ჭანჭყატი

ოჯახში 190 მდე სახეობაა გაერთიანებული, ბუნებაში ზოგისახეობა 6-7 მ.ს აღწევს სიმაღლით, მაგრამ სახლში უფრო მცირეა ზომები. არსებობენ ბუჩქოვანი,ფოთოლმცვენი, მარადმწვანე მცენარეები.
სახლის პირობებს კარგად ეგუება, უძლებს გასხვლას, გადარგვას, კარგად იზრდება ჩრდილშიც,ამიტომ ჩრ მხარეს გამავალ ფანჯრებზეც ხშირად დებენ. სახლში მათ დეკორატიული ფოთ;ლებისგამო ზრდიან. სახლში იგი არ ყვავილობს, მაგრამ ლამაზი ვარჯი და ფოთოლი აქვს. მცენარე შხამიანია, მაგრამ იყენებენ მედიცინაშიმის ყველა ნაწილს ამოსახველებელ, შარდმდენ, ჭიის საწინაააღმდეგოდ. სახლში ხშირად შეხვდებითიპონურ ჭანჭყატს.
განათება: მას მთელი წელი კარგი განათება სჭირდება და ყველასახეობა ვერ გაიზრდება კარგად ჩრ. მხარეს, მცირე დოზით სჭირდება მზის სხივებიც დილითან საღამოს. ჭრელფოთოლა მცენარე ჩრ მხარეს ფერს ჰკარგავს, ამიტომ მათ მეტად განათებულიადგილი უნდათ.
ტემპერატურა: ზაფხულში კარგია 24-25 გრ,ზამთარში კი ესაჭიროებათ 8-10 გრ მდე დაწევა. თუ იგი მაღალ ტემპერატურაზე გექნებათ,ფოთოლს დაიცვენს ზამთარში. შეიძლება მისი გატანა გაუთბობელ შემინულ აივანზეც
მორწყვა: აქტიური ზრდის დროს უხვად რწყავენ,მორწყვებს  შორის კი მიწა ნახევრამდე უნდა გაშრესქოთანში. ზამთარში მნიშვნელოვანია, არ დაგუბდეს წყალი ქოთანში, ამიტომ უფრო იშვიათადრწყავენ.
შესხურება: დიდად მომთხოვნი არაა, მაგრამ ძლიერ სიცხეში სასარგებლოა-ეს დაიცავს მცენარეს მავნებლებისგან. წყალი შესასხურებლად სჯობს ანადუღარი გამოიყენოთ.ასე ფოთლებზე არ დარჩება წყლის ლაქები. ზაფხულში სასურველია თბილი შხაპი, მაგრამ მიწასცელოფნით უფარავენ.
კვება:  სასუქი შეაქვთ თვეში ერთხელ - გაზაფხულზე და ზაფხულშიმორწყვის შემდეგ მინერალური კომპლექსური სასუქი.
გასხვლა: მთელი წლის განმავლობაში სჭირდებაგამხმარი და სუსტი ტოტების მოცლა. ისინი ძალას აცლიან მცენარეს. მარტში ტოტებს თავსაწყვეტენ, რომ მცენარე დაიტოტოს. მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება, შეიძლებადაბუჩქოთ - ძირიდან რამდენიმე ტოტი შეინარჩუნოთ ამოსული და რაც მეტი, მით უკეთესი. შეიძლება ხესავით გაზარდოთ - ერთ ტოტად. რომელსაცქვედა ტოტებს აცლიან, ზემოთ კი ლამაზი ვარჯია, რასაც დროული გასხვლით აღწევენ. თუ ძალიანმოინდომებთ, მისგან ბონსაის გაზრდაც შეიძლება .
გადარგვა: 5 წლამდე მას ყოველწლიურად გადარგავენხოლმე, მერე კი 2-3 წელიწადში ერთხელ. მიწა უნდა შედგებოდეს: - 2 წილი კორდის მიწა, 1 წ ტორფი,1წ ნეშომპალა და 1წ ფოთლოვანი მიწა. ქოთნის ძირში აუცილებელია დრენაჟი კერამზიტისდა აგურის ნამტვრევებისგან. ასე წყალი ქოთანში არ დაგუბდება, რაც  ზამთარში მას დააზიანებს,
გამრავლება: სხვადასხვაგვარად ხდება: ბუჩქისდაყოფით - გადარგვისას ყოფენ რამდენიმე ნაწილად, ფესურას ფრთხილად ჭრიან, რომ ფესვებიარ დაზიანდეს და ცალკე ქოთნებში რგავენ.

 
გამრავლება ტოტით - ახალგაზრდა ტოტებს მცენარეს აჭრიან ზაფხულში, დაახლოებით6 სმ სიგრძისა, გაუხევებელი უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს 1-2 მუხლი. ჭურჭელში ყრიან ქვიშას,ნეშომპალიან და კორდიანი მიწის ნარევს და შიგ არჭობენ ტოტებს, აფარებენ მინას, დებენსითბოში, რეგულარულად ანიავებენ და ნამავენ. ისინი ფესვიანდება დაახლოებით 2 თვეში.
გამრავლება თესლით - ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, დათესვამდე მისი სტრატიფიკაციაასაჭირო - 3-4 თვე დებენ სიცივეში, 10-12 გრ ზე ქვიშაში. მეორე ეტაპზე თესლს აშორებენკანს და მერე 2-3 თვე  0 გრ ზე აქვთ. ამის მერე  თესლს დებენ „მარგანცოვკაში“, მერე კი თესავენ2 სმ სიღრმეზე  სუბსტრატში, რომელიც შედგება4 წ ფოთლოვანი მიწის, 2 წ ნეშომპალიანი მიწის, 1 წ ქვიშის და 1 წ კორდის მიწისგან.ღია გრუნტში მუდმივ ადგილზე   მცენარეს მხოლოდმესამე წელს გადარგავენ, მანამდე კი შემოდგომა-ზამთარში მულჩირებას უკეთებენ. ზაფხულშიშეაქვთ სასუქი და კარგად რწყავენ.
შხამიანობა: მცენარე შხამიანია, კერძოდ,მისი ნაყოფი. დიდ ადამიანს წამლავს მისი დიდიი რაოდენიბით შეჭმა, მცირეწლოვან ბავშვებსდა ცხოველებს კი მეტი საფრთხე ემუქრებათ.
დაავადებები: ჭრელი ფოთლები გამწვანდა- არასაკმარისი განათების დროს. განათება მკვეთრი უნდა იყოს და მცენარის მცირე ხნითმზეზე დადებაც საკმარისია.
ყვითლდება და ცვივა ფოთლები - ჭარბი მორწყვის გამო. მერე უკვე ფესვებიც ულპება, მორწყვაუნდა დარეგულირდეს.
ფოთლის წვერები ეხვევა და ხმება - ჭარბი განათების შედაგად.
ფოთლების ცვენა - ზამთარში მაღალი ტემპერატურის და  არასაკმარისად ტენიანი ჰაერის გამო.
მავნებლები - უმეტესდ ემტერება ბუგრი,იშვიათად - აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები: 
იაპონური ჭანჭყატი - ეს ერთადერთი სახეობაა, რომელსაც ზრდიან სახლში, სხვებიბაღის და ღია გრუნტის სახეობებია. სახლის პირობებში იგი 1 მ მდე იზრდება, ფოთლები მუქიმწვანე, ტყავისებრი, კვერცხისებრი პრიალაა, მოყვითალო-მწვანე ყვავილები შეკრულია ქოლგაყვავილედად15-30 ერთად. ყვავილობას იწყებს ზაფხულში.
ევროპული ჭანჭყატი - უმეტესად ხეა, თუმცა შეიძლება ბუჩქადაც გაიზარდოს, სიმაღლით6-7 მ, ახალი ტოტები მწვანეა, ასაკში კი შავდება და საცობისმაგვარი წანაზარდები უჩნდება.ღია მწვანე ფერის ყვავილები რამდენიმე ერთად, მოკლე საყვავილე ყუნწზეა. ყვავილობს გაზაფხულისბოლოდან. ყვავილობა გრძელდება 3 კვირამდე. ნაყოფი კოლოფია  ვარდისფერი ან წითელი,4 ნაწილიანი, შიგ თესლია. იგი კარგად უძლებს ზამთარს, გვალვას, ქალაქის პირობებს, ემორჩილებაგასხვლას, გამოდგება ცოცხალ ღობედ.
ჯუჯა ჭანჭყატი - იზრდება აზია - ევროპის ზომიერ სარტყელში.  მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარეა 1 მ მდე სწორმდგომიტოტებით. ფოთლები წვრილი ლანცეტისებრი, ღია მწვანე ფერის. ყვავილი - წითელი ან მწვანეტონალობის 2 -3 ერთად, მოკლე საყვავილე ღერზე. ნაყოფი კოლოფი მუქი წითელი თესლით, ძირითადადგვხვდება ქალაქებში, ბაღებსა და სკვერებში, ძალიან დეკორატიულია. მრავლდება თესლით,ტოტით.
ფორჩუნა- ჭანჭყატი - ჩინეთიდანაა, კარგადიზრდება ზომიერ სარტყელში, ნიადაგმფენი ბუჩქია, გრძელი ტოტებით, რომლებიც ადვილად ფესვიანდება. ელიფსური მუქი მწვანე  ტყავისებრი ფოთლებითდა პატარა თეთრ - მწვანე ყვავილებით, ნაყოფი კოლოფია პატარა და დაბრტყელებული ფორმის.მრავლდება ტოტით ან გადაწვენით, სხვადასხვა ფორმა განსხვავდება ფოთლის ფერით და ზრდისპირობებით, იგი ყველაზე გამძლეა ზამთარში, მაგრამ სჯობს გაუთბობელ ოთახში დადოთ. ვეგეტაციისპერიოდში კარგად იზრდება ნახევრადჩრდილში.

28 August 0 3 770
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно