გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ოთახის სამკურნალო მცენარეები

მცენარეები გამოსცემენ სხვადასხვა სურნელს, რაც სასიამოვნოსთანერთად  სამკურნალო თვისებითაც ხასიათდება. იგიდადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ასეთი მცენარეები ბევრია სახლის ყვავილებს შორისაც.
ბალბიფოთოლა - ეს მცენარე აუმჯობესებსძილს, ამცირებს ნევროზს, უხდება ნერვულ სისტემას, ებრძვის ვირუსებს და ბაქტერიებს,სახლში არ აჩერებს ბუზს და კოღოს. ადრე ეს მცენარე თითქმის ყველა ფანჯარაზე იდგა, ახლაცხშირად ნახავთ მას სოფლად - წითელ ბალბიფოთოლას მიაწერდნენ ოჯახის დაცვის უნარს, ვარდისფერიითვლებიდა სიყვარულის სიმბოლოდ.
ლიმონი - ეს მცენარე მართლაც უამრავ სასარგებლონივთიერებას შეიცავს. მისი ნაყოფი ბევრ დაავადებას კურნავს, ასევე სასარგებლოა მისისურნელოვანი ფოთლებიც. მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ იგი გამოჰყოფს 80 მდე სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც ძლიერ ბაქტერიოციდებს წარმოადგენენ და პრაქტიკულადოთახის ჰაერს სტერილურს ხდის. მცენარე აძლიერებს შრომისუნარიანობას, ამცირებს ძილისკენმიდრეკილებას.
პიტნა - მის სურნელს ვერაფერი აურევთ.იგი ამშვიდებს ადამიანს, ადუნებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაღლილობა-დაძაბულობას,აგრესიას. აძლიერებს მადას. მის ყვავილს კი იყენებენ ანთების და ტკივილის საწინააღმდეგოდ.ახალმოკრეფილიმცენარის არომატი აძლიერებს კონცენტრირების უნარს - ეს მეციერულად დადასტურებული ფაქტია.ამიტომ სამუშაო მაგიდაზე ურჩევენ პატარა ქოთნით ამ მცენარის დადგმას.
აბზინდა - ეს მცენარე სარეველად ითვლებადა მას დაუნდობლად თხრიან ეზოებში, მაგრამ მისი მომწარო სუნი ათანაბრებს სახლში ენერგეტიკასდა დადებითისკენ ხრის მას. მისი ყვავილი აძლიერებს მადას და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავსმუშაობას, მაგრამ იგი საკმაოდ ალერგიული მცენარეა.
ვარდი და ჟასმინი - ეს მცენარეები ადამიანსმხნეობას და ენერგიას ჰმატებენ. კარგად ხსნიან დეპრესიას. აუმჯობესებენ თავის ტვინშისისხლის მიმოქცევას და აძლიერებენ მეხსიერებას. დადგით ვარდის ან ჟასმინის პატარა თაიგულისაბავშვო ოთახში - ეს არა მარტო ინტერიერს გაალამაზებს, არამედ სარგებელსაც მოიტანსპატარებისთვის.
როზმარინი - თუ თქვენ ხშირად გაქვთ პრობლემებისასუნთქი სისტემის მხივ - ხშირად ცივდებით, გადაიტანეთ პნევმონია, გაწუხებთ ბრონქიტი,ასთმა - სახლში მიიტანეთ როზმარინის პატარა ბუჩქი. ასეთი ეფექტის გარდა იგი ამაღლებსგანწყობას და დადებით ნოტაზე გადაჰყავს ენერგია.
გვირილა - ყველასთვის ნაცნობი მცენარეა.სხვა სამკურნალო თვისებების გარდა სურნელით ააქტიურებს თავის ტვინს, ცნს ს და ზრდისსამუშაო განწყობას.
ყოჩივარდა - აჩუქეთ ეს მცენარე ადვილადფეთქებად ადამიანს. მისი სურნელი  ზედმეტადემოციურ ადამიანს ეხმარება აკონტროლოს განწყობა, გახადოს მისი ხასიათი უფრო თანაბარი.ამას გარდა, მას ნორმაში მოჰყავს არტერიული წნევაც.
ასე, რომ ლამაზი ყვავილები და თანაც სურნელოვანი, ადამიანებს გაჯანსაღებაშიც ეხმარება.მიიტანეთ შინ ასეთი მცენარეები და გაიუმჯობესეთ მდგომარეობა.
16 September 0 11 638

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно