლპება.ზედმეტად მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა ყველაზე ხშირი და მთავარი ფაქტორია ამ დაავადების წარმოქმნისათვის.

როგორ ვუმკურნალოთ?
დავიწყოთ იქიდან რომ მცენარეს შევუქმნათ მისთვის საჭირო პირობები,რადგან დაავადება ყველაზე ხშირ შემთხვევაში იმიტომ იწყება,რომ დარღვეულია მისი მოვლის რეჟიმი.სიმპტომების შემჩნევისთანავე საჭიროა ფესვები და სუბსტრატი დამუშავდეს ფუნდაზოლის 0.2 %-იანი ხსნარით.ან 0.2 %-იანი ტოპსინის ხსნარით.დადებითი რეზულტატისათვის საჭიროა პროცედურის სამჯერ გამეორება 10-14 დღიანი ინტერვალით.უფრო ადვილი იქნება ქოთნის მოთავსება ხსნარში.პროფილაქტიკა.
ორქიდეის დარგვის ან გადარგვის დროს საჭიროა გამოვიყენოთ კარგად დამუშავებული,გამოხარშული და სანდო სუბსტრატი__ეს ყველაზე საუკეთესო პროფილაქტიკაა.

ყველაზე ხშირად რომელი ორქიდეა ავადდება? ესენია: ციმბიდიუმი,მილტონია,პაფიოპედილუმი.

ფუზარიოზული სიდამპლე

ეს დაავადება მჟღავნდება ფოთლების გაყვითლებით და მასზე ლაქების წარმოქმნით.დაავადება ახალგაზრდა ყლორტებსაც აზიანებს.ფუზარიოზის ამოცნობა შესაძლებელია ფოთლებზე დაკვირვებით,ისინი რბილდება,ეხვევა და შეიძლება დაიფაროს მოვარდისფრო ნაფიფქით(სოკოს სპორებით).თუ ასეთ რამეს შეამჩნევთ პროგნოზი დამამშვიდებელი არაა.ამ დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია ჰაერის ცირკულაციის არარსებობა და მომატებული ტენიანობა.როგორ ვუმკურნალოთ?იმისათვის რომ მცენარე ფუზარიოზისაგან განიკურნოს საჭიროა 10 დღის განმავლობაში დავამუშაოთ ის 0.2%-იანი ფუნდაზოლის ხსნარით.ამისათვის ხსნარში უნდა მოვათავსოთ ქოთანი დღეში სამჯერ.ასევე ამ პერიოდში თავი შევიკავოთ ფოთლებზე მისხურებისაგან.ოთახი ხშირად უნდა განიავდეს,მაგრამ დაუშვებელია ორპირის წარმოქმნა.

პოფილაქტიკა.

ყველაზე საუკეთესო პროფილაქტიკაა დავიცვათ მოვლის წესები.

ყველაზე ხშირად რომელი ორქიდეები ავადდება?

ესენია: ფალენოპსისი,მილტონია,ეპიდენდრუმი.

ნაცრისფერი(რუხი) სიდამპლე

ნაცრისფერი (რუხი)სიდამპლის აღმოჩენა რთული არ არის,მას ახასიათებს გამუქებული ''კუნძულები'',რომლებიც დაფარულია ნაცრისფერი ნაფიფქით.ისინი თავიდან ფოთლებზეა შესამჩნევი,შემდეგ სუბსტრატზე და ბოლოს ყვავილებზე.ნაცრისფერი სიდამპლე კიდევ ერთი დაავადებაა, რომელიც ჩნდება არასწორი მოვლის შედეგად.მისი მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა.ასევე ამ დაავადების ხელშემწყობი შეძლება იყოს აზოტის შემცველი სასუქების სიჭარბე.ამის გამო მცენარე დაავადების მიმართ ნაკლებად მდგრადი ხდება.როგორ ვუმკურნალოთ?

ძლიერი დაზიანების დროს დაავადებული ადგილები უნდა მოცილდეს და შემდეგ დამუშავდეს რომელიმე ფუნგიციდით.გასათვალისწინებელია რომ,დაავადების განმეორების შემთხვევაში იგივე პრეპარატის გამოყენება არაა რეკომენდებული,რადგან სოკოს სპორებს უჩნდება იმუნიტეტი კონკრეტული პრეპარატის მიმართ.

პროფილაქტიკა.ორქიდეის მორწყვის დროს შეიძლება გამოვიყენოთ პრეპარატები რომლებიც ზრდიან მის გამძლეობას დაავადებების მიმართ.ასევე არ უნდა დავივიწყოთ სწორად მოვლის პირობები.

დაიმახსოვრეთ! იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ორქიდეა გვყავს,ნუ დავდგამთ მათ ერთმანეთთან ძალიან ახლოს,თუ ერთი მათგანი დაავადდება ადვილად გაავრცელებს დაავადებას.

ყველაზე ხშირად რომელი ორქიდეები ავადდება? ესენია: ფალენოპსისი,ციმბიდიუმი, კატლეა.განსაკუთრებით თეთრი ყვავილის მქონე მცენარეები.

ფოთლის ლაქები ეს დაავადება საკმაოდ საშიშია,ის ინფექციურ დაავადებას მიეკუთვნება,რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს ზედმეტად ძლიერი განთება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში,არასწორი მორწყვა და გადაჭარბებული სასუქის მიცემა გაზაფხულზე.ამ დაავადების ამოცნობა შესაძლებელია სველი,მუქი ლაქებით,რომლებიც დასუსტებულ ფოთლებზე ჩნდება. როგორ ვუმკურნალოთ? მოგვიწევს ყველა დაზიანებული ფოთლის მოცილება,შემდეგ კი მცენარე უნდა დამუშავდეს ფუნგიციდით.მცენარე არ უნდა მოვრწყათ 4-5 დღე.

ყველაზე ხშირად რომელი ორქიდები ავადდება? ესაა: ფალენოპსისი.

ანტრაკნოზი ეს დაავანება უფრო ხშირად ჩნდება ფოთლებზე,ხანდახან ფსევდობულბებზეც.მისი ნიშნებია პატარა,მრგვალი და მკვეთრი ყავისფერი ლაქები,რომლებიც დროთაგანმავლობაში ზომაში მატულობს და ერთმანეთთან ერთდება.დიდი ზომის ლაქები თანდათან შავდება,უფრო მძიმე შემთხვევაში ლაქებზე ჩნდება მოყვითალო ან მოვარდისფრო ნადები.ამ დაავადების უფრო ხშირი მიზეზია მაღალი ტენიანობა,ასევე ფოთლის ძირებში ჩარჩენილი წყლის წვეთები.დაავადებას წარმოქმნის _სოკო. როგორ ვუმკურნალოთ?დაზიანებული ადგილები უნდა მოიჭრას და დაიწვას.მოჭრის ადგილები უნდა დამუშავდეს აქტივირებული ნახშირით ან ნაცრით.ასევე დაგვეხმარება სპილენძის შემცველი პრეპარატები.მათი მეშვეობით მცენარე 3-ჯერ უნდა დამუშავდეს 10 დღიანი ინტერვალით.ამის შემდეგ შევუმციროთ მორწყვა და შევწყვიტოთ მცენარის კვება.

პროფილაქტიკა.იმისათვის რომ ორქიდეა არ დაავადდეს ანტრაკნოზით, ის უნდა იმყოფებოდეს 40-დან 70 % ჰაერის ტენიანობის პირობებში.ოთახი ხშირად უნდა განიავდეს,მორწყვის შემდეგ ჩარჩენილი წყლის წვეთები კი უნდა ამოვამშრალოთ ბამბით ან ქაღალდის ხელსახოცით.

ყველაზე ხშირად რომელი ორქიდეები ავადდება? ესენია: მილტონია,ონციდიუმი,პაფიოპედილუმი,ფალენოპსისი.

ჭრაქი (Мучнистая роса)

თუ ორქიდეა დაავადდა ჭრაქით მისი კვირტები და ფოთლები იფარება თეთრი ნადებით.დაზიანებული ადგილები იწყებს ხმობას და მცენარე მალე იღუპება.ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ჰაერის მომატებული ტენიანობა და მაღალი ტემპერატურა.ასეთ პირობებს კიდევ _ სათბურის ეფექტს უწოდებენ.როგორ ვუმკურნალოთ? მისი ნიშნების გაჩენისთანავე უნდა დავიწყოთ მასთან ბრძოლა.ეს მოგვცემს საშუალებას მცენარე გადარჩეს.მის საწიმააღმდეგოდ კარგად მოქმედებს კოლოიდური გოგირდის ხსნარი.ასევე პრეპარატების: სკორ-ის ან ტოპსინი_M-ის გამოყენებაც დაგვეხმარება.

პროფილაქტიკა.პროფილაქტიკის მიზნით ორქიდეას უნდა შევასხუროთ ფიტოსპორინი(წესების დაცვით).

ვირუსული დაავადებები

ვირუსული დაავადებების ყველაზე ბოლოს უნდა გვეშინოდეს,რადგან ვირუსული დაავადებებით ორქიდეები საკმაოდ იშვიათად ავადდებიან.ყველაზე ხშირად ისინი ჩნდება მოზაიკური ლაქების სახით ფოთლებზე და ყვავილებზე.ასევე შეიძლება წარმოიწმნას დამახასიათებელი ლაქები რგოლების,ზოლების და ხაზების სახით. 

როგორ ვუმკურნალოთ?სამწუხაროდ ვირუსული დაავადებით დაზიანებული ორქიდეის განკურნება შეუძლებელია.თუ

ასეთ დაავადებაზე ეჭვს მიიტანთ ორქიდეა ჯობია მოიშოროთ.

რომელი ორქიდეები ავადდება ყველაზე ხშირად? ესენია: ციმბიდიუმი,კატლეა,ფალენოპსისი და ვანდა. 
ყვავილების მაღაზია botanica22

25 November 0 11 009
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно