გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სამკურნალო მცენარეები

ეს მცენარეთა ჯგუფია, რომლებსაც ნედლეულად იყენებენ მედიკამენტებისთვის, ან გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და ვეტერინარიაში 2010 წლის მონაცემებით, ბაზაში დაახლოებით 21 000მდე მცენარეა.
ეს მცენარეები 3 დიდ ჯგუფად იყოფა:
-ოფიციალური სამკურნალო მცენარეები, რომელთა გამოყენება ნედლეულად ნებადართულია და შეტანილია წამლების  სახელმწიფო რეესტრში.
 - ფარმაკოპეული სამკურნალო მცენარეები. რომელთა მიმართ სახელმწიფო ფარმაკოპეას მოთხოვნები აქვს ჩამოწერილი
 - ხალხური მედიცინის სამკურნალო მცენარეები,- ყველაზე ფართო ჯგუფი, რომლებზეც სრული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის და ფარმაკოლოგიური თვისებებიც შეუსწავლელია.
სამკურნალო ნივთიერებები ხშირად მცენარეში არათანაბრადაა განაწილებული, ამიტომ საჭიროა იცოდეთ, რომელი ორგანო მეტ ნივთიერებას შეიცავს, როდისაა მათი რაოდენობა მაქსიმალური მცენარეში და რა დროს სჯობს მათი შეგროვება. ზოგ მცენარეს ნახარშის, ნაყენის, ზეთოვანი ექსტრაქტის სახით იყენებენ. ზოგს გარეგნული დანიშნულება აქვს - აბაზანების, გადახვევების, კომპრესების სახით.
 ყველა ქვემოთ მოყვანილი მცენარის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ამარანტი:  ერთწლიანი ბალახოვანი 20-100სმ სიმაღლის მცენარე, მის სახეობათაგან სამკურნალოდ იყენებენ თეთრს, თავთავისებრს, საგველას, გარეგნულად ისინი განსხვავდებიან, მაგრამ თვისებები მსგავსი აქვთ. მცენარეს აგროვებენ ივლის-აგვისტოში, ყვავილობისას, აშრობენ ჰაერზე ჩრდილში. იყენებენ სისხლის აღმდგენად ჭარბი მენსტრუალური ან ჰემორიოიდალური სისხლდენის დროს. შეიძლება ნაყენის დალევაც და კომპრესების სახით გამოყენებაც.

ამარანტის ზეთსაც წარმატებით იყენებენ ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, ქოლეცისტიტის, კლიმაქსის დროს, ასევე სხივური თერაპიის შემდეგ. ერთ კურსზე საჭიროა 250 გრ ზეთი. საჭიროებისას იმეორებენ სამჯერ თითო თვის გამოტოვებით.
რეჰანი: ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე სურნელოვანი ფოთლებით. ინდოეთში იგი წმინდა მცენარედაა მიჩნეული და მისი ტოტებისგან კრიალოსანს ამზადებენ. აიურვედას მიხედვით, მის ენერგეტიკას დამამშვიდებელი, ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გამწმენდი თვისებები აქვს, სამკურნალო თვისება აქვს ფოთლებს ყვავილობამდე და ნაყოფს, მისი მიწისზედა გაუხევებელი ტოტების და ფოთლებისგან იღებენ ქაფურის ზეთს, ზაფხულში რამდენჯერმე შეიძლება მისი შეგროვება.

მას წარმატებით იყენებენ პიელიტის, ცისტიტის, დიზურიის და თირკმლის დაავადებების დროს, ასევე შუა ყურის ანთებისას. ხალხურ მედიცინაში კი მას იყენებენ ღებინების, რევმატიზმის, თავის ტკივილის და ამენორეის  დროს. მისი თესლის  ლორწოვანი ნაყენი უხდება თვალის  ანთებით დაავადებებს და ძუძუს ნახეთქს მეძუძურ დედებში, მის ნაყენს სვამენ ჩაის სახით, ან იყენებენ აბაზანაში. კარგია კბილის ტკივილის, მადის გასაძლიერებლად, ნევროზის ან ეპილეფსიის დროს. მცენარის ახალ ფოთლებს აქვს ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, ანტისეპტიკური, ჭრილობის შემახორცებელი ეფექტი. ყვავილობისას შეგროვებული მცენარე სისხლის ცირკულაციას აძლიერებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას აწესრიგებს, კარგია ყივანახველის დროს, უხდება ანგინას, ბრონქულ ასთმას, ცხელებას, ხველას. სურდოს,
ხავერდა: ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე. სამკურნალო თვისება აქვს მის ყვავილედს, რომელიც შეიცავს ეთერზეთებს. მის სუნს ვერ იტანენ მავნე მწერები, ამიტომ ხშირად რგავენ ბოსტანშიც. 

სამკურნალოდ იყენებენ მისი ყვავილების ნაყენს, აქვს შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი ეფექტი, გარეგნული  დანიშნულებითაც იყენებენ საფენებად კანის სხვადასხვა დაავადებების დროს.
უცუნა: ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარე დიდი მოიასამნისფრო ყვავილებით მაღალ ფეხზე, ხახვისებრი ბოლქვი, სამკურნალო დანიშნულებით იყენებენ მის თესლს და ბოლქვს, საფრანგეთში კი - მის ყვავილსაც.  მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდებს - კოლხიცინს, კოლხამინს. ეს ალკალოიდები შხამს წარმოადგენს, მედიცინაში გამოიყენება კოლხამინი მისი ნაკლებ მომწამვლელობის გამო, მას იყენებენ კანის კიბოს სამკურნალოდ, საყლაპავის არაოპერაბელური სიმსივნის დროს, მაგრამ დოზები მკაცრად უნდა იქნას დაცული,  გადაჭარბებების შემთხვევაში  მცირდება სისხლწარმოქმნა, იწყება დიარეა, თმის ცვენა. ხალხურ მედიცინაში მის თესლს იყენებენ პოდაგრის, რევმატიზმის ან მადეფორმირებელი პოლიართრიტის დროს.

მიხაკი: ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარე. სახეობები, რომლებსაც სამედიცინო კუთხით იყენებენ - ჩინური მიხაკი, დელტისებური მიხაკი და ფუშფუშა მიხაკია. სამკურნალო გამოყენება აქვს მიწისზედა ნაწილებს.
ჩინურ მიხაკს აქვს შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო  ეფექტი. მის ნახარშს ჩინეთში იყენებენ ეგზემის, ამენორეის, გაძნელებული შარდვის დროს. ფუშფუშა მიხაკი კი სასხლაღმდგენი, დამამშვიდებელი, ტკივილდამაყუჩებელი, კრუნჩხეის საწინააღმდეგო ეფექტით ხასიათდება, აძლიერებს გლუვი კუნთების ტონუსს,  მისი ნაყოფის ნახარშს ჩინეთში იყენებენ დერმატიტების და პირის ღრუს ლორწოვანის ანთების სამკურნალოდ.

დელტისებრ მიხაკს ხალხური მედიცინა იყენებს ჰემოროიდალური და საშვილოსნოს სისხლდენის, კუჭის დაავადებების, გულის ტკივილის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს, მის საფენებს კი - მტკივნეულ სახსრებზე იდებენ
სისხლისფერი ბალბიფოთოლა:  იგი ბევრგან იზრდება ბაღში, უპრეტენზიო მცენარეა. სამედიცინო მიზნით  აგროვებენ ივნის-აგვისტოში ბალახს და ყვავილს, სექტემბერ-ოქტომბერში კი - ფესვებს. მცენარეს აქვს ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, ანტისეპტიკური თვისებები. მას იყენებენ პოდაგრის, შარდკენჭოვანი დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს, ასევე კანის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს. მის ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ საფენებად, კანის დაავადებების, ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების სამკურნალოდ. მისი ნახარშით თავის დაბანა უხდება თმის ცვენას. მცენარის ფესვებისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ცხვირიდან სისხლდენის და კანის დაავადებების დროს.
სამკურნალოა ასევე მინდვრის ბალბიფოთოლაც. მასში ბევრია მრთრიმლავი ნივთიერებები, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული თვისებები. იყენებენ დიზინტერიის, შარდკენჭოვანი დაავადებების, პოდაგრის, რევმატიზმის დროს, მის ნახარშს კი ივლებენ ანგინის დროს, გამოიყენება ასევე საფენებად ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების და ეგზემის სამკურნალოდ.

კარკადე, იგივე სუდანის ვარდი : ჩინური ვარდის ნათესავია, ბევრ ბაღს ამშვენებს, მედიცნაში მის ყვავილს იყენებენ. მისი სამკურნალო თვისებები ძველი დროიდანაა ცნობილი, ყვავილები შეიცავს დიდი ოდენობით ლიმონის, ვაშლის, ღვინის, ასკორბინის მჟავებს, ასევე ფლავონიდებს. პოლისაქარიდებს, პექტინს. ყვავილი არეგულირებს სისხლის წნევას, აქვს შარდმდენი და სპაზმოლიზური ეფექტი, გამოიყენება ჭიის მდენადაც. ჩინეთში მას წარმატებით იყენებენ თრომბის წარმოქმნის საწინაააღმდეგოდ, სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებლად, მოქმედებს საშვილოსნოს გლუვ კუნთებზე, სპაზმის მომხსნელად. მისი ჩაი აძლიერებს მადას, ფიზიკურ ამტანობას, შველის ქრონიკულ დაღლილობას და ნერვულ გადაღლილობას. 
დეზურა: მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, ყვავილობს ივლის- აგვისტოში. სამკურნალოდ გამოდგება  ყვავილობის პერიოდში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მის წვენს იყენებდნენ  პარაზიტების საწინაააღმდეგოდ. დღეს გამოკვლეულია, რომ მცენარე შეიცავს კურარეს მსგავს ნივთიერებას, თანამედროვე მედიცინა მისგან დამზადებულ პრეპარატებს  იყენებს, როდესაც საჭიროა მამოძრავებელი ნერვული დაბოლოებების ბლოკირება, რომ გლუვი კუნთების სპაზმი მოიხსნას. ხალხური მედიცინა კი მას მოტეხილობების სამკურნალოდ იყენებს.  მისი ნახარში უხდება დამწვრობებს, ნაყენს კი იყენებენ კუჭის დაავადებების სამკურნალოდ.

11 August 0 17 424

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно