ოთახის ყვავილები საჩუქრად

ზოგჯერ გიწევთ დაბადების დღეზე წასვლა, არც ისე ახლობელადამიანთან და არ იცით, რა აჩუქოთ? არ იცით მისი გემოვნების შესახებ? ყველაზე კარგიგამოსავალი ამ შემთხვევაში ქოთნის ყვავილის ჩუქებაა.
ვარჩევთ მცენარეს საჩუქრად: თუ მცენარემიგაქვთ სახლში, რომელიც საკმაოდ დიდია, თამამად შეგიძლიათ იყიდოთ ინტერიერის ტიპისმცენარე, როგორიცაა შეფლერა, ფაცია, კორდილინა, დრაცენა, არაუკარია. პატარა ბინაშიეს მცენარეები შეუფერებელია. ასეთი მცენარეები ასევე გამოდგება საოფისედ.
პატარა ბინისთვის სჯობს კომპაქტური მცენარეების არჩევა. - კალათეა, ქაბისჩალა, ასპლენიუმი,ეს მცენარეები ფრიად დეკორატიული შესახედავია. ისინი დაამშვენებენ ოთახებს, სადაც დიასახლისს უყვარს პატარა ქანდაკებების,სურათების დადება. ასეთივე ოთახებს მოუხდებათ რეო, ჭანჭყატი.
ტრადიციულად სასაჩუქრედ ყიდულობენ მოყვავილე მცენარეებს. აქ 2 ვარიანტია - ან უკვეყვავილობის ფაზაში მყოფი მცენარე აჩუქოთ, ან დიასახლისს თავად მისცეთ საშუალება,  გაზარდოს და თავად ააყვავოს იგი. ამ შემთხვევაშისასურველია შემდეგი მცენარეები: ია, ყოჩივარდა, სპატიფილუმი, ბეგონია. ისინი ლამაზადმოყვავილეები და უპრეტენზიოები არიან.
რომელ ყვავილებს არ ჩუქნიან: მიიჩნევენ,რომ არასასურველია პალმის და ხვიარა მცენარეების ჩუქება. ხალხური რწმენით, მათ უბედურება, ჩხუბი და განშორება მოაქვთ. არის ასეთი ლამაზი ლიანა - ცვილის სურო, რომელიც ყვავილობისას„ტირის“ და ამის გამო მას „ქვრივის ცრემლები“ შეარქვეს. ასეთი სახელიდან ცრურწმენამდეკი ერთი ნაბიჯია. არც სუროს მიესალმებიან ბებიები.მას „კაცის გამგდებ“ მცენარედ თვლიან ოჯახში და არც მას აჩერებენ შინ. ამიტომ ასეთიმცემარეების ჩუქებისგან სჯობს, თავი შეიკავოთ - შესაძლოა დიასახლისსაც სჯეროდეს ამცრურწმენების.
მოკლედ, არჩევანი გააკეთეთ, მცენარეც შეიძინეთ. ახლა მისი ფრთხილად მიტანაა საჭიროდანიშნულების ადგილამდე, რომ იგი არ დაზიანდეს. თუ გარე ცივა, სჯობს, იგი კარგად შეფუთოთ.რამდენიმე წუთი სიცივეში, მაღაზიიდან მანქანამდე და მანქანიდან სახლამდე საკმარისია,რომ შენაძენის ცხოვრება დასრულდეს.
ყვავილები ქორწილისთვის: ასეთ სადღესასწაულოვითარებაში კარგია თეთრყვავილიანი მცენარეების ჩუქება. ქოთანიც ვიზუალურად სიტუაციასიუნდა შეეფერებოდეს.
ყვავილები ქორწილის იუბილესთვის: ამ შემთხვევაშიგირჩევთ იას, ვარდს, ქრიზანთემას. კარგი იქნება, თუ იუბილის წლის დასახელების შესაფერისქოთანს აარჩევთ, მაგ. 5 წლისთავზე ხის ქოთნით მიიტანთ ყვავილს, 20 წლის თავზე - ფაიფურისქოთნით. ვერცხლის და ოქროს იუბილეზე კი ქოთანს რთავენ ვერცხლისფერი ან ოქროსფერი მოსართავებით.
ყვავილები საშობაოდ: აქ შესაძლებელია შობისვარსკვლავის ან დეკემბერას ჩუქება.
ყვავილები სააღდგომოდ: ამ შემთხვევაშიკი მშვენიერი საჩუქარი იქნება ყვითელ ან ნარინჯისფერყვავილიანი მცენარეები - ნარცისი,ფურისულა, აღდგომის კაქტუსი და სხვა.

29 August 0 5 769
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно