გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

რატომ არ ყვავილობს ბარაქის ხე

სახლში ბევრს აქვს მცენარე, რომელსაც ბარაქის ხეს ეძახიან.ბევრს სჯერა, რომ მას ოჯახში ბარაქა მოაქვს, დიდი მოვლა არც სჭირდება, ყოველთვისკარგად გამოიყურება, უპრეტენზიოა, აქვს სქელი, წვნიანი მომრგვალო ფორმის ფოთლები, რომლებიცმონეტებს წააგავს, უხდება ნებისმიერ ინტერიერს. მაგრამ ყვავილობით თავს ხშირად არ იწუხებს.ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო,.
მცენარე არა მხოლოდ დეკორატიულია, არამედ სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. იგი გარემოშიგამოჰყოფს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რაც ადამიანზე დადებითად მოქმედებს.
მოყვავილე ბარაქის ხე საკმაო იშვიათობას წარმოადგენს. მცენარე სწრაფად იზრდება, მოსავლელადადვილია, მაგრამ რომ იყვავილოს., დიდი მოთმინებაა საჭირო. ბუნებაში ხარობს ს აფრიკაშიდა იქ ბევრგან ნახავთ აყვავებულს. მას მოსწონს მზეზე ყოფნა, მაღალი ტემპერატურა, თუმცაჭარბი დოზით არაფერი ვარგა, მოკლე დღე კი ცუდად მოქმედებს მცენარეზე, განსაკუთრებითუჭირს შემოდგომა -ზამთრის პერიოდი შუა სარტეყელში. მისი სახლში გაზრდისთვის სწორადუნდა შეირჩეს ფანჯარა, რომ არც მზემ დაწვას ფოთლები და არც განათება დააკლდეს.
ამ მცენარისთვის მნიშვნელოვანი არაა გრუნტის შემადგენლობა- ნებისმიერში იხარებს და გაიზრდება ერთი ჩამოვარდნილი ფოთლიდანაცკი, სწრაფად ფესვიანდება, ინტენსიურად იზრდება და რომ იყვავილოს, რამდენიმე სწორი პროცედურისჩატარებაა საჭირო.
სწორი მოვლა: 
ტემპერატურა - მცენარეს მოსწონს სუფთა ჰაერი, მაგრამ ვერ იტანს  ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს. ამიტომ სჯობს,თუ მას გარეთ თბილ სეზონზე გადგამთ. ზაფხულში კარგადაა 20-25 გრ ზე. მოსვენების პერიოდშიკი 10-15 გრ სჭირდება.
მორწყვა - წყალი უყვარს, მაგრამ ზედმეტი ვნებს - ზრდა ფერხდება, შეიძლება დაიწყოს ფესვებისლპობა, ამიტომ სჯობს მორწყათ მიწის ზედა ფენის შეშრობის მერე, თუ კოკრები გამოიტანა,მაშინ კი დასჭირდება შედარებით უხვად მორწყვა. რწყავენ ოთახის ტემპერატურის წყლით.
სასუქი - დადებითად რეაგირებს კვებაზე. სასუქს აძლევენ თვეში ერთხელ ან ორჯერ, სჯობსგამოიყენოთ კაქტუსების სასუქი.
გადარგვა -  მცენარე სწრაფადმზარდია და დროული გადარგვა ესაჭიროება.სწორად უნდა შეირჩეს ქოთანი მისთვის, გადარგვისას არ უნდა დააზიანოთ ფესვები, ამიტომსჯობს მიწიანად გადაიტანოთ ახალ ქოთანში. მის ზომას განსაზღვრავს მცენარის წვეროს მოცულობა.
ფორმირება - მიაჩნიათ, რომ ღეროს გავითარებაცმოქმედებს ყვავილობის ვადებზე, ამიტომ ხშირად აჭრიან თავს მცენარეს, რომლის სიმაღლე30 სმ ს გადასცდება. ასე იგი უკეთ იტოტება, მთავარი ღერო უმსხვილდება და ლამაზ ვარჯსიკეთებს.
ყოველდღიური მოვლა ყვავილობისთვის:  მან შეიძლება წლების მანძილზე არ იყვავილოს, მაგრამეს არ ნიშნავს, რომ არასდროს იყვავილებს. თუ რეგულარულად შეასრულებთ ამ მარტივ წესებს,მცენარე აუცილებლად გაგახარებთ.
- ოთახი ყოველდღე გაანიავეთ. მას უყვარს სუფთა ჰაერი.
 - დროულად შეაცალეთ გამხმარი ძველი ფოთლები,
- გაუკეთეთ საყრდენი
- რეგულარულად გაუწმინდეთ ფოთლები სველი ნაჭრით, რომ ფოთლის ფორებმა ისუნთქონ და ფოთლებიკარგად გავითარდეს.
ყვავილობა:  მცენარე ყვავილობს პატარა თეთრი ვარსკვლავისებრიყვავილებით, თუმცა ზოგ სახეობას ყვითელი ან მოვარდისფრო ყვავილი აქვს. როდესაც მცენარეაყვავდება, შეიძლება მასზე ჩამოჰკიდოთ მონეტები, მორთოთ ლენტებით, რაც დასრულებულ იერსმისცემს  ბარაქის და სიმდიდრის სიმბოლოს.

 
12 September 0 49 078

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно