ეპიფილუმი

მცენარე ეპიფიტების ჯგუფიდან, კაქტუსების ოჯახიდან,გვარში დაახლოებით 20 სახეობაა. მცენარის სახელი ბერძნულია და „ფოთლის ზემოდან“-ს ნიშნავს. მისი სამშობლო მექსიკაა, გვხვდება ამერიკის ტროპიკებში.  იგი პირველად აღწერეს 1812 წ, დღეს კი პოპულარულიოთახის მცენარეა.
სხვაგვარად მას ტყის კაქტუსსაც უწოდებენ,  გრძელიდატოტვილი ღერო აქვს, ძირს  დაშვებული, ზოგჯერმხოხავი, ღერები ბრტყელია, იშვითად დატალღული კიდეებით. ამ ღერებს შეცდომით ეძახიანფოთლებს. დიდი ძაბრისებრი თეთრი ყვავილები 40 სმ ს აღწევს სიგრძით, ისეთი ლამაზი სანახავია,რომ მას ხანდახან ორქიდეისმაგვარ ეპიფილუმს ეძახიან. ნაყოფი ეკლიანი, დიდი მოწითალოფერისაა, იჭმევა, აქვს ბანანის, ანანასის და მარწყვის გემო. ხშირად მას ზრდიან ამპელურად.
მოვლა: ადვილი მოსავლელი მცენარეა. კარგადგრძნობს  თავს დას ან აღ ფანჯარაზე - განათებაკარგი, მაგრამ გაბნეული უნდა იყოს. ზაფხულში შეიძლება მისი გატანა გარეთ, მაგრამ შუადღეზეუნდა ჩამოაფარონ. ზაფხულში კომფორტულადაა 20-25 გრ ზე, ზამთარში იგი ისვენებს და10-15 გრ სჭირდება. სიცხეში კარგია ყოველდღიური შესხურება, თუმცა დიდად მომთხოვნი დანამვაზეარაა.
მას რეგულარულად რწყავენ ნადგამი თბილი წყლით, მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება.ზაფხულში მეტად, ზამთარში კი ნაკლებად რწყავენ. თუ ზამთარში გრილ ოთახშია, საერთოდარ დასჭირდება მორწყვა.
მცენარეს ხანდახან კვებაც სჭირდება: გაზაფხულ-ზაფხულში თვეში 2ჯერ შეაქვთ სასუქი კაქტუსებისთვის.ყვავილობის მერე 2 კვირაში ერთხელ ერთმანეთს უნაცვლებენ მინერალურ და ორგანულ სასუქს.მოსვენების ეტაპზე კვება არ სჭირდება.
ყვავილობა: როგორც კი მცენარეზე კოკრებიგამოჩნდება, მისი გადაადგილება აღარ  შეიძლება,არც შეტრიალება ივარგებს - კოკრები შეიძლება დასცვივდეს. ყვავილი მორიგეობით იშლება.თითო დაახლოებით ერთ კვირას ყვავილობს. ზოგი მცენარე წელიწადში ორჯერაც ყვავილობს.ეს დამოკიდებულია ჯიშზე. იგი უნდა ჩაირგას კარგი სადრენაჟე ხვრელის მქონე ქოთანში,რომ ზედმეტი წყალი არ დაგუბდეს ქოთანში.
გასხვლა: პერიოდულად მას სხლავენ - აშორებენდიდ ღერებს, რომლებიც გადაჭრისას მრგვალი ან წახნაგოვანია - ეს ტოტები ყვავილს არასდროსიძლევა, ბრტყელ ტოტებს კი ამოკლებენ ხოლმე. ყვავილი მცენარეს ამოსდის წინა წლის ტოტებზე,მოყვავილებული ტოტები აღარ მოგცემენ ყვავილებს, მაგრამ მათი დამოკლება მხოლოდ 2-3 წლისმერე შეიძლება - ისინი უნარჩუნებენ მცენარეს ძალას. იმ ტოტებს, რომლებზეც საცობისმაგვარიწანაზარდები ჩნდება, აუცილებლად უნდა მოიჭრას.
ასევე აშორებენ მცენარეს სუსტ, დაბრეცილ ან შიგნით მზარდ ტოტებს, მოყვავილებულ კოკრებს.გადანაჭერს აყრიან ნახშირს.
რატომ არ ყვავილობს ეპიფილუმი: ზოგჯერხდება ისე, რომ მიუხედავად თქენი მცდელობისა, მცენარე მაინც არ ყვავილობს, მიზეზი ბევრია- არასაკმარისი განათება, უხვი მორწყვა ზამთარში, გამოზამთრება სითბოში, ჭარბი აზოტიმიწაში. როგორ ვაიძულოთ მცენარე, იყვავილოს? შეამოწმეთ ყველა ზემოხსენებული მიზეზი,გამოასწორეთ შეცდომები, დაასვენეთ მცენარე გრილად ზამთარში, ნოემბრიდან თებერვლამდედა მომდევნო სეზონზე იგი იყვავილებს.
გადარგვა: ახლგაზრდა მცენარეს ყოველწლიურადრგავენ. მოზრდილს -  საჭიროებისას, როდესაცძირიდან მცენარის ფესვები გამოჩნდება. მას არ სჭირდება მაღალი ქოთანი, სჯობს განიერიიყოს. ძირს უყრიან კერამზიტს, დატეხილ  პენოპლასტს.მერე ყრიან მიწას - 4 -4 წილი ფოთლოვანი, კორდის მიწა, თითო თითო - ხის ნახშირი, ტორფიდა მსხვილი ქვიშა. მიწა არ უნდა შეიცავდეს კირს. მიწის მჟავეობის მაჩვენებელი 5-6 უნდაიყოს.
დაავადებები: ბუგრი, ცრუფარიანა, ფარიანა,აბლაბუდა ტკიპა ხშირად ემტერება, ეს მწერები წვენს წუწნიან, მცენარე ზრდაში ჩამორჩება.მათ აშორებენ მექანიკურად, ებრძვიან საპნიანი ხსნარით. ძლიერი დაზიანებისას - ინსექტიციდებით.
მცენარე ავადდება შავი ლპობით, ფუზარიოზით, ჟანგათი ან ანთრაკოზი. უმეტესობა სოკოვანიდაავადებაა. მათ ერძვიან ფუნგიციდებით, დაზიანებულ ადგილს აჭრიან. გადანაჭერს კი ამუშავებენნახშირით.
ხშირად მას ფესვები ულპება. შესაძლებელია ასეთი მცენარის გადარჩენა?  მას იღებენ ძველი მიწიდან, აჭრიან დაზიანებულ ფესვებს,აყრიან ნაცარს, გადარგვის მერე კი არეგულირებენ მორწყვას.
ზოგჯერ უხმება ფოთლები მწველი მზის და არასაკმარისი მორწყვის გამო, თუ ქოთანი შეუფერებელ ადგილზე დგას, მცენარე არ გაიზრდება, კოკრები და ყვავილები დასცვივა,ფოთლებს ფერი ეცვლებათ,
გადარგვსას ზოგჯერ ზიანდება ფესვები.  რის შედეგადაცმცენარის ღერო ხმება, ჭარბი სასუქი კი ტოტების დახეთქვას იწვევს.

 
 
 გამრავლებათესლით: ეს არც ისე რთულია. ითესება კონტეინერში, დებენ 20-25 გრ ზე, აფარებენსაფარს, მაგრამ ყოველდღიურად ანიავებენ. მას მერე, რაც ამოვა წახნაგოვანი ნათესი, საფარს ხდიან, თანდათან მცენარე ემსგავსებაეპიფილუმს - ტოტები უბრტყელდება, სწორი მოვლისას იგი 4- 5 წლის მერე იყვავილებს
ბუჩქის დაყოფით: დიდ ბუჩქს ყოფენ ნაწილებადგადარგვისას, ყვავილობის მერე. ყველა ნაწილს უნდა ჰქონდეს კარგი ძლიერი ტოტები და ფესვები.გადანაჭერს აყრიან ნახშირს და რგავენ ქოთნებში. თავიდან არიდებენ მზეს და ცოტას უსხამენწყალს.
ტოტებით: ასე ხდება მარტ-აპრილში. მცენარესაჭრიან 10-13 სმ ტოტებს სოლისებურად და ტოვებენ 2 დღე ჰაერზე, მერე კი რგავენ მიწაში2 სმ სიღრმეზე 7 სმ სიმაღლის ქოთანში. რწყავენ დარგვიდან 2 დღის მერე.
სახეობები: მისი ბევრი სახეობიდან კულტურაში რამდენიმეა -
ოქსიპეტალუმი - საკმაოდ დიდი მცენარე, იზრდება 3 მ მდე, გრძელი, ბრტყელი, ძირშიგახევებული ტოტებით, კიდეები დაკბილულია, აქვს დიდი თეთრი ყვავილები  20 სმ დიმეტრის. ჰიბრიდული ფორმები სხვადასხვა ფერისაა.
კუთხოვანი - უხვად დატოტვილი ბუჩქოვანი მცენარეა ძირში გახევებული,1  მ სიგრძის იშვიათად სამწახნაგა, უმეტესად მრგვალიტოტებით, სურნელოვანი დიდი წითელი ყვავილებით - დიამეტრი 8-10 სმ.
ჰუკერის - გვხვდება კუბაში, ვენესუელაში, მექსიკაში, იქ საკმაოდ დიდ ზომებსაღწევს, აქვს გრძელი ჩამოკიდებული ტოტები, მათი სიმძიმის გამო და თეთრი, ასევე დიდიყვავილები.
ფილანტუსი  - 1 მ.მდე სიგრძის ტოტებით. მეორადი ტოტები კი 50 სმ ს აღწევს. აქვს ვარდისფერი ყვავილები - 15 – 18 სმ დიამეტრით.
ლაუ - ძირითადი ტოტები 2 სმ ია დიამეტრში, აქვთ მოყვითა;ლო ყავისფერი ბეწვივითნემსები ზომი 4 მმ, და თეთრ- კრემისფერი ყვავილები, რომლებიც საღამოს იშლება და არჭკნება 2 დღე - ღამე.
ასევე ბევრია ჰიბრიდული ფორმებიც: ჯონსონის, მარტინა, ჯასთ პრუ, ჯენიფერ ენ, ვენდიმეი, და სხვ.
02 September 0 7 850
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно