იორდასალამის აგროტექნიკა: - ადგილის შერჩევა:

სწორად შერჩეული ადგილის და დარგვის სწორად ჩატარების შემთხვევაში იორდასალამი ერთ ადგილზე 25-35 წელი ცხოვრობს. არსებობს ლიტერატურული მონაცემები 50წელზე მეტ ხნის მცენარის ყვავილობის შესახებ.
მცენარე სინათლისმოყვარულია, მისთვის უნდა შეირჩეს მზიანი ღია ადგილი, რომელიც დაცული იქნება ქარისგან. იგი კრგად იტანს ნახევრადჩრდილსაც. ჩრდილში კი ცუდად იზრდება და ნაკლებად ყვავილობს. მისი დარგვა არასასურველია სახლთან ან სხვა ხეებთან ახლოს, რადგან შესაძლოა, დააკლდეს საკვები და ტენი.
 მისი გაზრდა ნებისმიერ ნიადაგზეა შესაძლებელი, თუმცა მოსწონს სუგლინური ნიადაგი, მაგრამ ვერ იტანს დაჭაობებულ ადგილს. თუ ნაკვეთში გრუნტის წყლები მაღალზეა, მას რგავენ შემაღლებულ ადგილზე ან გვერდზე უთხრიან  დრენაჟის არხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები სწრაფად დალპება და რამდენიმე წლის მერე მცენარე მოკვდება.
ნიადაგს წინასწარი მომზადება სჭირდება, ნებისმიერ ნაკვეთში მიწას გაუმჯობესება უნდა. ამისთვის საჭიროა ორგანული სასუქი, რაც მცენარეს უზრუნველჰყოფს საკვებით, გააუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, წყალშემცველობას, დაარეგულირებს სასარგებლო მიკროორგანიზმების რაოდენობას, რაც საჭიროა  მინერალური ნივთიერებების მცენარის მიერ ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებად გარდაქმნისთვის.
ყველაზე ადვილი ასეთი სასუქია კომპოსტი. იგი წარმოიქმნება საოჯახო ნარჩენების, სამზარეულოს ნარჩენების, სარეველა ბალახების, დაცვენილი ფოთლების ან ბოსტნეულის მწვანე მასისგან.  იორდასალამს სჭირდება ნიადაგი, რომლის მჟავეობა 6-6,5 იქნება.  
მცენარის დასარგავად უნდა ამოითხაროს ორმო - 60-70-60 სმ. ასე ფესვები თავისუფლად გავითარდება და 5 -6 წლის ასაკში მათი სიგრძე 60-70 სმ გახდება. უფრო პატარა ორმოში კი ფესვის ზრდა ადრე ჩერდება, შესაბამისად არც მიწისზედა ნაწილი იზრდება და არც ყვავილობააა უხვი.  ბუჩქებს შორის მანძილი 70-100სმ უნდა იყოს, რომ მიწა მის გარშემო ადვილი მოსავლელი იყოს და თითოეულ ბუჩქს კარგი აერაცია ჰქონდეს.
ორმოს თხრიან ივლისში, მის ქვედა ნახევარში ყრიან ორგაული სასუქის ნარევს - გადამწვარ ნაკელს, კომპოსტს და ტორფს, უმატებენ სუპერფოსფატს 200გრ მდე და კალიუმის სულფატს ასევე 200გრ, თუ სუგლინურია ნიადაგი, კიდევ შეაქვთ 200გრ ჩამქრალი კირიც. მერე ზემოდან აყრიან მიწს ზედა ფენას, ეს ორმოს ნახევარია, მიწას კარგად ტკეპნიან -  ასე იქმნება სასარგებლო ნივთერებების მარაგი სამომავლოდ მცენარისთვის. ორმოს ზედა ნახევარს ავსებენ მიწით სასუქს გარეშე. თუ ნაკვეთში მიწა ჯერ კიდევ არაა გაუმჯობესებული, შეიძლება ამ ნახევარსაც დაუმატოთ კომპოსტი, კორდის ან ფოთლოვანი მიწა. 

 
თუ ნაკვეთში ბევრი იორდასალამი უნდა დაირგას, სჯობს გრძელი თხრილი გააკეთოთ - ტრანშეის მსგავსი. ასე საუკეთესო პირობა იქმნება მცენარის მძლავრი ფესვების გავითარებისთვის, იგი მომდევნო 25-25 წელი უხვად იყვავილებს. თუ ერთ რიგად რგავთ, არხის სიგანე 70-80სმ უნდა იყოს, თუ ჭადრაკულად - 110-120სმ. მასაც ადრე ამზადებენ -დარგვამდე 2თვით ადრე.

დარგვა: იორდასალამის  დარგვის საუკეთესო დრო - აგვისტო-სექტემბერია. ადრე დარგული მცენარე ზამთრამდე ასწრებს კარგად შეგუებას ახალ პირობებთან. ბუჩქი, რომელიც უნდა დაიშალოს, ასევე ამ პერიოდში ამოაქვთ მიწიდან. 10-15 აგვისტოსთვის მცენარეზე ფესვიდან ზრდის ახალი წერტილების ფორმირება სრულდება და მომავალში მათგან ახალი ტოტები ოზრდება. მაგრამ მათ შემწოვი ფესვები არ აქვთ ჩამოყალიბებული, რასაც კიდევ ცალკე დრო უნდა.
ზოგჯერ, საჭირო ხდება მისი ადრე გაზაფხულზე დარგვა, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, ეს დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებია. მაგრამ მას ძალიან უჭირს ასეთი გადარგვა, მით უფრო, თუ იყოფა კიდეც, მაგრამ განსაკუთრებით უჭირთ, როდესაც კვირტები უკვე ზრდას დაიწყებენ. თუ ამას ცუდი ამინდიც დაემატება, მცენარე მოკვდება.თუ ბუჩქი არ იყოფა და მხოლოდ გადააქვთ სხვა ადგილზე მიწიანად, იგი კარგად გაიზრდება. ამ მეთოდს იყენებენ, როდესაც ადრე გაზაფხულზე ან საშემოდგომოდ უწევთ პატარა ნერგების გადატანა მუდმივ ადგილზე.
დარგვისას მთავარია სიღრმე. იგი ისეთი უნდა იყოს, რომ ზრდის წერტილის კვირტებს ზემოთ მიწის ფენა 3-5 სმ,იყოს მძიმე მიწაზე, 5-7 სმ კი - მსუბუქ მიწაზე. უფრო დიდი სიღრმე სჭირდება სახეობათშორის ჰიბრიდებს.  დარგვის მერე მცენარეს მიწას მჭიდროდ უტკეპნიან, რომ ფესვებს კარგი შეხება ჰქონდეთ მიწასთან. მიწას კარგად რწყავენ. ერთ ბუჩქზე დაახლოებით 5ლ წყალია საჭირო. მერე კიდევ ამატებენ მიწას. საჭირო დონემდე.
თუ ზრდის წერტილი მიწის დონიდან 5 სმ ით დაბლა იქნება, ბუჩქი კარგი ზრდის მიუხედავად ცუდად იყვავილებს. თუ ზედაპირულად იქნება დარგული, იგი ცუდად გაიზრდება და კვირტების გამოშრობის გამო იავადმყოფებს. მომდევნო წელს დარგვიდან  მცენარეკ არგად უნდა დათვალიერდეს. არასწორად დარგულ ბუჩქებს თავიდან რგავენ: ზედაპირულად დარგულს მიწას უყრიან საჭირო სიმაღლემდე. ღრმად ჩარგულს კი ქვემოდან 2 ბარით სწევენ ზემოთ და შიგნით უყრიან მიწას საჭირო დონემდე.
ლპობის ასაცილებლად ფესვებს ცენტრში კვირტის თვალით, აყრიან ქვიშას, სადაც 2 ს კ ხის ნაცარია დამატებული. მშრალ ამინდში დარგვის მერე მცენარეს პერიოდულად რწყავენ გვიან შემოდგომამდე. თუ წესები და დარგვის ვადები დაცულია, ზამთარში დაფარება არ სჭირდება. გვიან დარგულს კი ზემოდან აყრიან ფოთლებს, ტორფს ან კომპოსტს 10 -12 სმ ზე.
მოვლა: ახალგაზრდა ბუჩქი პირველი 2 წელი კარგად იზრდება და მას კვება არ სჭირდება. მხოლოდ გათოხვნა, სარეველების მოცილება და მორწყვა უნდა. მიწას ფრთხილად აფხვიერებენ - ასე კარგი აერშემცველი მიწა ექნება ფესვებს გარშემო,მორწყვაც არ დასჭირდება ხშირი. უკეთესია გაფხვიერება წვიმის  ან მორწყვის შემდეგ. მიწას ქერქი არ წარმოექმნება.
პირველ წელს მიწისზედა ნაწილი პატარა  ზომის იქნება, სულ 15-20 სმ, მაგრამ ფესვთა სისტემა იზრდება და ითვისებს საკვებს. ამ დროს ასევე ეფექტურია არაფესვური კვებაც სამჯერ ზედიზედ 10 დღიანი ინტერვალებით. -
პირველი - 40 გრ შარდოვანა 10ლ წყალზე მას მერე, რაც მიწისზედა ნაწილი იწყებს ზრდას.
მეორე - 40გრ. შარდოვანა მიკროელემენტების აბების დამატებით 10ლ წყალზე.
მესამე -  2 აბი მიკროელემენტებისა 10ლ წყალზე.
შესახურება სჯობს საღამოს ჩატარდეს, უკეთ რომ მიიღოს მცენარემ ფოთლებიდან საკვები. ხსნარს უმატებენ 1ს.კ.  სარეცხ ფხვნილსაც. თუ პირველ 2 წელს მას კოკრები გამოუვა. მათ აცლიან, რომ მცენარემ ენერგია არ დახარჯოს  ყვავილებზე, და ისევ ფესვების ზრდას მოახმაროს.

 
მესამე წლიდან უკვე ზედა ნაწილის ზრდა იწყება. ბუჩქს 10-15 ტოტი აქვს, იგი უხვად ყვავილობს. ამ დროიდან უკვე სჭირდება სასუქის მიცემაც-  გაზაფხულ-ზაფხულზე სამჯერ კვებავენ, მაგრამ ზედმეტი სასუქი არასასურველია. დოზები სწორად უნდა იყოს გათვლილი.
ერთ ბუჩქს პირველ კვებაზე სჭირდება 10-15 გრ აზოტი, 10-20გრ კალიუმი. სასუქს უყრიან ბუჩქს გარშემო, როცა თოვლი დნება. დამდნარ თოვლს მიწაში შეაქვს სასარგებლო ნივთიერებები. მოყრისას მარცვლები მცენარეს ფესვებზე არ უნდა მოხვდეს.
მეორე კვებისთვის საჭიროა - 8-10გრ აზოტი, 15-20გრ ფოსფორი და 10-15გრ კალიუმი. ეს კოკრობისას უნდა მოხდეს,.
მესამე კვება ყვავილობიდან 2 კვირის მერე სჭირდება. ფოსფორი- 15-20გრ და კალიუმი 10-15 გრ. ასე ხდება ახალი ზრდის წერტილების ფორმირება და უხვი ყვავილობა მომდევნო წელს. კვება სჯობს თხევადი სახით მორწყვისას.  მცენარეს დიდი ფოთლები აქვს და ისინი მეტ წყალს აორთქლებენ, ამიტომ 8-10 დღეში ერთხელ უხვი მორწყვა სჭირდება - 3-4 სათლი წყალი ბუჩქზე. უფრო მეტი სჭირდება ზაფხულში აქტიური ზრდის და კოკრობის დროს. თუ რამდენიმე ბუჩქი გაქვთ, კარგია მათ ირგვლივ არხის გათხრა ბუჩქიდან 20სმ დაშორებით და  მასში წყლის მიშვება. მოზრდილ მცენარეებს კი არხს უფრო მოშორებით უკთებენ, რომ წყალი ახალგაზრდა აქტიურ ფესვებამდე მივიდეს. მორწყვა ასე არხებში სჯობს საღამოს, როცა აორთქლება ნაკლებია და უმეტეს წყალს მცენარე შეიწოვს. არხებში წყალს მცირე ნაკადად მთელი ღამით უშვებენ შლანგიდან, ცხელ დღეებში კი მას სარწყავით რწყავენ ყოველდღე, მაგრამ ყვავილობისას  ეს მეთოდი არ გამოდგება. ყვავილი დასველებისას მიწისკენ იხრება, სწრაფად ლაქავდება, ჭკნება.
დიდი ყვავილების მისაღებად რასაც მოსაჭრელად იყენებენ,  გვერდითა ტოტებზე კოკრებს აცლიან, როდესაც მათი ზომა ბარდის მარცვლის ზომას აღწევს. სხვა შემთხვევაში ყვავილობა გახანგრძლივდება. როდესაც მცენარე 10-15 წლის გახდება, მერე მინერალური სასუქის რაოდენობა უნდა გაიზარდოს. კარგია ასევე ფრინველის სკინტლის ჟიჟაც - ერთი სათლი 20 სათლ წყალზე. აქვე ამატებენ 500გრ სუპერფოსფატს,  აჩერებენ 10 დღით,  რომ დადუღდეს, გამოყენების წინ კი აზავებენ ორჯერ.
თუ ორგანული სასუქი არ არის, მისი მომზადება სარეველების, სამზარეულოს ნარჩენების ან ბოსტნეულის მწვანე მასის გამოყენებით შეიძლება. ნარევს  ნახევრამდე ყრიან დიდ ჭურჭელში, ასხამენ წყალს, ახურავენ თავზე და 5-7 დღე დებენ. მერე აზავებენ 2ლ სითხეს 10ლ წყალზე და იყენებენ.
10-15 წლის მერე მცენარეს ყვავილები უწვრილდება, ნაკლები ყვავილი აქვს, კოკრებიც ყველა არ იშლება. ტოტები უწვრილდება. ეს აიხსნება ფესვების სიღრმეში ჩაზრდით, სადაც საკვები ნივთიერებები აღარაა, ზედაპირულს კი იგი ვეღარ ითვისებს. მაგრამ სრული ყვავილობის აღდგენა ამ ასაკშიც შესაძლებელია. პირველი კვების შემდეგ ბუჩქის ირგვლივ 4 დიდ ნახვრეტს აკეთებენ 40სმ სიღრმით. მათში ასხამენ თხევად სასუქს ან მშრალს ყრიან. მეორე შემთხვევაში ეს ნახვრეტები კარგად და დიდხანს უნდა მოირწყას, რომ მარცვლები ბოლომდე გაიხსნას და ღრმად ფესვებმდე ჩააღწიოს. მეორე კვება კოკრობისას საჭიროა 30გრ აზოტის. ფოსფორის და კალიუმის გამოყენებით. იგივე რაოდენობა სჭირდება მესამე ჯერზეც. ყვავილობის მერე კი თითო ნახვრეტში ყრიან 15-20გრ ფოსფორიან და 10-12 გრ კალიუმიან მინერალურ სასუქს, მერე კი უხვად რწყავენ. ეს საშუალებას მისცემს მცენარეს კიდევ დიდხანს იყვავილოს, 20-25 წლმდეც კი.
სამი წლის ზემოთ მას ყვავილობისას საყრდენის გაკეთება სჭირდება, განსაკუთრებით ხუჭუჭა ყვავილიან ფორმებს, რომლის დიდი და მძიმე ყვავილები ტოტებს დაბლა ხრის. მით უფრო, თუ წვიმაც დაემთხვა ან ძლიერი ქარი ამ პერიოდს. ყვავილები ისვრება და დეკორატიულობას ჰკარგავს. ამიტომ საყრდენს წინასწარ, 5-7 დღით ადრე უდგამენ. ეს შეიძლება 4-5მმ იანი მავთული იყოს ბუჩქის გარშემო 3ცალ  1მ სიმაღლის რკინის ჯოხზე შემოხვეული. შეიძლება პლასმასის მილიც გამოიყენოთ, დიამეტრით 8-10მმ. ეს რგოლი 60-70სმ ზე უნდა იყოს მიწის ზედაპირიდან.  რგოლის დიამეტრიც სწორად უნდა შეირჩეს ბუჩქის ასაკის და ზომების გათვალისწინებით, რომ ღერები თავისუფლად იყოს მის შიგნით. ასე სოკოვან დაავადებას აიცილებთ თავიდან, ადვილია ყვავილების მოჭრაც.
ყვავილობის დასრულების შემდეგ საყრდენს ხსნიან. დარჩენილ ყვავილებს კი აჭრიან 10-15 სმ ღეროთი. ეს ბუჩქის მწვანე მასას არ ამცირებს, მაგრამ  აუმჯობესებს ფესვთა სისტემის გავითარებას და ზრდის წერტილების ფორმირებას უწყობს ხელს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 July 0 5 709
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно