კორდილინა

გვარში 25 სახეობაა,ყველა მარდმწვანეა, გავრცელებულიატროპიკებსა და სუბტროპიკებში, აზიის, ავსტრალიის და აფრიკის რეგიონებში.
მცენარეებს გაბერილი, ხორციანი ფესვები აქვთ. გვარში ხეები და ბუჩქებია გრძელი ხაზოვანიფოთლებით, ყვავილედები საგველაა, თეთრი, ლილისფერი ან წითელი ყვავილებით. ნაყოფი სამგანყოფილებიანი კოლოფია თითოში 6-15 თესლით. ზოგი სახეობა დრაცენას ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით, ფესვის ნაზარდიაქვს, ფესვები კორდილინას თეთრი, დრაცენას კი ნარინჯისფერ-ყვითელი აქვს.
მოვლა: სახეობის მიხედვით ზრდიან გრილან თბილ ადგილზე. სახლის პირობებში მისი ფორმირება შეიძლება პატარა ხის სახით. თანდათანქვედა ფოთლები ცვივა, ღერო შიშვლდება და ემსგავსება პალმას. მას ზრდიან დეკორატიულიფოთლების გამო. ზოგი სახეობა  უფრო მაღალი იზრდება და გამოდგება ზამთრის ბაღში.
განათება: მოსწონს ნათელი ადგილი, ან ნახევრადჩრდილი,ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს. ბევრს ისიც ჩრდილისმოყვარული ჰგონია დრაცენას მსგავსად,მაგრამ ჩრდილში დარგული ზრდას აფერხებს და ფოთლები უწვრილდება. ჭრელფოთოლა მცენარესუფრო მეტი სინათლე სჭირდება, ვიდრე ერთფერ მცენარეს. თუ ზაფხულში სინათლე საკმარისიაქვს, ზამთარში კიდევ უფრო ახლოს უნდა გადადგათ სინათლისკენ, რადგან არ ჰყოფნის განათება.
ტემპერატურა: ზაფხულში 20-25გრ, შემოდგომიდანთანდათან უნდა შემცირდეს და ზამთარში 5-10გრ უნდა იყოს. სითბოსმოყვარულ მცენარეებს18გრ მდე სჭირდებათ. მას არ უყვარს ორპირი. სახლის პირობებში იგი იშვიათად ყვავილობს.
მორწყვა: ზაფხულში უხვი, ზამთარში ზომიერი.მაგრამ გასათვალისწინებელია ზამთარში ოთახის გათბობა. მას არ მოსწონს წყლის დაგუბებაფესვებში, ასე მცენარე ფოთლებს დაიცვენს, თუმცა არც ზედმეტად გამომშრალი მიწა სჭირდება.ეს მცენარე გამოდგება ჰიდროპონიკისთვისაც.
ჰაერის ტენიანობა: მის ფოთლებს რეგულარულიდანამვა სჭირდება, სანამ მცენარე პატარა ზომისაა, ქოთანს დებენ წყლიან სადგამზე. პერიოდულადშეიძლება თბილი შხაპის მოწყობაც მისთვის. მშრალი ფოთლის წვერები მიუთითებს ზამთარშიგამთბარ ოთახში მის ყოფნაზე.  მორწყვაც და დანამვაცსაკმაოდ ფრთხილადაა საჭირო, რომ წყალი ზრდის წერტილს არ მოხვდეს და მისი ლპობა არ გამოიწვიოს
გამრავლება: ადვილად მრავლდება ფესვისდაყოფით, ტოტით, თესლით. მას თავს გადააჭრიან და ტოტს წყალში დებენ, სადაც რამდენიმენატეხ ნახშირს ყრიან.
გადარგვა: სჭირდება გაზაფხულზე 2-3 წელიწადშიერთხელ. მიწა უნდა იყოს კორდის, ფოთლოვანი, გადამწვარი ნაკელი და ტორფის ნარევი ქვიშისდამატებით.
კვება:ზრდის პერიოდში - აპრილიდან აგვისტომდე2 კვირაში ერთხელ სჭირდება სპეციალური კომპლექსური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის.ზამთარში კი თვეში ერთხელ საკმარისია.
გამრავლება: მრავლდება თესლით, კალმით,გადაწვენით, ფესვის დაყოფით.
თესლით - ითესება ადრე გაზაფხულზე კორდის მიწის და ქვიშის ნარევში, ამოდის 3-4 კვირაში.ჯიშები მხოლოდ ვეგეტატიური გზით მრავლდება.
კალმით - კალმად გამოდგება ნახევრადგახევებული ტოტები, მათ ჭრიან  ისე, რომ 2-4 მუხლი მოხვდეს ერთ ნაწილზე. ირგვებამიწის და ტორფის ნარევში ქვიშის დამატებით. საჭიროა მაღალი ტემპერატურა - 25-30გრ.მიწა და მცენარე პერიოდულად უნდა დაინამოს. ერთ თვეში ისინი ფესვიანდება, მერე რგავენმუდმივ ადგილზე.
ფესვის დაყოფით - ასე ყველა სახეობის გამრავლებააა შესაძლებელი. გაზაფხულზე იღებენმიწიდან, აშორებენ ფესურას წვრილ ფესვებს და ჭრიან ნაწილებად, რგავენ ისეთივე მიწაში,როგორც კალმებს სჭირდებათ. ფესვების გამოტანის მერე კი ჩვეულებრივ მიწაში გადაიტანენ.
სახეობები: მისი მრავალი სახეობაა დეკორატიული,რომლებსაც სახლში ზრდიან:
ბენქსის კორდილინა - ახალი ზელანდიიდან. იზრდება 3 მ წვრილი, სწორი ღერით, რომლის თავზეცზემოთ მიმართული წვრილი გრძელი ფოთლებია, 150სმ მდე სიგრძის და 8 სმ სიგანის, წაწვეტებული, აქვს მსხვილი საგველაყვავილედი, თეთრი ფერის ყვავილებით.
წითელი კორდილინა - 3-4მ ბუჩქი ხშირად დაუტოტავი, ლანცეტისებრი ფოთლებით, მუქი  მწვანე ფერის. ყვავილედი გრძელი საგველაა. დეკორატიულიადა გამოდგება გრილ შენობებში.ზაფხულში გააქვთ გარეთ.
სწორი კორდილინა - იზრდება ავსტრალიაში. 3მ სიმაღლის, მოგრძო. 60 სმ მდე  ლანცეტისებრი ტყავისებრი ფოთლებით, საგველა ყვავილედისწორმდგომი ან დახრილია, მოკლეყუნწიანი ლილისფერი ყვავილებით.
არსებობს ბევრი ბაღის ფორმაც - ისინი კარგად გავრცელებული დეკორატიული მცენარეებია.მათ ზამთრის ბაღში ან ორანჟერეაში ან კიდევ სუბტროპიკულ რაიონში ღია გრუნტშიც ზრდიან.საკმაოდ უპრეტენზიოა.

 
დაავადებები: არასწორი მოვლისას:
უყავისფერდება ფოთლის წვეროები ან კიდეები - მშრალ ჰაერზე, ცივ ორპირში და არასაკმარისიმორწყვსას,
ყავისფერი ლაქები - ნაკლები მორწყვისას,
დახვეული რბილი ყავისფერი ფოთლები - დაბალ ტემპერატურაზე. განსაკუთრებით ღამით.
ფოთლების გაყვითლება - ჰაერის სიმშრალის, საკვების ნაკლებობისას მიწაში.
ქვედა ფოთლების გაყვითლება - ეს ნორმალურია. შეიძლება თავი გადააჭრათ ღერს და დაფესვიანებულიისევ გვერდით მიურგათ, ასე ბევრად ეფექტურად გამოიყურება მცენარე.
ზოგჯერ მას მწერებიც ესევა.
 ფარიანა- სწოვს წვენს მცენარეს. ფოთლებიხმება და ცვივა.  ებრძვიან საპნიანი ღრუბლითმექანიკურად ან აქტელიკის ხსნარს ასხურებენ.
ტრიპსები - ეს მწერი მაღალი ტემპერატურის დროს ჩნდება სიმშრალეში. ფოთლის ქვედამხარეს კოლონიებად სახლდება, ზედა მხარეს კი ღია წერტილებო ჩნდება, ებრძვიან ინსექტიციდებით
ბუგრი - აზიანებს ფოთოლს ქვედა მხრიდან. ფოთლები ეხვევა, ყვითლდება და სცვივა.ებრძვიან ფიტოვერმის, აქტელიკის შესხურებით.
რადენიმე რჩევა: განიერფოთლიან მცენარესმეტი მორწყვა სჭირდება ზრდის დროს, ვიდრე ვიწროფოთლიანებს. მათ მოსწონთ მიწის გაფხვიერება,რაც ზრდის ნიადაგის აერაციას. თუ ზედა ფენა თეთრი ქერქით დაიფარა, ეს მარილების დაგროვებასნიშნავს, რაც წყლიდან გადადის მიწაში - ასეთი მიწა უნდა შეიცვალოს.
21 August 0 3 501
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно