გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ციმბიდიუმი

ორქიდეების ოჯახის ერთერთი მშვენიერი წარმომადგებელია,ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი ჰიბრიდი შეიქმნა სახლის პირობებისთვის. მისი მოვლა არცისე მარტივია. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ თუ ალღოს აუღებთ, იგი დიდხანს გაგახარებთყვავილობით და აქტიური ზრდით. იგი გავრცელებულია სუბტროპიკულ ტყეებში.
მცენარე ეპიფტია, ბუნებაში ცხოვრობს ხეების ტანზე, ტოტებზე, მაგრამ იშვიათად ნახავთმიწაზე ჩვეულებრივად მზარდ მცენარესაც. იგი ვითარდება ახალ-ახალი ფოთლების როზეტებისამონაყრით და არა ტოტებით. როზეტების ცენტრიდან კი  საყვავილე ღერო ამოდის. მერე კი ფსევდობულბები,რაც მცენარისთვის ზრდის ახალ წერტილებს წარმოადგენს. საყვავილე ღერო იზრდება ან სწორად, ან გადმოხრილია ძირს. მასზე კი დიდი და ეფექტური ყვავილებია. მცენარე ყვავილობს რამდენიმეთვე. მოჭრილი ღერები საკმაოდ დიდხანს ძლებს.
მოვლა: იმისთვის, რომ მცენარემ სახლისპიროიბებში უხვად იყვავილოს, უნდა შეუქმნათ სათანადო პირობები.
განათება: ძალიან მომთხოვნია განათებისადმი.ორქიდეების უმეტესობას ხანგრძლივი და მუდმივი განათება სჭირდებათ მთელი წელი. ზამთარშიიმაზე მეტიც კი სჭირდება, ვიდრე ზაფხულში, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თაკარამზეზე დიდხანს ვერ გაძლებენ, ჰიბრიდული მცენარეები უფრ გამძლეა, თუმცა სწორი განათებისრეჟიმი იმათაც სჭირდებათ.
მორწყვა: მცენარეს უყვარს მაღალი ტენიანობა.განსაკუთრებით აქტიური ზრდისას. ტენი მას ვერ დააზიანებს, რადგან სუბტროპიკებში ესმისი ბუნებრივი გარემოა. მორწყვა უხვად სჭირდება. მოსვენების ეტაპზე კი მორწყვას ცვლიანრეგულარული დანამვით.
ტემპერატურა: მოსწონს შედარებით სიგრილეშიყოფნა. ასევე ესაჭიროება დღე-ღამური ტემპერატურული ცვლილებაც 8-10 გრ ფარგლებში. მოსვენებისეტაპზე, ყვავილობამდე ან მის მერე, ტემპერატურა არ უნდა ასცდეს 10-13 გრ ს
იმის გამო, რომ დაბალი ტემპერატურა სჭირდება, ბევრი უარს ამბობდა მასზე ადრე, მაგრამბოლო დროს ახალი ჰიბრიდების წყალობით შესაძლებელი გახდა ამ მცენარის გამრავლება სახლისპირობებში.
ნიადაგი: ციმბიდიუმისთვის სასურველია ასეთიშემადგენლობის გრუნტი - ფიჭვის ქერქი, გვიმრის ფესვები, ხავსი- სფაგნუმი. ჩვეულებრივმიწაში ფესვები ლპობას დაიწყებს, რადგან არასაკმარისია აერაცია. რაც მეტი ჰაერი ხვდებასუბსტრატში, მით ნაკლებ სავარაუდოა ფესვების ზედმეტად დატენიანება, ასევე სოკოს გამრავლება.ჟანგბადი მიწაში უზრუნველყოფს მცენარის კარგ კვებას იმ აზოტით, რაც ჰაერშია.
კვება: ვეგეტაციურ პერიოდში 1-2 ჯერ სჭირდებასასუქი - დასაწყისში და ბოლოში. სასუქი უნდა იყოს სპეციალურად ორქიდეებისთვის, ან უნივერსალურიუნდა გაზავდეს 2ჯერ მეტად, მითითებულზე.
მცენარეს კვებავენ მხოლოდ მორწყვის მერე. აზოტიანი სასუქი ცოტა უნდა იყოს, განსაკუთრებითზამთარში, ყვავილობის ან მოსვენების ეტაპის წინ.
თუ მცენარე დაავადდა, კვება არაფრით შეიძლება - ეს უფრო გააუარესებს სიტუაციას და მცენარემოკვდება.
გადარგვა: სწორ პირობებს თუ შეუქმნით,მცენარე სწრაფად გამრავლდება და გადარგვა მალე დასჭირდება, რომ ახალი ფსევდობულბებიცდაფესვიანდეს. ახალი ქოთანი 3ჯერ ფართო უნდა იყოს წინაზე, სიღრმე არც ისე მნიშვნელოვანია.
გადარგვისას - მცენარე ფრთხილად უნდა ამოიღოთ. უნდა მოაშოროთ ძველი ქერქები, მომპალიდა დაზიანებული ფესვები, მერე უნდა დაუშავდეს გააქტივებული ნახშირის დაფხვნილი აბებითან დარიჩინით. მერე ირგვება ახალ ქოთანში ისე, რომ მიწაში იმაზე ღრმად არ ჩაფლათ ბულბები,ვიდრე წინაში იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარის მწვანე ნაწილი ლპობას დაიწყებს.გადარგვის მერე რამდენიმე დღე არ რწყავენ. თუ ტემპერატურა მაღალია გარემოში, ფოთლებსუნამავენ.
გამრავლება: უმეტესად ბუჩქის დაყოფით ხდება გადარგვისას. დედამცენარე არ უნდა დაზიანდეს, ფრთხილად აშორებენ 3 ახალგაზრდა ფსევდობულბას, რადგან2 ს უნდა ჰქონდეს ფესვები, რომ მესამე გამოკვებონ, სანამ მას საკუთარი ფესვები არ ექნება.გარკვეული პერიოდის მერე დედა მცენარეზე ისევ გაჩნდება ახალგაზრდა ნაზარდი.
მცენარე სხვა მეთოდებითაც შეიძლება გამრავლდეს, მაგრამ ამისთვის სპეციალური პირობებიასაჭირო, რაც სახლში რთული მოსაწყობია.
ყვავილობა: მცენარეს უამრავი ჰიბრიდი აქვს,ეფექტური ყვავილებით, რაც რამდენიმე თვე გაგახარებთ.
არსებობს სტანდარტული ჰიბრიდი - 150სმ სიმაღლის, 7-10 სმ დიამეტრის ყვავილებით. მათაუცილებლად სჭირდებათ გრილი გარემო
მინიატურული ჰიბრიდები - 30-60სმ სიმაღლის. ყვავილი 3-7 სმ დიამეტრის. უკეთ ეგუებაჩვეულ, ოთახის პირობებს.
ყვავილის ფერი უამრავია, ბუნებაში მხოლოდ ცისფერ-ლურჯ სპექტრს ვერ ნახავთ.
სახეობები: დღეს ბუნებრივ ციმბიდიუმს მაღაზიებშივერ ნახავთ. აქ ჰიბრიდებია ძირითადად:
ებერნუმის - მოყვითალო - თეთრი 7 სმ დიამეტრის ყვავილებით, სწორმდგომი საყვავილე ღეროთიზამთარში, ესაჭიროება სიგრილე, ყვავილს სასიამოვნო სურნელი აქვს, საყვავილე ღეროზე2 ყვავილია.
ტრეისის - მოწითალო-ყავისფერი ყვავილი აქვს, კრემისფერი ფურცლებით, ზედ წითელი ლაქებით.ყვავილობს შემოდგმის დასაწყისში.
ალოესმაგვარი - ოთახში სჭირდება ზომიერი ტემპერატურა.ფოთოლი უხეში და ქამრისებურია. საყვავილე ღერო ძირს დახრილი, 50 სმ სიგრძის, ყვავილიჭრელი, მუქი ფერის, ღია ფერის არშიით. ყვავილობა გრძლდება გაზაფხულიდან შემოდგმამდე.ურჩევნია ხის ქერქზე გაზრდა.
ჯუჯა - შედარებით იშვიათია, ეფექტური. საყვავილე ღერო არც ისე დიდია - 12 სმ მდე. ყვავილი10 სმ დიამეტრში ფერი - წითელ - ყავისფერი, ყვითელინაპირით. ყვავილობს ზამთარში.
დაავადებები: თუ ოთახში მშრალი ჰაერია,ადვილად ეტანება აბლაბუდა ტკიპა. ფოთოლი ფერმკრთალდება. აუცილებლად სჭირდება დანამვადა ფოთლების ლუდით გაწმენდა.
ტრიპსები - სხვა მცენარეებიდან ადვილად გადადის. ციმბიდიუმი მალე ამთავრებს ყვავილობას.ტრიპსებს ებრძვიან ინსექტიციდებით.
ფესვების ლპობა - ასე ხდება, თუ  მცენარე სიგრილეშიჭარბად ირწყვება ან სუბსტრატი  არასწორადააშერჩეული. ამ შემთხვევაში მცენარეს იღებენ სუბსტრატიდან, აშორებენ მომპალ ფესვებს,ავლებენ დარიჩინში ან დაფხვნლ ნახშირში, აშრობენ და მერე რგავენ ახალ სუბსტრატში, ირწყვებაპირველი ფესვების გამოტანის მერე. მანამდე ფოთლებს ნამავენ.
თუ ფოთლის წვერები გამუქდა ან გაყვითლდა, პრობლემა ფესვებშია და გულდასმით დათვალიერება სჭირდება. თუ ფოთლებზე მუქი ზოლებია, ეს ვირუსული ინფექციაა, ასეთ შემთხვევაში  მცენარეს ვერ შველიან.
ციმბიდიუმი ეფექტური მცენარეა, რომელიც სწორი მოვლისას დიდხანს იცხოვრებს და იყვავილებსმრავალი წელი.

 

Loading the player...
31 January 0 5 452

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно