პლუმერია სახლში

ოჯახში გაერთიანებულია 65 მდე სახეობა. სახელი ეწოდა  მე-17 ს ის ფრანგი ბოტანიკოსის შარლ პლუმერის პატივსაცემად.ბუნებაში იზრდება ს.ამერიკის ჩრ. ნაწილში.
ძირითადად ბუჩქოვანია, თუმცა გვხვდება ხეებიც, სახლის პირობებში მისი სიმაღლე არ აღემატება 2 მ ს, თუმცა სჯობს მისი გაზრდა ორანჟერეაში. იგი ფასეულია 10სმ მდე დიამეტრის  სურნელოვანი სხვადასხვა ფერის ყვავილების გამო,ყვავილობა გრძელდება მთელი ზაფხული.
განათება: მისთვის ოპტიმალურია სამხრეთფანჯრის რაფა, იგი ყვავილობს მხოლოდ მაშინ, თუ პირდაპირი მზის სხივები არანაკლებ 6სთ ისა ხვდება დღის განმავლობაში. ჩრ.მხარეს იგი არ იყვავილებს განათების ნაკლებობისგამო. მისი გაზრდა შეიძლება დას ან აღ მხარესაც, თუმცა ასე ყვავილი ნაკლებად ექნება.ზაფხულშიშეიძლება გარეთ გატანაც, მაგრამ ორპირში არ უნდა მოხვდეს და დაცული უნდა იყოს ნალექისგანაც.მზეს თანდათან უნდა შეაჩვიოთ, რომ ფოთლები არ დაეწვას.
ტემპერატურა: გაზაფხულ-ზაფხულში სჭირდება 25 – 30 გრ, შემოდგომაზეთანდათან იკლებს დაზამთარში დაახლოებით 15 გრ უნდა იყოს.
მორწყვა: გაზაფხულ-ზაფხულში ირწყვება მაშინვე,როგორც კი მიწის ზედა ფენა შეშრება. ზამთარში ისე რწყავენ, რომ მიწა ბოლომდე არ გაშრეს.წყალი არ უნდა  დაგუბდეს ქოთანში, ეს მცენარესმოკლავს. ამიტომ ზამთარში ფრთხილად უნდა მოირწყას.
შესხურება: ვეგეტაციის პერიოდში ძალიან  მოსწონს დანამვა ან სველ კერამზიტიან სადგამზე დადება. თუ იგი ყვავილობს, წყალი არ უნდა მოხვდეს ყვავილს.
კვება: გაზაფხულზე ახალი ფოთლების ამოსვლისმერე აძლევენ კომპლექსურ სასუქს, მოგვიანებით თვეში ორჯერ სასუქს მოყვავილე მცენარეებისთვის,შემოდგომიდან კვებას ამცირებენ. ზამთარში კი საერთოდ წყვეტენ.
მოსვენების პერიოდი: ზამთარში ოთახის პირობებშიიგი იძინებს. სახეობის მიხედვით ეს პერიოდი გრძელდება 4 -7 კვირა, ამ დროს იგი ფოთოლსიცვენს. ამ ეტაპის დასრულებისას კი უკვე ახალი ფოთლები გამოჩნდება.
გასხვლა: მოსვენების ეტაპის დასრულებისასიგი ისხვლება. ყვავილი ამოსდის მხოლოდ მიმდინარე წლის ტოტებზე, მცენარეს სხლავენ ძლიერმჭრელი სეკატორით, რომელსაც წინასწარ ასტერილებენ სპირტით. მოჭრილი ტოტები გამოდგებადასაფესვიანებლად.
გადარგვა: ადრე გაზაფხულზე უნდა გადაირგას2-3 სმ ით დიდ ქოთანში. ახალგაზრდა - ყოველწლიურად, მოზრდილი კი 2-3 წელიწადში ერთხელ.სუბსტრატი უნდა შედგებოდეს კორდის, ტორფიანი,ნეშომპალიანი მიწის და ქვიშის ნარევისგან - 2:1:1:1. ქოთნის ძირში ყრიან კერამზიტსან დამტვრეულ აგურს ქოთნის 1/5 სიმაღლეზე

გამრავლება: თესლით - ითესება 6სმ დიამეტრისქოთანში, ამოსვლის მერე გადააქვთ 9 სმ იანში, ყვავილობას იწყებს 2-3 წლიდან, დათესილიარ იმეორებს დედის  თვისებებს,
კალმით - ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულზე ირიბი კუთხით მოჭრილ ტოტებს დებენ ჯერ წყალში,მერე ავლებენ ზრდის სტიმულატორში და რგავენ. ქოთანში სამი ფენა იყრება - პირველი მიწისნარევი, რაც ზემოთ ეწერა. მეორე - პერლიტი და მესამე -  ისევ მიწის ნარევი. ტოტს დებენ ვერტიკალურად, რომმისი ქვედა ბოლო მთლიანად იდოს პერლიტში, დაფესვიანებისთვის საჭიროა 25-28 გრ, კარგიგანათება და ფრთხილი მორწყვა. ახალი ფოთლის გამოჩენა მიუთითებს დაფესვიანებაზე, ესდაახლოებით 2- 3 თვის მერე ხდება.თანდათან უმატებენ რწყვას, მერე გადააქვთ მოზრდილქოთანში. იგი მომდევნო წელს იყვავილებს
შხამიანობა: მცენარის წვენი შხამიანია,აღიზიანებს კანს, ლორწოვანს, მათზე წვენის მოხვერდისას საჭიროა დიდი ოდენობის წყლითდაბანა.
დაავადებები: იცვენს ფოთოლს - ზამთარშიეს ნორმალური მოვლენაა.
არ იზრდება, ფოთოლი ყვითლდება ტურგორს ჰკარგავს და ცვივა - არ ირწყვება საკმარისად.
ლპება - ზემოაღწერილ სიმპტომებს თუ ლპობაც დაემატა - ჭარბადაა მორწყული.
მავნებლებიდან ემტერება აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები: თეთრი პლუმერია - ბუნებაშიიზრდება ანტილიის კუნძულებზე. დაახლოებით 10მ სიმაღლის ხეა, სწორი 30სმ მდე სიგრძის,ქვემოდან შებუსული ფოთლებით. ყვავილს ძლიერ სასიამოვნო სურნელი აქვს, თეთრია, ყვითელიგულით და არც ისე დიდი - 2,5 სმ დიამეტრში.
წითელი პლუმერია - იზრდება მექსიკა-ვენესუელაში,5მ მდე აღწევს, ფოთოლმცვენია. კვერცხისებრი 50სმ მდე სიგრძის ფოთლებით. ყვავილები ტოტისწვერში ერთადაა მტევნად შეკრული, 5სმ ია დიამეტრში, სხვადასხვა ფერია - წითელი, ლილისფერი,ყვითელი, ვარდისფერი.

13 August 0 5 446
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно