გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ყვავილები სუფთა ჰაერზე

გაზაფხულიდან ბევრი მცენარე ითხოვს ჰაერის გამოცვლას, აივანზე, სუფთა ჰერზე გადგმას. ბევრი მცენარისთვის ეს აუცილებელიც კია.
არიან მცენარეები, რომლებიც ზაფხულში აივანზე თავს მშვენივრად გრძნობენ - ტრაქიკარპუსი, ფინიკი, ზოგიერთი ორქიდეა, ოთახის ვარდები, ჰორტენზია, ჰიბისკუსი, ჭანჭყატი. ზაფხულის არდადეგებს ასევე მშვენივრად გაატარებენ გარეთ ტემპერატურის ცვლილებისადმი მედეგი მცენარეები - ფურისულა, ფაცჰედერა, ჰელქსინა, ციმბიდიუმი.
გარეთ მოსწონთ ყოფნა ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეებს -მირტს, ციტრუსებს, პალმებს, სუკულენტების უმრავლესობას და თუ სახლში ადენიუმი ან აკოკანტერა გაქვთ, თამამად შეიძლება მათი გარეთ გადგმა.
ზოგიერთი მცენარისთვის არც ისე აუცილებელია სუფთა ჰაერზე გატანა, ისინი ორივეგან კარგად გრძნობენ თავს - სახლშიც და აივანზეც: ზამიოკულკასი, თავდაყირა, არალია, პლუმბაგო, ალოე, დრაცენა, უდაბნოს კაქტუსები. არჩევანი თქვენზეა.

ზოგ მცენარეს საერთოდ არ დებენ აივანზე. მათთვის გარეთ ყოფნა არ შეიძლება - დეკორატიულ ბეგონიებს, იებს, დიფენბახიას, ნეფროლეპისს, ვენარას თმას, ფოთლოვან კაქტუსებს სახლში ურჩევნიათ. თბილი ზაფხულის მიუხედავად ოთახის დატოვება არც ალოკაზიას, ანთურიუმს, ქაბისჩალას, მონსტერას, ფილოდენდრონს სჭირდებათ. ერთი ცივი ღამე ან მოულოდნელი წვიმა ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს ამ ტროპიკული მცენარეებისთვის.
ოთახის მცენარეების მოვლა აივანზე: როდესაც სიცხე რამდენიმე დღე გრძელდება, მათ უხვი  მორწყვა სჭირდებათ, არ უნდა მორწყათ მცენარე დღისით, როდესაც მზე მაღლაა. სჯობს მათი მორწყვა ადრე დილით ან საღამოს, მზის სხივები როდესაც ისე მწველი აღარაა. განსაკუთრებით უხვად რწყავენ დიდფოთოლა მცენარეებს. მოსარწყავად თბილი წყალია საჭირო. ონკანის ან ჭის წყალი მცენარეს უცებ მოკლავს.

კვება აივანზე: 2 კვირაში ერთხელ სარწყავ წყალს უმატებენ სასუქს მითითებული დოზებით.
მცენარეებს გარეთ არ დებენ კაშპოებში - წვიმის მერე შიგ შეიძლება წყალი დაგროვდეს. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ სადგამსაც - იქ ზომიერი ტენიანობა უნდა შენარჩუნდეს. ხანდახან სადგამი კარგად უნდა დათვალიერდეს- ზოგჯერ იქ  მწერები იბუდებენ. ასევე უნდა დაათვალიეროთ მცენარეებიც, რომ დროულად აღმოაჩინოთ მავნებლები. სუფთა ჰაერზე მათზე ადვილად მრავლდება ბუგრი, ლოქორა. ბუგრზე მიუთითებს წებოვანი დახვეული ფოთლები, ახალი ტოტები კი ხმება. მათი მოშორება საპნიანი წყლით შეიძლება, დაზიანებულ ტოტებს აშორებენ.
კიდევ ერთი მავნებელი აბლაბუდა ტკიპაა. იგი ვერ იტანს წყალს, ამიტომ ასეთ მცენარეს შხაპის ქვეშ აბანვებენ. ზოგჯერ მცენარეს ფოთლები აქვს დაჭმული, ეს ლოქორას ბრალია. მათ წინააღმდეგ  ქოთანს დებენ წყლიან თასში. ლოქორა მალე დაივიწყებს გზას თქვენი მცენარეებისკენ 

თუ ლიანების გატანას გადაწყვეტთ გარეთ, ის იმგვარად უნდა დაამაგროთ, რომ მერე შემოდგომაზე შინ შეტანისას მისი ტოტების დახსნა არ გაგიჭირდეთ. თუ მცენარე ძალიან დიდია, სჯობს მისი ჩამარხვა მიწაში ქოთნით. ასე ქარი ვერც წააქცევს ქოთანს და ვერც ტოტებს დაამტვრევს. მერე კი მისი ამოთხრაც ადვილია, უკან დასაბრუნებლად.
თარგმანი თ. სუპატაშვილის

27 July 0 9 096

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно