დედოფლის ყვავილი - ნასტურცია
ადრე ძალიან პოპულარული იყო ეს მცენარე და უამრავ ეზოში,ბაღში თუ სახლში ნახავდით. დღეს მისი პოპულარობა ოდნავ შემცირებულია, თანაც სრულიადუმიზეზოდ, რადგან მას დიდი მოვლა არ სჭირდება და ყოველგვარ ნიადაგს კარგად ეგუება.მცენარელიანაა და ყვავილობის დროს მშვენიერი სანახავია. ყვავილობს ადრე გაზაფხულიდან ყინვებამდე.მისი უამრავი სახეობა არსებობს, ზომის, სიხუჭუჭის და ფერის მიხედვით. ცოტა ყვავილსთუ აქვს ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი.იგი სწრაფად მრავლდება, ადვილად ეგუება ნებისმიერტერიტორიას და ცდილობს რაც შეიძლება დიდი ფართობის დაკავებას, ზოგი სახეობა 5 მ ზეცკი ვრცელდება განში.
სახეობები: კანარის ლიანა - არც ისე დიდი, თუმცა კარგად დაბუჩქული მცენარეა. ყვავილი ყვითელია,ფოთოლი კი ფორმით ბავშვის ხელს ჰგავს. მოსწონს კარგად განათებული ადგილი, იტანს სიცივეს,ღამით მისი ყვავილი გაშლილ მდგომარეობაში რჩება.
გარგარის ელფი - ძალიან მკვეთრი ყვავილი აქვს, საკმაოდ დიდი ზომის, მაძღარიწითელი ფერის.
ლიანებს გარდა, არის მისი პატარა ბუჩქისებრი ფორმებიც, რომლებიც რამდენიმე თვეში დარგვიდან ყვავილობს უხვად. პროფესიონალიმებაღეები გირჩევენ მისი სხვადასხვა ფერის სახეობების დარგვას, რაც დიდ მრავალფეროვნებასქმნის ბაღში, თუნდაც მხოლოდ ეს ყვავილი იყოს ჩარგული. ვისაც არ მოსწონს დიდ ზომის ყვავილები,მათთვისაც მოიძებნება ჯუჯა ფორმები - „ინდური პრინცესა“. „ მარწყვი ნაღებში“.
მოვლა: სჭირდება ნოყიერი ნიადაგი, სჯობსდათესვა ღია გრუნტში, როცა მიწა კარგად გათბება. თესლი საკმაოდ მკვრივია, ამიტომ დარგვამდეერთი დღით ადრე ალბობენ თბილ წყალში (50-55 გრ). ითესება კარგად განთებულ და ქარისგანდაცულ წინასწარ გათოხნილ ადგილზე 4-5 სმ სიღრმეზე. ერთ ორმოში 2-3 თესლს დებენ. ბუჩქებს შორის მანძილი 20 სმ უნდა იყოს.
ამოდის 10-14დღეში. სჭირდება რეგულარული მორწყვა, ზოგჯერ კვება მინერალური სასუქით.აქტიური ზრდისას უმატებენ ფოსფორ-კალიუმიან სასუქს. ყვავილობის დაწყებისას ამცირებენმორწყვას მინიმუმამდე, სასუქის მიცემას კი წყვეტენ. ეს პატარა ლამაზი ყვავილი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს ოთახებსაც და სიმყუდროვეს შეჰმატებს მათ.

20 September
0
14 214