რატომ ყვითლდება და ცვივა ჰიბისკუსის ფოთლები

ეს ლამაზი მცენარე ბევრს აქვს სახლში, მას ულამაზესისხვადასხვა ფერის დიდი ზომის ყვავილები აქვს მუქი მწვანე ფოთლების ფონზე.მცენარე საკმაოდ პრეტენზიულია და სწორ მოვლას საჭიროებს, რომ დიდხანს გაგახაროთ თავისიყვავილებით. პირობების  სულ მცირე ცვლილებაცკი დეკორატიულობას უკარგავს - ფოთლები უყვითლდება, ცვივა. ამ მოვლენებს თავისი მიზეზებიაქვს - დაავადებები, მავნებლები, სტრესი. საჭიროა, სწრაფად დადგინდეს მიზეზი და მცენარისგადასარჩენად ასევე სწრაფად მიიღოთ შესაბამისი ზომები.
მიზეზები: მორწყვის რეჟიმის დარღვევა : 4-5 წლის მცენარე ყოველდღიურად დიდი ოდენობის წყალსითხოვს, მორწყვებს შორის მიწა ნამიანი უნდა იყოს. ჭარბი წყალი ნიადაგს ტკეპნის, მისიჰაერგამტარობა ქვეითდება, რაც ფესვების ლპობას იწვევს. მიწა ჭაობდება, დამდგარ წყალშისაუკეთესო პირობები ჩნდება ბაქტერიების და სოკოების გამრავლებისთვის, და მცენარე ნელნელაკვდება, მას არ ჰყოფნის საკვები, ფოთლები ყვითლდება, ცვივა, კოკრებს ან არ იკეთებს,ან იკეთებს და ისინიც ცვივა გაშლამდე.
ჭარვბ წყალს განსაკუთრებით ახალგაზრდა მცენარე ვერ უძლებს, მას სასწრაფოდ იღებენ ქოთნიდან.ურეცხავენ ფესვებს, აჭრიან მომპალ ადგილებს, ამუშავებენ გადაჭრილ ნაწილს ფუნგიციდებით,ამოავლებენ კორნევინში და ახალ სუბსტრატში რგავენ, მერე მთელ მცენარეს ასხურებენ ეპინიანხსნარს. მოზრდილ მცენარეს ფოთოლი უყვითლდება და ცვივა ძირითადად წყლის ნაკლებობის გამო,ფესვები დამშეული რჩება, იგი მთლიანად იწყენს. ასეთი  მცენარის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
განათების რეჟიმის დარღვევა: მას მოსწონსკარგად განათბული ადგილი, მაგრამ მშვენივრად იზრდება ასევე ჩრდილშიც.   განათებისმკვეთრი ცვლილება ასევე ხდება მიზეზი ფოთლების გაყვითლების და ცვენის. თუ მცენარე გადააქვთშედარებით ცუდად განათებულ ოთახში, მას სჭირდება ხელოვნური განათება დღის ნათურებითრამდემნიმე საათი, რომ არ დაისტრესოს. ასევე ფრთხილად უნდა შეაჩვიოთ იგი პირიქით -ოთახიდან გარეთ მზეზე გატანას - თავიდან შუადღეზე სჯობს ჩამოუფაროთ, რომ მზემ ფოთლებიარ დაუწვას.
ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა: მცენარეკარგად გრძნობს თავს 18-30 გრ ზე, მის იქეთ უკვე ცუდად მოქმედებს მასზე, არც ცივი ორპირიმოსწონს. გრილ შენობაში დებენ გამათბობელს, სიცხეში კი ხშირად ნამავენ და ასე ზრდიანჰაერის ტენიანობას.
საკვების მეტ-ნაკლებობა: როდესაც მცენარესსასუქს აწვდით, უნდა იცოდეთ, რა ელემენტები სჭირდება მოცემულ სახეობას უკეთ გავითარებისთვის.მისი ჭარბად მიცემა ან დაკლება ზიანს აყენებს მცენარეს. მაგნიუმი და კალიუმი ძალიანსაჭირო ელ;ემენტებია ჰიბისკუსისთვის და ჭარბადაც რომ იყოს, მიიღებს. აზოტის და ფოსფორისსიჭარბე კი ფოთლებს ფერს უცვლის და შეიძლება სულ გააყვითლოს კიდეც, აზოტი იწვევს მცენარისდაწვას, დიდი ოდენობით თუ არის სასუქში, ამიტომ არჩევენ ისეთ სასუქს, სადაც თითქმისარ არის ეს ნივთიერებები და ბევრია კალიუმი.
მავნებლები:  ყველაზე მეტად მას აბლაბუდა ტკიპა ემტერება, მისიაღმოჩენა თავიდან ძალიან ჭირს, მერე კი ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ცვივა დიდი რაოდენობითდა მხოლოდ მერე ჩანს წვრილი მწერი ქსელში. ქიმიის გარეშე ასეთ შემთხვევას უკვე ვერუშველით, საჭიროა აქტარა. ფიტოვერმი, აქტელიკი, ამ პრეპარატებით ამუშავებენ მცენარესმთლიანად.
ქლოროზი: ეს ძალიან ცუდი დაავადებაა -იგი მოკლე ხანში ანადგურებს მცენარეს - ჯერ ფოთლები ყვითლდება და ცვივა, მერე კი მცენარეერთიანად კვდება. ეს  დაავადება უჩნდება მასხისტი წყლით ხშირი მორწყვისას, ან ისეთ ნაიდაგში, სადაც დიდი რაოდენობითაა ტუტე დამარილი,  თუ აკლია სასუქი, ან ნაკლებია რკინა.მცენარეს რგავენ ახალ სუბსტრატში და შეაქვთ რკინის შემცველი სასუქი.
ბუნებრივი მიზეზები:  ერთი- ორი ფოთლის  გაყვითლება და ჩამოვარდნა საშიში არაა, აქტიურიზრდისას ეს სრულიად ნორმალურია, - ახალი ამოდის და ძველი კვდება.

15 September 0 6 297
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно