გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ბენჟამინის ფიკუსის დაავადებები

ფიკუსი, როგორც სხვა მცენარეები, ზოგჯერ ავადდება ანხდება მავნებლების სამიზნე. იგი ხშირად ავადდება ფესვის ლპობით, ფოთლის ლაქოვნებით,მასზე ხშირად გავრცელებულია აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა და ცრუფარიანა, ასევე ავადდებაიგი არასწორი მოვლის გამოც.
ფიკუსს ხშირად უყვითლდება და ცვივა ფოთოლი. მიზეზი რამდენიმეა.
რატომ ცვივა ფოთოლი: 
ტემპერატურა: მას არ მოსწონს ტემპერატურისმკვეთრი ცვლილება, ცუდად რეაგირებს სიცივეზეც და სიცხეზეც. 17 გრ ს დაბლა და 25 გრს ზემოთ, შეიძლება დასცვივდეს ფოთოლი.
ჰაერის ტენიანობა: მას მოსწონს ტენიანიჰაერი, მისი დაქვეითებისას ფოთოლი უყვითლდება და ცვივა, მცენარეს სჭირდება ხშირი დანამვა.
მორწყვა: ჭარბი მორწყვაც და წყლის დაკლებაცასევე იწვევს ფოთოლცვენას. იმის დასადგენად, სჭირდება თუ არა წყალი, მიწაში უნდა ჩაარჭოთჩხირი. თუ სველია მიწა 2-4 სმ ზე ზედაპირიდან, მორწყვა სჭირდება.
კვება: სასუქის მეტ-ნაკლებობაც ასევე მოქნედებსფოთლებზე და ზოგადად, მთელს მცენარეზე.
დაავადებები:
ფესვის ლპობა: მიზეზი სოკოვანი დაავადებაა.ფესვი მცენარეს ულპება სისტემატური გადაჭარბებული მორწყვის გამო, ამიტომ ეს დაავადებაძირითადად არასწორი მოვლის გამო ჩნდება. თუ ქოთანში მყოფ მიწას ზემოდან ქერქი უჩნდება,დაავადება კიდევ მეტად პროგრესირებს ჟანგბადის ნაკლებობის გამო.
ფიკუსს ფოთოლი უყვითლდება, უჭკნება, მერე უშავდება და ცვივა. მცენარე კვდება. დაავადებისმკურნალობა შეიძლება, ოღონდ დასაწყისში. ფესვს ქირურგიული გზით მკურნალობენ .
 - მკურნალობა - მცენარეს იღებენ მიწიდან, ფრთხილადფერთხავენ მიწას და ათვალიერებენ ფესვებს. თუ ფესვები დარბილებული და გაშავებულია,მცენარეს არაფერი ეშველება და გადასაგდები ხდება. თუ ფესვების უმეტესობა თეთრი და მკვრივია, მცენარის გადარჩენა კიდევ შესაძლებელია, -  მცენარეს აჭრიან გაფუჭებულ ფესვებს, ვარჯსაც ამოკლებენ,აშორებენ დაზიანებულ ტოტებს და ფოთლებს იმავე რაოდენობით , რაც ფესვებს, ეს იმისთვის კეთდება, რომ მცენარემ შესძლოს მთელი ძალა მიმართოს გაჯანსაღებაზე და არა დიდი ვარჯისშენარჩუნებაზე. მერე ახალ ქოთანში რგავენ ახალ მიწაში და რწყავენ ფუნგიციდით.
ქოთანს დებენ  ნთელ ადგილზე და მორწყვას იწყებენმას მერე, რაც ახალ ფოთლებს გამოუშვებს. ამის მერე უფრო ფრთხილად უნდა მორწყათ მცენარე,რომ განმეორება თავიდან აიცილოთ.
ფოთლის ლაქოვნება: ესეც არასწორი მოვლისშედეგია. მცენარე კარგად უნდა დაათვალიეროთ მიზეზის დასადგენად, ცუდი მოვლის  გარდა, მიზეზი შეიძლება იყოს ანტრაკნოზი და ცერკოსპოროზი.
დაავადების ნიშნები - ფოთლის წვერებში,კიდეებში ან მთელ ფირფიტაზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, ფოთოლი ხმება და ცვივა. უყურადღებობის გამო მცენარე შეიძლება სერიოზულად დაავადდეს და ვარჯის დიდი ნაწილი დაკარგოს.
დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კიდევ მაღალი ტემპერატურა,ჰაერის  სიმშრალე და სასუქის სიჭარბე.
 - მკურნალობა - მარტივია: დასწიეთ ტემპერატურა,ასწიეთ ჰაერის ტენიანობა და შეწყვიტეთ კვება.
ანტრაკნოზი: სოკოვანი დაავადებაა, რაც ასევე იწვევს ფოთლის დალაქავებას, მაგრამ ეს ლაქები სხვაგვარია. მუქი ყავისფერი, მერეწყლულდება და თუ დროზე არ უმკურნალებთ, მცენარე მალე მოკვდება.
 - მკურნალობა -  დაზიანებულ ფოთლებს აშორებენ, მცენარეს რამდენჯერმეამუშავებენ ფუნგიციდით, დაბლა სწევენ ჰაერის ტენიანობას, ამცირებენ მორწყვასაც.
ცერკოსპოროზი: ესეც სოკოვანი დაავადებაა და მომატებული ჰაერის ტენიანობისას ჩნდება.
ნიშნები - ფოთლის ქვედა მხარე იფარება წვრილი შავი წერტილებით, ფოთოლი ყვითლდება დაცვივა, თუ არ უმკურნალებთ, მცენარეც მოკვდება.
 - მკურნალობა-დაზიანებულ ნაწილებს აშორებენდა მცენარეს ამუშავებენ ფუნგიციდებით, ოთახში ჰაერს ხშირად ანიავებენ, მცენარეს კინაკლებად რწყავენ.
მავნებლები: ყველაზე ხშრად ემტერება ფარიანა,ცრუფარიანა და აბლაბუდა ტკიპა.
ფარიანა - მის  ტკბილ გამონაყოფზე ხშირად  მურა სოკო ჩნდება, რაც დამატებით სირთულეს ქმნის.მწერი შავი ან მუქი ყავისფერია. ახალგაზრდა ინდივიდი რბილი და ღია ფერისაა. მას მცენარის ნებისმიერ ნაწილში ნახავთ. იკვებება ფიკუსის წვენით, რის გამოც ფოთოლი  ფერს ჰკარგავს და ცვივა.
 - ბრძოლა - რთულია, რადგან მწერი გარედან დაფარულიაჯავშნით. კარგად კონცენტრირებულ საპნიან ხსნარს ამზადებენ და მთელ მცენარეს ამუშავებენ.იყენებენ ასევე აქტეკლიკს ინსტრუქციის შესაბამისად. თუ მწერი ბევრია, სჯობს მცენარეგაისხლას. მწერის მოშორების მერე იწყებენ ბრძოლას მურა სოკოსთან.
მურა სოკო - წარმოადგენს შავ ნადებს ფარიანას გამონაყოფზე, იგი ხელს უშლის მცენარესსუნთქვაში, აფერხებს ზრდას.
 - ბრძოლა -  ადვილია. სუსტი საპნიანი ხსნარით უცებ შორდება მცენარეს.
ცრუფარიანა - წვრილი თეთრი ფერის მოგრძო მწერია, სახლდება მცენარის ფოთლებზედა ღეროზე.
 - ბრძოლა -  ჯერ აშორებენ მწერს მექანიკურად, მერე მცენარესამუშავებენ საპნიანი წყლით, ან იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს.
აბლაბუდა ტკიპა - მცენარის ღერზე ჩნდება წვრილი ქსელი, ფოთლებზე მარმარილოსებრიწერტილები, მწერის დანახვა რთულია, მისი მცირე ზომის გამო, დაზიანებული ფოთოლი ყვითლდებადა ცვივა, თავად მცენარე ავადმყოფურ იერს იძენს, ცუდად იზრდება, შეიძლება გახმეს კიდეც.
 - ბრძოლა - ზრდიან ჰაერის ტენიანობას ოთახში,მცენარეს ამუშავებენ საპნიანი წყლით. თუ არ შველის, მერე იყენებენ აქტელიკს. 
02 October 0 21 088

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно