ბოლოფეხიანები

ეს მავნე მწერი ფართოდაა გავრცელებული მთელს დედამიწაზე - გვხვდება ტროპიკებში, ზომიერ სარტყელში, არის არქტიკაშიც და ანტარქტიდაშიც - ყველგან, სადაც თუნდაც ხავსი ან ლიქენა იზრდება. არსებობს ამ მწერების 8 000 მდე სახეობა.
იგი გვხვდება მცენარეულ ნარჩენებს შორის, მიწის ზედაპირზე ან სიღრმეში, ზოგი კი წყლის ზედაპირზეც აპკის ქვეშ. ისინი უამრავია ტყეებსა და მინდვრებში. 1კვ მ ზე დაახლოებით 10 000მდე ეს მწერი ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა შეფერილობისაა - მცენარეებზე მცხოვრები - მწვანეა, მიწაზე ან მიწაში - მურა ან ნაცრისფერი. არსებობს მკვეტრად შეფერილი ან ლითონისებრ მბრწყინავი ფორმებიც.
მიწის ზედა ფენაზე მცხოვრები მწერი  უცნაურად გადაადგილდება: მწერს მუცლის უკანა მხარეზე „ხტუნია ჩანგალი“ აქვს მოთავსებული, მოსვენების მდგომარეობაში იგი მოღუნულია. როცა მწერი გადაადგილებას იწყებს, ეს ორგანო სწორდება, მთელი ძალით ეხეთქება ზედაპირს, მწერი კი  მკვეთრ ნახტომს აკეთებს. მიწაში მცხოვრებ მწერს   ეს ორგანო არ აქვს და იგი ხოხავს პატარა, მკერდზე მიმაგრებული ფეხებით. მწვანე ფერის მწერი, რომელიც მცენარეზე ცხოვრობს, მისი ქორფა ყლორტებით იკვებება და მცენარე ზიანდება. ამავდროულად მას გადააქვს სოკოვანი ან ვირუსული ინფექციები.
ზოგადად, ეს მწერი არც ისე მავნებელია - იგი მცენარეულ ნარჩენებს გარდაქმნის ბიოჰუმუსად და მის მინერალიზაციას ახდენს, რაც ნიადაგწარმოქმნას უწყობს ხელს. ამიტომ მათთან ბრძოლა არც ისეე აუცილებელია ქიმიური პრეპარატებით - ეს უფერო ზიანის მომტანი იქნება მცენარისთვის, ვიდრე თავად მწერი
აღწერა: ბოლოფეხიანი 0,2-10მმ ზომის მწერია, ცხოვრობს ნესტიან ადგილზე, მიმალულია მიწაში, მკვდარი ხეების ქერქში, ძირს დაყრილ ფოთლებში, ქვებს შორის. იკვებება ხავსით, ლიქენით, წყალმცენარეებით, სოკოს მიცელიუმით. მხოლოდ მცირე რაოდენობა იკვებება მაღალი კლასის  მცენარეებით.
მწერის მატლი იმეორებს ზრდასრულის გარეგნობას, მაგრამ შედარებით მცირე ზომისაა. ოთახის მცენარეებზე ხშირად გვხვდება თეთრი ან ნაცრისფერი მწერები, იშვიათად - მწვანე ან მოვერცხლისფრო.
ბოლოფეხიანები დიდად არ აზარალებენ მცენარეს.  უფრო ზიანდება ნათესი, მის ახალგამოტანილ ნამდვილ ფოთლეზე სახლდება სწორედ ეს მწერი და მიირთმევს მათ. 

 
თუ ისინი ბევრია, ტემპერატურა დაბალი  და მორწყვა ხშირია,  მცენარეები ანელებენ ზრდას, მწერები იკვებებიან მისი ფოთლებით.  მიყენებულ ჭრილობებზე უამრავი სოკო, ბაქტერია სახლდება, რაც ასუსტებს მცენარეს და შეიძლება  დაღუპოს კიდეც ისინი.
მათთან ბრძოლა: მწერებთან ბრძოლა არაა საჭირო, თუ ისინი მცირე რაოდენობითაა. მაგრამ ზოგჯერ „აფეთქება“ ხდება. ისინი უცებ მრავლდება, მათთან ბრძოლის ძირითად მეთოდს  აგროტექნიკის დაცვა წარმოადგენს.
მიწა არ უნდა შეიცავდეს დიდ ოდენობით ხრწნად კომპონენტებს - ფოთლებს, დალეული  ჩაის ნარჩენებს,  ნახერხს. ქოთანში საკმარისად უნდა ეყაროს დრენაჟი, მორწყვა კი ზომიერი სჭირდება, გრუნტის შეშრობის შემდეგ.  ქოთანი ზომით უნდა  შეესაბამებოდეს მცენარის ფესვთა სისტემის ზომას. თუ მიწა ბევრია და ფესვები ვერ ავსებს ბოლომდე, მასში მრავლდება სოკო, ბაქტერია, მიწა მჟავდება, ბოლოფეხიანებისთვის ეს კარგი გარემოა და ისინი კიდევ უფრო მრავლდება. მათ რაოდენობას მიწაში კარგად აკონტროლებს მტაცებელი ტკიპები, რომლებიც ასევე ცხოვრობენ შიგნით. თუ მწერი ძალიან მომრავლდა. უნდა შეიცვალოს მიწა და გადაიხედოს მცენარის მორწყვის რეჟიმი. ზოგჯერ კი სასწრაფო ზომების მიღებაც აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში იყენებენ სისტემურ ინსექტიციდებს - აქტარა, მოსპილანი. მათ რაოდენობას ასევე ამცირებს 2-3 ლ წყალში გახსნილი ნახევარი აბი ციტრამონიანი ხნარით მორწყვაც.
იის ან სტრეპტოკარპუსის დათესვისას მიწა უნდა გასტერილდეს. კონტეინერი კი ჰერმეტული უნდა იყოს, რომ მწერმა შიგ ვერ შეაღწიოს. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ თესლი ცოტაა ან ჰიბრიდის ამოსვლის მცირე შანსია.
19 August 0 2 356
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно