გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ნეპენთესი ოთახის პირობებში

ეს მეტად ორიგინალური და საინტერესო მცენარე იკვებებამწერებით. ამიტომ მას სხვაგვარად კიდევ ბუზიჭამიას უწოდებენ.
მისი ფოთლები ქმნიან დოქისმაგვარ წარმონაქმნს, სადაც გროვდება ნექტარი, რაც იზიდავსმწერებს. იგი ჯერ კიდევ იშვიათად გვხვდება მაღაზიებში, მაგრამ თუ სადმე წააწყდებითდა შეიძენთ, უნდა იცოდეთ მისი მოვლის წესები. სწორად მოვლის   შემთხვევაში იგი დიდხანს გაგახარებთ თქვენ და გააოცებსთქვენს სტუმრებს.
განათება: მას მოსწონს მზე. მაგრამ პირდაპირ სხივებს მისი ფოთლები უნდა მოარიდოთ. კარგია, თუ ფანჯარაზე ჩამოაფარებთ თხელ ფარდას,როცა მცენარე დევს ს. ან ს-აღ ფანჯრის რაფაზე. იქ, სადაც ბევრი მზეა, ბევრი „დოქი“ ვითარდება.მცენარედიდხანს ყვავილობს - თითქმის ნახევარი წელიწადი, ზამთარში „დოქები“ ცვივა.
ჰაერის ტენიანობა: საკმაოდ მაღალი უნდაიყოს - 70-90 %. ამისთვის მცენარეს ხშირად ნამავენ. იყენებენ ჰაერის დამტენიანებელხელსაწყოებს. ან მცენარეს ქვეშ დამატებით სადგამს უდებენ, რომელიც ფართეა და წყლითაასავსე. ასევე შეიძლება მასთან ახლოს წყლიანი ჭურჭლის დადებაც. ჰაერი ყვე;ლა ამ შემთხვევაშისაკმად ტენიანდება.
მორწყვა: წყალი უყვარს, მაგრამ ზედმეტადმორწყვას ვერ იტანს.
სჭირდება ნადგამი, ოთახის ტემპერატურის წყალი. ზაფხულში ხშირად რწყავენ - 2 დღეში ერთხელ.ზამთარში იშვიათად. თუ სიგრილეშია, - 16 გრზე.

 უფრო ფრთხილად ირწყვება. კარგი მოვლისას „დოქებში“ დგება სითხე, თუ ასე არ ხდება, მათშიაწვეთებენ გამოხდილ წყალს და ნელნელა ავსებენ 2/3 მდე.
კვება: კარგად რომ გაიზარდოს, ზაფხულში სჭირდება სასუქი.აძლევენ ორქიდეის სასუქს 1:3 გაზავებით თვეში 2 ჯერ. უმჯობესია, თუ ასე გაზავებულ ხსნარსმიასხურებთ ფოთლებს. ასევე შეიძლება თავად „დოქებიც“ კვებოთ ხაჭოთი ან ხორცით თვეშიერთხელ, ასე კვებავენ მათ ნახევარს. მომდევნოთვეში - დარჩენილ ნახევარს..
გასხვლა: გაზაფხულზე ისხვლება მოზრდილი მცენარე. ეს პროცედურაამუჯობესებს მის გარეგნობას და ხელს უწყობს ზრდას.
გადარგვა: აუცილებელია ნიადაგის და ქოთნის სწორად შერჩევა.მიწას ყიდულობენ, რაც ორქიდეისთვისაა საჭირო. ქოთანი უნდა იყოს პლასმასის. კარგია ასევეხავსი - სფაგნუმიც. ქოთნის ძირში ყრიან კერამზიტს,მიწას. მცენარე ძველი ქოთნიდან ფრთხილად ამოაქვთ მიწიანად და გადააქვთ ახალ ქოთანში,მერე ავსებენ მას მიწით და ზემოდან ადებენ ხავსს - ასე ნარჩუნდება საჭირო ტენიანობა.
გამრავლება: მრავლდება ტოტების წვეროებით, მათ აჭრიან ფოთლის ქვეშ. ფარავენ ხავსით და დებენ ქოთანში მზისგან მოფარებულ ადგილზე.ფესვიანდება დაახლოებით 2 თვეში. მერე შეიძლება მისი გადარგვა უკვე მუდმივ ადგილზე.
დაავადებები: უნდა გაითვალისწინოთ, რომიგი არ უნდა დადგათ ნაკლებ განათებულ ადგილზე.
არ სჭირდება ზედნეტი კვება
არ ამუშავებენ ქიმიური პრეპარატებით
არ ზრდიან ხავსში და ტორფში.
მავნებლებიდან ემტერება ბუგრი და ცრუფარიანა. მათი აღმოჩენისას  მცენარეს ამუშავებენ 60 % სპირტში დასველებული ბამბით.მცენარეს ხშირად ათვალიერებენ პროფილაქტიკის მიზნით.  კარგი მოვლით იგი 5 წლამდე ცოცხლობს ოთახის პირობებში.

 
17 September 0 5 373

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно