თავნასკვა

მიეკუთვნება ისლისებრთა ოჯახს. გვარში 600 მდე სახეობაა. ბუნებაში გვხვდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში, უფრო ხშირად - აფრიკაში. ჩვენსკენ კარგად ხარობს მისი სხვა ნათესავები - ისლი, ლელქაში, ელეოქარისი.
თუ თავნასკვა ერთ პატარა კუნძულად იზრდება სადმე გუბურის პირას, იგი საკმაოდ.ეფექტური შესახედია, ამ მცენარის ერთ ერთ ძველ მოძმეს კი - პაპირუსს საწერ მასალად იყენებდნენ. დღეს ამ მცენარესაც ზოგი ასე ეძახის - ციპერუს პაპირუსს, ზოგი კი პალმას ამსგავსებს და -პალმა ციპერუსად მოიხსენიებს,
ბუნებაში იგი 3 მ-მდე იზრდება, აქვს სწორი, მაღალი სუსტი ღერები, რომლის თავზეც ქოლგისებრ განლაგებული წვრილი სხვადასხვა სიგრძის ფოთლებია შეკრებილი, ძირითადად მწვანეა, მაგრამ დღეს გამოყვანილია ჭრელფოთოლა სახეობებიც. წვრილი, შეუხედავი ყვავილები ფოთლის უბეებში იმალება, სახლის პირობებს კარგად ეგუება, უძლებს ჩრდილს, ხშირად იყენებენ პატარა ხელოვნური წყალსატევების გასალამაზებლად.
მოვლა: იგი ადვილი გასაზრდელია და დამწყებ მეყვავილეს გამოადგება - ესაჭიროება სწორი მორწყვა და ბალანსირებული სასუქი. მიუხედავად იმისა, რომ იტანს ჩრდილს,  მოსწონს განათებული ადგილი და მცირე ხნით პირდაპირ მზესაც კი იტანს, კარგად გრძნობს თავს დას ან აღ , მხარეს რაფაზე. ს. მხარეს შუადღეზე ჩამოფარება დასჭირდება. ზაფხულში გააქვთ გარეთ. ზამთარში სჭირდება სიგრილე - 12 გრ ის ფარგლებში.
მას ძალიან უყვარს წყალი და ხშირად ამ მცენარეს აკვარიუმებისთვისაც იყენებენ, რწყავენ უხვად და ხშირად, რომ მიწა სულ ნამიანი იყოს, მხოლოდ ზამთარში უმცირებენ მორწყვას. მას ტენიანი ჰაერი სჭირდება, ამიტომ ასევე ხშირად ასხურებენ ნადგამ წყალს ფოთლებზე. ზამთარში, თუ მის ახლოს გამათბობელი არაა, შესხურება არ უნდა.
კვება: მოსვენების ეტაპი მას არ აქვს, იგი მთელი წელი იზრდება და ამიტომ  მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სასუქი. გაზაფხულ-ზაფხულში 2 კვირაში ერთხელ აძლევენ კომპლექსურ სასუქს. ზამთარში - საკმარისია თვეში ერთხელ.
გადარგვა: მისი გადარგვა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, რადგან იგი არ ისვენებს, ყვავილი კი უინტერესო აქვს, თუმცა მაინც შესაფერისი დრო - მარტია და თუ მისი ფესვები ვეღარ ეტევა ქოთანში. მიწა უნდა იყოს სუსტად მჟავე, ნოყიერი - ნეშომპალიან და ტორფიან ნიადაგს უმატებენ ჭაობის შლამს. ქოთანი სჭირდება მაღალი, მეოთხედამდე დრენაჟით მასში. იგი მიწიანად  გადააქვთ ახალ ქოთანში და მერე ამატებენ ახალ მიწას. 


გამრავლება თესლით: თესავენ, როცა ღამე მოკლდება და დღე ხანგრძლივდება. ითესება ჭურჭელში, სადაც ტორფიანი და ფოთლოვანი მიწის ნარევია ქვიშის დამატებით. თესავენ ზედაპირულად. ოდნავ ჩატკეპნიან მიწაში, ზემოდან აფარებენ მინას და დებენ 18 გრ ზე, თბილი წყლით ნამავენ მიწას ყოველდღე. ანიავებენ რეგულარულად და ხსნიან კონდესატს მინიდან. ამოსულ ნერგებს რგავენ ცალკე ქოთნებში 3-3 ცალს ერთად, შეიძლება მისი გამრავლება ვეგეტატიურადაც.
ბუჩქის დაყოფით - 2 წლის და მეტი ასაკის ბუჩქს გადარგვისას ყოფენ ნაწილებად და ცალკე რგავენ.
როზეტებით: ფოთლის როზეტს აჭრიან 5 სმ ღერთან ერთად, რგავენ ქვიშაში 20-24 გრ ზე. ან ტოტს დახრიან, ფოთლიან ნაწილს ირიბად დებენ წყლიან ჭურჭელში, ამაგრებენ ასეთ მდგომარეობაში და ელოდებიან დაფესვიანებას, მერე აშორებენ დედა მცენარეს და რგავენ ცალკე.
კალმით: კალმებს ჭრიან გაზაფხულზე, ფოთლებს უმოკლებენ 2/3 ზე  დებენ წყალში. დაფესვიანებულს კი რგავენ
დაავადებები: იგი მედეგი მცენარეა, მაგრამ თუ მოვლის წესებს არ დაიცავთ, ზიანდება ბუგრით, აბლაბუდა ტკიპით.
თუ მცენარე ხმება - ფოთლის წვერების გახმობა მიუთითებს მშრალ ჰაერზე, სჭირდება დანამვა, სველ სადგამზე დადება.
ყვითლდება - მიწა არასაკმარისად სველი თუა, მცენარე გაყვითლდება, მორწყვის გამოსწორება ასე გაყვითლებულ ნაწილს ვერ აღადგენს. მას ამ ნაწილებს აჭრიან ფესვთან ახლოს.
სახეობები: კულტურაში მისი რამდენიმე სახეობაა. ყველაზე გავრცელებულია.  ქოლგა თავნასკვა - 50 სმ სიმაღლის წვრილღერებიანი მცენარე მათ ბოლოებზე ასევე წვრილი ფოთლებით. ციპერუს პაპირუსი - გავრცელებულია ეგვიპტე - ეთიოპიაში. 

გადაშლილი თავნასკვა - იზრდება 90 სმ მდე, ღერები ცოტაა, ფესვთან ახლოს კი მრავალრიცხოვანი გრძელი და ფართო ფოთლებია, ღერების ბოლოში ფოთლის სიგრძე 30 სმ ს აღწევს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 August 0 4 352
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно