ალოკაზია

ალოკაზია მრავალწლიანი,მარადმწვანე,ტროპიკული მცენარეა. არსებობს მისი 70-მდე სახეობა,იგი არმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.მისი სამშობლოა ავსტრალიის,აზიის,ცენტრალური და სამხრეთ  ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეები. იზრდება ტყიან ან ჭაობიან ადგილებში,ხანდახან გვხვდება კდეებზეც.

ალოკაზიას აქვს მსხვილი ღერო,როგორც წესი -ჰორიზონტალურად მზარდი,მაგრამ ხანდახან გვხვდება წაგრძელებული და მცოცავი ფორმაც, რომელსაც მსხვილი და მოკლე ფესვები აქვს,ბოლქვების მსგავსი.სახლის ბინადარი ალოკაზიას სიმაღლე 40 სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე აღწევს,ფოთლის ღეროები გრძელი აქვს ,ფოთლები მკვრივი და ტყავისებურია,გამოკვეთილი ღია ფერის ძარღვებით,მათი სიგრძე 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდეა.ოთახის პირობებში ალოკაზია იშვიათად ყვავის.საყვავილე ღეროს სიგრძე 30 სმ-ია,ტარო-ყვავილედი მოვარდისფრო-მოთეთრო ან მომწვანო-მოთეთროა.

ფლორისტები ალოკაზიას დამსახურებულად მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მცენარედ დეკორატიულფოთლიან მცენარეებს შორის.ზრდასრული ეგზემპლარები , რომელთა სიმაღლე რამდენიმე მეტრია, შესანიშნავი დეკორია ფართო,მაღალჭერიანი შენობებისთვის, სასტუმრო და მისაღები ოთახისა თუ ზამთრის ბაღებისათვის.

ალოკაზია ძალიან შხამიანი მცენარეა.ზოგიერთ სახეობას,კერძოდ, დიდფესვიანს საჭმელად ვარგისი ფესვები აქვს,მაგრამ მათი უმეტესობა ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს,მცენარის წვენი იწვევს ენის და საყლაპავის  შეშუპებას.ამის მიუხედავად ჩინურ მედიცინაში ზოგიერთი სახეობის ალოკაზიის წვენი გამოიყენება კუჭის  და კბილის ტკივილების დროს,პნევმონიის და ტუბერკულოზის სამკურნალოდ.დაქუცმაცებული ბოლქვები კი შეშუპეპულ ადგილებზე დასაფენად გამოიყენება.

ალოკაზიას პოპულარული სახეობები

სპილენძისფერ-წითელი ალოკაზია  (Alocasia cuprea)-საშუალო ზომის და ოთახის პირობებთან კარგად ადაპტირებადი მცენარეა.ალოკაზიებს შორის ყველაზე დეკორატიულად ითვლება.ღერო მსხვილია და მოკლე-10 სანტიმეტრამდე სიგრძის,მისი ფოთლები საშუალო ზომისაა 35 სანტიმეტრამდე,გულის ფორმის,გასაოცარი სილამაზის შეფერილობით: ქვემოდან იასამნისფერი,ზემოდან მომწვანო-სპილენძისფერი რომელსაც მეტალის შეფერილობა დაჰკრავს.მცენარე შეიცავს შხამიან წვენს, რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებას,ამიტომ მას უმჯობესია ხელთათმანებით შევეხოთ და მუშაობის შემდეგ კარგად დავიბანოთ ხელები.

მსხვილფესვება ალოკაზია (Alocasia macrorhiza Schott) სინონიმებია: Alocasia indica, Arum indicum, Arum macrorrhizon და სხვა.ამ ალოკაზიის ღერო ზოგჯერ 2 მეტრამდე აღწევს,ფოთლის ღეროების სიგრძე კი 1 მეტრამდე.ფოთლები საკმაოდ მოზრდილია კვერცხისებურ-გულისებური ფორმის,დამახასიათებელი დიდი თეთრი ლაქებით.ეს საკმაოდ მოზრდილი მცენარე ოთახისათვის არ გამოდგება,უმჯობესია მოვათავსოთ ფართო ოფისსა და ორანჟერეებში. ტროპიკებში იგი ცნობილია, როგორც საკვებად ვარგისი მცენარე მისი ბოლქვბის გამო,მათ აგრეთვე სამკურნალო თვისებები გააჩნიათ,მაგრამ უნდა გათვალიწინებული იქნეს, რომ მისი  ფოთლების და ღეროების წვენი შხამიანია,რომელიც სინილის მჟავას შეიცავს.ჭრელფოთოლა ჯიში შედარებით მომცრო ზომისაა და ფოთლებზე დიდი თეთრი ლაქები აქვს.

Alocasia cucullata. მისი სამშობლოა ჩინეთი,ინდოეთი და შრი-ლანკა.ამ სახეობის ალოკაზიას სიმაღლე 60 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდეა.ღერო მსხვილი _ დიამეტრით 3-6 სმ.ფოთლის ღეროები 40 სანტიმეტრამდე,ფოთლები მოზრდილი და პრიალაა,მკვეთრი ან მუქი მწვანე შეფერილობის,გულისებრი ფორმის,სიგრძით 25-40 სანტიმეტრი.ყვავილობენ მხოლოდ დიდი,ზრდასრული მცენარეები,რომელთაც საკმაო რაოდენობის ფოთლები გააჩნიათ.საყვავილე ღერო 20-30 სმ. სიმაღლისაა,ყვავილედის ფურცელი ხორციანია,ტარო ყვავილედი მოკლეა.ყვავილობის შემდეგ ვითარდება  ბურთის ფორმის ნაყოფი,6-8 მმ,დამწიფებისას იგი წითლდება,მაგრამ საკმაოდ იშვიათ შემთხვევებში ყალიბდება.ჩინეთში მისი ყველა ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ და საკვებადაც.

სუნიანი ალოკაზია(Alocasia odora) იზრდება ჰიმალაის მთებსა და ფილიპინებზე.ამ ბალახოვან მცენარეს პრაქტიკულად ბოლქვისმაგვარი ფესვები აქვს.მსვილი ტოტები 1 მეტრამდე სიგრძეს აღწევს.ფოთლები ტყავისებური და ხორციანი აქვს,რის გამოც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება.ფოთლების სიგრძე 1 მეტრს,ხოლო სიგანე 80 სანტიმეტრს აღწევს.ოთახის პირობებში საკმაოდ იშვიათად ყვავილობს,ხოლო მის წვრილ ყვავილებს გააჩნიათ სპეციფიკური სუნი.მედიცინაში მისი ყველა ნაწილი გამოიყენება.

ალოკაზია სანდერა (Alocasia sanderiana) გავრცელებულია ფილიპინების  კუნძულების ტენიან,ტროპიკულ ტყეებში,ზღვის დონიდან 600 მეტრზე მეტ სიმაღლეზე.ამ სახეობის ალოკაზიას მოკლე და ბოლქვისმაგვარი ფესვები აქვს,ფოთლები წაგრძელებული,მწვანე მეტალისებული შეფერილობის,ფოთლის ნაპირებს დასდევს თეთრი ხაზები.

ამაზონის  ალოკაზია (Alocasia amazonica) ერთ-ერთი ჰიბრიდული ფორმაა,ხშირად ერევათ ალოკაზია სანდერაში ,რაც არასწორია.ფოთლები მუქი მწვანე აქვს,რომლებზეც მკვეთრად გამოხატულია თეთრი ძარღვები,სიგრძით 40-50 სანტიმეტრს აღწევს.საყვავილე ღეროს სიგრძე 20 სანტიმეტრია ,რომელზეც ვითარდება მოთეთრო- ვარდისფერი ტარო ყვავილედი,მისი ფურცელი მომწვანო ფერისაა,სიგრძით 20 სმ. და სიგანით 10 სმ.სახლის პირობებში ნაყოფს თითქმის არასოდეს ინვითარებს.

ალოკაზია ლოუ (Alocasia lowii Hook) ბინადრობს მალაიზიასა და ბორნეოზე.სიმაღლეში აღწევს 1 მეტრს,აქვს საკმაოდ მოკლე ღერო,ივითარებს მიწისქვეშა ფესვოვან ამონაყარებს.ფოთლები განლაგებულია გრძელ ღეროებზე,აქვს ოვალური ან ისრისებური ფორმა,ზემოდან ერთფეროვანი მწვანე ან თეთრი ძარღვებით გამოხატული შეფერილობა აქვს,ქვემოდან კი მელნისფერ-იასამნისფერია.

რეჯინულის ალოკაზია (Alocasia reginula) მისი სამშობლოა ბორნეო. გვხვდება სხვადასხვა სახეობის:Alocasia ''Black Velvet''-ს აქვს ხორციანი ღერო 10 სმ სიგრძის,ფოთლების ფორმა გულისებული ან კვერცხისებურია 35 სანტიმედრამდე სიგრძის და 20-25 სანტიმეტრამდე სიგანის,ხავერდოვანია, ზემოდან მუქი ბორდოსფერია თეთრი ძარღვებით და ქვემოდან მწვანე.ეს სახეობა შედარებით უფრო ხშირად ყვავის სახლის პირობებში, ვიდრე სხვები.ივითარებს მოთეთრო ვარდისფერ ყვავილებს ,რომელთა სიგრძე 10 სანტიმეტრია.

26 January 0 3 964
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно