გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ობი ოთახის მცენარეებთან

 ეს ერთერთი ყველაზე საშიში მტერია მცენარეებისთვის, ცხოველების და ადამიანისსთვისაც. იგი აღწევს მათ ორგანიზმში და შედეგი საკმაოდ ცუდია.
ბრძოლა და პროფილაქტიკა: მცენარეზე თუ შენიშნეთ შავი წერტილები, ან ლაქები, ნაცრისფერი აბლაბუდა ნიადაგზე ქოთანში - ეს ობის ნიშანია. იგი შეძილება ჰგავდეს ჟანგს, ფხვნილს, ქერქს, აბლაბუდას. დიდი ხნით თუ უყურადღებოდ დატოვებთ, მცენარე ლპება, იჭმუჭნება, ჭკნება, ან ხმება.
როგორ ვითარდება ობი? ოთახის პირობებში მაღალი ტენიანობისას იშვიათი განიავების დროს იქმნება  კარგი პირობები ობის წარმოქმნისთვის. თუ მცენარე ასეთ პირობებში მოხვდა, უნდა იცოდეთ, როგორ მოუაროთ მათ, რომ არ დაობდეს.
მცენარეს პერიოდულად სჭირდება დეზინფექცია ასეთი ხსნარებით: 5გ სპილენძის სულფატი უნდა გახსნათ 1ლ წყალში, დაამატოთ დეცისი ან აქტელიკი. უმეტესად სოკო და ობი მცენარეს უჩნდება არასწორი მოვლის გამო. ობს მოსწონს ნესტი. ამიტომ თუ მცენარეს ხშირად რწყავთ და უხვად, ეს შეიძლება გახდეს ობის გაჩენის მიზეზი. დაობებული ნიადაგი განსაკუთრებით საშიშია ახალი ნაზარდისთვის, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით თესლს ამუშავებენ ორთქლ;ით. ეს თესლს არა მარტო ობისგან იცავს, არამედ სარეველებისა და მავნებლებისგანაც. კარგ შედეგს იძლევა ასევე ბიოფუნგიციდებით ან „მარგანცოვკით“ მიწის მორწყვა დარგვის წინ. სოკო ვერ იტანს ვერც ხის ნახშირს. ამტომ მასაც უყრიან მიწაში მცენარეებს.
ობ-მედეგი მცენარეები: არიან მცენარეები, რომლებიც არასდროს ავადდებიან ობით. - ადენიუმი, კალადიუმი, პახიფიტუმი, არდიზია, ოშოშა. ასევე არ მოგიწევთ ობისგან მკურნალობა - ნეორეგელიის, თავნასკვასი, სიდერასისის.
მაგრამ თუ თქვენი მცენარეები არ მოხვდა ამ სიაში, ნუ ინერვიულებთ - მათთვის სწორი პირობების შექმნით და კარგი მოვლით შეუნარჩუნდება ჯანმრთელობა თქვენს მცენარეებს და დიდხანს იცოცხლებენ.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

16 August 0 8 413

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно