გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ფუნგიციდები

მცენარეთა დაცვისთვის ხშირად ხმარობენ ქიმიურ პრეპარატებს.მათ პესტიციდები ჰქვიათ და რამდენიმე ჯგუფად იყოფა:
 - ინსექტიციდები - მწერებთან საბრძოლველად
-  აკარიციდები - მცენრეული ტკიპების წინაამდეგ.
 - ფუნგიციდები - სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
 - ბაქტერიციდები - ბაქტერიული დაავადებებისწინაამდეგ.
 - ნემატიციდები -  ნემატოდებთან საბრძოლველად.
ფუნგიციდების გამოყენება: ფუნგიციდებიბევრნაირია:
აგატ - 25 კ - ბიოლოგიური პრეპარატი მოსავლის ასამაღლებლად და მცენარეთა დასაცავად.ზრდის თესლის ამოსვლისუნარიანობას, აძლიერებს ფესვებს, წარმატებით იყენებენ როგორც ბაღში, ისევე სახლის მცენარეებისთვისაც.მსუბუქი სასუქიც არის. შეიცავს მიკრო - დამაკროელემენტებს. გამოშვებულია პასტის სახით 10 გრ ბოთლებში ხსნიან 3ლ წყალში ერთ საზომკოვზს და ამით ასხურებენ მცენარეს 20 დღიანი ინტერვალით 3-4 ჯერ.
ალირინი ბ - იყენებენ ნაცარა სოკოთი, ცრუფარიანით, დაზინებისას ნაცრისფერი დათეთრი ლპობის, ფიტოფთოროზის, ანთრაკნოზის, ალტერნარიოზის, ფესვის და ღეროს ლპობის,ჟანგა სოკოთი დაავადების დროს. ნორმა: 2 აბი 10 ლ წყალზე მოსარწყავად და 2 აბი 1 ლზე დასანამად, ინამება ერთკვირიანი ინტერვალებით 3 ჯერ.
ბაქტოფიტი - იცავს მცენარეს ნაცარა სოკოსგან - მიხაკს, ვარდს, დეზურას, მოცხარს,ხურტკმელს. ეფექტი ძლიერდება სიგრილეში ხშირი წვიმების დროს, მაგრამ მცენარე უნდა დამუშავდესმინიმუმ ერთი დღით ადრე წვიმამდე, იმეორებენ 4-6 დღეში.
ბორდოს სითხე - ერთერთი ყველაზე ძლიერმოქმედი პრეპარატი სოკოვანი და ბაქტერიულიდაავადებების დროს. მომზადება სახლშიც შესაძლებელია: ჩაუმქრალი კირი 300 გრ,(გამოყენებამდეუნდა ჩაქრეს წყლის დამატებით)  სპილენძის სულფატი 300 გრ, ცალკ-ცალკე ჭურჭელში ზავდება 2 -3 ლცხელ წყალში, მერე კი ამატებენ ძალიან ცივ წყალს 10 ლ მდე მთლიანობაში. კირიან ხსნარსწურავენ და მერე სპილენძის სულფატიანს წვრილ ნაკადად ასხამენ მასში და სულ ურევენ.  მიღებულ ნარევს უნდა ჰქონდეს  კარგი ცისფერი შეფერილობა. ამ ნარევში შხამს სპილენძი წარმოადგენს, კირი კი მჟავის გასანეიტრალებელს წარმოადგენს, რომ მცენარეს ფესვები არდაეწვას. ნარევს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ, ინახება მხოლოდ ერთი დღე.
ბრავო - კონტაქტური ფუნგიციდი ფართო სპექტრით, იყენებენ პროფილაქტიკისთვისაც,კარგად მოქმედებს ფოტოფტოროზის და პერონოსპოროზის დროს, დაცვის მექანიზმი მოქმედებს 10-14 დღე. შეიძლება მასთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენებაც. ნორმა 0,6 ლ/ჰა ზე. 2-3 ჯერ ინამება 10 დღის ინტერვალით. აქვს ტოქსიკურობის 2 კლასი
ვიტაროსი - ლპობისგან იცავს ბოლქვებს და თესლს. იყიდება ამპულებში და პატარაბოთლებში. ნორმა - 2მლ 1 ლ წყალზე, ბოლქვებს და თესლს ალბობენ 2 სთ, სამუშაო სითხისხარჯი - 1ლ 1კგ სარგავ მასალაზე.
ვექტრა - იყენებენ სეპტორიოზის, ნაცრისფერილპობის, ნაცარა სოკოს წინააღმდეგ. 0,2-0,3 მლ იხსნება 1 ლ წყალში, ინახება 2 დღე.
გამაირი - ეფექტურია ფიტოფტოროზის, ნაცარა სოკოს, ნაცრისფერი ლპობის, კილის,ფუზარიოზის დროს. ხარჯი - 1 აბი 5 ლ წყალზე მორწყვისას და 2 აბი 1ლ ზე დანამვისას,იმეორებენ 3_ჯერ ერთი კვირის შუალედით.
გლიოკლადინი - გამოიყენება ფესვის ლპობისას,სახლის და ბაღის მცენარეებისთვის. გამოყენება ადვილია - 1-4 აბი ქოთანში ჩითილებისდარგვისას. დაცვის მექანიზმი მოქმედებს 1-1,5 თვე. ეფექტურია ფუზარიოზის, ვერტიცილოზის,ფიტოფტორის დროს.
დისკორი - იყიდება ფლაკონებით ან ამპულებში, აქვს სუსტი სუნი, არაა ფიტოტოქსიკური,თუ დოზას არ გადაამეტებთ. მაქსიმალური კონცენტრაცია - 5 მლ 10 ლ წყალზე. მოქმედებსნაცარა სოკოზე, ნაცრისფერ ლპობაზე, სოკოვან ლაქოვნებაზე, ღეროს და ფესვის ლპობაზე.
მაქსიმი - სისტემური ფუნგიციდი, იყენებენ მიწის დეზინფექციისთვისაც, მცენარესკი იცავს ფესვის ლპობის, ნაცრისფერი ლპობის, ობის და სხვ დაავადებებისგან, უშვებენ2 მლ ამპულებით. ერთ ამპუ;ლას ხსნიან 1-2 ლ წყალში, რწყავენ მიწას ან ნამავენ მცენარეს.ტოქსიკურია ზომიერად ადამიანის და ცხოველისთვის - აქვს მე -3 კლასი. ფიტოტოქსიკურიარაა. ინახება  მომზადებული ხსნარი 24 სთ.
სპილენძის სულფატი - ფუნგიციდი და ანტისეპტიკისახლის და ბაღის მცენარეებისთვის, გამოდგება ბოსტანშიც.
მიკოსანი - იყენებენ სახლის და ბაღის მცენარეების სამკურნალოდ. მისი შემადგენელინივთიერება არღვევს სოკოს და ბაქტერიის გარსს და აჩერებს მათ ზრდას. ანუ კი არ კლავს,მცენარეს აძლევს უფლებას, თავად ებრძოლოს უფრო ეფექტურად.  კარგი ეფექტი აქვს დაავადების დასაწყოსში. ნორმა- 100მლ 2 ლ წყალზე.
ოქსიხომი - კონტაქტურ- სისტემური ფუნგიციდი გამოიყენება პროფილაქტიკისთვისაც.ეფექტურად ებრძვის ფიტოფტოროზს, მაკროსპორიოზს, შავ ბაქტერიულ ლაქოვნებას, სეპტორიოზს,ნაცარა სოკოს. არაა ფიტოტოქსიკური. გამოშვებულია ფხვნილის სახით  4 გრ იან პაკეტებში, ერთი პაკეტი იხსნება 2 ლ წყალში  და ამ ხსნარით ინამება მცენარე 3 ჯერ 2 კვირიანიინტერვალით. აქვს მე 3 კლასის ტოქსიკურობა.
პრევიკური - სისტემური ფუნგიციდი, არ იწვევს სოკოს რეზისტენტობას, იყენებენფესვის და ღეროს ლპობის, ფიტოფტოროზის, ცრუ ნაცარა  სოკოს დროს ვარდზე და სხვა ყვავილებზე. ფესვის ზრდისსტიმულატორიცაა . მაგრამ ზოგ მცენარეს უწვავს ფესვებს, ამიტომ ყურადღებით გაეცანითინსტრუქციას.
კოლოიდური გოგირდი - ინსექტოფუნგიციდია, იყენებენ წყალხსნარის სახით ნაცარა  სოკოს, ანთრაკნოზის, ასკოქიტოზის და ტკიპების წინაღმდეგ. 50-100გრ გოგირდს ხსნიან 10ლ წყალში.
სკორი - სისტემური ფუნგიციდი. იყენებენ ქეცის, ნაცარა სოკოს, ყურძნის სიდიუმისდა სხვა დაავადებების დროს. 2-5 მლ იხსნება 10 ლ წყალში, დაცვის მექანიზმი მოქმედებს2 კვირამდე. ეფექტი არ აქვს, თუ გაჩნდა სოკოს სპორები. ამუშავებენ მცენარეს 4 ჯერ.ნაკლებტოქსკურია ადამიანის და ცხოველისთვის.
ტოპაზი - სისტემური ფუნგიციდი გამოიყენება ჟანგას და ნაცარა სოკოს დროს, ასევენაყოფის ლპობისას. 2 მლ ხსნება 10 ლ წყალში ნაცარა სოკოს სამკურნალოდ და 4 მლ 10 ლზე - ჟანგას დროს. უკეთესია პროფილაქტიკისთვის პირველადი ინფექციის დასათრგუნად, ეფექტივლინდება დამუშავებიდან 2-3  საათში, იმეორებენ7-14 დღეში.
ტრიქოდერმინი - ბიოლოგიურად აქტიური საშუალება. თრგუნავს 60 მდე მიწის პათოგენურიბაქტერიების მოქმედებას, რომლებიც იწვევებ ფესვის და ნაყოფის ლპობას, თესლის ინფექციებს,მაკროსპორიოზს, ფუზარიოზს, ფიტოფტოროზს. იგი ასტიმულირებს მცენარის ფესვით კვებას,ზრდისთესლის ამოსვლისუნარიანობას. გამოშვებულია ფხვნილის სახით 10 გრ იან პოაკეტებში. გამიიყენებაწყალხსნარის სახით. თესლის დასალბობად მზადდება სუსპენზია 10 გრ - 1ლ წყალზე. მოსარწყავადასევე ამ ხსნარს იყებენ,  დასანამად კი 10 გრ- იხსნება 5 ლ წყალში. პროფილაქტიკისთვის ფხვნილის სახით დანის წვერზე შეაქვთ ქოთნისმიწაში. ასევე იყენებენ კალმის დასაფესვიანებლად წყალში, ისეთ მცენარეებზე, რომლებიცადვილად ლპება. მაგ, სენპოლია.  დამზადებულიხსნარი ინახება მაცივარში 5 გრ ზე ერთ თვემდე. გამოყენების წინ უნდა გათბეს ოთახისტემპერატურამდე.
ფუნდაზოლი - სისტემური ფუნგიციდი ლაქოვნების, ნაცარა სოკოს წინააღმდეგ, უშვებენ10 გრ იან პაკეტებში. ერთ პაკეტს ხსნიან 10 ლ წყალში. ნამავენ ფოთლებს, პრეპარატი ტოქსიკურიაადამიანის და ცხოველისთვის . აქვს მე 2 კლასი. ბევრს იგი მიაჩნია ყველაზე ეფექტურ საშუალებად სოკოვანი დაავადებების დროს,ზოგი კი ამტკიცებს მის უვარგისობას შხამიანობის გამო.
ფიტოლავინი - ბიოფუნგიციდი, ნაწლავური და სისტემური ქმედების ანტიბიოტიკია.ეფექტურია ლპობის ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების დროს - ჩითილების „შავი ფეხიდან“ დაწყებული ბაქტერიული დამწვრობით დამთავრებული. მას ასევე წარმატებით იყენებენ კიტრსადა პომიდორზე სათბურსა თუ ღია გრუნტში. ეფექტურია ორქიდეებზეც, მაგრამ გარკვეული თვისებებითაცხასიათდება, ამიტომ ყურადღებით უნდა გაეცნოთ ინსტრუქციას.
ფიტოსპორინ -მ - ბიოფუნგიციდია, არვნებს მცენარეს, ნაკლებტოქსიკურია ადამიანისთვის, გამოშვებულია პასტის, ფხვნილის ანსითხის სახით. დდხანს ინახება და ეკონომიურია. იყენებენ მოყვავილე მცენარეების, მსხმოიარედა მზარდი მცენარეებისთვის, რწყავენ ხეებს, ბუჩქებს ან ნამავენ მათ, ალბობენ თესლსდა ნერგების ფესვებს მასში, ასევე იყენებენ სათბურის მიწის მოსამზადებლად დარგვისთვის,ბოლქვების, გორგლების და ფესურების შენახვის წინ მათ დასამუშავებლად
ხომი - გამოიყენება დეკორატიული მცენარეების, ხეხილის და ბოსტნეული კულტურებისდაავადებების - ფიტოფტოროზის, მაკროსპორიოზის, ცერკოსპოროზის, ანთრაკნოზის, ბაქტერიოზის,ჟანგას, ლაქოვნების, სიხუჭუჭის წინააღმდეგ. ნორმა - 40 გრ 10 ლ წყალზე, იმეორებენ2-3 ჯერ. აქვს ტოქსიკურობის მე 3 კლასი.
ფუნგიციდებთან მუშაობის უსაფრთხოების ტექნიკა: არ შეიძლება საკვებისთვის გამოსაყენებელი ჭურჭლის ხმარება ხსნარების მოსამზადებლად.არ შეიძლება ჭამა, დალევა, მოწევა, ახლოს არ უნდა იყვნენ ბავშვები, ცხოველები, აკვარიუმი,.თუ ბევრი მცენარეა დაზიანებული, დამუშავების მერე აუცილებელია ახლომდებარე საგნებისგაწმენდა - ფანჯრების, რაფის, კაფელ-მეტლახის. ვისაც ალერგია აქვს,  ან კანის დაავადებები, პრეპარატებთან უნდა იმუშაონხელთათმანებით  და მარლის ნიღბით. მუშაობისდასრულების მერე კი ხელ-პირი კარგად უნდა დაიბანონ და ტანსაცმელი და ინვენტარი საპნიანიწყლით გარეცხონ.  ფუნგიციდებს ინახავენ მშრალად,ბავშვების და ცხოველებისგან შორს.
თუ შემთხვევით მოხვდა ორგანიზმში ფუნგიციდი, უნდა დალიოთ რამდენიმე  ჭიქა წყალი, გამოიწვიოთ ღებინება, მერე კი მიმართოთექიმს.

08 November 0 15 063

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно