აბუტილონი-შვია

აბუტილონი-შვია  ულამაზესი,მოსავლელად ძალიან ადვილი ოთახის მცენარეა,რომელიც უანგაროდ ახარებს თავის მფლობელს ხანგრძლივი,ტალღისებური ყვავილობით თებერვლის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე.აბუტილონის კეთილგანწყობის მოპოვება საკმაოდ ადვილია - ამისათვის საკმარისია რეგულარულად მორწყათ იგი.

დარგვა და გამრავლება აბუტილონი მრავლდება თესლით და კალმებით.აბუტილონის თესლიდან საკმაოდ მჭიდრო და ხშირი ნაზარდი ამოდის.სახლის პირობებში რეკომენდებულია თესლის დალბობა სტიმულატორში თუნდაც ერთი დღე-ღამე.დამბალი თესლი ითესება ზედაპირულად,პირველი ნაზარდი ჩნდება უკვე რამდენიმე დღეში,ზოგიერთი კი სამ კვირას ანდომებს.2-3 ფოთლიან ჩითილებს პიკირებას უკეთებენ და რგავენ ცალცალკე 100 მლ-იან ერთჯერად ჭიქებში,გარკვეული დროის შემდეგ კი გადააქვთ 200 მლ-იანებში.

ვეგეტატიური გამრავლებისათვის ჰარმონიულად განვითარებული,ღეროს ქვედა ნაწილიდან აჭრილი კალმები.რადგან ისინი უკეთ ფესვიანდება.კალმის დაფესვიანება შესაძლებელია წყალშიც და სუბსტრატშიც.წყალში თავსდება კალმის ⅔ .გრუნტში დაფესვიანებისას კი კალამი უნდა დავასათბუროთ და თბილ ადგილზე(არანაკლებ 23-25 C) დავდგათ.აბუტილონის ჯიშიდან და კალმიდან გამომდინარე ფესვები წარმოიქმნება უკვე 5-20 დღის შემდეგ.უფრო სწრაფად ფესვიანდება თეთრ და ყვითელყვავილიანი ჯიშები,წითელყვავილიანი კი ძნელად.

კალმით გამრავლებისას ახალგაზრდა ნერგები უმჯობესია თავიდან მცირე ზომის ქოთანში ჩაირგას(9 სმ. დიამეტრი),პირველი ყვავილობისა და წამოზრდის შემდეგ კი შეიძლება უფრო მოზრდილ (13-15 სმ.დიამეტრი) ქოთანში გადატანა.ხშირი და ფუშფუშა ბუჩქის მისაღებად აბუტილონს განიერი ქოთანი ესაჭიროება.იგი თვითონ გიკარნახებთ გადარგვის აუცილებლობას,ქოთნის ნახრეტიდან გამოიზრდება ფესვები,ზრდა ნელდება,ყვავილები კი წვრილდება.თუმცა აბუტილონმა შეიძლება მთელი

სეზონი გადარგვის გარეშე უპრეტენზიოდ გაატაროს და განივითაროს ახალი ფესვები ძველების კვდომის ხარჯზე.

აბუტილონს ესაჭიროება სუსტადმჟავე რეაქციის,ჰუმუსით მდიდარი ნიადაგი.მისთვის შესანიშნავია მზა გრუნტის ნარევები,რომელსაც შეიძლება დაემატოს მდინარის ქვიშა გასაფხვიერებლად და სინოყიერისათვის ბიოჰუმუსი.

აბუტილონი ‘’კლეოპატრა’’  განათება აბუტილონი ყვავის ნებისმიერი მდებარეობის მქონე ფანჯარაზე.რაც უფრო ნათელ ადგილზეა მით უფრო უხვად ყვავის იგი.ზოგიერთ ჯიშები,განსაკუთრებით გერმანული სელექციები ყვავილის ფურცლების შეფერილობას მხოლოდ კარგი განათების შემთხვევაში ავლენენ.მაგრამ ინტენსიურ განათებასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები: მზეზე ყვავილები მალე ჭკნება,ჩვეულებრივ შემთხვევაში კი 5-10 დღე ჩერდება ყვავილი.ფოთლებმა კი შეიძლება მზისგან დამწვრობა მიიღოს.ქოთნის მდებარეობის უკეთესი ვარიანტი იქნება რომ თვითონ ქოთანი ჩრდილში იყოს მოქცეული, ვარჯს კი ხვდებოდეს მზის სხივები დღის გარკვეულ მონაკვეთში.მცენარის ჰარმონიული განვითარებისათვის უკეთესია მისი დადგმა ლოჯიაში ან აივანზე.ჩვეულებრივ ფანჯარასთან მოთავსებულ აბუტილონს მხოლოდ ცალმხრივი სინათლე ეცემა.საბედნიეროდ თავისუფლად შეიძლება ქოთნის შემობრუნება სინათლის წყაროსაკენ,ციტრუსებისაგან განსხვავებით იგი არ დაყრის ყვავილებს.

აბუტილონი ‘’AURUM’’  

მორწყვა აბუტილონს საკმაოდ მოზრდილი ფოთლები აქვს,მათმა ზომამ შეიძლება მოზრდილი ადამიანის ხელისგულის ზომას მიაღწიოს,აქეთან გამომდინარე მცენარე აორთქლებს დიდი რაოდენობით ტენს.ამიტომ მცენარეს ესაჭიროება უხვი და ხშირი მორწყვა,განსაკუთრებით ყვევილობის პერიოდში.წყლის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს მცენარის დაშვებული ფოთლები.მაგრამ

გამოიჩინეთ სიფრთხილე რომ წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ დაალპოთ მცენარე,რადგან ფოთლების დაშვება მას ახასიათებს სიცხის დროსაც,თუნდაც ახალი მორწყული იყოს.

არარეგულარული მორწყვის დროს როდესაც ნიადაგის ზედა ფენა შეშრობას ასწრებს მცენარე ღებულობს სტრესს,ამის გამო შეიძლება დაყაროს ბუტონების ნაწილი და შეუხმეს ფოთლები.საერთოდ კი ამ მცენარეს საოცარი აღდგენის უნარი გააჩნია.მას ძალიან უყვარს შესხურება დილისა და საღამოს საათებში.ცივ ამინდებში კი შეიძლება მისი საკმაოდ თბილი,თითქმის ცხელი შხაპის ქვეშ ბანაობა,ამით მისი ყვავილობის პერიოდი გახანგრძლივდება.

აბუტილონი ‘’Bella vanilla’’ 

ვარჯის ფორმირება ადვილი იქნება თუ არა თქვენი აბუტილონისათვის ფორმის მიცემა დამოკიდებულია საწყის კალამზე,ასევე კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელ თვისებებზე,ზრდის ტიპზე და სხვა.პირველ რიგში შეეცადეთ შეარჩიოთ ძლიერი,სწორი,რამდენიმე მუხლის მქონე კალამი,ამ შემთხვევაში მას მეტი შანსი აქვს განვითარდეს სეზონის განმავლობაში ზედმეტი შეწორებისა გასხვლის გარეშე.გარდა ამისა დაინტერესდით როგორ ვითარდება კონკრეტული ჯიში.მაგალითად ’’Bella’’-ს ჯგუფის ჰიბრიდები ნაკლებად საჭიროებს ფორმირებას და კარგად იტოტება თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

პრინციპში აბუტილონს გასხვლა არ ჭირდება თუ ის სწორად ვერტიკალურად ვითარდება,როგორც კი შესამჩნევი ხდება ძლიერი გადახრა,მაშინვე ისხვლება სწორ ადგილამდე.გახსოვდეთ რომ,აბუტილონი ისეთი ბუჩქია რომელიც ცდილობს გადაშლილი ფორმების მიღებას (იხ.google images ფოტოები ზრდასრული აბუტილონის გამოსახულებით,რომელიც ღია გრუნტში იზრდება).

ხანდახან ხდება ისე,რომ ყველაზე კომპაქტური აბუტილონიც აიწოწება და კარგავს ფორმას,განსაკუთრებით სინათლის ნაკლებობის შემთხვევაში თუ მას მიეწოდა აზოტოვანი სასუქი.ასეთ შემთხვევაში გასხვლის შემდეგ გამოიყენეთ

პრეპარატი ‘’ათლეტი’’,რომელიც აფერხებს მცენარის ზრდას,მაგრამ ხელს უწყობს ფესვებისა და ბუტონების განვითარებას.უკვე ერთი კვირის შემდეგ შესამჩნევი გახდება რომ შემცირდა მუხლებს შორის მანძილი,ფოთლები კი უფრო ხშირი გახდება.მაგრამ დაიმახსოვრეთ ‘’ათლეტი’’-ს გამოყენება მხოლოდ 6 თვეში ერთხელ შეიძლება,ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს ამ პრეპარატით ნერგებზე და ჩითილებზე.

თუ აბუტილონს მთელი ყვავილობის სეზონის განმავლობაში არ გასხლავთ,ამის გაკეთება გვიან შემოდგომით მაინც მოგიწევთ(ნოემბრის ბოლოს,დეკემბრის დასაწყისში).მოსვენების პერიოდში აბუტილონს შეიძლება გაეზარდოს წვრილი,თქვენთვის არასაჭირო ტოტები,რომლებიც უნდა გაისხლას.მოსვენების პერიოდი გამოიყენება მცენარისათვის სასურველი ფორმის მისაცემად.

აბუტილონი ‘’ნიჟარა’’  

კვება და დაცვა როგორც არინიშნა აბუტილონს უყვარს ნოყიერი ნიადაგი.აზოტოვანი სასუქის მიწოდებით მცენარე ზრდის ფოთლოვან მასას და ტოტებს ყვავილობის შემცირების ხარჯზე.ამიტომ მისთვის უნდა შერჩიოთ კალიუმისა და ფოსფორის შემცველი სასუქები (მოყვავილე მცენარეებისათვის).

მზის სხივების მოყვარული აბუტილონი მიდრეკილია ქლოროზისაკენ,მის სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატი «Изумруд»-ი ან მისი ანალოგები,რომელიც ემატება მოსარწყავ წყალს.ქლოროზის მსგავსი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს ზედმეტი მორწყვის და ფესვების ლპობის დროს.

აბუტილონს ახასიათებს ასევე ‘’უეცარი სიკვდილის სინდრომი’’,მცენარე იღუპება თითქმის ერთ დღე-ღამეში ისე რომ მისი ფესვებიც კი სიცოცხლის უუნაროა.ზოგიერთ შემთხვევაში მცენარე გაფუჭებას წვეროდან იწყებს,ზოგჯერ კი ძირიდან.როგორც არ უნდა იყოს ასეთი შემთხვევის სავარაუდო მიზეზი როგორც ჩანს სოკოვანი ან ვირუსული დაავადებებია,რომლებიც ნიადაგიდან ვრცელდება ან მავნებლების მეშვეობით გადაიტანება(მაგალითად ფრთათეთრა).ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია

მცენარის გადარჩენა მისი თითქმის ფესვამდე გადაჭრის გზით და სტიმულატორების გამოყენებით.

მავნებლები აბუტილონს სხვა მცენარეებზე მეტად არ უტევენ.თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ და ახალ მცენარეს დამუშავების გარეშე სახლში არ შეიტანთ,თავიდან აიცილებთ ბევრ დაავადებას.აბუტილონის ძირითადად გავრცელებული მავნებლები არიან: აბლაბუდიანი ტკიპა(ფოთლების ნაპირები მოზაიკურ შეფერილობას იძენს),ფრთათეთრა(იმალება ფოთლის უკანა მხარეს,გადააქვს ვირუსები),ვაზის ცრუფარიანა.მავნებლების შემჩნევის შემთხვევაში იხელმძღვანელეთ შესაბამისი ინექტიციდის ინსტუქციით,მაგალითად ‘’აქტარა’’,’’ფიტოვერმი’’,’’მწვანე საპონი’’.პრეპარატების შესხურებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე,რადგან აბუტილონს აქვს ნაზი ფოთლები და შეიძლება მათ მიიღონ დამწვრობა,ყვავილები დაიფაროს ყავისფერი ლაქებით და დაჭკნეს.ასევე დაიცავით თავიც,გაიკეთეთ ნიღაბი და არ ჩაისუნთქოთ გამოფრქვეული პრეპარატი განსაკუთრებით თუ ალერგიული ხართ.

აბუტილონი ‘’Bella Yellow’’  

გამოზამთრება ზამთარში აბუტილონი არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს.თუმცა უნდა მოვარიდოთ გამათბობელ ხელსაწყოებს და ძალიან ცივ ფანჯრის რაფებს.მისთვის ყველაზე ოპტიმალური ზამთრის ტემპერატურაა 15-20C.შესაბამისი პირობების შემთხვევაში შესაძლოა აბუტილონმა ყვავილობა იანვრიდანაც კი დაიწყოს.

აი ასეთი გახლავთ ეს უპეტენზიო და შესანიშნავი მცენარე.ბუნებაში იგი ერთერთი საუკეთესო თაფლისმომცემი მცენარეა.მისი თესლები გამოიყენება ჩინურ მედიცინაში,ყვავილები კი საკვებში.აბუტილონისაგან მიიღება სელზე არანაკლები ხარისხის ბოჭკო.ავსტრალიის მახლობლად მდებარე კუნძულს მის პატივსაცემად ეწოდა მისი სახელი.ასევე მიიჩნევა რომ აბუტილონი თავის მფლობელს ასაჩუქრებს თვითდაჯერებულობით და კარგი განწყობით,რაც არასოდეს არაა ზედმეტი!
აბუტილონი ‘’Tiger eye’’ გამორჩეულია მისი სილამაზით ასევე იშვიათად გვხვდება

 

25 January 0 6 042
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно