გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

თავყვითელა ოთახში

თავყვითელა ქართული სახელია ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეების გვარის, რომელსაც ლათინურად სენეციო ჰქვია. ამ გვარში სახლის და ეზოს მცენარეებია გაერთიანებული, რომლებიც სრულიად არ ჰგვანან ერთმანეთს გარეგნულად, თუმცა მსგავსი მოთხოვნილებები აქვთ პირობების და მოვლის მიმართ. ასე, რომ ეს გვარი მრავალფეროვანი, მაგრამ კარგად შეკრული ჯგუფია. ოთახის თავყვითელები კი, როგორც ორიგინალური სუკულენტები, გამონაკლისს არ წარმოადგენს.
თავყვითელას მრავალფეროვნება: პატარა მწვანე ბურთები, ჩამოკიდებული გრძელ ტოტებზე - როულის თავყვითელა, წიწვოვანი ჰავორტიის თავყვითელა, სუროსმაგვარი მსხვილენოვანი თავყვითელა, იმდენად განსხვავებული მცენარეებია, რომ  ვერ იფიქრებ, თუ ეს მცენარეები ერთ გვარს ეკუთვნიან. განსხვავებულია არა მხოლოდ მთლიანად მცენარის ფორმა, აგებულება, არამედ ფოთლის ტიპიც კი. ყველაზე გავრცელებული ოთახის მცენარე როულის თავყვითელაა, რომელსაც „მარგალიტის ძაფს“ ან „მარცვლების აცმას“ უწოდებენ.
გვარში გაეთიანებულია ერთ და მრავალწლიანი, ოთახის და ეზოს მცენარეები, რომლებსაც  ან კომპაქტური ლიანის ან ბუჩქის ან კიდევ ჯუჯა ხის ფორმა აქვს. ტოტები სხვადასხვა სახეობას სხვადასხვაგვარი აქვს - შებუსული, შიშველი, სწორმდგომი, დახრილი, ფოთლები კი - მთლიანი, დაჭრილი, კვერცხის ან ელიფსის ფორმის, სხვადასხვა ხარისხის ხორციანი, ბუმბულისებრი, მაგრამ ფოთლების ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად  ყველას ერთნაირი, კლასიკური კალათა ყვავილედად შეკრული ყვავილები აქვთ.
ბუნებაში 3 000მდე სახეობა არსებობს, მაგრამ ოთახის კულტურად ცნობილია სულ რამდენიმე ათეული. ეს მეტად ორიგინალური სუკულენტებია. თამამად შეიძლება ამ გვარის მცენარეების კოლექციონერობა, ვინაიდან ყველა სახეობა ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებულია გარეგნულად.
ოთახის თავყვითელას ცნობილი სახეობები: - როულის თავყვითელა - მარადმწვანე მრავალწლიანი  მცენარე, სწრაფადმზარდი, უცნაური გარეგნობის - ჩამოშვებული გრძელი 60 სმ მდე ტოტებით, რომლებზეც ბურთისმაგვარი მწვანე ფოთლებია ასხმული. ყვავილედებიც ბურთისმაგვარია. თეთრ კალათა ყვავილედს რომლის ყვავილებსაც გრძელი მტვრიანები აქვს გადმოშვერილი, დარიჩინის სურნელი ასდის,
- მხოხავი თავყვითელა - სრულიად განსხვავებულია. ეს დაბალი ბუჩქია, 10სმ სიმაღლის,  სქელი ლანცეტისებრი ტოტებით, მათზე ენისმაგვარი ხორციანი ფოთლებით, რომლის ზომაც 3-4სმ ია, მჭიდრო განლაგებით როზეტებში. ბუჩქი მონაცრისფრო -ცისფერია და ძალიან ეფექტური შესახედაობა აქვს. თეთრი ყვავილები შეკრულია არც ისე დიდ და ხშირ კალათა ყვავილედებად, მისი ცისფერი ფოთლები ლამაზად გამოიყურება თეთრი კენჭების ფონზე, რასაც მულჩად იყენებენ ქოთანში.
- დაფესვიანებული თავყვითელა - მარადმწვანე სუკულენტი მხოხავი ტოტებით, 50სმ სიგრძეში, რომელიც კარგად იტოტება მათზე კი მორიგეობითაა 2-3 სმ სიგრძის მსუქანი წაწვეტებული  მუქი ნაცრისფერი ფოთლები განლაგებული, ზედ კი სიგრძივი მუქი ზოლები გასდევს
- ჰავორტის თავყვითელა - 30 სმ სიმაღლის ბუჩქი სწორმდგომი სადა ღერებით და ცილინდრული, ბოლოებში წაწვეტებული 5სმ მდე სიგრძის ფოთლებით, რომლებიც მჭიდროდ ზიან ღერზე სპირალურად. მათი ზედაპირი თეთრი- ვერცხლისფერი ნადებითაა დაფარული. ბურთისებრი  ყვავილედები ყვითელი ან ნარინჯისფერია. მოსავლელად ცოტა რთული მცენარეა და იშვიათად გვხვდება სახლში.
- სტაპელიასებრი თავყვითელა - ეფექტური მრავალწლიანი სუკულენტი, სქელი ხორციანი კუთხეებიანი ტოტებით, 50სმ სიგრძეში და 2 სმ მ სისქეში. დატოტვა ძირიდანვე იწყება, აქვს არც ისე ბევრი ეკალი, გრძივი მუქი და ღია ზოლები, ქერცლისებრი მონაცისფრო ფოთლები, წითელი ყვავილედები.
- მსხვილენოვანი თავყვითელა - ძალიან არ ჰგავს ამ გვარის სხვა წარმომადგენლებს, თუმცა ესეც მხოხავი მცენარეა, სუსტად დატოტვილი ღერებით, პატარა ყუნწიანი ისრის ფორმის ჭრელი ფოთლებით, რომლებიც საკმაოდ ხშირად ზიან ღერზე. შორიდან მცენარე სუროს ჰგავს. განსხვავებულია ყვავილითაც. - აქვს ღია ყვითელი ფერის გვირილისმაგვარი ყვავილები.
კიდევ ბევრია ასე განსხვავებული კულტურები - მარადცოცხალი,  ისრისებრი,ჰერას, მსუქანა,წითელი, ლიმონისებური, და სხვ.
მოვლა სახლის პირობებში: იგი საკმაოდ გამძლე სუკულენტია, არ ეშინია გვალვის. განსაკუთრებით უნდა დაიცვათ მისი მორწყვის წესები. სულ მცირე ჭარბი მორწყვაც კი მისი სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.  რწყავენ იშვიათად. სხვა მხრივ საკმად მარტივი მოსავლელია და დამწყებ მოყვარულსაც შეუძლია მისი მოვლა.
განათება: ყველა მცენარე სინათლისმოყვარულია. კარგად ეგუება მცირე მზესაც. მათ დებენ კარგად განათებულ რაფებზე აღ ან დას მხარეს. ჩრდილი ცუდად მოქმედებს მის შეფერილობაზე და მცენარე იწელება.
ტემპერატურა: უმეტესობა სამხრეთული წარმოშობისაა, მაგრამ სიცხე დიდად არ მოსწონთ, კომფორტულად გრძნობენ თავს 22-26 გრ ზე, მცირე გადახრა დიდად არ დააზიანებს მცენარეებს,
ზამთარში მოსვენების პერიოდი აქვს, და ამ დროს სიგრილეში უნდა იყოს -12-15 გრ ზე. თუ გრილ პირობებს ვერ შეუქმნით, იგი შეეგუება ჩვეულ ოთახის გარემოსაც. მისი დეკორატიულობა დიდად არ დაზარალდება, მინიმუმი - ტემპერატურა 7 გრ  მდე მხოლოდ მცირე ხნითაა შესაძლებელი მისთვის.  არ მოსწონს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მაგრამ იტანს ორპირს, ხშირ განიავებას, თითქმის არ ავადდება. სუფთა ჰაერის სიყვარულის გამო შეიძლება მისი გატანა გარეთ ზაფხულში, მაგრამ ახალ პირობებს ნელნელა უნდა შეაჩვიოთ.
მორწყვა: ეს სუკულენტი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მორწყვისადმი. და ვერ იტანს ხშირ და უხვ მორწყვას. ზაფხულ-გაზაფხულზე სიცხეშიც კი მას ზომიერად რწყავენ, ისიც  2 დღის მერე, როცა მიწის ზედა ფენა გაშრება. შემოდგომაზე კი თანდათან ამცირებენ და ზამთარში პრაქტიკულად მშრალად აქვთ, მოსვენების ეტაპზე მხოლოდ იშვიათად ნამავენ მიწას , ზოგი კი სრულ სიმშრალესაც კარგად იტანს. მნიშვნელოვანია  სარწყავი წყლის ხარისხიც - მას რწყავენ თბილი ნადგამი წყლით.
მას არ სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა და მშვენვრად იტანს ოთახის პირობებს. , ამიტომ დანამვა არაა რეკომენდებული.
კვება: მარტიდან აგვისტომდე 2 კვირაში ერთხელ  სპეც, სასუქს იყენებენ კაქტუსების და სუკულენტებისთვის.
გადარგვა:  მიწა სჭირდება ნეიტრალური, ფხვიერი, ნოყიერი, თუმცა შედარებით ღარიბ მიწააზეც კარგად იზრდება. ზოგს სჭირდება- 2 წ ფოთლოვნი მიწის და 1 წ ქვიშის ნარევში, ზოგს მოსწონს თიხნარ-ქვიშიანი ნიადაგი.
მცენარე უნდა გადაირგას საჭიროების შემთხვევაში. აქტიურად მზარდი ახალგაზრდა - ყოველწლიურად, მოზრდილები - 2-3 წელიწადში ერთხელ. ოპტიმალურია გაზაფხული ამისთვის. გადარგული მცენარე იმავე დონეზე უნდა დარჩეს, როგორც წინა ქოთანში იყო.  ქოთანში უნდა ჩაიყაროს მაღალ ფენად დრენაჟი. ეს მცენარე კარგად იზრდება როგორც ამპელურ, ისე ჩვეულებრივ ქოთნებში.
დაავადებები:  ეს გვარი ერთერთი ყველაზე მდგრადია დაავადებების და მავნებლების მიმართ, მაგრამ მცირე გადახრა მოვლის პირობებში იწვევს პრობლემებს, რაც გამოიხატება ლპობაში, ნაცარა სოკოში, ასევე აბლაბუდა ტკიპის, ბუგრის და ცრუფარიანას გავრცელებაში. მავნებლებს ებრძვიან მექანიკურად, პირობების გამოსწორებით. ინსექტიციდებს კი მხოლოდ ბოლო მომენტში მიმართავენ, შორს წასულ შემთხვევებში. ლპობას და სოკოს საწინააღმდეგო ღონისძიებებს კი დაზიანებული ადგილის მოჭრა, გადანაჭრის დამუშავება და ფუნგიციდების შეხურება წარმოადგენს.
პრობლემები:  ყავისფერი ლაქები ფოთლებზე, მათი გახმობა სიცხეში,-  მორწყვის გარეშე ან ზედმეტად მშრალი ჰაერის გამოა,
მშრალი ლაქები - მზის პირდაპირი სხივებით დამწვრობის შედეგია,
ყვითელი ან მუქი ლაქებბი მორწყვის რეჟიმის დარღვევით  ვითარდება.
წვრილი და იშვიათად განლაგებული ფოთლები და ღერების წაგრძელება - განათების ნაკლებობის შედეგია.
ჭრელი მცენარეებისთვის ფერის დაკარგვას-  განათების ნაკლებობა ან  გადარგვის საჭიროება განაპირობებს.
გამრავლება:  მრავლდება თესლით, გადაწვენით, ტოტებით. ყველაზე ადვილი ტოტით გამრავლებაა. აჭრიან 8-10 სმ ტოტებს, აცლიან 2-3 ქვედა ფოთოლს, აშრობენ გადანაჭერს რამდენიმე სთ.  მერე რგავენ ქვიშაში, პატარა ზომის ჭურჭელში. იგი სწრაფად ფესვიანდება სითბოში და სინათლეზე.  მშრალ მიწაში ჩარგულს არ რწყავენ ან მხოლოდ ნამავენ მიწას. დაფესვიანებული მცენარეები გადააქვთ 2-5 ერთად ცალკე ქოთნებში მეტი დეკორატიულობისთვის.
მცოცავი, მხოხავი ან ჩამოკიდებულტოტებიანი მცენარეები ადვილად მრავლდება გადაწვენით: ქოთნის გვერდით მცირე ზომის ჭურჭელს დებენ მისთვის შესაფერისი მიწით. გრძელ ტოტებს იმ ჭურჭელში დებენ და ამაგრებენ მიწაზე. მიწასთან შეხების ადგილზე მალე გამოსდის ახალი ფესვები, მერე შეიძლება მოაშოროთ დედა მცენარეს.
თესლით შედარებით იშვიათად ამრავლებენ, რადგან სახლის პირობებში იგი არ მსხმოიარობს. თუ მის თესლს შეიძენთ, ყურადღება უნდა მიექცეს ვადებს - თესლი ადრე ჰკარგავს ამოსვლის უნარს, წინასწარ დალბობა სჭირდება და ასე აღმოცენება. მხოლოდ მერე ირგვება იგი მიწაში რამდენიმე ერთად, მიწას ფრთხილად ნამავენ. ცოტა რომ წამოიზრდება, მერე სათითაოდ რგავენ ცალკე ჭურჭელში.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

 


07 February 0 9 783

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно