გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სუკულენტები სახლში

ზომიერ კლიმატურ რეგიონში ერთი ჩვეულებრივი სიმინდის მცენარე მოიხმარს ვეგეტაციის პერიოდში 200-250ლ მდე წყალს. მოზრდილ კომბოსტოს კი დღეში სჭირდება 10ლ მდე წყალი. ეს კარგია, მაგრამ მცენარეებს ხშირად არ აქვთ ამდენი წყლის ფუფუნება. რა ხდება მაშინ, როდესაც მცენარეს წყალი არ ჰყოფნის? როგორ უმკლავდება მცენარე გვალვას?
არსებობს მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც განსხვავებული მეთოდით ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას:
ეფემერები - ძალიან სწრაფადმზარდი მცენარეები არიან, რომლებიც ზრდით უსწრებენ გვალვას. სველ სეზონზე, რომელიც სულ რაღაც 3-5 კვირა გრძელდება, ისინი ასწრებენ ყვავილობასაც და თესლის მოცემასაც. მერე მიწა შრება, ისევ გვალვის პერიოდი დგება და მიწაზე დაცვენილი თესლი, მომდევნო წვიმის მოლოდინშია.
ეფემერ-გეოფიტები - იგივე ეფემეროიდები, ამ მცენარეებს თესლის გარდა რჩება კიდევ მიწისქვეშა სამარაგო ორგანოები, რომლებიც დაცულია წყლის დაკარგვისგან სპეციალური საფარით.
ქსეროფიტები - რამდენიმე ჯგუფად იყოფა: სკლეროფიტები - ძლიერი ფესვთა სისტემით ჩადიან მიწაში ღრმად გრუნტის წყლების შრემდე. სხვები ნივთიერებათა ცვლის ინტენსიობას ამცირებენ სხვადასხვა გზით - ღერო და ფოთლები ბევრ მცენარეს შებუსული აქვს, ბუსუსები მალე კვდება და ივსება ჰაერით. ზოგს პრიალა ზედაპირიანი ფოთლები აქვს, რომლებიც ირეკლავს სინათლეს, ზოგსაც სულ არ აქვს ფოთოლი, მაგრამ მწვანე ღერო ახერხებს ფოტოსინთეზს. კიდევ - პოიკილოქსეროფიტები- გვალვაში სულ ხმებიან. მაგრამ წვიმის მოსვლის შემდეგ სწრაფად აღიდგენენ ვეგეტაციის უნარს - ხავსი, ლიქენა. კიდევ ერთი ჯგუფი ქსეროფიტებში  სუკულენტებია. ჩვეულ პირობებში ისინი იგროვებენ სხეულში ტენს. გვალვაში კი მის ეკონომიურ ხარჯვას იწყებენ. მათ შეუძლიათ ტენის 60 % ის დაკარვის შემთხვევაშიც გადაირჩინონ თავი და არ მოკვდნენ.

ბოტანიკურ კლასიფიკაციაში ეს ჯგუფი არ არსებობს, ისევე, როგორც ხეები, ბალახები, დეკორატიული მცენარეები, სამკურნალო მცენარეები.  სუკულენტიზმი - ეს ქსეროფიტი მცენარეების ცხოვრების წესია. მათ შეუძლიათ წყლის დაგროვება ძლიერ გავითარებულ სპეციალურ ქსოვილში - წყლიან პარენქიმაში და კიდევ რამდენიმე ფიზიოლოგიური და მორფოლოგიური თავისებურებებიც აქვთ იმისთვის, რომ დაგროვებული წყალი ეკონომიურად გამოიყენონ. ასეთ მოწყობილობებს წარმოადგენს სქელი კუტიკულა, ეკლები, ღეროს განსხვავებული ფორმა და სხვ.
  მეცნიერების კვლევით, მშრალი ზონები დედამიწის ზედაპირის 35 % ს იკავებს, ამიტომ სუკულენტები გავრცელებულია ამერიკაშიც, აფრიკშიც, ევრაზიასა თუ ავსტრალიაში. დაახლოებით 15- 20 000 მდე სახეობაა გაერთიანებული ამ ჯგუფში, რომლებიც 80 მდე ოჯახს მიეკუთვნება. არსებობს რძიანასებრთა 331 გვარი, მაგრამ მათგან მხოლოდ 7 მიეკუთვნება სუკულენტებს. ამ ჯგუფში გაერთიანებულია ასევე კაქტუსები, ორქიდეასებრნი, მსუქანასებრნი, ბრომელიები, მეზემბრიანტემუმისებრნი და სხვა, 
ამ მცენარეებში წყლის რეზერვუარი სხვადასხვა ნაწილშია მოთავსებული. ზოგს ფოთლები აქვს გასქელებული,  - ალოე, აგავა, ჰავორტია, ზოგს - ღერო - კაქტუსი, ადენიუმი, სტაპელია. ზოგს კი - ფესვები - რძიანები.  არიან მცენარეები, რომლებსაც სამივე ნაწილი აქვთ სახეცვლილი.  მის გამო ასეთი დაყოფა ჯგუფში ძალიან პირობითია.
ასეთი მცენარეები კარგად ეგუებიან სახლის ჩვეულ პირობებს. კერძოდ

მშრალი ჰაერი განსაკუთრებით ზამთარში, ძალიანაც მოსწონთ ამ მცენარეებს. არ სჭირდებათ არც დანამვა, არც სველ სადგამზე დადება.
არაფერი დაშავდება, თუ მათ მიატოვებთ მარტო რამდენიმე კვირით, ზამთარში კი თვეებიც კი  და შეგიძლიათ დამშვიდებული წახვიდეთ დასასვენებლად, აგარაკზე.  მათ მოსავლელად არ მოგიწევთ მეზობლის ან მეგობრისთვის გასაღების დატოვება.
სუკულენტებში ფოტოსინთეზი ისე ხდება, რომ ჟანგბადის გამოყოფა უწევს ღამით, როდესაც სახლში იმყოფებით. ნახშირორჟანგს კი ძალიან მცირე ოდენობით გამოჰყოფენ შენობაში.
იშვიათი მორწყვა დროის ეკონომიაა, რის ნაკლებობასაც დღეს ყველა განიცდის. ნაკლები მორწყვა განაპირობებს მათ შენელებულ ზრდას, ეს ასევე მიზეზია, რომ ხშირად არ მოგიწევთ მათი გასხვლა - ფორმირება, ამავდროულად ხანგრძლივდება ქოთანში ჩაყრილი მიწის სარგებლობის ვადები და გადარგვა ახალ მიწაში უფრო იშვიათად მოუწევთ. ასე, რომ კაქტუსებს და სუკულენტებს სწორი მოვლის პირობებში მიწის გამოცვლა 5-6 წელიწადში ერთხელ დასჭირდებათ. 

ყოველ შემთხვევაში, ნუ გგონიათ, რომ სუკულენტებს არ სჭირდებათ ბევრი წყალი, მათ ძალიან უყვართ წყალი, გამსაკუთრებით სჭირდებათ ვეგეტაციის პროცესში და ამის გამო  სხვა პირობების დაცვისას ისევე სჭირდებათ მორწყვა, როგორც დანარჩენ ოთახის მცენარეებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, სუკულენტები ყოველთვის ჯერდებიან იმ რაოდენობას, რაც აქვთ, თუნდაც სულ მცირე იყოს წყალი და ეკონომიურად ხარჯავენ მერე, ამიტომ გვალვა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 
თარგმანი თ. სუპატაშვილის
<!--[if !supportLineBreakNewLine]-->

12 July 0 14 808

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно