გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ეპინი - მცენარეების ზრდის რეგულატორი ეპიბრასინოლიდი

ხსნარი. 0.25 გრ/ლ. მცენარეთა ზრდის რეგულატორი,ანტისტრესული ადაპტოგენი,იმუნური სისტემის სტიმულატორი.

ეპინი - უნიკალური პრეპარატია ბიოსტიმულატორებს შორის.მასზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა.ვინც ერთხელ მაინც გამოიყენა ის თავის ბოსტანში ან ოთახის ყვავილებზე,ის მისი მუდმივი თაყვანისმცემელი ხდება.

პრეპარატი აუმჯობესებს ბოლქვების განვითარებას,აუმჯობესებს კარტოფილის ბოლქვების საკვებ ღირებულებას,ასტიმულირებს ფიტოფტოროზის მიმართ მდგრადობას,აქვს თვისება დააქვეითოს მძიმე ლითინის მარილების  და ნიტრატების შემცველობა.პომიდვრის,კიტრის,წიწაკის თესლების დამუშავებისას მატულობს ამოსული ჩითილის რაოდენობა,აძლიერებს არასასურველი გარემო პირობების მიმართ დაცვის უნარს.ვეგეტატიურ პერიოდში მყოფ მცენარეებზე შესხურება აუმჯობესებს კვირტების და ნაყოფის გამოსკვნას,ხელს უშლის მათ დაცვენას,აჩქარებს ნაყოფის მომწიფებას,ამაღლებს დაავადებების მიმართ მდგრადობას.

ეპინი აბსოლუტურად უვნებელია  და არ არის საშიში ფუტკრებისათვის.ის შეუცვლელია სტრესულ სიტუაციებში.

ეპინი - მაღალეფექტური ბიორეგულატორი და სტიმულატორია.ბუნებაში მას შეიცავს ყველა მცენარის უჯრედი.

მცენარეებში სტრესს იწვევს - გვალვა,ხანგრძლივი წვიმები,სინათლის და სითბოს უკმარისობა,მოყინვები,გამოფიტული ნიადაგები,ეკოლოგიური დატვირთვები,არაბალანსირებული კვება,მავნებლების შესევა,ვირუსული და სოკოვანი დაავადებები. ასეთ შემთხვევებში მხსნელად გვევლინება ანტისტრესული ადაპტოგენი,რომელიც მცენარეებს ეხმარება შინაგანი რესურსების მობილიზებაში გარემოს არახელსაყრელი პირობების წინააღმდეგ ბრძოლაში,მათი იმუნიტეტის ამაღლების გზით.

ეპინი უზრუნველყოფს:

თესლის გაღივების და ამოსვლის ენერგიის მატებას.

ჩითილის და ზრდასრული მცენარის დაცვას სინათლის უკმარისობის,მოყინვის,დატბორვის,მავნებლებისა და დაავადებებისაგან.

პესტიციდების მავნე ზემოქმედების ნეიტრალიზაციას,ასევე მძიმე ლითონების მარილების,რადიონუკლეიდების და ნიტრატებისაც.

ყლორტების და ახალი ნაზარდების აქტიურ წარმოქმნას ნაყოფ-კენკროვან კულტურებში.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ნაყოფის შენახვის ვადების გახანგრძლივებას.

მოსავლიანობის გაზრდას არანაკლებ 40-50%-ით.

გამოყენება

1 ამპულა შეიცავს 0.25 მგ მოქმედ ნივთიერებას ერთ მილიგრამში(50-55 წვეთი) და გათვლილია 2-2.5 ჰექტარზე.მომზადებული ხსნარის გამოყენება შესაძლებელია 2 დღეღამის განმავლობაში.

დალბობა. ბოსტნეული კულტურების უმრავლესობა(პომიდორი,კიტრი,ყაბაყი,ბადრიჯანი,წიწაკა,ოხრახუში ,ხახვი) უნდა დალბეს თბილ ანადუღარ (22-23 გრადუსი) ხსნარში (100 მლ-ზე 4-6 წვეთი),18-24 საათის განმავლობაში.სტაფილო,ნიახური,ჭარხალი - 3 წვეთი 100 მლ. წყალზე.

ძირხვენები,ძირები,კალმები - უნდა ჩალაგდეს ხსნარში (1 ამპულა 2 ლიტრ წყალზე) 24 საათის განმავლობაში.

შესხურება

ჩითილები - 7 წვეთი 200 მლ.წყალზე (მეტი ყინვაგამძლეობისათვის მცენარეებს ამუშავებენ 2-3 ჯერ 10 დღის ინტერვალით).

ჩითილები პიკირების ან გრუნტში გადატანის წინ - 7 წვეთი 100 მლ. წყალზე.

სათესი კარტოფილი ერთი დღე-ღამით ადრე უნდა დამუშავდეს ხსნარით - 0.5  ამპულა 200 მლ. წყალზე (ეს ხსნარი საკმარისია 100 ბოლქვისთვის).

ჩითილებისათვის ღია გრუნტში - 1 ამპულა 5 ლიტრ წყალზე (სტაფილოსათვის 5-6 წვეთი 100 მლ-ზე,ჭარხალი 4 წვეთი 100 მლ-ზე).

ბუჩქებს,ხეებს,მარწყვს გაზაფხულზე პირველი ფოთლების გამოჩენის შემდეგ,კვირტებზე - 1 ამპულა 100 მლ წყალზე.

ყველა ნაყოფ-კენკროვან და საბოსტნე კულტურას კვირტების/ყვავილობის/ნაყოფის განვითარების  ფაზაში,ესხურება ფოთლების კარგად დასველებამდე - 1 ამპულა 5 ლიტრ წყალზე.

სტრესულ სიტუაციებში მყოფ მცენარეებს,ყინვების შემდეგ,ძლიერი ქარის დროს,ღამის ყინვების დროს,სიცხისას,ცივი ღამეების შემთხვევაში,ტენიანობის უკმარისობისას,სინათლის ნაკლებობისას და ასე შემდეგ - 1 ამპულა 5 ლიტრ წყალზე.ვირუსული,სოკოვანი და სხვა დაავადებების დროს,დაზიანების,ჭკნობის,მავნებლების შესევის შემთხვევაში - 7 წვეთი 100 მლ. წყალზე ყოველ 5-7 დღეში ერთხელ გამოჯანმრთელებამდე.

მოსავლის აღების შემდეგ შესხურება ხდება მცენარეებზე,ზამთრის დადგომის წინ - ძირითადი სამუშაო ხსნარით.

ეპინის გამოყენების შედეგები:

 თესლი ამოდის სწრაფად.

ჩითილები არ იწოწება,მდგრადია ყინვების,გვალვების და დაავადებების  მიმართ.კარგად იტანს პიკირებას და ღია გრუნტში გადარგვას.

მოყინული ან მომჭკნარი მცენარეები იწყებენ გამოცოცხლებას,ხანდაზმულებ კი ახალგაზრდავდებიან - ამოაქვთ ახალი ყლორტები.

ეპინით დამუშავებულ მცენარეებს არ სცვივა გამოკვანძული ნაყოფი.

პოლიეთილების საფარის ქვეშ მყოფი მცენარეები არ ჩახურდება და არ ემართება ფიტოფტორი.

მოსავლიანობა იმატებს არანაკლებ 1,5-ჯერ,მწიფდება 2 კვირით ადრე,დიდხანს ინახება.

მცენარიდან და ნაყოფიდან გამოიდევნება მძიმე ლითონების მარილები,რადიონუკლიდები,ჰერბიციდები,მცირდება ნიტრატების შემცველობა.

სიფრთხილის ზომები:

მცენარეების დამუშავებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.სამუშაოს შესრულების დროს დაუშვებელია მოწევა,დალევა,საკვების მიღება.მუშაობის შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები საპნით.გამოირეცხეთ პირი.პრეპარატი შეინახეთ მშრალ,გრილ ადგილზე +14 +23 გრადუსზე,საკვებისაგან და მედიკამენტებისაგან მოშორებით,ბავშვებისა და ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.მოარიდეთ ცეცხლს.დაუშვებელია სხვა პრეპარატებთან შერევა.პრეპარატის დამცავი მოქმედება გრძელდება - დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე.იგი უვნებელია თევზებისათვის.არ აბინძურებს ნიადაგს,გრუნტის და მიწისზედა წყლებს.არ ვნებს ფუტკრებს და სხვა სასარგებლო მწერებს.

პირველი დახმარება ეპინით მოწამვლის შემთხვევაში:

პრეპარატით მოწამვლისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! ექიმის მოსვლამდე შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

სასუნთქი გზებიდან მოწამვლის დროს გამოიყვანეთ დაზარალებული საშიში ზონიდან სუფთა ჰაერზე.

კანზე მოხვედრისას - საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ საპნით.

თვალში მოხვედრისას - გამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით ან წყალბადის ზეჟანგის 2%-იანი ხსნარით.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას მიეცით დაზარალებულს აქტივირებული ნახშირი წყალთან ერთად.გამოიწვიეთ ღებინება.

პრეპარატის ნარჩენების და ტარის განადგურება.შემთხვევით დაღვრილი პრეპარატი მოწმინდეთ ქლორიანი ხსარით ან საჭმლის სოდით,მორეცხეთ წყლით.

ხელსაწყოები დაამუშავეთ საჭმელი სოდის ხსნარით და შემდეგ წყლით.გამოუყენებელ,ვადაგასულ პრეპარატს დაასხით ქლორიანი ხსნარი,გააზავეთ დიდი რაოდენობით წყლით და ჩაასხით საკანალიზაციო მილში.

საგარანტიო ვადა - 2 წელი. საშიშროების კლასი - 4.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

17 September 0 12 622

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно