ვარდების კვება გაზაფხულსა და შემოდგომაზე

მოყვარული მებაღეების უმრავლესობა ოცნებობს კარგ როზარიუმზე,თუმცა უმეტესობას აქვს კარგი ვარდები ეზოში. როზარიუმის მოწყობას დიდი დრო, შრომადა მოთმინება სჭირდება, ვარდი პრეტენზიული მცენარეა და დიდ ყურადღებას ითხოვს, მისიმთავარი მოთხოვნა კი დროული და სწორი კვებაა.
საკვები ვარდებისთვის: ამ მცენარეს საკვებადაუცილებლად სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიკროელემენტი -
 რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი დააზოტი. ყველა მათგანს თავისი დანიშნულება აქვს - მაგნიუმი საჭიროა კოკრების ფორმირებისთვის
აზოტი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია მცენარის მწვანე მასის ფორმირებისთვის. მისიუკმარისობისას მცენარე ცუდად იზრდება, სიჭარბე კი ყვავილობაზე მოქმედებს ცუდად - ვარდიან არ იყვავილებს, ან ძალიან ცოტა ყვავილი ექნენა
რკინა საჭიროა მცენარის იმუნიტეტის გასაძლიერებად, რომ ადვილად მოერიოს დაავადებებსდა მავნებლებს
ფოსფორი მნიშვნელოვანია კოკრობისას, იგი ხელს უწყობს ახალი ტოტების ზრდას და უხვ ყვავილობას.
სასუქის სწორად შეტანა: სასუქი არის თხევადი,ფხვნილისებრი, გრანულების და აბების სახით. მცენარის ზრდა -  გავითარება მის სწორად მიწოდებაზეა  დამოკიდებული: თხევად სასუქს ამატებენ სარწყავ წყალში. ამ გზით მცენარე მაქსიმალურად ახერხებს საკვებისმიღებას, სხვა სახით კი სასუქს თანაბრად ანაწილებენ მიწაზე და მერე ჩაფარცხავენ მიწაშიკარგად. სრულ კომპლექსს მიიღებს მცენარე, თუ მას გარკვეული ჯერადობით და ოდენობით მივაწვდითსასუქს სეზონის მიხედვით - გაზაფხულზე სასუქი შეაქვთ 4 – 5 ჯერ, ზაფხულში თვეში ერთხელ,შემოდგომაზე კი საკმარისია 1-2 ჯერ.
საგაზაფხულო კვება: გაზაფხულზე მცენარესმორიგეობით აძლევენ ორგანულ და მინერალურ სასუქს. 2 კვირაში ერთხელ.
პირველი კვება - იწყება თოვლის დადნობის მერე, დაახლოებით აპრილის დასაწყისში, გასხვლისდა კვირტების დაბერვისას ამ დროს საჭიროა ბიჰუმუსი 3კგ ერთ ბუჩქზე და ქათმის სკინტლი100გრ ოდენობით.
მეორე - ტოტების ზრდისას. ბიოჰუმუსი 3კგ და ქათმის სკინტლი დაახლოებით 5 ლ
მესამე - კოკრობის დასაწყისში  ბიოჰუმუსი 3კგ და ნაკელი 5ლ,მდე
მეოთხე - პირველი ყვავილობის ბოლოს, მხოლოდ ბიოჰუმუსი სჭირდება.
მეხუთე - მეორე ყვავილობის დასრულების მერე და საჭიროა მხოლოდ ნაცარი 100გრ, რასაცყრიან მიწაზე ფესვებთან.
პირველი მინერალური კვება შედგება სუპერფოსფატის, კალიუმის მარილის და გვარჯილის თანაბარიოდენობისგან, იგი შეაქვთ მიწის გაფხვიერებისას. კომპოსტი კარგია არა მარტო როგორც სასუქი.. იგი მულჩის როლსაც ასრულებს და კარგად ინარჩუნებსტენს და სითბოს. სასუქს დოზების დაცვა აუცილებლად სჭირდება, მისი გადაჭარბება მცენარეს  დააზიანებს, შეიძლება დაუწვას ფესვები ვარდებს,განსაკუთრებით ასე ემართებათ ახალგაზრდა ნერგებს. ქათმის სკინტლი საკმაოდ კონცენტრირებულისასუქია და მისი სიჭარბე იწვევს ფოთლის გაყვითლებას და დაცვენას, შეიძლება ბუჩქი სულგახმეს კიდეც.  ვარდის დარგვამდე 2 კვირით ადრეამზადებენ ნიადაგს - იღებენ ორმოს და  შიგ ყრიანჯერ ნაკელს ან კომპოსტს დაახლოებით 5 სმ სიმაღლეზე, მერე კი ნარევს, რაც შედგება ბაღისმიწის, სუპერფოსფატის, ნეშომპალის და კალიუმის მარილისგან. 2 კვირის მერე ასეთ ორმოშირგავენ ნერგებს.
კვება ზაფხულში: სჭირდება უკვე ყვავილობისდასრულების მერე - იგი ზრდის მცენარის იმუნიტეტს და ამზადებს მცენარეს მომავალი ზამთრისთვის.გრანულირებულ სასუქს ყრიან მიწაზე ბუჩქის ძირში ზაფხულის განმავლობაში სულ 3 ჯერ. ფხვნილისებურსასუქს ხსნიან წყალში ინსტრუქციის მიხედვით და მორწყვისას შეაქვთ მიწაში.
კვება შემოდგომაზე: ამ დროს სასუქის შეტანა ასევე ეხმარება მცენარეს  მოემზადოს ზამთრისთვის. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანიელემენტებია კალიუმი და ფოსფორი., კალიუმი ქმნის დაცვას ზამთრის ყინვების დროს და ასევეიცავს მცენარეს მავნე მწერებისგან გაზაფხულამდე. ფოსფორი კი ტოტების გახევებას უწყობსხელს.
 - 2 ლ ცხელ წყალში ხსნიან 100გრ სუპერფოსფატს,მერე აზავებენ 10 ლ მდე.
 - ან 7 გრ სუპერფოსფატს და 8გრ კალიუმის მონოფოსფატსხსნიან 5 ლ თბილ წყალში,
 - ან 13 გრ სუპერფოსფატს, 5გრ კალიუმის სულფატსდა 2 გრ მდე ბორის მჟავას ხსნიან 5 ლ თბილ წყალში. ხის ნაცარი შესანიშნავი ორგანული სასუქია, კარგ საკვებს წარმოადგენს ვარდისთვის, მასშიბევრი საჭირო მიკროელემენტია, მათ შორის კალიუმი და კალციუმი, ამიტომ მასაც იყენებენვარდებისთვის.კალიუმით მდიდარია ბანანის კანიც, ამიტომ კანებს მიწაში უფლავენ ვარდებსძირში. საშემოდგომო წვიმები სწრაფად რეცხავს მიწას და გამოაქვს სასუქი, მიწა მალე ღარიბდება.ამ პერიოდისთვის კარგია გრანულებიანი სასუქის დაყრა, იგი თანდათან იხსნება  და დიდხანს მიეწოდება მცენარეს საკვები.
მეორე ჯერზე შეაქვთ კომპოსტის და ნაცრის ნარევი დაახლოებით ოქტომბრის შუაში. ეს უკვემულჩაცაა და დაიცავს მცენარეს სიცივისგან და თან საკვების მიწოდებაც ხანგრძლივდება.
ჩინური ვარდის კვება ოთახის პირობებში: მასმხოლოდ გაზაფხულზე და ზაფხულში სჭირდება კვებათვეში ორჯერ კომპლექსური სასუქით, სადაც აზოტი, ფოსფორი და კალიუმია, ასეთი კვებისმერე მას უხვად გამოაქვს კოკრები და აქტიურად იზრდება. ნაკლები ან ჭარბი კვება იწვევსფოთლების გაყვითლებას, მერე კი მასიურად ცვივა. თანდათან იმუნიტეტი ქვეითდება, მცენარესუსტდება და სოკოვანი დაავადება უჩნდება, რომლის მოშორება უკვე საკმაოდ რთულია.
12 September 0 15 236
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно