ძაღლნიორა

საკმაოდ უცნაური მრავალწლიანი მცენარეა და დიდი პოპულარობითსარგებლობს ყვავილების მოყვარულებში.
მას ხშირად ნახავთ ქალაქის ბინებშიც და სოფლად - ღია გრუნტშიც. იგი ორივეგან კარგადხარობს. მცენარეს სხვა სახელიც აქვს - ინდური ხახვი. იგი ხალხურ მედიცინაში კარგადცნობილი მცენარეა მისი სამკურნალო თვისებების გამო.
მცემნარე უპრეტენზიო და ძალიან გამძლეა. მას ხვდებიან ს. აფრიკის ქვეყნებში, სადაცძალიან ცხელა. მინიმალური მოვლითაც კი იგი სწრაფად იზრდება, აქვს ხანგრძლივი და ლამაზიყვავილობა. წვრილი გრძელი ფოთლები უჩვეულო ფორმას აძლევს მცენარეს. ძირში კი ბოლქვია,რომლის ზედა ნაწილი მიწის ზემოთ უნდა იყოს. ეს საშუალებას იძლევა, დააკვირდეთ, როგორიქცევა პატარა ბოლქვი დიდ ბურთად. მცენარის უცნაური ფოთლებიდან იზრდება საყვავილე ღერო,საკმაოდ სწრაფად და საკმაო სიმაღლის, რომელზეც მერე ლამაზი ყვავილები იშლება.
სხვა ბოლქვიანი მცენარეების მსგავსად, არ სჭირდება დიდი მოვლა - მხოლოდ დროული მორწყვადა კვება უნდა, მოყვავილების  შემდეგ კი ფრთხილადთხრიან მიწიდან და ინახავენ ზამთარში გრილად ან მაცივარშიც კი.
ნიადაგი: სახლში იგი კარგად იზრდება ქოთანში,მიწა უნდა  შედგებოდეს ფოთლოვანი, კორდის მიწისდა მდინარის სილისგან - 1:1:2. ქოთნის ძირში პატარა ფენა დრენაჟი აუცილებელია, მიწაშიუნდა ჩაიფლას ბოლქვის ქვედა ნაწილი.
მორწყვა: ზედმეტი წყალი მცენარეს ადვილადალპობს, რწყავენ, როცა მიწის ზედა ფენა კარგად გაშრება, მოსწონს დანამვა, ეს იცავსმას სხვადასხვა დაავადებისგან. ჰაერის დაბალი ტენიანობისას ფოთოლი უყვითლდება და ეხვევა.
ტემპერატურა: სითბოსმმოყვარულია და ზამთარშიარ სჭირდება სიგრილე - 12 გრ ზე დაბლა ავადდება და კვდება.
განათება: მცენარის ნორმალური ზრდა დამოკიდებულიასწორ განათებაზე. მზის დეფიციტი ავადმყოფურ იერს აძლევს მას. კარგია სამხრ ან აღ მხარისფანჯარაზე დადება, ან თუ ამის საშუალება არაა, თვეში ერთხელ ერთი კვირით მაინც უნდაგადადგათ კარგად განათებულ ადგილზე.
კვება: სჭირდება კომპლექსური მინერალურიდა თხევადი ორგანული სასუქი თვეში ერთხელ.
გადარგვა: ახალი ქოთანი ოდნავ დიდი უნდაიყოს წინაზე. გადარგვის მერე იგი ადვილად ეგუება ახალ პირობებს,
გამრავლება: სამი გზითაა შესაძლებელი- შვილეული ბოლქვებით, თესლით და ბოლქვის დაყოფით. პირველი ყველაზე ადვილია.ყვავილობისმერე დედა ბოლქვზე უამრავი პატარა ბოლქვი ჩნდება, მათ ფრთხილად აცალკევებენ და რგავენნამიან მიწაში. 2 კვირაში ახალი ბოლქვები ფესვიანდება, მერე კი ზრდას იწყებს მიწისზედანაწილიც.
სასარგებლო თვისებები და უკუჩვენება: მცენარებევრ დაავადებას შველის. მთავარი თვისება ტკივილსაწინაამდეგოა. მის წვენს იყენებენკომპრესებისთვის თავის, სახსრების ტკივილის, ღრძობის და დაცემისას.  წვენს წურავენ ძველი ფოთლებიდან,  უსმევენ დაზიანებულ ადგილზე და ფუთავენ შალის ნაჭრით 10-15 წთ ით. ძლიერი ტკივილი ამ დროში ქრება. გაციებისას ასევე ამ წვენით ზელენ საფეთქლებს,შუბლს,ლიმფურ ჯირკვლებს, საფეთქელს. მცენარე თამამად შეიძლება დააყენოთ ალოეს, აგავას,კალანჰოე გვერდით სამკურნალო თვისებების მხრივ, იგი ყველა საოჯახო აფთიაქშიც კი უნდაიყოს.
თუმცა აქვს უკუჩვენებაც - ძლიერი ალერგენია. საფრთხილოა მისი წვენის მოხვედრა ლორწოვანგარსზე. თუ ორგანიზმი მას არ იღებს, ეს გამოიხატება წვით, შესიებით, გაწითლებით  და ქავილით. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

16 September 0 4 379
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно